27 ივლისი, შაბათი, 2024

დიდი ბრიტანეთი-საქართველო: საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ინგლისური ენის სწავლების და შეფასების სფეროში

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „დიდი ბრიტანეთი-საქართველო: საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ინგლისური ენის სწავლების და შეფასების სფეროში“, რომელიც ეძღვნება ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხებს.

საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესების კუთხით მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბრიტანულ-ქართული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მან მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის საბჭოს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და არაერთი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის.

გიორგი ამილახვარი: თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში აუცილებელია სხვადასხვა საჭირო უნარების განვითარება ჩვენი ბავშვებისთვის, რომ მათ შეძლონ არსებულ კონკურენტულ გარემოში თავისუფლად ადაპტირება. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენების, განსაკუთრებით კი, ინგლისური ენის ცოდნის გაძლიერება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი კონფერენცია.

ჩვენ, საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის გაუმჯობესების კუთხით, უკვე შემუშავებული გვაქვს სტრატეგია როგორც სკოლებისთვის, ასევე განათლების სხვა საფეხურებისთვის. ამასთან, სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭოსთან და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს ინგლისური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების და დანერგვის კუთხით. შედეგად, მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის ხარისხს, რაც საშუალებას მისცემს მათ, იყვნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე.

კონფერენცია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, ხელს შეუწყობს ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების სფეროში ბრიტანულ-ქართული დიალოგის გაღრმავებას, ამ მიმართულებით ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული კონტაქტების დამყარებას.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ინგლისური ენის სტრატეგიის როლი საქართველოში ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. ამასთან, გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი ბრიტანელ და ქართველ პროფესიონალებს შორის სწავლებისა და შეფასების ისეთ მეთოდებზე, რომლებიც მორგებული იქნება ადგილობრივ საჭიროებებზე და, ამავე დროს, შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელი ზაზა ფურცელაძე, დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები, სწავლებისა და შეფასების სპეციალისტები, ინგლისური ენის მასწავლებლები, განათლების სფეროს წარმომადგენლები და მკვლევრები.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები