24 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

დიაგნოსტირება – გამოცდილების გაზიარება

spot_img

„ახალი განათლება“ წარმოგიდგენთ ინსტრუმენტის „ანგარიშის ფორმა“ მეშვეობით დიაგნოსტირების რამდენიმე ნიმუშს. ნაშრომები შესრულებულია „სპს კერძო საშუალო სკოლა დავითიანი-ნინო ჩოხელის“ პედაგოგთა მიერ და ემსახურება გამოცდილების გაზიარებას.

„ანგარიშის ფორმა“ რეკომენდებულია არა მარტო კლასის/მოსწავლეთა მიღწევების დასადგენად, ასევე გამოიყენება კურიკულუმის მონიტორინგისა და რევიზიისთვის, ასევე სასწავლო გეგმის განვითარების საშუალებასაც იძლევა.

დიაგნოსტირების ნიმუშები სხვადასხვა საგნის მიხედვითაა შესრულებული. გასაგები მიზეზების გამო, მოსწავლეთა ნაშრომები არ არის წარმოდგენილი (მოსწავლის ნაშრომი წარმოადგენს მაიდენტიფიცირებელ მასალას და მისი გამოქვეყნება ეწინააღმდეგება კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“).

ამგვარი დიაგნოსტირება რეკომენდებულია, სასწავლო წლის განმავლობაში, ორჯერ ან სამჯერ, ყველა საგანში, ე.წ. კომპლექსური ხასიათის ნამუშევრებზე დაყრდნობით.

დიაგნოსტირება ტარდება კლასში არსებული მოსწავლეების 20%-ის ნამუშევრების მიხედვით.

 

ნიმუშები იხილეთ ბმულზე:

https://drive.google.com/file/d/12e4JSgPuBSyVdWT_8ZJzjoVQ7kVjVlDI/view?usp=sharing

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები