13 ოქტომბერი, კვირა, 2024

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვის პრაქ­ტი­კა არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში

spot_img

მზია სა­ლა­ძე
სსიპ მინ­დია აბა­ში­ძის  სა­ხე­ლო­ბის ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თხილ­ნა­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მსოფ­ლი­ოს (გა­რე­მოს დაც­ვი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის)

შეც­ნო­ბა-შე­მეც­ნე­ბა და კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბა

მსოფ­ლი­ოს (პო­ლი­ტი­კის, კა­ნო­ნის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, კულ­ტუ­რის, დიალოგის, რე­ლი­გი­ის, ის­ტო­რი­ის, მე­დი­ის, ეკო­ნო­მი­კის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის) შეც­ნო­ბა-შე­მეც­ნე­ბა და კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბა გუ­ლის­ხ­მობს იმ სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­თა შე­სა­ხებ ფარ­თო და კომ­პ­ლექ­სურ ცოდ­ნა­სა და მათ კრი­ტი­კულ გა­აზ­რე­ბას, რო­მელ­თა შო­რი­საა გა­რე­მოს დაც­ვა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხე­ბის ცოდ­ნა და კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბა მო­ი­ცავს: ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს, მას­ზე მოქ­მე­დი ფაქ­ტო­რე­ბის, გა­რე­მოს უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის, გა­რე­მოს დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ცოდ­ნა­სა და გა­აზ­რე­ბას, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მოხ­მა­რე­ბა­სა და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და მდგრა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ჭი­რო­ე­ბის გა­აზ­რე­ბას.

დაწყე­ბით კლა­სებ­ში სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო დის­ციპ­ლი­ნე­ბის სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნია, აზი­ა­როს მოს­წავ­ლე სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს და გა­ნუ­ვი­თა­როს კვლე­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რაც მას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, შე­იც­ნოს და გა­ი­თა­ვი­სოს სამ­ყა­რო, ჩა­ერ­თოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, იგ­რ­ძ­ნოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­რე­მოს მი­მართ, გა­ი­აზ­როს უსაფ­რ­თხო ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლეს უვი­თარ­დე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი, რო­მელ­თა­გან პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია: გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა, უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვა. ბუ­ნე­ბი­სად­მი არას­წორ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­რე­მო­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და, შე­იც­ვა­ლა ეკო­ლო­გია, იმა­ტა ბუ­ნებ­რივ­მა კა­ტას­ტ­რო­ფებ­მა. გაჩ­ნ­და მე­ტი ინ­ტე­რე­სი სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფ­რ­თხო­ე­ბის მი­მართ. რამ­დე­ნად იცი­ან ბავ­შ­ვებ­მა, რო­გორ იზ­რუ­ნონ გა­რე­მო­ზე, უსაფ­რ­თხო ქცე­ვის წე­სე­ბი, თუ არი­ან მზად კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად ან რო­გორ და­ეხ­მა­რონ სხვებს უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბის დროს?

ტყე­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მე­ტი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი იმის­თ­ვის, რომ მთი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო ხან­ძ­რის და მეწყე­რის კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის­გან ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც იყოს და­ცუ­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თუ ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­ი­გეგ­მე­ბა, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უწყობს ბავ­შ­ვის მომ­ზა­დე­ბას, ის­წავ­ლოს ამ პრობ­ლე­მი­სად­მი სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

 

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტყე­ებს ტე­რი­ტო­რი­ის 40% უჭი­რავს და თან ტყის 90% ფერ­დო­ბებ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც მათ, პირ­ველ რიგ­ში, დაც­ვი­თი ეკო­ლო­გი­უ­რი ფუნ­ქ­ცია გა­აჩ­ნი­ათ – რო­გორც კი ეს სა­ფა­რი ნად­გურ­დე­ბა, ინ­ტენ­სი­უ­რად წარ­მო­ი­შო­ბა ხან­ძ­რის, ღვარ­ცო­ფი­სა და მეწყ­რის საფ­რ­თხე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მძაფ­რ­დე­ბა, რო­ცა გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, დე­და­მი­წა­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ტუ­ლობს და ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რ­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბი მა­ტუ­ლობს.

ამ ორ ფაქ­ტორს ისიც ემა­ტე­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­რე­მოს დაც­ვი­თი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. სა­ჭი­როა სახ­მე­ლე­თო ეკო­სის­ტე­მე­ბის დაც­ვა, აღ­დ­გე­ნა და მდგრა­დი გა­მო­ყე­ნე­ბა; ტყე­ე­ბის მდგრა­დი გა­მო­ყე­ნე­ბა; გა­უ­დაბ­ნო­ე­ბის, ნი­ა­და­გის დეგ­რა­დი­რე­ბი­სა და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის დაძ­ლე­ვა.

პრო­ექტ-გაკ­ვე­თი­ლი: ვიზ­რუ­ნოთ გა­რე­მო­ზე და უსაფ­რ­თხოდ და­ვის­ვე­ნოთ ბუ­ნე­ბა­ში

პრო­ექტ-გაკ­ვე­თი­ლი მო­ი­ცავ­და 2 საგაკვეთილო საათს  (დაწყ­ვი­ლე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი. 90 წუ­თი. პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი – საკ­ლა­სო ოთახ­ში, მე-2 გაკ­ვე­თი­ლი გრძელ­დე­ბა ახ­ლომ­დე­ბა­რე ტყე­ში) და 4 არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ათს – ლაშ­ქ­რო­ბა ტყე­ში.

სა­გა­ნი: ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა

სწავ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რი/კლა­სი: მე­ო­რე

პრო­ექტ-გაკ­ვე­თი­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა/აქ­ტუ­ა­ლო­ბა: მოს­წავ­ლე­ებ­მა ის­წავ­ლონ გა­რე­მოს დაც­ვა, მას­ზე ზრუნ­ვა, ბუ­ნე­ბა­ში უსაფ­რ­თხო დას­ვე­ნე­ბა, ტყე­ში ქცე­ვის წე­სე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ტყე­ში უსაფ­რ­თხოდ ყოფ­ნი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა. გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ ტყე­ში ხან­ძარ­თან, მეწყერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კის მარ­თ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლი­სათ­ვის უსაფ­რ­თხო მოქ­მე­დე­ბის წე­სე­ბის სწავ­ლე­ბით ხან­ძ­რის, მეწყ­რის გა­ჩე­ნამ­დე, მის დროს და შემ­დეგ.

პრო­ექტ-გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნე­ბი და შე­დე­გე­ბი:

♦ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და მას­ზე ზრუნ­ვის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა;

♦ ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფ­რ­თხე­ე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა;

♦ ბუ­ნე­ბა­ში უსაფ­რ­თხო დას­ვე­ნე­ბის წე­სებ­ზე სა­უ­ბა­რი;

♦ ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნი­სას სწო­რად ქცე­ვის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა;

♦ ტყე­ში ხან­ძ­რის, მეწყ­რის დროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თ­ვის მი­მარ­თ­ვა და სი­მუ­ლი­რე­ბუ­ლი გან­გა­ში­სას ევა­კუ­ი­რე­ბა;

♦ ხან­ძ­რის, მეწყ­რის გა­ჩე­ნამ­დე, მის დროს და შემ­დეგ მოქ­მ­დე­ბის წე­სე­ბის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა.

პრო­ექტ-გა­კვე­თი­ლის მი­ზა­ნი: შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებს, რაც ხელს უწყობ­და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვას. პრო­ექტ-გაკ­ვე­თილ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბულ­მა სტრა­ტე­გი­ებ­მა უზ­რუნ­ველ­ყო მოს­წავ­ლე­თა მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია და ჩარ­თუ­ლო­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად იმუ­შა­ვეს – წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­ას­რუ­ლეს და­ვა­ლე­ბე­ბი. მიზ­ნის მიღ­წე­ვას სწო­რად და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თ­ვამ შე­უწყო ხე­ლი.

პრო­ექტ-გაკ­ვე­თილ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მქონ­და შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

  1. წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. გო­ნებ­რი­ვი იერი­ში

მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ზე, ტყე­ში ქცე­ვის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ საფ­რ­თხე­ებ­ზე; ასა­ხე­ლე­ბენ რა სა­ხის სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი იცი­ან.

  1. კითხ­ვა-პა­სუ­ხი – გა­რე­მო, ტყე; მეწყე­რი, ხან­ძა­რი ტყე­ში

პა­სუ­ხო­ბენ რა არის გა­რე­მო; რო­გორ ვიზ­რუ­ნოთ მას­ზე; სა­კუ­თა­რი სიტყ­ვე­ბით გან­მარ­ტა­ვენ რა არის მეწყე­რი და ხან­ძა­რი; რა იწ­ვევს ტყე­ში მეწყერს და ხან­ძარს; რა სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს ტყე­ში ხან­ძ­რი­სა და მეწყ­რის ჩა­მო­წო­ლი­სას.

  1. ვი­დე­ო­ფილ­მი ტყის ხან­ძარ­ს და მეწყერ­ზე

მოს­წავ­ლე­ე­ბი უყუ­რე­ბენ ვი­დე­ო­ფილმს ტყე­ში მეწყ­რის და ხან­ძ­რის წარ­მო­შო­ბი­სა და საფ­რ­თხის შე­სა­ხებ. ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ სა­უბ­რო­ბენ რა ნა­ხეს ფილ­მ­ში, სა­კუ­თა­რი ვა­რა­უ­დე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი.

  1. მი­ნი-ლექ­ცია/კითხ­ვა-პა­სუ­ხი გა­და­უ­დე­ბელ სამ­სა­ხურ­ზე, ტყე­ში სტი­ქი­ის დროს ქცე­ვის წე­სებ­ზე

მას­წავ­ლე­ბე­ლი აწ­ვ­დის მოს­წავ­ლე­ებს და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას თე­მის ირ­გ­ვ­ლივ; ესა­უბ­რე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე; მოს­წავ­ლე­ე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ იმ პი­რებს, ვი­საც  სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის უნ­და მი­მარ­თონ; ამო­იც­ნო­ბენ მათ სიმ­ბო­ლი­კას; ასა­ხე­ლე­ბენ ნივ­თებს, რომ­ლე­ბიც კლა­სის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ჩან­თა­ში ალა­გია; პა­სუ­ხო­ბენ კითხ­ვებს: რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს გა­და­უ­დე­ბელ სამ­სა­ხურს? ვის უნ­და მი­მარ­თონ დახ­მა­რე­ბის­თ­ვის (ასა­ხე­ლე­ბენ პი­რებს) და რო­გორ მო­იქ­ც­ნენ ტყე­ში ხან­ძ­რის, მეწყ­რის დროს.

  1. ლაშ­ქ­რო­ბა/ექ­ს­პე­დი­ცია ტყე­ში. ნა­ხან­ძ­რა­ლი და და­მეწყ­რი­ლი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა

ტყე­ში ლაშ­ქ­რო­ბა/ექ­ს­პე­დი­ცია – ნა­ხან­ძ­რა­ლი და და­მეწყ­რი­ლი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. აკე­თე­ბენ დას­კ­ვ­ნებს: რა იწ­ვევს ტყის ხან­ძარს და მეწყერს? რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ მა­თი თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად? რო­გორ აზი­ა­ნებს ტყეს ხან­ძა­რი და მეწყე­რი? რო­გორ ვიქ­ცე­ვით, თუ ტყე­ში ყოფ­ნი­სას გაჩ­ნ­და ხან­ძა­რი ან ჩა­მოწ­ვა მეწყე­რი?

  1. ტყე­ში პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბა ჯგუ­ფებ­ში: მეწყე­რი, ხან­ძა­რი

შე­არ­ჩი­ეს ად­გი­ლი კო­ცო­ნის და­სან­თე­ბად, დან­თე­ბის წე­სე­ბის დაც­ვით და­ან­თეს კო­ცო­ნი პიკ­ნი­კი­სათ­ვის; შე­ას­რუ­ლეს და­ვა­ლე­ბა, გა­ა­კე­თეს პრე­ზენ­ტა­ცია: ტყე­ში კო­ცო­ნის ისე დან­თე­ბის შე­სა­ხებ, რომ არ გაჩ­ნ­დეს ხან­ძა­რი. რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, თუ ტყე­ში ხან­ძა­რია?

ააგეს მი­წის მთა. მას­ზე და­აწყ­ვეს მცი­რე ზო­მის სა­თა­მა­შო სახ­ლე­ბი, ასან­თის კო­ლო­ფე­ბი, ხის პა­ტა­რა ტო­ტე­ბი. პრე­ზენ­ტა­ცია – ,,მთის რო­მე­ლი­მე ფერ­დობს პა­ტა­რა ნიჩ­ბით გა­უ­ჩი­ნეს ნაპ­რა­ლი და აჩ­ვე­ნეს, რო­გორ ჩა­მოს­რი­ალ­დე­ბა მთის კალ­თა. ისა­უბ­რეს რა იწ­ვევს მეწყერს, რა გა­ვა­კე­თოთ მეწყ­რის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ მეწყ­რის დროს.

  1. ტყე­ში მოქ­მე­დე­ბის წე­სე­ბის გა­თა­მა­შე­ბა

თა­მა­ში: „რო­გორ გა­ვექ­ცეთ მეწყერს?“ და „ჩა­ი­კუ­ზე და გა­ცოც­დი“.

  1. სას­წავ­ლო თა­მა­ში „სა­ი­დუმ­ლო ყუ­თი“ – წე­სე­ბის გა­მე­ო­რე­ბა

თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი­დან, მო­რი­გე­ო­ბით, გა­მო­დის ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლე და ამო­აქვს ყუ­თი­დან ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნი­სას და სტი­ქი­ის დროს ქცე­ვის ერთ-ერ­თი წე­სი, ეც­ნო­ბა მას და შემ­დეგ ეც­დე­ბა ამ წე­სის მხო­ლოდ მოქ­მე­დე­ბით ახ­ს­ნას. გუნ­დის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ ამ წე­სის გა­მოც­ნო­ბას. თუ ჯგუ­ფი არას­წორ პა­სუხს ასა­ხე­ლებს, მა­შინ მე­ო­რე ჯგუ­ფის წევრს ეძ­ლე­ვა სწო­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

  1. ტყე­ში და­მეწყ­რილ და ნა­ხან­ძ­რალ ად­გი­ლებ­ში ხე­ე­ბის დარ­გ­ვა

მოს­წავ­ლე­ებ­მა წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნერ­გე­ბი დარ­გეს და­მეწყ­რილ და ნა­ხან­ძ­რალ ად­გი­ლებ­ში.

  1. პრო­ექტ-გაკ­ვე­თი­ლის შე­ჯა­მე­ბა

პრო­ექტ-გაკ­ვე­თილ­მა აჩ­ვე­ნა მოს­წავ­ლე­თა მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, ახა­ლი ცოდ­ნის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი გა­აზ­რე­ბა-გან­მ­ტ­კი­ცე­ბის, ბუ­ნე­ბის ობი­ექ­ტებ­სა და ცნე­ბებს შო­რის კავ­ში­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, ზე­პი­რი მტყვე­ლე­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნარ-ჩვე­ვე­ბი. მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლეს ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს, მას­ზე მოქ­მე­დი ფაქ­ტო­რე­ბის, გა­რე­მოს უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის, გა­რე­მოს დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შეს­წავ­ლა და გა­აზ­რე­ბა; პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მოხ­მა­რე­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და მდგრა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ჭი­რო­ე­ბის გა­აზ­რე­ბა; კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის რის­კი­სა­გან თა­ვის დაც­ვა.

 

 

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები