24 ნოემბერი, კვირა, 2024

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის

spot_img
„სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი“, ქარ­თ­ველ და უცხო­ელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად, აგ­რ­ძე­ლებს პრო­ექტს „1+1 ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის“, რო­მე­ლიც 2020 წელს და­იწყო, მაგ­რამ კო­ვიდ პან­დე­მი­ის გა­მო მა­ლე­ვე შე­ჩერ­და. წელს გა­ნახ­ლ­და აქ­ტი­ვო­ბე­ბი და, 23-29 იან­ვარს, პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი პე­და­გო­გე­ბი და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ეწ­ვივ­ნენ ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კას, სა­დაც, უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, 5-დღი­ან ტრე­ნინგ-კურ­ს­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ნინ­გის ფარ­გ­ლებ­ში მათ გა­იღ­რ­მა­ვეს ცოდ­ნა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სწავ­ლე­ბის თე­ო­რი­ულ/პრაქ­ტი­კულ დე­ტა­ლებ­ზე და ამ პრო­ცეს­ში ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბის სინ­თეზ­ზე.

სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი — ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში დამ­კ­ვიდ­რ­და ახა­ლი ტერ­მი­ნი „ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კი“. ვინ არი­ან ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კე­ბი და რა უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ეკის­რე­ბა მათ? გან­მარ­ტე­ბა ვთხო­ვეთ პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ ახალ­გაზ­რ­დულ მუ­შაკს, გვან­ცა და­ვი­თე­ლაშ­ვილს: „ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კი“ კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნად, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში, ახალ­გაზ­რ­დულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ობს და სხვა­დას­ხ­ვა ახალ­გაზ­რ­დუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით ეწე­ვა საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მე­ლიც, პი­რო­ბი­თად, გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ფა­სი­ლი­ტი­რე­ბით, თუნ­დაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის — თა­ნას­წო­რო­ბის, თა­ნა­ბა­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის და სხვ. — მშე­ნებ­ლო­ბით და ა.შ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს პრო­ფე­სია ახ­ლა იკი­დებს ფეხს.“

თბი­ლი­სის კერ­ძო სკო­ლა  „ოპი­ზას“ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის და „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ მას­წავ­ლე­ბე­ლი სო­ფიო ბა­ჩი­ლა­ვა, რო­გორც ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კი, პრო­ექ­ტ­ში 2020 წლი­და­ნაა ჩარ­თუ­ლი: „იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­ვე­ცა­ნი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას, სკო­ლა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის­თ­ვის ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა და დავ­გეგ­მეთ სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ა.შ. ჩე­ხეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 5-დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გიც ამ პრო­ექ­ტის ნა­წი­ლი გახ­ლ­დათ. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო, გა­ვე­ცა­ნით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს, სტრა­ტე­გი­ებ­სა და შე­სა­ბა­მის რე­სურ­სებს, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ელე­მენ­ტი შე­ვი­ტა­ნოთ. ამის გარ­და, ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად, თა­ვა­დაც შევ­ქ­მე­ნით რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­საც უკ­ვე ვი­ყე­ნებ რო­გორც საკ­ლა­სო ოთახ­ში, ასე­ვე საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბის დროს, შე­სა­ბა­მი­სად, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ტრე­ნინ­გის მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია.“

მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სექ­ტორ­ზე ას­წავ­ლის ქარ­თულს, რო­გორც მე­ო­რე ენას, ხო­ლო ქარ­თულ სექ­ტორ­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას, გე­ოგ­რა­ფი­ა­სა და ის­ტო­რი­ას. პრო­ექ­ტ­ზე „1+1 დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის“ სა­უბ­რი­სას, ის ხაზს უს­ვამს მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­და მუ­შა­კე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, სკო­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ხელს შე­უწყობს ევ­რო­პის კო­მი­სი­ის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვას ჩვენს სკო­ლებ­ში. ისიც ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლეა და გვი­ზი­ა­რებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს: „ვიმ­ყო­ფე­ბო­დით ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, სა­საზღ­ვ­რო ქა­ლაქ კე­შინ­ში, უშუ­ა­ლოდ ტრე­ნინ­გე­ბი პო­ლო­ნურ მხა­რეს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ მას­პინ­ძე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო ჩე­ხუ­რი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა, ნორ­ვე­გია და ეს­პა­ნე­თი.

სატ­რე­ნინ­გო კურ­სი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბას ეხე­ბო­და. ტრე­ნინ­გის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხ­ვა ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხელ­საწყო­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის კუთხით, გან­სა­კუთ­რე­ბით, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში. ასე­ვე, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში ტრე­ნინ­გის ფა­სი­ლი­ტა­ცი­ის გარ­კ­ვე­უ­ლი უნა­რე­ბი შე­ვი­ძი­ნეთ, ვი­ნა­ი­დან ეს ტრე­ნინ­გის პროგ­რა­მით იყო გა­წე­რი­ლი — კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის მომ­ზა­დე­ბა და შემ­დეგ მი­სი და­ტეს­ტ­ვა და­ნარ­ჩენ მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად.“

მო­მა­ვალ­ში, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, გა­ი­ა­რონ ერ­თ­გ­ვა­რი სტა­ჟი­რე­ბა სა­მი ქვეყ­ნი­დან — ჩე­ხე­თი, ეს­პა­ნე­თი, ნორ­ვე­გია — ერთ-ერ­თ­ში, გა­ეც­ნონ თუ რას აკე­თე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვის კუთხით, რა აქ­ტი­ვო­ბებს მი­მარ­თა­ვენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით; იქ­ნე­ბა სას­წავ­ლო სე­მი­ნა­რე­ბიც და პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი ახალ­გაზ­რ­დულ ბა­ნა­კებ­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან. სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, ამ ეტაპ­ზე, 6 სკო­ლაა ჩარ­თუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის 6 მას­წავ­ლე­ბე­ლი და მათ მოს­წავ­ლე­ებს ახალ­გაზ­რ­დულ გაც­ვ­ლით პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ამ სა­მი ქვეყ­ნი­დან ერთ-ერ­თ­ში.

თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლის აზ­რით, „თვი­თონ პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან მულ­ტი­კორ­პო­რა­ცი­უ­ლია და სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი. ერთ-ერ­თია „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი“, ასე­ვე კონ­სორ­ცი­უ­მის ნა­წი­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცია „ახალ­გაზ­რ­დე­ბი მშვი­დო­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის­თ­ვის“. ეს არის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, სხვა პარ­ტ­ნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად.“ რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გაზ­რ­დულ მუ­შა­კებს, ამ­ბობს, რომ ზო­გა­დად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კე­ბის პრო­ფე­სია ნელ-ნე­ლა ხდე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი და ახ­ლა მისი აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. „ამ დი­დი პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი სი­ახ­ლე სწო­რედ სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა გახ­ლავთ. ისი­ნი მოს­წავ­ლე­ებს გა­მო­იყ­ვა­ნენ ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­დან და, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბით, უფ­რო გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ. ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კე­ბის ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ამ პრო­ექ­ტ­ში სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლე­ბის თა­ნად­გო­მა და დახ­მა­რე­ბაა. მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის­თ­ვის პან­დე­მია იყო ხელ­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი, რა­მაც ეს პრო­ექ­ტი საკ­მა­ოდ დი­დი ხნით გა­და­დო. ახ­ლა გა­ნახ­ლ­და მუ­შა­ო­ბა და ისი­ნიც და­იწყე­ბენ ვი­ზი­ტებს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბას, ალ­ბათ, უფ­რო გა­ზაფხუ­ლი­დან, რო­დე­საც შე­და­რე­ბით უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბა გვექ­ნე­ბა, კო­ვიდ პან­დე­მი­ის მხრივ.

ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი არ იყო პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, ზო­გი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ახალ­გაზ­რ­დულ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს, ზო­გი თვით­და­საქ­მე­ბუ­ლია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მო­ეთხო­ვე­ბო­დათ. მა­თი შერ­ჩე­ვი­სას, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი ენის ცოდ­ნა იყო, რად­გან პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ტრე­ნინ­გე­ბი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე ტარ­დე­ბა,“ — გვითხ­რა თე­მო სუ­ყაშ­ვილ­მა.

ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კი გვან­ცა და­ვი­თე­ლაშ­ვი­ლი, პრო­ექ­ტ­ზე სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნავს, რომ „1+1 ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რი­სათ­ვის“ გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბას მო­ი­ცავს, მათ შო­რის, სას­წავ­ლო ვი­ზი­ტებს, კვლე­ვის ნა­წილს, ასე­ვე, და­ნერ­გ­ვის ნა­წილს, კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ა.შ. ამ­ბობს, რომ 1+1 ფორ­მა­ტი — მას­წავ­ლებ­ლი­სა და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კის კო­ლა­ბო­რა­ცია, სწო­რედ იმი­სათ­ვის შე­მუ­შავ­და, რომ მათ ერ­თობ­ლი­ვად შეძ­ლონ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ზო­გა­დად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს იმ სკო­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი არი­ან, მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ხით, პრო­ექ­ტ­ში. „ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი არის ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ე­რაა შექ­მ­ნი­ლი. თუ, ვთქვათ, და­გუგ­ლავ, პი­რო­ბი­თად, „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ებს“, ქარ­თუ­ლად თუ ინ­გ­ლი­სუ­რად, აუცი­ლებ­ლად ამო­გიგ­დებს „პე­პე­ლას ჩარ­ჩოს“, რო­მე­ლიც 4 ძი­რი­თად კა­ტე­გო­რი­ა­დაა და­ყო­ფი­ლი: ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, უნა­რე­ბი, ცოდ­ნა და კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბა. თუ გვინ­და, რომ სკო­ლა იყოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნო, მა­შინ ამ 4 ძი­რი­თად ღი­რე­ბუ­ლე­ბას უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. ამ კა­ტე­გო­რი­ებს თა­ვი­სი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი აქვს, საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია.“

რო­გორც უკ­ვე ით­ქ­ვა, ეს პრო­ექ­ტი არის 1+1, ანუ მას­წავ­ლე­ბე­ლი + ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კი. ვინ არის ეს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კი და რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო მი­სი ინ­ტეგ­რი­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში? გვან­ცა და­ვი­თე­ლაშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მუ­შა­ობს ახალ­გაზ­რ­დებ­თან და, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, ცდი­ლობს მა­თი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ამაღ­ლე­ბას და სა­მო­მავ­ლოდ, შრო­მის ბა­ზარ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლო­ბის გაზ­რ­დას, ზო­გა­დად სა­მო­ქა­ლა­ქო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წინ წა­მო­წე­ვას. „ახალ­გაზ­რ­დული მუ­შა­კის საქ­მი­ა­ნო­ბა, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბით, გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის­გან, რად­გან მას­წავ­ლე­ბე­ლი, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბით სარ­გებ­ლობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გაჩ­ნ­და ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რა­თა ის შე­დე­გე­ბი იქ­ნეს მიღ­წე­უ­ლი, რო­მე­ლიც და­სა­ხუ­ლი აქვს პრო­ექტს.“

გვან­ცა და­ვი­თე­ლაშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რ­დულ მუ­შა­კად მუ­შა­ობს ვე­კუ­ას სკო­ლა­ში, სა­დაც, ეს ფუნ­ქ­ცია, უკ­ვე მრა­ვა­ლი წე­ლია, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ვი­ნა­ი­დან ეს სკო­ლა ჩარ­თუ­ლი იყო პრო­ექ­ტ­ში, გვან­ცაც, რო­გორც სკო­ლის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კი, ჩა­ერ­თო პრო­ცეს­ში. „გა­მოცხად­და აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა და პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა შე­ავ­სეს აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, გა­და­აგ­ზავ­ნეს, შემ­დეგ გა­მოცხად­და გა­სა­უბ­რე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ირ­ჩ­ნენ. იგი­ვე პრო­ცე­დუ­რა გა­ვი­ა­რეთ ახალ­გაზ­რ­დულ­მა მუ­შა­კებ­მა — ჩვენც გა­ვაგ­ზავ­ნეთ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, შემ­დეგ იყო გა­სა­უბ­რე­ბა და მე­რე მოხ­და ჩვე­ნი დაწყ­ვი­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­თან. მე, რო­გორც ვე­კუ­ას სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კი, ჩე­მი­ვე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თან და­მაწყ­ვი­ლეს, რო­მე­ლიც, ასე­ვე გახ­და პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე.“

გვან­ცა გვიყ­ვე­ბა, რომ ჩე­ხეთ­ში ტრე­ნინგ-კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უნ­და ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, ჩე­ხე­თი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან და ნორ­ვე­გი­ი­დან, მაგ­რამ ნორ­ვე­გი­ი­დან ვერ ჩა­ვიდ­ნენ, კო­ვი­დის გა­მო. ტრე­ნინგ-კურ­სი მო­ი­ცავ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის ძი­რი­თად თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ნა­წი­ლებს, რა არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბა, სად იღებ მას, რა­ში მდგო­მა­რე­ობს და ა.შ., შემ­დეგ, იყო სა­უბ­რე­ბი ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებ­ზე — რო­გორ ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ცია, რა უნ­და იცო­დეს ფა­სი­ლი­ტა­ტორ­მა, რო­დე­საც ამა­ზე ესა­უბ­რე­ბა რო­გორც მოს­წავ­ლე­ებს, ასე­ვე ზო­გა­დად ახალ­გაზ­რ­დებს; სად შე­იძ­ლე­ბა ამ მიდ­გო­მე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბა, რო­გორ უნ­და და­ი­გეგ­მოს აქ­ტი­ვო­ბე­ბი და მე­თო­დო­ლო­გია, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა­ზე და ა.შ. „პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი უფ­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო იყო, მე­ო­რე კი — პრაქ­ტი­კუ­ლი. წყვი­ლებ­მა — მას­წავ­ლე­ბე­ლი + ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კი — თა­ვად დავ­გეგ­მეთ სე­სი­ე­ბი გა­ნათ­ლე­ბის თე­მა­ზე, რომ­ლე­ბიც შემ­დ­გომ­ში ჩვე­ნი­ვე პრო­ექ­ტის წევ­რე­ბის­თ­ვის ჩა­ვა­ტა­რეთ. ამ­გ­ვა­რად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძა­ლი­ან კარ­გი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნეთ. მარ­თა­ლია, გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს ჰქონ­დათ, მაგ­რამ იქ უშუ­ა­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მის ირ­გ­ვ­ლივ ვკონ­ცენ­ტ­რირ­დით — ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჩე­ხეთ­ში სტუმ­რო­ბა იმ კუთხი­თაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ კო­ვი­დის გა­მო, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტი იყო და ამან და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შეს­ძი­ნა მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას, აკე­თონ მე­ტი თა­ვი­ან­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის. უფ­რო გაძ­ლი­ერ­და გუნ­დის მშე­ნებ­ლო­ბა, დაწყ­ვი­ლე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­სა და ახალ­გაზ­რ­დულ მუ­შაკს შო­რის, ასე­ვე, გა­ვი­აზ­რეთ და გა­ვი­გეთ უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც მო­მა­ვალ­ში კი­დევ მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბულს გაგ­ვ­ხ­დის ამ თე­მა­ზე მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­უბ­რი­სას ან ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში.“ — ამ­ბობს გვან­ცა და­ვი­თე­ლაშ­ვი­ლი.

პრო­ექ­ტის თა­ნა­ავ­ტო­რი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ეკა­ტე­რი­ნე გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი ასე აფა­სებს პრო­ექ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და მას­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კე­ბის ჩარ­თ­ვას: „პრო­ექ­ტი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და სკო­ლის ზო­გა­დი კლი­მა­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა მი­მარ­თუ­ლი და აგე­ბუ­ლია ევ­რო­საბ­ჭოს მი­ერ შექ­მ­ნი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­ზე. ეს ჩარ­ჩო გა­ნათ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტო­რე­ბის ჩარ­თ­ვას მო­ი­აზ­რებს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­და, პრო­ექ­ტ­ში ახალ­გაზ­რ­და გან­მა­ნათ­ლებ­ლე­ბი/ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მუ­შა­კე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­და მუ­შა­კე­ბის ერ­თად მუ­შა­ო­ბის იდეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია არა­ფორ­მა­ლუ­რი და ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის თან­ხ­ვედ­რა­ზე, რაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას უნ­და შე­უწყოს ხე­ლი.

პრო­ექ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის იმ კუთხით, რომ მათ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ა­ფა­სონ არ­სე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ სხვებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით და იმ სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მელ­საც პრო­ექ­ტი სთა­ვა­ზობთ. პრო­ექ­ტის სქე­მა მო­ი­ცავს სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თ­შო­რი­სო სას­წავ­ლო ვი­ზიტს, ტრე­ნინგ-კურსს, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­სა და სე­მი­ნარს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ პრო­ექ­ტის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა თით­ქ­მის 19 თვეს შე­ად­გენს, მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, მო­ახ­დი­ნონ რეფ­ლექ­სია, შეც­ვა­ლონ და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ არ­სე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა, სკო­ლის კლი­მა­ტი და ხე­ლი შე­უწყონ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბი­სა და კომ­პ­ეტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, სკო­ლის და საკ­ლა­სო ოთა­ხის დო­ნე­ზე.“

♦♦♦

პრო­ექ­ტი „1+1 დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მის“ და ორ­გა­ნი­ზა­ცია „ახალ­გაზ­რ­დე­ბი მშვი­დო­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბი­სათ­ვის“ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი პროგ­რა­მის Erasmus+ მხარ­დაჭი­რით.

ლალი თვალაბეიშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები