22 მარტი, შაბათი, 2025

„დე­და­ზე მე ისე­თი რა უნ­და ვთქვა?!“

spot_imgspot_img

„დე­და­ზე მე ისე­თი რა უნ­და ვთქვა, მაგ­რამ ჩე­მი მო­სა­ყო­ლი მა­ინც უნ­და მოვ­ყ­ვე,“ — ასე იწყე­ბა რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლის ნო­ვე­ლა „მე დე­და­ზე ისე­თი რა უნ­და ვთქვა“. მე­ტი რომ აღარც გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა, სათ­ქ­მე­ლი უკ­ვე ემო­ცი­უ­რად იყო ნათ­ქ­ვა­მი და მკითხ­ვე­ლის გო­ნე­ბა­ში ეს სიტყ­ვე­ბი ისე­დაც სა­ფიქ­რალს აღ­ძ­რავ­და, მაგ­რამ ეს ნო­ვე­ლა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ოქ­როს სიტყ­ვე­ბით რომ არის და­წე­რი­ლი, ემო­ცი­ის კო­რი­ან­ტელ­ში გაგ­ხ­ვევს, სი­ხა­რუ­ლის, სევ­დის, დარ­დის ცრემლს მოგ­გ­ვ­რის და კი­დევ ერ­თხელ და­გა­ფიქ­რებს და შე­მო­გი­ძა­ხებს: ეი, შენ, ადა­მი­ა­ნო, „თუ დე­და არ გე­ნატ­რე­ბა და არც არაფ­რის გე­ში­ნია, სი­ცოცხ­ლეს ფა­სი არ ჰქო­ნია შენ­თ­ვის… დე­დის მო­ნატ­რე­ბაა ადა­მი­ა­ნო­ბა“ (ოთარ ჭი­ლა­ძე).

პერ­სო­ნაჟს, დე­დას­თან ფა­თი­ფუ­თით და საქ­მი­ა­ნად რომ ჩა­ვი­და და „ერ­თი დღე და ერ­თი ღა­მე“ დარ­ჩა, ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, რო­დის და­ად­გე­ბო­და სახ­ლის­კენ, ქა­ლა­ქის­კენ მი­მა­ვალ გზას ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი, ბა­ნა­ლუ­რი, მა­რა­დი­უ­ლად და­უმ­თავ­რე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად. მო­დი­ო­და დე­დი­სა­გან, რო­მე­ლიც ისევ შვი­ლის და­სამ­შ­ვი­დებ­ლად იღი­მე­ბო­და და ეუბ­ნე­ბო­და: „* ხან ვწე­ვარ, შვი­ლო, ხან, აი, ასე დავ­რაც­რა­ცე­ბო“. დე­დის სახ­ლი­დან სად­გუ­რამ­დე 4 კი­ლო­მეტ­რი იყო… დე­და ძვე­ლე­ბუ­რი ფარ­ნით იდ­გა და შვილს, თავ­დაღ­მარ­თ­ში მი­მა­ვალს, გზას უნა­თებ­და. „ისე ჩა­ვე­დი სად­გურ­ში, ისე ავე­დი მა­ტა­რე­ბელ­ში, ის შუ­ქი მხო­ლოდ პა­ტა­რავ­დე­ბო­და და არ იძ­ვ­რო­და. ვუ­ყუ­რებ­დი ვა­გო­ნის ფან­ჯ­რი­დან და ვწყრე­ბო­დი დე­დე­ბის სი­ჯი­უ­ტე­ზე,“ — ამ­ბობს მწე­რა­ლი და ქვე­ტექ­ს­ტი ამ სიტყ­ვე­ბი­სა არის ის, რომ იმ წკვა­რამ­სა და სი­ცი­ვე­ში ფარ­ნით ხელ­ში დე­და ისევ ჯი­უ­ტად ცდი­ლობ­და შვი­ლის სა­ვა­ლი გზის გა­ი­ო­ლე­ბა­სა თუ მი­სი დაღ­ლის გა­ზი­ა­რე­ბას. ჯან­და­ბას დე­დის „რაც­რა­ცით“ სი­ა­რულს… შვი­ლი ხომ ეყო­ლე­ბა კარ­გად, ან რად უნ­და დე­დას ორი თვა­ლი, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი?! მთა­ვა­რია, წინ მი­დი­ო­დეს მი­სი პირ­მ­შო, მი­სი მო­ნა­გა­რი და ეს სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის. ნო­ვე­ლის ემო­ცი­უ­რი ფო­ნი ფი­ნა­ლის­კენ ძლი­ერ­დე­ბა მა­შინ, რო­ცა ავ­ტო­რი ამ­ბობს: „ის კი იყო და ის, ცოცხა­ლი აღარ მი­ნა­ხავს დე­და­ჩე­მი. დე­კემ­ბ­რის თექ­ვ­ს­მეტ­ში უწ­ვა­ლებ­ლად და­ლია სუ­ლი და დამ­რ­ჩა იმ ფარ­ნის შუ­ქი სა­მუ­და­მო დარ­დად“. ამ დარდს არ აქვს წა­მა­ლი, ეს ისე­თი ვა­რა­მია, ვე­რაფ­რით რომ ვერ ჩა­ა­ყუ­ჩებ და გა­არ­თობ. ამას ჩუ­მი, მა­რა­დი­უ­ლი, გაბ­მუ­ლი დარ­დი ახ­ლავს, რო­მე­ლიც ტვი­ნის ყვე­ლა უჯ­რე­დამ­დე ჩა­დის და იქი­დან ღრე­ნას იწყებს — გუ­ლის­გა­მაწ­ვ­რი­ლე­ბელს და და­უმ­თავ­რე­ბელს. აკი ამი­ტო­მაც ამ­ბობს ავ­ტო­რი: „და­ვუნ­თებ ხოლ­მე სან­თელს, და­ვუ­ჩო­ქებ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვშვე­ლი ჩემს დარდს…“.

რე­ზო ინა­ნიშ­ვილს ამა­ვე თე­მა­ზე კი­დევ ერ­თი მოთხ­რო­ბა აქვს და­წერ­ილი — „დე­დე­ბი“.  უშ­ვი­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლი დე­და სოფ­ლის ქა­ლებ­თან ზღაპ­რებს ყვე­ბა, რად­გან თვი­თო­ნაც არ უნ­და და­ი­ჯე­როს, რომ შვი­ლი მას­თან აღარ არის. რა არის ეს? სა­კუ­თა­რი თა­ვის ნუ­გე­ში თუ სხვა­თა თვალ­ში გი­ჟო­ბა­ნას თა­მა­ში, იქ­ნებ, სა­ნამ გუ­ლის­გა­სა­ხეთქს რა­მეს ჰკითხა­ვენ, თვი­თონ­ვე პა­სუ­ხობს გა­ზე­პი­რე­ბულ ფრა­ზებს?! რა უნ­და დე­დას, მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ნათ­ლი­ას? მოთხ­რო­ბის ფი­ნალ­ში ვი­გებთ, რომ ჭკუ­ა­ზე შეშ­ლი­ლი კი არ არის დე­და (რო­გორც სოფ­ლის ქა­ლებს ჰგო­ნი­ათ), არა­მედ რე­ა­ლო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ურ­ბის, მარ­ტო სიზ­მ­რებ­შია ბედ­ნი­ე­რი, სა­დაც თა­ვის მხარ­ბე­ჭი­ან, ულა­მა­ზეს, მზე­ჭა­ბუკ შვილს ხე­დავს, ახ­ლა კი სიზ­მ­რებ­შიც მი­ა­ტო­ვა შვილ­მა და ამის­თ­ვის მო­სუ­ლა დე­და ექიმ­თან: „ძი­ლის წა­მა­ლი მო­მე­ცი, ძი­ლის წა­მა­ლი მო­მე­ცი, თო­რემ აღარ მე­ძი­ნე­ბა, ბიჭს ვე­ღარ ვხე­დავ და ვი­ღუ­პე­ბიო. ტი­რო­და, ტი­რო­და, სულ თხი­ლის სიმ­ს­ხო ცრემ­ლე­ბი ჩა­მოს­დი­ო­და“.

დე­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერთ-ერთ ქარ­თულ ტე­ლე­არ­ხ­ზე, ძა­ლი­ან კარ­გი გა­და­ცე­მა — ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ჩა­წე­რეს. მოწ­ვე­უ­ლი ჰყავ­დათ 7 რეს­პონ­დენ­ტი და თი­თო­ე­ულ მათ­განს 7 კითხ­ვა­ზე უნ­და გა­ე­ცა პა­სუ­ხი — თქვე­ნი შვი­ლის საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლი; ბო­ლოს რა სა­ჩუქ­რით გა­ა­ნე­ბივ­რეთ თქვე­ნი შვი­ლი; რო­მელ სიმ­ღე­რას უს­მენს ხში­რად; თქვე­ნი შვი­ლის რამ­დე­ნი ფო­ტო გაქვთ ტე­ლე­ფონ­ში; რამ­დე­ნი წლი­საა თქვე­ნი შვი­ლი და რო­დის უთხა­რით თქვენს შვილს ბო­ლოს, რომ გიყ­ვართ.

ექ­ს­პე­რი­მენ­ტის არ­სი იყო ის, რომ იმა­ვე კითხ­ვებ­ზე უნ­და გა­ე­ცათ რეს­პონ­დენ­ტებს პა­სუ­ხი, ოღონდ, შვილ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, მოწ­მ­დე­ბო­და დე­დას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. და აი, აქ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს ერ­თი შე­ხედ­ვით სა­ხა­ლი­სო ექ­ს­პე­რი­მენ­ტი დრო­უ­ლი, სა­ჭი­რო და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ძა­ლი­ან სევ­დის მომ­გ­ვ­რე­ლი იყო. შვი­ლე­ბის პა­სუ­ხი დე­დებ­თან მი­მარ­თე­ბით ასე­თი იყო:

— ააა… შე­მიტყუ­ეთ?

— რო­გორ და­ვუ­წი­ეთ ტონს?!

— ვაუუ, ვერ ვიხ­სე­ნებ…

— ვი­ცი, რა არ უყ­ვარს, თუმ­ცა რა უყ­ვარს, აღარ მახსვს…

— აი, სად გა­ვი­ჭე­დე…

— მარ­თ­ლა არ ვი­ცი…

— ალ­ბათ…

— არ ვი­ცი…

— ცო­ტა ხა­ნი მინ­და და მა­ლე ზლუ­ქუნს და­ვიწყებ…

დე­დის ასაკ­ზეც კი და­ფიქ­რ­და თით­ქ­მის ყვე­ლა მათ­გა­ნი; რომ უყ­ვართ, არც ეს უთ­ქ­ვამთ ახ­ლო წარ­სულ­ში და ა.შ. და ა.შ.  მად­ლო­ბა რეს­პონ­დენ­ტებს და გა­და­ცე­მის ავ­ტორს გულ­წ­რ­ფე­ლო­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ო­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა უნ­და ვთქვათ, რომ ამ გა­და­ცე­მამ სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­მა­ხე­და და მეც იგი­ვე კითხ­ვე­ბი და­ვუს­ვი ჩემს თავს… და იგი­ვე მდუ­მა­რე­ბა, იგი­ვე უხერ­ხუ­ლი შფოთ­ვა, იგი­ვე ნერ­ვი­უ­ლი სი­ცი­ლი თუ ყვე­ლა კითხ­ვის ხუმ­რო­ბის ტალ­ღა­ზე გა­და­ტა­ნა მო­მინ­და. აი, მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ დე­დას­თან შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. მარ­თა­ლია, დე­დის ბედ­ნი­ე­რე­ბა ის არის, შვი­ლი რომ გა­ა­ბედ­ნი­ე­როს, თუმ­ცა არც მო­ფე­რე­ბა, თავ­ზე ხე­ლის გა­დას­მა და სიყ­ვა­რუ­ლის ახ­ს­ნა აწყენს მშო­ბელს. ლი­ტე­რა­ტუ­რა კი გვმოძღ­ვ­რავს, რაც ძა­ლა და ღო­ნე აქვს, მაგ­რამ ვაი, რომ ჩვენს ხელ­ში იქ­ცა ხმად მღა­ღა­დებ­ლი­სად უდაბ­ნო­სა ში­ნა. მთე­ლი არ­სით რომ გა­აც­ნო­ბი­ე­რებ ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის „თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცის“ ტრა­გე­დი­ას, სიბ­რა­ზის­გან გა­წიწ­მატ­დე­ბი და შვი­ლებ­ზე აჯაგ­რუ­ლი ხმა­მაღ­ლა და­ა­მუ­ნა­თებ ქვრი­ვის უგ­ვან შვი­ლებს. გა­ფო­რი­ა­ქებს მი­სი ტუ­ტუ­ცი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ დე­დი­სათ­ვის სა­ღი­რა­ლი პა­ტი­ვი აქვს ნა­ცე­მი… დე­და კი სხვა შვი­ლის მო­მად­ლი­ე­რე­ბა­საც ცდი­ლობს. გულ­გაგ­ლე­ჯი­ლი, შვი­ლის პა­სუ­ხით ნირ­წამ­ხ­და­რი და შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი დე­და მი­დის და თან მი­აქვს ნა­ჯა­ხი­რე­ბი წარ­სუ­ლი, ქმრის ხსოვ­ნა, შვი­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და მო­მა­ვალ­ში აუცი­ლებ­ლად სათ­ქ­მე­ლი ტყუ­ი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის სი­ცოცხ­ლე­ში ერ­თა­დერ­თხელ თქვა — აღარ მე­ძე­ბოთ, შვი­ლე­ბო, სა­ლო­ცავ­ში წა­ვე­დი. რა­ტომ იც­რუა დე­დამ, რა­ტომ და­ა­ფა­რა თა­ვის შვი­ლებს ხე­ლი, არის კი ეს სწო­რი საქ­ცი­ე­ლი თუ ნა­მუს­ში ჩა­ხედ­ვა უფ­რო უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და ამ მონ­ს­ტ­რე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თაც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­ან­თი დე­და ხან ერ­თ­თან ეგო­ნათ და ხან — მე­ო­რეს­თან. შემ­დეგ, რო­ცა გა­ი­გეს დე­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ამ­ბა­ვი, შე­წუხ­დ­ნენ, ხალ­ხი რას იტ­­ყო­და, ეს ადარ­დებ­დათ, დე­დის მო­ძებ­ნა თან­ხებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ეძ­ვი­რათ! აი, ეს სიტყ­ვაა ამ ნო­ვე­ლის კულ­მი­ნა­ცია, ყვე­ლა­ზე ზუს­ტად შერ­ჩე­უ­ლი სიტყ­ვა, რო­მე­ლიც ტყვი­ა­სა­ვით არის ჩა­ჯე­ნი­ლი ათი­ან­ში. შვი­ლებს დე­დის მო­სა­ძებ­ნად წას­ვ­ლა ეძ­ვი­რათ! ამა­ზე დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი ემო­ცია და ადა­მი­ა­ნის ამა­ზე მე­ტად და­მაკ­ნი­ნე­ბე­ლი ფიქ­რი რა­ღა უნ­და იყოს?

გი­ლო­ცავთ დე­დე­ბო და შვი­ლე­ბო დე­დაშ­ვი­ლო­ბას! სა­ნი­მუ­შო შვი­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით! სა­ნამ დე­და-შვილს ერ­თ­მა­ნე­თი უყ­ვარს, სამ­ყა­როს გა­და­შე­ნე­ბა არ უწე­რია!

მაია მენ­თე­შაშ­ვი­ლი – ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 სა­ჯა­რო სკო­ლის პედაგოგი

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ქალი კალიგრაფები

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება