დებატები – ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“
- კლასი -IX კლასი
- საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა
- თემა: – ილია ჭავჭავაძე „სარჩობელაზედ“
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, შედეგები
ქართ.საბ.6. ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი ტექსტების შედარება და მსჯელობა მათ მსგავსება-განსხვავებებზე
ქართ.საბ.10. სტრუქტურული და ორგანიზაციული ელემენტების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული მიზნით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს).
ქართ.საბ.12. სწავლის პროცესში გამოყენებული სტრატეგიების გაცნობიერება, გაანალიზება და შეფასება მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის თვალსაზრისით.
- გაკვეთილის ტიპი – პრობლემაზე ორიენტირებული;
- შეფასება – განმავითარებელი;
მთავარი და დამატებითი რესურსები:
ა) ილია ჭავჭავაძე „სარჩობელაზედ“
ფრანც კაფკა „კაცი კაცს რომ მისდევდეს“
გალაკტიონ ტაბიძე „ბავშვები კაფეში „ ,
ნიკო ლორთქიფანიძე „ამაყი“
იობი – მითოლოგიური პერსონაჟი ( ვიკიპედია )
„სისხლის სამართლის კოდექსი“.
ბ) მასწავლებლის ინტერაქტიური მინი-ლექცია;
გ) დაფა, მარკერი;
- 6. კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური
- გაკვეთილის დროში გაწერილი მიმდინარეობა:
აქტივობა №1 (3 წთ) – მასწავლებელი კლასის საორგანიზაციო საკითხების შემდეგ აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს (სქემა 1).
აქტივობა № 2 (2 წთ) – მასწავლებელი ახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას კითხვა-პასუხის საშუალებით.
კითხვა №1 | პასუხი №1 |
გავიხსენოთ შესწავლილი ნაწარმოები „სარჩობელაზედ“. რა ძირითად პრობლემატურ საკითხებს გამოვყოფდით ნაწარმოებიდან?
კითხვა N2 : მოთხრობის მიხედვით, რა გახდა დანაშაულის გამომწვევი მიზეზი? |
„ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია სიკვდილით დასჯა. ეს ნაწარმოები ილია ჭავჭავაძემ 1879 წელს დაწერა, როგორც ვიცით, სიკვდილით დასჯა საქართველოში 1997 წელს გაუქმდა“ „მეორე საკითხი არის ბოროტების და სიკეთის საკითხი და კიდევ ის, რომ ყველაფერი საიდანღაც იღებს სათავეს“
პასუხი N2: „უამრავი გადატანილი ტრამვა, საზოგადოების გულგრილობა, და თვითონ ადამიანის მიდრეკილებაც“
|
პრობლემის გამოკვეთა: როგორ ფიქრობთ, მიუძღვის თუ არა საზოგადოებას წვლილი ცალკეული ადამიანის დანაშაულში ?
თუ მიუძღვის, როგორ?
აქტივობა №3 (5 წთ) მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დაიყონ ჯგუფებად, დაასახელონ მთავარი დებატორები და მოპასუხეები და გამართონ კლასიკური დებატები მოცემულ თემაზე, ამავე დროს შეახსენებს მოსწავლეებს დებატების წესებს და რეგლამენტს.
მხარეები
პირველი ჯგუფი: იზიარებს მოსაზრებას, რომ საზოგადოებას მიუძღვის წვლილი ცალკეული ადამიანის დანაშაულში
მეორე ჯგუფი : იზიარებს მოსაზრებას, რომ ადამიანის კეთილი ნება უპირველესია, დანაშაულში დამნაშავე კი უპირველესად თავად დამნაშავეა.
დებატების დროში გაწერილი თანამიმდევრობა:
I აქტივობა:
(10წთ )
მომხრე ჯგუფის მთავარი დებატორი წარმოადგენს თავის არგუმენტებს:
– საზოგადოება ცალსახად პასუხისმგებელია ცალკეული ადამიანის ჩადენილ დანაშაულზე თუ პირიქით, კარგ საქმეზე.
ამის მიუხედავად, საზოგადოება ყოველთვის მაშინ გამოჩნდება, როცა ადამიანი ცუდ გზას დაადეგბა, ამის მაგალითია „სარჩობელაზედ“ და გიორგი ლეონიძის „მარიტა“.
მაშინ სად იყო საზოგადოება, როდესაც ბიჭებს მამინაცვალი სცემდა, ან სახლიდან აგდებდა, ხოლო მარიტას იძულებით შეთეზე აქორწინებდნენ ? მაშინ რატომ არ ჩაერია ? როდესაც ადამიანს ფეხი გადაუბრუნდება, სწორედ მაშინ გამოჩნდება საზოგადოება, რომელიც მოითხოვს ამ ადამიანის დასჯას. ორივე ნაწარმოებში სიკვდილით სჯიან დამნაშავეებს, თუმცა მარიტას დანაშაული , ვფიქრობ, არაფერია უფროსი ძმის დანაშაულთან შედარებით მოთხრობიდან „ სარჩობელაზედ“.
ყველა ადამიანის ფსიქიკა არ ჰგავს ერთმანეთს, გადატანილი ტრამვების შედეგად შესაძლებელია მოძალადეც კი მივიღოთ .
თემის მოწინააღმდეგის შეკითხვა (კონტრარგუმენტატორი):
– ანუ, მიიჩნევთ, რომ ადამიანის პრინციპები, მისი თავისუფალი ნება მეორეხარისხოვანია ? თუ საზოგადოება გულგრილობას გამოიჩენს ჩვენ მიმართ, ეს ჩვენს ჰუმანურობაზე უნდა აისახოს ?
მომხრე ჯგუფის პასუხი (კონტრარგუმენტატორის მოპასუხე):
-„გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით“, ეს გალაკტიონის ლექსიდან არის ნაწყვეტი „ბავშვები კაფეში“. ძალიან რთულია, პირადი პრინციპების ერთგული დარჩე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი ხარ, რადგან ბავშვი სუფთა ფურცელია, ის მაგალითს იღებს გარემოსგან. ასე რომ, არ უნდა იყოს გასაკვირი უფროსი ძმის საქციელი მოთხრობის ბოლოს (საუბარია მოთხრობაზე „სარჩობელაზედ“).
II აქტივობა:
(10 წთ )
მოწინააღმდეგე ჯგუფის მთავარი დებატორი წარმოადგენს თავის არგუმენტებს:
– ვფიქრობთ, არ არის სწორი მთავარი გმირის დანაშაულის გარემოზე გადანაწილება. „ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი“ – როცა ამის თქმა შეგიძლია, ვფიქრობთ, სწორედ მაშინ ხარ ძლიერი . ადამიანი ყველა სიტუაციაში უნდა დარჩეს ადამიანად. წარმოდგენილ მოთხრობაში ვხედავთ უმცროს ძმას, რომელიც თავისი არსით ბევრად უფრო ადამიანურია, ვიდრე უფროსი. ანუ, ამ მოთხრობაშიც ვხედავთ მინიშნებას, რომ ადამიანი თავისი ბუნებით ან მიდრეკილია ბოროტებისკენ, ან – არა.
ამის ძალიან ნათელი მაგალითია მითოლოგიური გმირი იობი, რომელმაც ღმერთი უამრავი ტანჯვის შემდეგაც არ დაგმო; ამის მაგალითია მთავარი გმირი ნიკო ლორთქიფანიძის ნოველიდან „ამაყი“. „სხვა რა ჩემი მაგალითია, კაცს მზესავით უნდა შეგყურებდეს ყველა!“ – ამბობს მთავარი გმირი და ამით ის თავის ადამიანურ ზნეობრივ პრინციპებს არ უღალატებს. ვფიქრობთ, ყველა ადამიანს შეუძლია, იმის მიუხედავად, თუ რა გარემო პირობებში მოუწევს ცხოვრება, ადამიანად დარჩეს. ასევე, იმის გააზრება, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერასოდეს გადაიხდი.
მომხრე ჯგუფის შეკითხვა (კონტრარგუმენტატორის მოპასუხე):
– და რას იტყვით ბავშვებზე? ალბათ ყველას წაკითხული გვაქვს ბავშვთა უფლებების კონვენცია. თუ ამ დოკუმენტს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბევრი ბავშვის უფლებები ირღვევა. მე-19 მუხლის მიხედვით სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვი ნებისმიერი პირის მხრიდან ძალადობისგან, 27-ე მუხლის მიხედვით კი, ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს ისეთ გარემოში რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისთვის. რომელი მუხლი შესრულდა ნაწარმოებში „სარჩობელაზედ“?
თანაც, ადამიანის ფსიქიკა ხომ ძირითადად ბავშვობაში ყალიბდება?
მოწინააღმდეგე ჯგუფის პასუხი (კონტრარგუმენტატორი):
– ალბათ, გაცილებით რთულია ზნეობრიობის შენარჩუნება, თუ ბავშვობაში ავლენს საზოგადოება შენს მიმართ გულგრილობას და ამასთანავე, იჩაგრები. თუმცა, შეიძლება, იმ რწმენითაც გაიზარდო, რომ სხვას ანალოგიურად არასოდეს მოექცევი და ჩაგრულთა დამცველი გახდე. გარდა ამისა, როდესაც დამნაშავე დანაშაულზე პასუხს აგებს, არავინ იძიებს მისი ბავშვობის ტრავმულ გამოცდილებას, რაც შეიძლება, ერთი მხრივ, უსამართლოა, მაგრამ დანაშაულის სიმძიმე კანონითაც მხოლოდ მის ჩამდენს ეკისრება და არა საზოგადოებას, რომელიც ერთ დროს მის მიმართ გულგრილი იყო.
მომხრე ჯგუფის პასუხი:
-მაშ, ვთანხმდებით, რომ ბავშვობაში გამოვლენილი სისასტიკე და საზოგადოების გულგრილობა აისახება ადამიანზე . ასეთი ბავშვების გონებაში უსამართლობის რწმენა მყარია. სიყვარული ჯერ საიდანღაც უნდა მიიღო, რომ გასცე. ბევრი ნაწარმოები დაწერილა ამ თემაზე, ერთ-ერთია ასევე გურამ გეგეშიძის „შურისძიება“, რომელშიც მთავარი გმირი, რეზიკო, თითქოს, სამყაროზე იძიებს შურს გულგრილობის საპასუხოდ.
ვფიქრობთ, რომ მთავარი „მესიჯი“, რაც ამ მოთხრობამ დაგვიტოვა, მაინც ის არის, რომ არ უნდა ვიყოთ გულგრილნი ადამიანების, განსაკუთრებით, ბავშვების მიმართ, მაშინ, როცა მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.
დასკვნა/შეჯამება: (2 წთ)
ამ ეტაპზე მთავრდება დებატები. მოდერატორი/მსაჯი /მასწავლებელი კიდევ ერთხელ ასახელებს გუნდების მთავარ არგუმენტებს და გამოყოფს საუკეთესო გუნდს და დებატორს.
აქტივობა №8 (3წთ) – განმავითარებელი შეფასება – მასწავლებლის, დამსწრეთა ზეპირი კომენტარი/და მოსწავლეთა თვითშეფასება .
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები და კრიტერიუმები:
◊ მოსწავლეთა თვითშეფასება: (ზეპირად )
◊ რა იყო ჩემთვის საინტერესო აღნიშნულ აქტივობაში ?
◊ რა იყო ჩემთვის ბუნდოვანი და რისი დაზუსტება მომინდა სამომავლოდ ?
◊ რა ახალი ცოდნა და უნარები შევიძინე ?
მასწავლებლის და დამსწრეთა შეფასება:
სრულიად
|
ნაწილობრივ | განსავითარებელია | |
გადმოცემის უნარი | |||
არავერბალური კომუნიკაცია | |||
მონაწილეობა | |||
მოსაზრების არგუმენტირება | |||
პარალელების გავლება ნაწარმოებებსა და რეალურ ცხოვრებას შორის | |||