დგას თუ არა რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა

1129

სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის/სექ­ტო­რე­ბის სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ბო­ლო, და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში მყო­ფი მოს­წავ­ლე­ე­ბის აღ­ქ­მა და მო­ლო­დი­ნე­ბი გა­მო­იკ­ვ­ლია, გა­ა­ა­ნა­ლი­ზა მა­თი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სკო­ლის შემ­დ­გო­მი გა­ნათ­ლე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის ხედ­ვა.

CCIIR-ის კვლე­ვა ჩა­ტარ­და „ტო­ლე­რან­ტო­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის“ (PITA) ფარ­გ­ლებ­ში, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ე­როს ასო­ცი­ა­ცია (UNAG), ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­კითხებ­ზე სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტე­ბი, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ას­პექ­ტის, პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის შეს­წავ­ლა დღემ­დე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კვლე­ვა­ში მო­ცე­მუ­ლი მიგ­ნე­ბე­ბი ისე­თი დას­კ­ვ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მ­ვის პრო­ცეს­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას მო­ითხოვს.

კონ­კ­რე­ტუ­ლად რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი­სა და სექ­ტო­რე­ბის მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებს და სად ხე­და­ვენ, სკო­ლის შემ­დეგ, სა­კუ­თა­რი გა­ნათ­ლე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვებს? – ამ თე­მებ­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რებს CCIIR-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე. ინ­ტერ­ვი­უ­ში, ასე­ვე, შე­იტყობთ კვლე­ვა­ში მო­ცე­მულ მიგ­ნე­ბებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლია, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­მა პი­რებ­მა რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. ვფიქ­რობთ, კვლე­ვა გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი სექ­ტო­რის დიდ ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევს, რად­გან ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც კვლე­ვამ ასა­ხა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ რე­ა­ლო­ბას ქმნის – რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი არ უნ­და აღიქ­მე­ბო­დეს მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში მყოფ სკო­ლე­ბად. თუ რა­ტომ, ამ კითხ­ვა­ზე ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის­გან არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ პა­სუხს მი­ი­ღებთ.

– ბა­ტო­ნო შალ­ვა, რა მიგ­ნე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა კვლე­ვა­ში და რე­ა­ლუ­რად რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებს?

– სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იყო სა­ინ­ტე­რე­სო მიგ­ნე­ბე­ბი. ზო­გა­დად, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში მყო­ფი სკო­ლე­ბი. რო­ცა აქ­ცენ­ტი სომ­ხუ­რე­ნო­ვან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ზე კეთ­დე­ბა, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ით­ვ­ლე­ბა, რომ მა­ლე და­ხურ­ვა­დი სკო­ლე­ბია. რე­ა­ლუ­რად კი, გა­მო­იკ­ვე­თა ტენ­დენ­ცია, რომ ეს სკო­ლე­ბი საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ბევ­რი არ არის, სულ 11 სკო­ლა და 47 სექ­ტო­რია. მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მკვეთ­რად ნაკ­ლე­ბია სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი­სა და სექ­ტო­რე­ბის მოს­წავ­ლე­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. თუმ­ცა, ყუ­რად­სა­ღე­ბია ის ფაქ­ტი, რომ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის/სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა აჭარ­ბებს, მა­გა­ლი­თად, სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბას — 14 ათას­ზე მე­ტი მოს­წავ­ლეა. ამას­თა­ნა­ვე, არც ის ტენ­დენ­ციაა მარ­თე­ბუ­ლი, რო­ცა ამ სკო­ლებ­ზე, რო­გორც მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში მყოფ­ზე, ისე ვსა­უბ­რობთ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლებ­ში, დაწყე­ბით კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა და­ბა­ლი უნ­და იყოს. რე­ა­ლუ­რად კი, პი­რი­ქით ხდე­ბა, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. მე­ტიც, 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით, მკვეთ­რა­დაა გაზ­რ­დი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, უმ­ჯო­ბე­სია, იმა­ზე ვი­სა­უბ­როთ, რომ ეს სკო­ლე­ბი სა­ჭი­რო­ებს რე­ფორ­მას (იმი­ტომ რომ ამო­ვარ­დ­ნი­ლი არი­ან გარ­კ­ვე­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტი­დან) და არა იმა­ზე, რომ დღეს არის და ხვალ აღარ იქ­ნე­ბა.

ისიც თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ ამ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, იმ ინ­დი­კა­ტო­რე­ბი­დან და ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც გა­ზომ­ვა­დია, ბევ­რად უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი აქვთ არა მხო­ლოდ სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით, არა­მედ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბი­თაც. მა­გა­ლი­თად, თუ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებს გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, ჩაჭ­რილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით (ყვე­ლა სა­გან­ში), რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო, ვიდ­რე ქარ­თულ, სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში. ასე­ვე, თუ ავი­ღებთ მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებს (ვინც ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დას რუ­სულ ენა­ზე აბა­რებ­და), ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი შე­დე­გი სწო­რედ რუ­სუ­ლე­ნო­ვან კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ჰქონ­დათ.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებს რაც შე­ე­ხე­ბა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი 2015 წლის პი­ზას კვლე­ვა­ში პირ­ვე­ლად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ, შემ­დეგ – 2018 წლის (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ). 2015-ში რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს მკვეთ­რად უკე­თე­სი შე­დე­გი აქვთ, ვიდ­რე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნოვ­ნებს და ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში – ვიდ­რე ქარ­თუ­ლე­ნოვ­ნებს, ხო­ლო პი­ზა 2018-ში მა­თი შე­დე­გე­ბი უკ­ვე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია, ქარ­თუ­ლე­ნო­ვან­თან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან­თან შე­და­რე­ბით, სა­მი­ვე სა­გან­ში – ბუ­ნე­ბა­ში, კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში. პროგ­რე­სიც 2015-დან 2018-მდე, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, მათ აჩ­ვე­ნეს. მა­გა­ლი­თად, თუ პი­ზა 2018-ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს უფ­რო და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და, ვიდ­რე პი­ზა 2015-ში, რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში პი­რი­ქით მოხ­და, მკვეთ­რი ზრდა აჩ­ვე­ნეს. ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი (კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ო­რებ, იმ ინ­დი­კა­ტო­რე­ბი­დან და გა­ზომ­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე), რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის/სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­თა შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, ვიდ­რე ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის. და რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რა პრობ­ლე­მე­ბიც გვქონ­და და გვაქვს ამ სკო­ლებ­ში – რო­გორც სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის, ისე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ და ამ პრობ­ლე­მებ­ზე თა­ვა­დაც სა­უბ­რო­ბენ. ასე­თია ზო­გა­დი სუ­რა­თი.

კვლე­ვის პრო­ცეს­ში გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, ერ­თი მხრივ, სკო­ლა­ში გა­ნათ­ლე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი, ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი; ასე­ვე, ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხა­რის­ხი და ამ მოს­წავ­ლე­ე­ბის ეთ­ნი­კუ­რი და ენობ­რი­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა, ანუ ვინ სწავ­ლობს რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში. რო­გორც ვი­ცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა დი­დი არ არის. სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­შინ ვინ სწავ­ლობს რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში. კვლე­ვის შე­დე­გად, ეთ­ნი­კუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­თი სუ­რა­თი მი­ვი­ღეთ: რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში ეთ­ნი­კუ­რად რუ­სი მოს­წავ­ლე მხო­ლოდ 3%-ია, ყვე­ლა­ზე მე­ტია ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი – 34%, ქარ­თულ-სომ­ხუ­რი შე­რე­უ­ლი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი 15%-მა მი­უ­თი­თა, ხო­ლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის მოს­წავ­ლე – 18%, ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თ­ვე­ლი – 15%.

თუმ­ცა, ჩვენ არა მხო­ლოდ ეთ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით გვქონ­და შე­კითხ­ვა, არა­მედ გვინ­დო­და გაგ­ვერ­კ­ვია, ვის­თ­ვის არის რუ­სუ­ლი ენა მშობ­ლი­უ­რი. მოს­წავ­ლე­თა 32%-მა და­ა­სა­ხე­ლა, რომ მის­თ­ვის რუ­სუ­ლი მშობ­ლი­უ­რი ენაა, ანუ რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მშობ­ლი­უ­რი ენის დაც­ვა-გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, მოს­წავ­ლე­თა მხო­ლოდ 32%-ია, ვის­თ­ვი­საც მშობ­ლი­უ­რი ენა რუ­სუ­ლია, ხო­ლო ეთ­ნი­კუ­რად რუ­სი — 3%; და­ნარ­ჩე­ნი შემ­დეგ­ნა­ი­რად ნა­წილ­დე­ბა — მე­ო­რე ად­გილ­ზეა მოს­წავ­ლე­თა ის ნა­წი­ლი, ვინც მშობ­ლი­ურ ენად სომ­ხურს ასა­ხე­ლებს, შემ­დეგ მოს­დევს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და ბო­ლოს ქარ­თუ­ლი — და­ახ­ლო­ე­ბით 16% ამ­ბობს, რომ მის­თ­ვის მშობ­ლი­უ­რი ენა ქარ­თუ­ლია. ეს კვლე­ვა, ამ თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ეთ­ნი­კუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა ისე­ვე, რო­გორც მშობ­ლი­ური ენა (ვინ რო­გორ ასა­ხე­ლებს) შეს­წავ­ლი­ლი არ იყო და რე­ა­ლუ­რად არ ვი­ცო­დით ვინ სწავ­ლობ­და ამ სკო­ლებ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, ასე­ვე, გაგ­ვე­გო რო­გო­რია მა­თი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხა­რის­ხი, რამ­დე­ნად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად თვლიდ­ნენ თავს სა­ზო­გა­დე­ო­ბა­ში. 52% სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხა­რისხს ასა­ხე­ლებს, რო­გორც და­ბალს ან სა­შუ­ა­ლოს. ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოვ­ლინ­და (და ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო) სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, შემ­დ­გომ – ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში. თუმ­ცა, უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ მოს­წავ­ლე­თა ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა – 45% კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლია დე­და­ქა­ლაქ­ში, თბი­ლი­სის სკო­ლებ­ში სწავ­ლობს, მაგ­რამ არც მათ აქვთ მა­ღა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, სა­კუ­თა­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხა­რისხს არც თბი­ლი­სის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი არ აფა­სე­ბენ, რო­გორც მა­ღალს.

–  სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ აფა­სე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­კუ­თარ ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ებს?

– რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო შეგ­ვეს­წავ­ლა, თუ რო­გორ აფა­სე­ბენ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი სა­კუ­თარ ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ებს რო­გორც მშობ­ლი­ურ, ასე­ვე მე­ო­რე ენა­ში, რო­მე­ლიც სწავ­ლე­ბის ენაა და, აგ­რეთ­ვე, უცხო ენა­ში. ამ თვალ­საზ­რი­სით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გა­დად მა­ღა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა აქვთ, გარ­კ­ვე­უ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მა­ინც გა­მო­იკ­ვე­თა. მა­გა­ლი­თად, მშობ­ლი­ურ ენა­ში ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მა­თი თვით­შე­ფა­სე­ბა წე­რი­სა და კითხ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ბა­ლია — აღი­ა­რე­ბენ, რომ წე­რი­სა და კითხ­ვის თვალ­საზ­რი­სით, მშობ­ლი­ურ ენა­ში, მა­თი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი უფ­რო და­ბა­ლია, ვიდ­რე მოს­მე­ნი­სა და ლა­პა­რა­კის კუთხით. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა რუ­სულ­ში აქვთ, შე­და­რე­ბით და­ბა­ლი — ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია წე­რი­სა და ლა­პა­რა­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა, შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი — მოს­მე­ნა და კითხ­ვა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მოს­წავ­ლე­ებს პრო­დუ­ცი­რე­ბის უნა­რე­ბი ნაკ­ლე­ბად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებს, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში, ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­ფა­სე­ბა მკვეთ­რად და­ბა­ლია.

– უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა გეგ­მე­ბი აქვთ სა­მო­მავ­ლოდ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებს?

– 14 ათა­სი მოს­წავ­ლე გვყავს და მა­თი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო გარ­კ­ვე­ულ თან­ხას ხარ­ჯავს. რად­გან გა­ვი­გეთ, რომ ამ სკო­ლებ­ში სწავ­ლის ხა­რის­ხი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, ვე­ცა­დეთ გაგ­ვე­გო, რამ­დე­ნად იყე­ნე­ბენ ამ ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს და რამ­დე­ნად ფას­დე­ბა ეს კონ­ტინ­გენ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის. სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თი გა­მო­იკ­ვე­თა – მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, 68% აპი­რებს სწავ­ლის უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გაგ­რ­ძე­ლე­ბას, ხო­ლო 32%-ს სხვა გეგ­მე­ბი აქვს, მათ შო­რის, ნა­წი­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლას უკავ­შირ­დე­ბა (68%-დან საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს ჰქონ­და ასე­თი პა­სუ­ხი). იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის 84%, ვინც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას აპი­რებს, ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას, ხო­ლო 16% – საზღ­ვარ­გა­რეთ. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გა­მო­იკ­ვე­თა რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით: სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან და აჭა­რი­დან მოს­წავ­ლე­თა უფ­რო დი­დი ნა­წი­ლი სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას საზღ­ვარ­გა­რეთ გეგ­მავს, და­ახ­ლო­ე­ბით, 43% – სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან, 34% — აჭა­რი­დან. სა­ერ­თო ჯამ­ში, სამ­ცხე ჯა­ვა­ხე­თი­დან სას­წავ­ლებ­ლად ან სა­მუ­შა­ოდ წას­ვ­ლას მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­თა 50%-ზე მე­ტი გეგ­მავს. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აჭა­რა­შიც მა­ღა­ლია მა­შინ, რო­დე­საც მკვეთ­რად და­ბა­ლია თბი­ლის­სა და ქვე­მო ქარ­თ­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში – თბი­ლი­სის რუ­სუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­თა მხო­ლოდ 10% ფიქ­რობს სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად საზღ­ვარ­გა­რეთ წავ­ლას, ანა­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ქვე­მო ქარ­თ­ლ­შიც, და­ახ­ლო­ე­ბით, 11%. კვლე­ვი­დან შე­ვიტყ­ვეთ, რომ თბი­ლი­სი­სა და ქვე­მო ქარ­თ­ლის რუ­სუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ი­ღებს.

და­ვინ­ტე­რეს­დით იმი­თაც, ის ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ, გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ თუ არა კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მას, რო­მე­ლიც სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის გვაქვს. უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ არ აპი­რებს კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბას. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლია თბი­ლის­ში. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­სა და ქვე­მო ქარ­თ­ლის მოს­წავ­ლე­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი კი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლას ამ­თავ­რებს, მა­ინც აპი­რებს კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბას და გეგ­მავს, უნა­რე­ბის გა­მოც­დის სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზე ჩა­ბა­რე­ბას და 1+4 პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბას. აჭა­რის, იმე­რე­თის, სა­მეგ­რე­ლოს და თბი­ლი­სის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი კი, ჩვე­უ­ლებ­რივ გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლას, ყვე­ლა საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბას და სწავ­ლის ამ გზით გაგ­რ­ძე­ლე­ბას აპი­რე­ბენ.

ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კ­ვია თუ რა იყო იმ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია, ვინც სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას საზღ­ვარ­გა­რეთ აპი­რებს, რა­ტომ მი­დი­ან უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. გა­და­ნა­წი­ლე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად პრო­პორ­ცი­უ­ლი იყო იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ნა­წილ­მა მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლა ის, რომ მათ­თ­ვის ჩა­ბა­რე­ბა უფ­რო მარ­ტი­ვია და მე­ტად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი არი­ან; საკ­მა­ოდ დი­დი ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას აპი­რე­ბენ, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი უფ­რო მა­ღა­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ, და­ახ­ლო­ე­ბით, 15% მი­იჩ­ნევს, რომ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც აპი­რე­ბენ წას­ვ­ლას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბა უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და სწო­რედ ეს ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს მათ არ­ჩე­ვანს. სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი ირ­ჩევს სომ­ხეთს, შემ­დ­გომ მო­დის რუ­სე­თი, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი კი – თურ­ქეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს.

ჩვენ ვკითხეთ: იფიქ­რებ­დ­ნენ თუ არა ქარ­თულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, თუ­კი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის კუს­რ­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­ზეც გავ­რ­ცელ­დე­ბო­და კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მა. მხო­ლოდ 44%-მა გვი­პა­სუ­ხა უარ­ყო­ფი­თად, იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის უფ­როს­კ­ლა­სე­ლი ამ­ბობს, რომ ისარ­გებ­ლებ­და, და­ნარ­ჩე­ნე­ბი გვპა­სუ­ხო­ბენ, რომ არ იცი­ან ისარ­გებ­ლებ­დ­ნენ თუ არა სა­შე­ღა­ვა­თო პო­ლი­ტი­კით და დარ­ჩე­ბო­და თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ­თ­ვის ყუ­რად­სა­ღე­ბია ის 44%, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ამ სა­შე­ღა­ვა­თო პი­რო­ბებ­ში, ალ­ბათ, გა­დაწყ­ვეტ­დ­ნენ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბას.

– რას ფიქ­რობთ, რი­თია გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქი­სა და რე­გი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ასე­თი მკვეთ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გა­ნათ­ლე­ბის საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით – სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის და­ბა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ით?

– ცხა­დია, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კავ­შირ­შია ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხა­რის­ხ­თან. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­კუ­თარ მო­მა­ვალს სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს იმის გა­მო უკავ­ში­რე­ბენ, რომ აქ ინ­ტეგ­რა­ცი­ის ნაკ­ლებ პერ­ს­პექ­ტი­ვას ხე­და­ვენ. ამ თვალ­საზ­რი­სით, ცალ­სა­ხად ლი­დე­რობს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი, მეტ-ნაკ­ლე­ბად აჭა­რა­შიც არის გარ­კ­ვე­უ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი. თუმ­ცა, აჭა­რა­ში ეს ნაკ­ლე­ბად უკავ­შირ­დე­ბა ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ებს, ქარ­თუ­ლის რო­გორც მე­ო­რე ენის და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა იქ ნაკ­ლე­ბია, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით. აჭა­რა­ში საკ­მა­ოდ დი­დია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სწავ­ლის საზღ­ვარ­გა­რეთ გაგ­რ­ძე­ლე­ბის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი არ არის. გა­სა­გე­ბია, თუ რა­ტომ არის უფ­რო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში (აქ ენობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სი­თაც უფ­რო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბია), მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვით­შე­ფა­სე­ბა და­ბა­ლი აქვთ და ვფიქ­რობ, ბო­ლომ­დე მა­ინც არ არი­ან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლე­ბი, მა­ინც ფიქ­რო­ბენ, რომ მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი არი­ან და ამი­ტო­მაც აბა­რე­ბენ ყვე­ლა სა­განს, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი. მი­აჩ­ნი­ათ, რომ შე­უძ­ლი­ათ თა­ნა­ბარ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში შე­ვიდ­ნენ ქარ­თუ­ლი სკო­ლის კურს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­თან, რა­საც ვერ ვხე­დავთ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებ­ში – ისი­ნი ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ფიქ­რო­ბენ, რომ ვერ შევ­ლენ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში და­ნარ­ჩენ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან. ხო­ლო კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მა, ერ­თი მხრივ, მათ­ზე არ ვრცელ­დე­ბა და, მე­ო­რე მხრივ, რომც ვრცელ­დე­ბო­დეს, მა­თი­ვე პა­სუ­ხე­ბი­დან ვი­გებთ, რომ მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის სურ­ვი­ლი ნაკ­ლე­ბად აქვთ, რად­გან იმ ერთ წელს და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის კვლე­ვაც ჩვა­ტა­რეთ და, ზო­გა­დად, ჯა­ვა­ხე­თი­და­ნაც ნაკ­ლე­ბია ახალ­გაზ­რ­დე­ბის 1+4 პროგ­რა­მა­ზე მო­ზიდ­ვა, ვიდ­რე ქვე­მო ქარ­თ­ლი­დან. მი­ზე­ზად ბევ­რი ფაქ­ტო­რი და­სა­ხელ­და, მათ შორს, სი­ახ­ლო­ვე-სი­შო­რე თბი­ლის­თან და სომ­ხეთ­თან, ასე­ვე ხარ­ჯი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბას­თან. ერე­ვან­ში ცხოვ­რე­ბა მათ­თ­ვის ნაკ­ლებ ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან იქ, უმე­ტე­სად, ნა­თე­სა­ვებ­თან ცხოვ­რო­ბენ და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩე­ვან­საც ამი­ტომ აკე­თე­ბენ სომ­ხეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე. იგი­ვე ფაქ­ტო­რე­ბი მოქ­მე­დებს რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

– და­ბო­ლოს, რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს იძ­ლე­ვა კვლე­ვა რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის რე­ფორ­მი­რე­ბის­თ­ვის?

– პირ­ველ რიგ­ში, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი არ უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც და­ხურ­ვა­დი სკო­ლე­ბი და სექ­ტო­რე­ბი, არა­მედ, ვი­ფიქ­როთ მათ რე­ფორ­მი­რე­ბა­სა და მულ­ტი­ლინ­გ­ვურ სკო­ლე­ბად გა­და­კე­თე­ბა­ზე, სა­დაც რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სწავ­ლე­ბაც იქ­ნე­ბა და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბიც გან­ვი­თარ­დე­ბა. ასე­ვე, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, უნ­და გა­ვაძ­ლი­ე­როთ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის კომ­პო­ნენ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი შე­ვუწყოთ ქარ­თუ­ლი ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ვი­თა­რე­ბას. თუ­კი უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ენე­ბის და­ცუ­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, მათ მშობ­ლი­უ­რი ენე­ბის სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მივ­ცეთ. სწო­რედ ამ კუთხით უნ­და ვი­ფიქ­როთ. რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ამო­ვარ­დ­ნი­ლია კონ­ტექ­ს­ტი­დან, რად­გან ეს არ არის მშობ­ლი­უ­რი ენის სკო­ლე­ბი, ამი­ტომ მა­თი შეც­ვ­ლა და გაძ­ლი­ე­რე­ბა უნ­და მოხ­დეს, ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით. სა­სურ­ვე­ლია მო­დე­ლი, რო­მე­ლიც გა­ნა­ვი­თა­რებს მულ­ტი­ლინ­გ­ვიზმს.

ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში მი­დი­ან, რუ­სუ­ლი ენის ძა­ლი­ან და­ბა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი აქვთ ან, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სუ­ლაც არ აქვთ და ისე იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას რუ­სუ­ლად. ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ამ სკო­ლე­ბის მულ­ტი­ლინ­გ­ვურ სკო­ლე­ბად რე­ფორ­მი­რე­ბა. მე­ო­რე სა­კითხია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სა­თა­ნა­დო სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი. სკო­ლე­ბი ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მიღ­მა არ უნ­და დავ­ტო­ვოთ, ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და შე­ვუწყოთ ხე­ლი. თუმ­ცა, ვერ ვიტყ­ვი, რომ ხელ­შეწყო­ბა არ აქვთ (იმა­ვე რე­სურ­სე­ბის თარ­გ­მ­ნა რუ­სულ ენა­ზეც ხორ­ცი­ელ­დე­ბა). თუმ­ცა, იყო გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მას შემ­დ­გომ, რაც უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პროგ­რა­მა შე­მო­ვი­და, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში ვერ მო­ხერ­ხ­და მეშ­ვი­დე-მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თარ­გ­მ­ნა. ამის გა­მო, ძვე­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­თა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ას­წავ­ლიდ­ნენ, რის შე­სა­ხე­ბაც ისი­ნი ღი­ად სა­უბ­რობ­დ­ნენ, ჩი­ოდ­ნენ, რომ ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ სხვა წიგ­ნე­ბი, ეფიქ­რათ და მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ რე­სურ­სე­ბი. მე­ო­რე მხრივ, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა, მას­წავ­ლებ­ლებს უფ­რო მე­ტად ხდი­და „იძუ­ლე­ბულს“, მე­ტი ეფიქ­რათ რო­გორ ეს­წავ­ლე­ბი­ნათ, მო­ე­ძი­ათ და თა­ვა­დაც შე­ექ­მ­ნათ რე­სურ­სე­ბი. შე­საძ­ლოა, ესეც არის ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რი იმი­სა, რომ ამ სკო­ლებ­ში უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი გვაქვს.

ასე­ვე, პრობ­ლე­მა ჩნდე­ბა მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. თუ­კი ჩვენ რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებს გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც და­ხურ­ვის პი­რას მი­სულ სკო­ლებს, ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად უნ­და ვაქ­ცი­ოთ ამ სკო­ლე­ბის­თ­ვის მულ­ტი­ლინ­გ­ვუ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა. სა­ინ­ტეგ­რა­ციო პროგ­რა­მე­ბის მხარ­და­ჭე­რის აუცი­ლებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში გა­მო­იკ­ვე­თა და ამ თვალ­საზ­რი­სით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ზო­გა­დად, სწო­რედ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­სა და ქვე­მო ქარ­თ­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა იმ კუთხით, რომ სა­კად­რო რე­სურ­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ტო­ვოთ და არ მოხ­დეს მა­თი გა­დი­ნე­ბა ქვეყ­ნი­დან, ჩვე­ნი გაზ­რ­დი­ლი სა­კად­რო რე­სურ­სი სხვა ქვე­ყა­ნამ კი არა, ჩვენ­ვე გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მულ­ტი­ლინ­გ­ვუ­რი პროგ­რა­მე­ბი მათ მე­ტი არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს და მე­ტად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნებს გახ­დის მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე — ან ყვე­ლა სა­გან­ში ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­და, ან კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მით ისარ­გებ­ლონ. თუ არ­ჩე­ვანს მა­ინც საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა­ზე გა­ა­კე­თე­ბენ, მა­შინ მე­ტის შე­თა­ვა­ზე­ბაც შე­იძ­ლე­ბა – კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მა რუ­სულ ენა­ზე გა­მოც­დის ჩამ­ბა­რე­ბელ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზეც გავ­რ­ცელ­დეს, ოღონდ ბევ­რად ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით და უფ­რო მკვეთ­რი მოთხოვ­ნე­ბით. ეს მოთხოვ­ნე­ბი და გარ­კ­ვე­უ­ლი ზღვრის და­წე­სე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბის რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში გა­დი­ნე­ბა არ მოხ­დეს. ამი­ტო­მაც, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ და­წეს­დე­ბა ზღვა­რი –  სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მის სკო­ლა­ში და სექ­ტორ­ზე. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ კომ­პაქ­ტუ­რი და­სახ­ლე­ბის უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ იმ პა­ტა­რა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვი­საც, რომ­ლე­ბიც რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში სწავ­ლო­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, მცი­რე ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის და­ცუ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჩვენ­თან ნაკ­ლე­ბია და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და მა­თი მხარ­და­ჭე­რა.

რად­გან კომ­პაქ­ტუ­რი გან­სახ­ლე­ბის სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნოვ­ნებს კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მას ვთა­ვა­ზობთ და და­ნარ­ჩე­ნებს არა, ეს გარ­კ­ვე­ულ უფ­ლებ­რივ პრობ­ლე­მებს ქმნის. თუ ამას გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის და ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ვა­კე­თებთ, მა­შინ, თა­ვის­თა­ვად, ყვე­ლას­თ­ვის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნ­და იყოს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ხში­რად გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ ჩვენ ამას უსაფ­რ­თხო­ე­ბის კონ­ტექ­ს­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვუ­ყუ­რებთ და არა უფ­ლე­ბე­ბის, გარ­კ­ვე­ულ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, უსაფ­რ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სწო­რედ იმ ჯგუ­ფებ­ზე ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, სა­დაც შე­საძ­ლო საფ­რ­თხ­ე­ებს ვხე­დავთ. ამი­ტო­მაც, ეს ტენ­დენ­ცია და მიდ­გო­მა გან­ხი­ლუ­ლია, რო­გორც უსაფ­რ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არა უფ­ლებ­რი­ვი.

სა­ჭი­როა მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლას გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბარ უფ­ლე­ბას მის­ცემ­და. მე ისიც მეს­მის, თუ რა საფ­რ­თხე­ებს ხე­დავ­დ­ნენ ამა­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი — ბრალ­დე­ბა პრო­რუ­სუ­ლო­ბა­ზე და ა.შ. ამ რისკს რომ ხე­და­ვენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად დის­ტან­ცირ­დე­ბი­ან ხოლ­მე. ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უნ­და ით­ქ­ვას, რომ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის რე­ფორ­მი­რე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს არც სა­გა­რეო ორი­ენ­ტა­ცი­ას­თან და არც პრო­რუ­სუ­ლო­ბას­თან, პი­რი­ქით, პრო­ქარ­თუ­ლო­ბას­თან აქვს კავ­ში­რი – რო­დე­საც შენ ახერ­ხებ, რომ შე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი რუ­სეთ­ში კი არ წა­ვი­დეს და რუ­სეთს კი არ ემ­სა­ხუ­როს, არა­მედ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დარ­ჩეს და ქარ­თუ­ლი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ი­ტა­ნოს წვლი­ლი. რა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტით აკე­თებ ამას? რუ­სუ­ლი ენა არის თუ არა აქ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი? შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რა თქმა უნ­და, პრო­რუ­სუ­ლო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბა და მათ­ზე რე­სურ­სის და­ხარ­ჯ­ვა ხში­რად ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა – ვინ­მემ პრო­რუ­სუ­ლო­ბა არ და­გაბ­რა­ლოს. ამი­ტომ იკა­ვე­ბენ თავს მა­შინ, რო­ცა რე­ა­ლუ­რად აუცი­ლე­ბე­ლია რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის რე­ფორ­მი­რე­ბა და მულ­ტი­ლინ­გ­ვუ­რად გა­და­კე­თე­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ გქონ­დეს მყა­რი არ­გუ­მენ­ტი – ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი ნა­ბი­ჯია.

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი