14 აგვისტო, კვირა, 2022

დაწყებითი კლასების მშობლების საყურადღებოდ! კონკრეტულად კი – მე-4 კლასის მშობლების საყურადღებოდ

spot_img

მარიამ ჩიქობავა 

თქვენი შვილები მე-5 კლასიდან დაიწყებენ მეორე უცხოური ენის შესწავლას:

♦ მეორე უცხოური ენა არჩევითია;

♦ ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა;

♦ სკოლამ აუცილებლად უნდა შემოგთავაზოთ არჩევანი, მინიმუმ, ორ უცხოურ ენას შორის (ინგლისური არ ითვლება, ისედაც სავალდებულოა პირველივე კლასიდან);

♦ თუ მშობლების უმრავლესობამ აირჩია, მაგ., გერმანული ენა, თქვენ კი გსურთ, რომ თქვენმა შვილმა ისწავლოს ფრანგული ენა, აქ 2 ვარიანტი გრჩებათ: ა) ფრანგული ენის მსურველების გარკვეული რაოდენობა მოგროვდეს თქვენი შვილის კლასშივე და სკოლამ დაგიდასტუროთ, რომ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ განაყოფებს სხვადასხვა ენა შესთავაზოს, ან ბ) პარალელური კლასიდან/კლასებიდან მოგროვდნენ ფრანგული ენის მსურველი მშობლები/მოსწავლეები და ასე შეიკრას ფრანგული ენის ჯგუფი.

სკოლამ შეიძლება გითხრათ, რომ მათ არ ჰყავთ, მაგალითად, ფრანგულის მასწავლებელი და ამ მიზეზით ვერ შემოგთავაზებთ ამ ენას. სწორედ ამიტომ, ახლავე მოითხოვეთ ამ საკითხის გარკვევა. სექტემბრამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ სკოლამ შესაბამისი საგნის მასწავლებლის ვაკანსია გამოაცხადოს. თუ მსურველი არ გამოჩნდა ან ვერ შეირჩა, მაშინ შესაძლოა, დათანხმდეთ სკოლის მიერ შემოთავაზებულ არჩევანს, ან სხვა სკოლაში გადაიყვანოთ თქვენი შვილი, სადაც სწორედ ფრანგული ისწავლება.

დაბოლოს, თანდათან ძალიან პოპულარული ხდება იტალიური ენის სწავლება, რადგან იტალიის მთავრობა და საელჩო სკოლებს აქტიურად უჭერს მხარს. კერძოდ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები, შესაბამისად მომზადებული მასწავლებლები, ასევე, მცირე საგრანტო დაფინანსება სკოლებისთვის.

ამ ეტაპზე, იტალიის საელჩო გვთავაზობთ შესაძლებლობას, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, დამატებითი სკოლები ჩართოს პროგრამაში და, სკოლების სურვილის შემთხვევაში, მე-5 ან მე-10 კლასებში იტალიური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლებას დაუჭიროს მხარი.

სურვილის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ ორგანიზაციას „მინერვა“ (იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი იტალიის საელჩოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის), ხუთშაბათს, 17 მარტიდან, მაქსიმუმ, პარასკევს 25 მარტამდე.

მშობლებო, იმედია, თქვენი შვილების მომავალ საგანმანათლებლო პერსპექტივებს (ამერიკულის გარდა) სწორედ ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხედავთ, სადაც შესაძლებელია საგრანტო დაფინანსების მოპოვება, თუკი ადგილობრივ ენაზე მიიღებს სტუდენტი განათლებას. ამდენად, თქვენს შვილებს აუცილებლად დასჭირდებათ ენის ფლობა აკადემიურ დონეზე. მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით შესაბამისი უცხოური ენის შესწავლა კარგი საფუძველია შემდგომში ხარისხიანი ევროპული განათლების მისაღებად.

ამიტომ მოითხოვეთ თქვენი შვილებისთვის საუკეთესო!

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები