30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

დაშბაში – სო­ფე­ლი ქვაზე

spot_img

თე­მა: ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლი

კლა­სი: V-VI

მას­წავ­ლე­ბე­ლი: ჟა­ნარ კა­ლა­ჩი­ან

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი:

  1. სოფ­ლის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა;
  2. მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გრძნო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.
  3. სოფ­ლის ცხოვ­რე­ბის ცვლი­ლე­ბის გაც­ნო­ბა და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის ბუკ­ლე­ტე­ბის და­რი­გე­ბა.

გთა­ვა­ზობთ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მო­ძი­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც, ამა­ვე პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე,  სპე­ცი­ა­ლურ ბუკ­ლე­ტებ­ში შე­ვი­და და და­უ­რიგ­და მო­სახ­ლე­ო­ბას.

დაშ­ბა­ში პა­ტა­რა სომ­ხუ­რი სო­ფე­ლია წალ­კის რა­ი­ონ­ში, რო­მე­ლიც წალ­კი­დან მხო­ლოდ 2 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. აქ, და­ახ­ლო­ე­ბით, 370 მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს. დაშ­ბა­ში ზღვის დო­ნი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 1500 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს, 200-მეტ­რი­ა­ნი კა­ნი­ო­ნის კი­დე­ზე. ეს არის ე.წ. დაშ­ბა­შის კა­ნი­ო­ნი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი ჩან­ჩ­ქე­რი­თა და სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლე­ბით.

1829 წელს აქ თურ­ქე­თი­დან გად­მო­ვიდ­ნენ სომ­ხე­ბი და თა­ვი­ანთ და­სახ­ლე­ბას უწო­დეს „დაშ­ბაშ“ — „სო­ფე­ლი ქვა­ზე“. წალ­კის მხა­რის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ეს ერ­თა­დერ­თი სომ­ხუ­რი სო­ფე­ლია. სო­ფელ­ში ორი უძ­ვე­ლე­სი ტა­ძა­რია: წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია და ჯვრის გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტა­ძა­რი.

წე­რენ, რომ ის თრი­ა­ლე­თის ერის­თავ­მა რა­ტიმ ააგო X-XI სა­უ­კუ­ნე­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ეხე­ბა რა­ტი I (960-988.) ბაღ­ვაშს ან რა­ტი II-ს (1005-1021).

ჩვე­ნი სოფ­ლის ერთ-ერთ ღი­რე­ბუ­ლე­ბას  დაშ­ბა­შის სა­ჯა­რო სკოლა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც. 1972 წელს აშენ­და. ბო­ლო 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლას რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­უ­ტარ­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ქა­ლაქ წალ­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სის, არ­სენ ჯმუ­ხა­ძის დახ­მა­რე­ბით. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ევა კა­ლა­ჩი­ა­ნი 50 წელ­ზე მე­ტია მუ­შა­ობს ამ სკო­ლის დი­რექ­ტო­რად და მას­წავ­ლებ­ლად. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მან დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბის აღ­ზ­რ­და­ში. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლას სხვა­დას­ხ­ვა სა­შუ­ა­ლო სკო­ლებ­ში აგ­რ­ძე­ლე­ბენ, იღე­ბენ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას და კარგ პო­ზი­ცი­ებ­ზე იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას ქა­ლაქ წალ­კა­ში თუ ქვეყ­ნის სხვა რე­გი­ო­ნებ­ში. სკო­ლა­ში, წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის მღვდელ­მ­თავ­რის, მა­მა გი­ორ­გის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, გა­იხ­ს­ნა მუ­ზე­უ­მი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის მზა­დაა მი­ი­ღოს სოფ­ლი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლი, ასე­ვე ტუ­რის­ტე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან.

ბო­ლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­ფელ­ში ბევ­რი ცვლი­ლე­ბა მოხ­და, დაშ­ბაშ­ში  ნელ-ნე­ლა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, გზა ნა­წი­ლობ­რივ ას­ფალ­ტი­რე­ბუ­ლია, ქუ­ჩე­ბი — გა­ნა­თე­ბუ­ლი, ყვე­ლა მო­სახ­ლეს მი­ე­წო­დე­ბა სას­მე­ლი წყა­ლი, და­მონ­ტაჟ­და გაზ­სა­დე­ნი. სა­მო­მავ­ლოდ, სო­ფელ­ში გაზ­საც შე­მო­იყ­ვა­ნენ, შენ­დე­ბა ახა­ლი ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რი (ჰე­სის უფ­რო­სი — რუ­ბენ გა­ლუს­ტი­ა­ნი).

სკო­ლამ­დე მო­სას­ვ­ლე­ლი გზა მთლი­ა­ნად მო­ას­ფალ­ტ­და, წყა­ლი სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა მიყ­ვა­ნი­ლი და ამ ყვე­ლა­ფერ­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უძღ­ვით ჩვე­ნი სოფ­ლის გამ­გე­ბელს, რუ­ბენ ხა­ჩა­ტუ­რი­ანს და წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერს, ილია სა­ბა­ძეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სო­ფელ­ში არის კერ­ძო სა­ხე­ლოს­ნო (ინ­დ­მე­წარ­მე „აღუ­ნიკ კო­ჩა­რი­ან“), სა­დაც სამ­შე­ნებ­ლო ბლო­კე­ბი იწარ­მო­ე­ბა. ბლო­კე­ბის წარ­მო­ე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ხე­ლი შე­უწყოს ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მ­ნას და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის და­ბალ ფა­სად შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აძ­ლევს.

სო­ფელ­ში გან­ვი­თარ­და ტუ­რიზ­მი, პა­რა­ლე­ლუ­რად, გაჩ­ნ­და სერ­ვი­სე­ბის სპექ­ტ­რი­სა და ახა­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის ტენ­დენ­ცია. Kass Land-ის წყა­ლო­ბით, სოფ­ლის მცხოვ­რებ­თათ­ვის სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი გაჩ­ნ­და, ასე­ვე დი­დი რო­ლი ითა­მა­შა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ააიპ სე­ნი-კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს დაც­ვით­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია სენ­მა, რო­მელ­მაც ხე­ლი შე­უწყო სო­ფელ დაშ­ბაშ­ში ახა­ლი ობი­ექ­ტე­ბის გახ­ს­ნას, რომ­ლე­ბიც დაშ­ბა­შის კა­ნი­ონს გა­დაჰ­ყუ­რე­ბენ და მომ­ხ­მა­რებ­ლებს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მრა­ვალ­ფე­რო­ვან მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ, უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, მა­ღალ სტან­დარ­ტებ­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას კორ­პო­რა­ტი­ულ დო­ნე­ზე.

სე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წყა­ლო­ბით, სოფელში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი „ყვა­ვი­ლე­ბი წალ­კა­ში“ — ყვა­ვი­ლე­ბის მოყ­ვა­ნა-გა­ყიდ­ვა (ჰო­ლან­დი­უ­რი ვარ­დე­ბი) წალ­კის რე­გი­ონ­ში. ბო­ლო დრომ­დე ეს ად­გი­ლი ნაკ­ლე­ბად იყო ცნო­ბი­ლი, ახ­ლა კი ის მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო და აქ ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი არ წყდე­ბა.

 

ჟა­ნარ კა­ლა­ჩი­ან
სსიპ წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დაშ­ბა­შის სა­ჯა­რო სკო­ლის რუ­სუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები