25 მარტი, შაბათი, 2023

დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე

spot_img

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე გამოსაცდელთა 95%-ზე მეტი გამოცხადდა. ამ დროის მონაცემებით, მეორე სესიაზე დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა. საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში გამოცდა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

 

საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები, ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ 08:00 საათიდან ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.

 

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები