24 ნოემბერი, კვირა, 2024

და­მი­ნა­ხე დღეს, რად­გან ხვალ უნ­და შე­ვიც­ვა­ლო შე­ნით…

spot_img

ინ­გა გორ­გა­ძე

თბი­ლი­სის №186 სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი
მას­წავ­ლე­ბე­ლი, სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი

 

 

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, გა­მოწ­ვე­ვა და უდი­დე­სი საზ­რუ­ნა­ვია. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას უფ­ლე­ბაა, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი არ გვაძ­ლევს იმის უფ­ლე­ბას, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა დავ­ტო­ვოთ, ჩვენ უნ­და შევ­ძ­ლოთ, და­ვი­ნა­ხოთ დღეს და შევ­ც­ვა­ლოთ მა­თი მო­მა­ვა­ლი ხვალ.

ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა გახ­და ცნე­ბე­ბი­სა და მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლი. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლი­სათ­ვის გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნად გა­ნი­საზღ­ვ­რა სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის ცნე­ბე­ბი. გთა­ვა­ზობთ მა­გა­ლი­თებს, პი­რა­დი პრაქ­ტი­კი­დან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი გეგ­მა მიმ­ზიდ­ვე­ლი გავ­ხა­დოთ სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის. სკო­ლებს ძა­ლი­ან დი­დი მხარ­და­ჭე­რა აქვთ სა­მი­ნის­ტ­როს­გან რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით, ისე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბით; არ­სე­ბობს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ბან­კი, რი­თაც სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლებლს.

დი­დი ხა­ნია სკო­ლა­ში ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა შემ­ხ­ვედ­რია, მქო­ნია სი­ხა­რუ­ლიც, მიღ­წე­ვაც და წარ­მა­ტე­ბაც. ერთ-ერთ მიღ­წე­ვად ჩემს სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ვიჩ­ნევ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გთა­ვა­ზობთ, ქარ­თუ­ლი ენის მა­გა­ლით­ზე, სსსმ მოს­წავ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბას და რე­სურსს.

ქარ­თულ ენა­ში, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, არის სა­მიზ­ნე ცნე­ბა, ანუ გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი, ტექ­ს­ტი, ენობ­რი­ვი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი. მას შემ­დეგ, რაც ხელთ გვაქვს მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა, დაკ­ვირ­ვე­ბის გზით, ვად­გენთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სას­წავ­ლო გეგ­მას და ვი­ღებთ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი­დან ცნე­ბებს, რას შეძ­ლებს ჩე­მი მოს­წავ­ლე და რას შე­იძ­ლე­ბა მი­ვაღ­წიო სა­ფე­ხუ­რის ბო­ლოს. ჩე­მი მოს­წავ­ლე მე-5 კლას­შია, აქვს დის­ლექ­სია — დას­წავ­ლის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვა, მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვა და ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი. ჩე­მი მი­ზა­ნია აღ­ნიშ­ნულ ცნე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა, მო­მი­წევს მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა, რა­თა შევ­ძ­ლო მიზ­ნის მიღ­წე­ვა. გთა­ვა­ზობთ სქე­მას, რო­მე­ლიც გა­მო­ვი­ყე­ნე და ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გიაა სსსმ მოს­წავ­ლის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვის მი­ზა­ნით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა მომ­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, არ გან­ვას­ხ­ვა­ვო მოს­წავ­ლე სხვე­ბის­გან და უფ­რო მე­ტიც, თუ მას ასე­ვე მი­ვა­წო­დებ გო­გო­ნას კონ­ტუ­რებს და თვალ­სა­ჩი­ნოდ და­ვუ­დებ წიგნს, რო­გორ გა­ა­ფე­რა­დოს მი­რან­დუხ­ტი, მი­სი პოს­ტე­რი ერ­თ­გ­ვა­რი რე­სურ­სი იქ­ნე­ბა სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. შე­ფა­სე­ბი­სას გა­მო­ვი­ყე­ნებ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას. შე­ფა­სე­ბის ეს ნა­წი­ლი და­მეხ­მა­რე­ბა, ზუს­ტად გან­ვ­საზღ­ვ­რო მოს­წავ­ლის დო­ნე და დავ­გეგ­მო შემ­დ­გო­მი აქ­ტუ­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი. მოს­წავ­ლეს აგ­რეთ­ვე აქვს ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი. რას ნიშ­ნავს ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი? „ყურადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მი გახ­ლავთ დი­აგ­ნო­ზი, რომ­ლის ნამ­დ­ვი­ლი არ­სის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან და­ბა­ლი ცნო­ბა­დო­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მას ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის და მას­ზე ზრუნ­ვის კუთხით რო­გორც მშობ­ლე­ბის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან. ჩვენ მი­ვეჩ­ვი­ეთ ისეთ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რომ დი­აგ­ნო­ზი ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლად უნ­და ჟღერ­დეს, რა­თა მას­ზე ადეკ­ვა­ტუ­რად ვი­რე­ა­გი­როთ… ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მი არ გახ­ლავთ უბ­რა­ლო ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბა, ან უბ­რა­ლოდ ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბის სირ­თუ­ლე, ან ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, ამ სინ­დ­რო­მის მქო­ნე­ნი, არ არი­ან უბ­რა­ლოდ აღუზ­რ­დე­ლი, ცელ­ქი, ქცე­ვა­დარ­ღ­ვე­უ­ლი ბავ­შ­ვე­ბი. ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვაა, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვ­ლად უდევს მთე­ლი რი­გი ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ეს სინ­დ­რო­მი მხო­ლოდ გა­რე­მო ფაქ­ტო­რებ­მა არ შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა აქვს. ეს არის ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვა, რო­მე­ლიც მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბით ვლინ­დე­ბა, ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბის, იმ­პულ­სუ­რო­ბის და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის კუთხით. ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტის და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მის ნიშ­ნე­ბი, აუცი­ლე­ბე­ლია, ვლინ­დე­ბო­დეს, მი­ნი­მუმ, 2 სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში (მაგ., სახ­ლი და სკო­ლა). მხო­ლოდ ერთ სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აღ­ნიშ­ნულ სინ­დ­რომ­ზე არ ვსა­უბ­რობთ. ნიშ­ნე­ბის სიმ­წ­ვა­ვე იც­ვ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ასაკ­ში. წი­ნა სას­კო­ლო ასაკ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით წამ­ყ­ვა­ნია ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბა, მა­შინ რო­დე­საც სას­კო­ლო ასაკ­ში მე­ტად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია უყუ­რადღე­ბო­ბა. პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით იჩენს თავს სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ გა­რე­მო­ში, სწო­რედ ამი­ტომ ვხვდე­ბით ამ დი­აგ­ნო­ზის სიმ­ძაფ­რეს, პირ­ვე­ლად, სკო­ლა­ში მის­ვ­ლი­სას. აქ­ვე ვხვდე­ბით სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის სირ­თუ­ლე­ებს. ასე­ვე მშო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ბავშვს ხში­რად რჩე­ბა წიგ­ნი, კარ­გავს საშ­ლელს, ფან­ქარს, არ ჩა­უ­ნიშ­ნავს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა და ა.შ. მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, შემ­დ­გომ­ში, ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მას ქმნის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტის და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა გახ­ლავთ დაწყე­ბუ­ლი საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა, რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რი­ან და­ვა­ლე­ბებ­ში ბო­ლომ­დე გას­ვ­ლა“ (ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბის სინ­დ­რო­მი ბავ­შ­ვებ­ში — მე­დეა ზი­რა­ქაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბულ დი­აგ­ნოზ­ზე). მო­ცე­მუ­ლი პრობ­ლე­მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, მო­ვა­ხერ­ხოთ აქ­ტი­ვო­ბის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა, რაც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია, მივ­ცეთ მოს­წავ­ლეს საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, მა­გა­ლი­თად: დაჭ­რი­ლი ფი­გუ­რა შე­სა­ერ­თებ­ლად, მარ­ტი­ვი ფაზ­ლი და ა.შ.

ორი­ო­დე სიტყ­ვა შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ზე: შე­ფა­სე­ბა ის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა ეტაპ­ზე მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვა­მენ ბავ­შ­ვე­ბი. მას­წავ­ლე­ბელ­მა ეს რომ თა­ვი­დან აირი­დოს, მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მი უნ­და იყოს, უპირ­ვე­ლე­სად, გა­მო­ი­ყე­ნოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი და მო­ა­ხერ­ხოს ისე, რომ მტკივ­ნე­უ­ლი კი არა, სა­ხა­ლი­სო იყოს. დაწყე­ბით კლა­სებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა ზუს­ტად იცის რა ახა­რებს პა­ტა­რებს, მაგ­რამ მე-5 კლა­სის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­ში უკ­ვე, რო­ცა გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა შე­მო­დის, ცო­ტა სხვა­ნა­ი­რად არის საქ­მე, სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხი ეფექ­ტუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია: ვი­ცი, უფ­რო კარ­გად მინ­და ვი­ცო­დე, რა არ მო­მე­წო­ნა ჩემს ცოდ­ნა­ში? აქ კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა. ხუ­თი დო­ნე გან­საზღ­ვ­რავს მოს­წავ­ლის სა­ფე­ხუ­რე­ობ­რივ შე­ფა­სე­ბას და შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს, სწო­რად შევ­ც­ვა­ლო მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი. სკო­ლას, ერთ მას­წავ­ლე­ბელს, ერთ მოს­წავ­ლეს, ერთ კა­ლამს შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი სწო­რი მიდ­გო­მით და მიმ­ღებ­ლო­ბით ყა­ლიბ­დე­ბა ჰუ­მა­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რაც ასე გვჭირ­დე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები