დამატებითი სესიების ჩატარება 2021 წლის გამოცდების მონაწილეებისათვის გრძელდება

418
 📌⚫10 აგვისტოდან დამატებითი სესია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის ჩატარდება. პროცესი 13 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. წელს დამატებითი სესიები იმ 170-ზე მეტი მონაწილისთვის ტარდება, რომლებმაც ვერ შეძლეს ტესტირებაში მონაწილეობის მიღება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო.
📌⚫ 11 აგვისტოს დამატებითი სესია ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, 12 და 13 აგვისტოს კი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის.
📌⚫ მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.
📌⚫ პირველადი შედეგების გამოქვეყნება ყველა სესიის დასრულებისა და ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება.

 

დატოვეთ კომენტარი