
10 აგვისტოდან დამატებითი სესია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის ჩატარდება. პროცესი 13 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. წელს დამატებითი სესიები იმ 170-ზე მეტი მონაწილისთვის ტარდება, რომლებმაც ვერ შეძლეს ტესტირებაში მონაწილეობის მიღება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო.

11 აგვისტოს დამატებითი სესია ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, 12 და 13 აგვისტოს კი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

პირველადი შედეგების გამოქვეყნება ყველა სესიის დასრულებისა და ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება.