12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

დაკ­ვირ­ვე­ბის სა­აღ­რიცხ­ვო ფურ­ცე­ლი, რო­გორც მოს­წავ­ლე­თა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და პროგ­რე­სის ამ­სახ­ვე­ლი ეფექ­ტუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, კითხ­ვის უნა­რის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად

spot_img
მაკა ბუდაღაშვილი
გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. თე­ლე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი მას­წავ­ლებ­ლებს არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს. რა თქმა უნ­და, სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხურ­ზე გა­მოწ­ვე­ვე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა წლე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბამ მიჩ­ვე­ნა, რომ მოს­წავ­ლის შემ­დ­გო­მი აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და, ზო­გა­დად, სწავ­ლი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მკვეთ­რად გან­საზღ­ვ­რუ­ლია დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ისე­თი უნარ-ჩვე­ვით, რო­გო­რი­ცაა გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვა. სწო­რედ, კითხ­ვის უნა­რე­ბი ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე სხვა­დას­ხ­ვა დის­ციპ­ლი­ნის აღ­ქ­მა-გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა­ში. ამ­დე­ნად, გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვა ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი საყ­რ­დე­ნია, რო­მელ­ზე­დაც უნ­და და­შენ­დეს არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მიღ­წე­ვე­ბი, არა­მედ სხვა საგ­ნე­ბის შე­დე­გე­ბიც.

„კითხ­ვა გა­მარ­თუ­ლია, რო­ცა ის მიმ­დი­ნა­რე­ობს უშეც­დო­მოდ, ადეკ­ვა­ტუ­რი ტემ­პით, გაბ­მუ­ლად (უად­გი­ლო წყვე­ტე­ბის გა­რე­შე) და გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით (ინ­ტო­ნა­ცი­ი­თა და სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით). გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვის დროს მკითხ­ვე­ლი ჩერ­დე­ბა სას­ვენ ნიშ­ნებ­თან, ერ­თი­ა­ნი აზ­რის გა­მოკ­ვე­თით კითხუ­ლობს წი­ნა­და­დე­ბებს, იყე­ნებს ინ­ტო­ნა­ცი­ას, პა­უ­ზებ­სა და მახ­ვი­ლებს, რაც მას ტექ­ს­ტის გა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ის სწრა­ფად, ძა­ლის­ხ­მე­ვის გა­რე­შე ახერ­ხებს ცალ­კე­უ­ლი სიტყ­ვე­ბის ამოც­ნო­ბას და ერ­თ­მა­ნეთ­ზე თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად გა­დაბ­მას. გა­უ­მარ­თა­ვი კითხ­ვის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ე.წ. „რო­ბო­ტუ­ლი კითხ­ვა“, არა­ბუ­ნებ­რი­ვი წყვე­ტე­ბი, ხში­რი გა­მე­ო­რე­ბა და თვით­შეს­წო­რე­ბა, წერ­ტი­ლე­ბი­სა და სხვა სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა კითხ­ვი­სას,“ – ვკითხუ­ლობთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში.

სწო­რედ, ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და, გა­გი­ზი­ა­როთ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რა ხერ­ხე­ბი­თა და მე­თო­დე­ბით ვცდი­ლობ დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე კითხ­ვის უნა­რე­ბის პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და შემ­დ­გომ – მის მოგ­ვა­რე­ბას.

გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ხში­რად მივ­მარ­თავ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და პროგ­რე­სის ამ­სახ­ველ ისეთ ინ­ს­ტ­რუ­მენტს, რო­გო­რი­ცაა „დაკ­ვირ­ვე­ბის სა­აღ­რიცხ­ვო ცხრი­ლი“, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებ შემ­დეგ­ნა­ი­რად:

მაქვს წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის სა­აღ­რიცხ­ვო ცხრი­ლი, რო­მელ­შიც გან­საზღ­ვ­რუ­ლია მი­ზა­ნი და მიზ­ნის შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც (შემ­თხ­ვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით) ვაკ­ვირ­დე­ბი ყო­ველ მე­ოთხე მოს­წავ­ლეს, შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:

♦ ახალ ტექსტს კითხუ­ლობს თუ არა სწო­რად და გარ­კ­ვე­ვით;

♦ ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა სას­ვენ ნიშ­ნებ­სა და შე­სა­ბა­მის ინ­ტო­ნა­ცი­ას;

♦ კითხუ­ლობს თუ არა ტემ­პ­ში;

♦ კითხუ­ლობს თუ არა ხმა­მაღ­ლა.

 

დაკ­ვირ­ვე­ბის სა­აღ­რიცხ­ვო ცხრი­ლი

მას­წავ­ლე­ბე­ლი – მ.ბ.

თა­რი­ღი – 12.10.2022

აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­ზეც ჩა­ტარ­და დაკ­ვირ­ვე­ბა: გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვა ამ­გ­ვა­რი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად და­ვად­გი­ნე , რომ შერ­ჩე­უ­ლი 4 მოს­წავ­ლი­დან, თი­თო კრი­ტე­რი­უმ­ში, ყვე­ლას ჰქონ­და ხარ­ვე­ზი, კერ­ძოდ, ვინც კითხუ­ლობ­და სწო­რად, ინ­ტო­ნა­ცი­ის დაც­ვი­თა და ტემ­პ­ში, უჭირ­და ხმა­მაღ­ლა კითხ­ვა. ვინც კითხუ­ლობ­და ხმა­მაღ­ლა, სწო­რად და იცავ­და სას­ვენ ნიშ­ნებს, ჰქონ­და ზედ­მე­ტად შე­ნე­ლე­ბუ­ლი ტემ­პი, ვინც კითხუ­ლობ­და ტემ­პ­ში, სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის დაც­ვით, ის ხში­რად სიტყ­ვებს არას­წო­რად, შეც­დო­მით კითხუ­ლობ­და. ხო­ლო ვინც კითხუ­ლობ­და სწო­რად, ტემ­პ­ში და ხმა­მაღ­ლა, არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სას­ვენ ნიშ­ნებს. პრობ­ლე­მის გა­მოკ­ვე­თი­სა და დად­გე­ნის შემ­დეგ, მივ­ხ­ვ­დი, რომ ოთხი­ვე კომ­პო­ნენ­ტის მი­ხედ­ვით უნ­და გა­მეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა კლას­ში მუ­შა­ო­ბა, ამი­ტომ შე­ვარ­ჩიე შემ­დე­გი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი:

⇔ მოს­წავ­ლეს­თან, რო­მელ­საც მხო­ლოდ ხმა­მა­ღალ კითხ­ვა­ში ჰქონ­და ხარ­ვე­ზი, მივ­მარ­თე აქ­ტი­ვო­ბას „აუდი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი“. და­ვა­ვა­ლე, სახ­ლ­ში (მშობ­ლის დახ­მა­რე­ბით) ჩა­ე­წე­რა თა­ვი­სი წა­კითხუ­ლი, მო­ეს­მი­ნა და ეს გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა რამ­დენ­ჯერ­მე სა­კუ­თა­რი შე­ფა­სე­ბის თან­ხ­ლე­ბით. ამის შემ­დეგ კი ვი­თა­მა­შეთ „მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ნა“. კლას­ში შე­ვი­ტა­ნე მოს­წავ­ლე­თათ­ვის უცხო ტექ­ს­ტი. ხმა­დაბ­ლა მკითხ­ველ მოს­წავ­ლეს ვუთხა­რი, რომ დღეს ის იქ­ნე­ბო­და მას­წავ­ლე­ბე­ლი და ახალ ტექსტს ისე წა­უ­კითხავ­და მოს­წავ­ლე­ებს, რომ ყვე­ლას კარ­გად გა­ე­გო წა­კითხუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო რი­გებ­ში მსხდომთ და შემ­დეგ ში­ნა­არ­სიც გად­მო­ე­ცათ. ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბით აღ­მოჩ­ნ­და, რომ მოს­წავ­ლეს შე­ეძ­ლო მა­ღალ ტო­ნა­ლო­ბა­ში კითხ­ვა და მას, უბ­რა­ლოდ, ჩვე­ვა არ ჰქონ­და ამის. აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბით მას გა­ნუ­ვი­თარ­და რო­გორც ხმა­მაღ­ლა წა­კითხვის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბის, ისე სა­კუ­თა­რი წა­კითხუ­ლის შე­ფა­სე­ბის უნა­რი.

⇔ იმ მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც სას­ვენ ნიშ­ნებ­სა და ინ­ტო­ნა­ცი­ას არ იცავ­და, ხში­რად ვა­ყე­ნებ­დი რო­ლურ თა­მაშ­ში, რაც „აიძუ­ლებ­და“ მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცია სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის­თ­ვის.

⇔ ხო­ლო იმ მოს­წავ­ლეს­თან, რო­მელ­საც ტემ­პი უნ­და აეჩ­ქა­რე­ბი­ნა, გა­მო­ვი­ყე­ნე აქ­ტი­ვო­ბა – „სუ­პერ­სიჩ­ქა­რე“ – წყვი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბით, მოს­წავ­ლე­ებს და­ვუ­ნიშ­ნე დრო (1 წუ­თი) და მი­ვე­ცი წი­ნას­წარ ჩა­მო­წე­რი­ლი სიტყ­ვე­ბის ნუს­ხა. ისი­ნი ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ, ვინ მეტ სიტყ­ვას წა­ი­კითხავ­და ერთ წუთ­ში. ამ აქ­ტი­ვო­ბას კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყე­ნებ­დი და ბავ­შ­ვე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ წი­ნა ჯერ­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი. ამ მე­თო­დით მათ გა­ნუ­ვი­თარ­დათ სიტყ­ვე­ბის მყი­სი­ე­რად ცნო­ბის უნა­რი, და­ა­მახ­სოვ­რ­დათ ხში­რი/ცნო­ბა­დი სიტყ­ვე­ბის გრა­ფი­კუ­ლი ხა­ტი.

⇔ მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც სიტყ­ვებს არას­წო­რად კითხუ­ლობ­და, ხში­რად ვა­ყე­ნებ­დი „კითხ­ვის მა­ტა­რე­ბელ­ში“. ამ აქ­ტი­ვო­ბის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­ე­ბი მა­ტა­რებ­ლის მსგავ­სად დგე­ბი­ან ერთ რი­გად, თი­თო­ე­ულს უჭი­რავს ერ­თი და იგი­ვე ტექ­ს­ტი. მას­წავ­ლებ­ლის მი­თი­თე­ბით (სას­ტ­ვე­ნით), პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე იწყებს ტექ­ს­ტის ხმა­მაღ­ლა კითხ­ვას, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ყუ­რადღე­ბით უს­მე­ნენ და თვალს ადევ­ნე­ბენ ტექსტს. მას­წავ­ლებ­ლის შემ­დეგ სიგ­ნალ­ზე მკითხ­ვე­ლი წყვეტს კითხ­ვას, გა­და­დის რი­გის ბო­ლოს და კითხ­ვას მე­ო­რე მოს­წავ­ლე გა­ნაგ­რ­ძობს. თუ მოს­წავ­ლე ვერ შეძ­ლებს ტექ­ს­ტის სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი­დან გაგ­რ­ძე­ლე­ბას ან შეც­დო­მით ამო­ი­კითხავს სიტყ­ვას, ეთი­შე­ბა თა­მაშს. ასე გრძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ მა­ტა­რე­ბელ­ში მხო­ლოდ უშეც­დო­მოდ მკითხ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი არ დარ­ჩე­ბი­ან. ამ მე­თო­დის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­ებს გა­მო­უ­მუ­შავ­დათ მოს­მე­ნის, ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბი­სა და უშეც­დო­მოდ კითხ­ვის უნა­რე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ აქ­ტი­ვო­ბებს თით­ქ­მის სის­ტე­მა­ტუ­რად ვი­ყე­ნებ­დი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და გან­მე­ო­რე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბი­სას, რო­დე­საც გა­და­ვა­მოწ­მე იმა­ვე კრი­ტე­რი­უ­მე­ბით სა­აღ­რიცხ­ვო ცხრი­ლი, მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გი აშ­კა­რა იყო. მათ კითხ­ვი­სას აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი აღარ ჰქონ­დათ.

გან­მე­ო­რე­ბი­თი დაკ­ვირ­ვე­ბის სა­აღ­რიცხ­ვო ცხრი­ლი

მას­წავ­ლე­ბე­ლი – მ.ბ.

თა­რი­ღი – 20.12.2022

აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­ზეც ჩა­ტარ­და დაკ­ვირ­ვე­ბა: გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვა  ამ­დე­ნად, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ  დაკ­ვირ­ვე­ბის ფურ­ცე­ლი, გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია მოს­წავ­ლე­თა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მა­თი პროგ­რე­სის გა­სა­ზო­მად. ეს კი არის გზა, მას­წავ­ლე­ბელ­მა სწო­რად და­გეგ­მოს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ნა­ხოს შე­დე­გი რო­გორც სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის, ისე მოს­წავ­ლე­თა უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

◊ სას­წავ­ლო-მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სე­ბის კრე­ბუ­ლი, კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, თბ. 2015;

◊ თ. ისა­კა­ძე, ნ. ლო­მი­ძე, გზამ­კ­ვ­ლე­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბი­სათ­ვის, თბ. 2020;

◊ მ.ხუნ­ძა­ყიშ­ვი­ლი, ს. ბი­ვე­რი, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, თბ. 2018;

◊ საგ­ნობ­რი­ვი გზამ­კ­ვ­ლე­ვი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ის მი­ხედ­ვით, თბ. 2022.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები