27 ივლისი, შაბათი, 2024

დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები უნივერსიტეტებთან

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის და ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლს მართავს.

პირველი ონლაინ შეხვედრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან გაიმართა.

შეხვედრებში მონაწილეობდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი: „ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა. უსაფრთხო უნივერსიტეტების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართვა ვაქცინაციის პროცესში.

საუნივერსიტეტო საზოგადოებას შეკითხვებზე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ანა კასრაძემ უპასუხა.

შეხვედრების მიზანია საუნივერსიტეტო საზოგადოების ინფორმირება ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრების ფორმატი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, დასვან შეკითხვები და მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპეტენტური პირებისგან.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი ტიპის შეხვედრები საუნივერსიტეტო საზოგადოების ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან დამატებით დაიგეგმება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები