27 ივლისი, შაბათი, 2024

დაიწყო რეგისტრაცია კემბრიჯის 2022 წლის დეკემბრის გამოცდებისათვის

spot_img
2022 წლის დეკემბერში აპლიკანტებს შეეძლებათ ჩააბარონ კემბრიჯის შემდეგი კომპიუტერული გამოცდები – Computer-based PET, Computer-based FCE, Computer-based CAE. მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია 10 ოქტომბრიდან დაიწყო და 4 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იმ პირებისათვის, რომლებიც ამ ვადებში ვერ მოასწრებენ დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაცია 5 ნოემბრიდან დაიწყება და 8 ნოემბერს 18:00 საათზე დასრულდება. გვიანი რეგისტრაციის საფასური 120 ლარს შეადგენს (დამატებული გამოცდის საფასურს).
2022 წლის დეკემბრის გამოცდებზე დარეგისტრირებას აპლიკანტები ამიერიდან უკვე ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით შეძლებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კემბრიჯის მენიუში განთვასებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ:  
  • გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (აიდი ბარათი ან პასპორტი) ფოტო.
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი), მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული, დაკრული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომლებზეც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს.
იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, მან უნდა მიიღოს რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინება. სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში აპლიკანტს ამავე ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება გამოცდის განრიგი.
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
Computer-based PET – 15 დეკემბერი;
Computer-based FCE – 3 დეკემბერი;
Computer-based CAE – 1 დეკემბერი.
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები