27 ივლისი, შაბათი, 2024

„დაინახე ყველაფერი“ – 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს სოციალური ცვლილებებისკენ მიმართულ საკომუნიკაციო კამპანიას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირების მიზნით, რათა ყველა ბავშვს, განურჩევლად მათი საჭიროებისა, შეუფერხებლად და თანასწორად მიუწვდებოდეს ხელი ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე.

კამპანიის „დაინახე ყველაფერი“ მთავარი მიზანი იქნება ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და საგაკვეთილო პროცესებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვების ჩართულობის  გაზრდა. კამპანია ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამწლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების გაძლიერებას საქართველოში.

„ყველა ბავშვს აქვს ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების უფლება, რაც ნიშნავს არა მხოლოდ უკეთეს სწავლებას ყველა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და არმქონე, ბავშვებისთვის, არამედ ურთიერთგაგების ხელშეწყობას, სტერეოტიპების შემცირებას და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერებას. ნორვეგიის მთავრობის დახმარებით, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რომ ხელი შევუწყოთ ინკლუზიის კულტურის დამკვიდრებას საგანმანათლებლო სივრცეში, ინფორმაციის გავრცელებას და დამოკიდებულებების შეცვლას“, –  გააცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

კამპანიის ფარგლებში გაიმართება საგანმანათლებლო და საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს 6 რეგიონის სკოლების პედაგოგებთან და მშობლებთან. ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრები ჩატარდება ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი თანატოლების მონაწილეობით, რათა ბავშვებს ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ და თავად მოახდინონ ცვლილებები. კამპანიაში ასევე ჩაერთვებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კამპანია 2022 წლის მაისამდე გაგრძელდება და მასში ჩართული იქნებიან ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აღნიშნული კამპანია არის გაგრძელება სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ინიციატივისა „დაინახე ყველა ფერი“, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი და მისი პარტნიორი დონორი ორგანიზაციები 2017-2020 წლებში ახორციელებდნენ და რომლის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ არსებული სტიგმის შემცირება. აღნიშნულ წლებში, კამპანია ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტ ადამიანს მიწვდა და ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ სტიგმის შემცირებას 41.5%-დან  28.3%-მდე.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველი ჯგუფის საქართველოში. მათ მიმართ გავრცელებული ნეგატიური დამოკიდებულებები და წინასწარგანწყობები ხელს უშლის საზოგადოებრივ, საგანამანათლებლო თუ კულტურულ აქტივობებში სრულფასოვან ჩართულობას და მათი უფლებების განხორციელებას.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები