6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

და­ვუ­მე­გობ­რ­დეთ ინ­ტერ­ნეტს და ვის­წავ­ლოთ მი­სი უსაფ­რ­თხოდ მოხ­მა­რე­ბა

spot_img

კო­ვიდ პან­დე­მი­ის გა­მო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თით­ქ­მის ყვე­ლა ჯგუ­ფის დის­ტან­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლამ კი­დევ უფ­რო გა­ზარ­და კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა. ორი­ო­დე წლის წინ ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ ინ­ტერ­ნეტ უსაფ­რ­თხო­ე­ბა ასე­თი დი­დი დო­ზით შე­მო­იჭ­რე­ბო­და ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში და ამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბო­და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის, მშობ­ლის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის.

ინ­ტერ­ნეტ­მა, ერ­თი მხრივ, ბევ­რად გა­ა­მარ­ტი­ვა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა — შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­ძი­ე­ბა, გა­და­ცე­მა თუ მი­ღე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი, ამ პრო­ცე­სებს თან სდევს კი­ბერ საფ­რ­თხე­ე­ბი, რო­მელ­თა ცოდ­ნა აუცი­ლე­ბე­ლია.

World Vision სა­ქარ­თ­ვე­ლოს „თბი­ლი­სის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის“ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მომ­ზად­და ინ­ტერ­ნეტ უსაფ­რ­თხო­ე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვი, სამ ნა­წი­ლად: 6-11 წლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, 12-18 წლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და მშობ­ლე­ბის­თ­ვის/მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. ავ­ტო­რე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ შემ­დეგ სა­კითხებს: თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქცე­ვის წე­სე­ბი, მავ­ნე პროგ­რა­მე­ბი, თაღ­ლი­თო­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში და სხვ. ამ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო რე­სურ­სის შექ­მ­ნა­ზე მუ­შა­ობ­დ­ნენ კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი — მაქ­სიმ იავი­ჩი და გი­ორ­გი იაშ­ვი­ლი.

„პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნ­და ბავ­შ­ვ­თა დაც­ვა ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში, მით უმე­ტეს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მთლი­ა­ნად ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და. სამ­წუ­ხა­როდ, ამ გა­მოწ­ვე­ვის­თ­ვის მზად არ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით, პირ­ველ რიგ­ში უფ­რო­სე­ბი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით სხვა სივ­რ­ცე­ე­ბი­სა და გა­რე­მო­სი, სა­დაც მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით ვა­ხერ­ხებთ ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვას. ამ გა­მოწ­ვე­ვის სა­პა­სუ­ხოდ შე­იქ­მ­ნა ეს გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი, — ამ­ბობს World Vision სა­ქარ­თ­ვე­ლოს ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ნა­თია მჟა­ვა­ნა­ძე, — ჩვენ ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლეთ კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რებ­თან, პრო­ფე­სო­რებ­თან — მაქ­სიმ იავიჩ­თან და გი­ორ­გი იაშ­ვილ­თან, რომ­ლე­ბიც   კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის გარ­და, ასე­ვე წარ­მო­ად­გე­ნენ სა­მეც­ნი­ე­რო კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას — ბა­ტო­ნი მაქ­სი­მი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტია, ხო­ლო ბა­ტო­ნი გი­ორ­გი — ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი. მათ ძა­ლი­ან სიღ­რ­მი­სე­უ­ლი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის, ასე­ვე, უშუ­ა­ლოდ ბავ­შ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის მხრივ, ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით.“

სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ტერ­ნეტ უსაფ­რ­თხო­ე­ბის რე­სურ­სი კარგ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კი­ბერ ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვით. ავ­ტო­რე­ბი ეცად­ნენ, გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მოქ­ნი­ლი, მოკ­ლე და გა­სა­გე­ბი ყო­ფი­ლი­ყო იმ სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც შე­იქ­მ­ნა.

გი­ორ­გი იაშ­ვი­ლი: „გზამ­კ­ვ­ლე­ვი გათ­ვ­ლი­ლია სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ზე, სა­მი სეგ­მენ­ტია აღე­ბუ­ლი გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რი­სი ცოდ­ნაა სა­ჭი­რო დღეს იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რაც არ­სე­ბობს ინ­ტერ­ნეტ­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შ­ვებ­მა იცოდ­ნენ, რა საფ­რ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ და ჩვენ, ჩვე­ნი მხრი­დან, რო­გორც უფ­რო­სებ­მა, რო­გორც მშობ­ლებ­მა, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებ­მა ბევ­რი რამ უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ზუს­ტად ამ თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით შე­მუ­შავ­და გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი და სა­კითხე­ბიც ამის მი­ხედ­ვი­თაა და­ლა­გე­ბუ­ლი.“

გა­და­ვი­დეთ უშუ­ა­ლოდ ში­ნა­არ­ს­ზე

⇒ გზამ­კ­ვ­ლე­ვი 6-11 წლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მო­ი­ცავს დღე­ი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებს, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­ტერ­ნეტ უსაფ­რ­თხო­ე­ბას — რა არის ზო­გა­დად ინ­ტერ­ნე­ტი, ვინ ვართ ჩვენ ინ­ტერ­ნეტ­ში, რას წარ­მო­ვად­გენთ, რა არის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, რა ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბა­ში ვართ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი პა­რო­ლე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა, ასე­ვე, ინ­ტერ­ნეტ­ში არ­სე­ბუ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის დამ­ცი­რე­ბა (მათ შო­რის, დღეს ძა­ლი­ან გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ ბუ­ლინ­გის სა­ხით), მავ­ნე პროგ­რა­მე­ბი, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ცუ­ლო­ბა და რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო იყოს ბო­როტ­მოქ­მე­დის­თ­ვის.

დღეს ბავშვს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე აქვს შე­ხე­ბა ინ­ტერ­ნეტ­თან და ზო­გა­დად ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უფ­რო და უფ­რო მე­ტი საფ­რ­თხის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს ამ კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას. გზამ­კ­ვ­ლევ­ში რე­ა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი ეს საფ­რ­თხე­ე­ბი — რა ტი­პის თავ­დას­ხ­მე­ბი არ­სე­ბობს კონ­კ­რე­ტუ­ლად ბავ­შ­ვებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ზო­გა­დად, რის­თ­ვის უნ­და იყ­ვ­ნენ მზად, რა უნ­და იცოდ­ნენ 6-11 წლის მოს­წავ­ლე­ებ­მა.

ბუ­ლინ­გი, ზო­გა­დად, ად­რე­ულ ასაკ­ში და მო­ზარ­დებ­ში, დღეს­დღე­ო­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ხში­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი მოვ­ლე­ნაა. ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა პრო­ცე­სებ­თან ერ­თად, ესეც გა­და­დის ონ­ლა­ინ სამ­ყა­რო­ში და თან­და­თან სულ უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ხდე­ბა ბევ­რი ხელ­საწყო, მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს ცუ­დი მიზ­ნე­ბის­თ­ვის, მათ შო­რის, კი­ბერ ბუ­ლინ­გის­თ­ვის. ბავ­შ­ვე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტერ­ნეტ პლატ­ფორ­მებს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს იყე­ნე­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ არც თუ მთლად სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის. ამა­ზე გზამ­კ­ვ­ლევ­ში საკ­მა­ოდ დი­დი ყუ­რადღე­ბაა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი, დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი კი­ბერ ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვებ­რ­ძო­ლოთ მას, რა ზო­მე­ბი მი­ვი­ღოთ და, ზო­გა­დად, ბავ­შ­ვის მხრი­დან, რო­გორ უნ­და იყოს ეს სი­ტუ­ა­ცია სწო­რად აღ­ქ­მუ­ლი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს ამი­სათ­ვის მზად, ხე­დავ­დეს, რა შე­იძ­ლე­ბა ელო­დეს ინ­ტერ­ნეტ­ში.

არ­სე­ბობს ე.წ. კი­ბერ ეთი­კა, ზო­გა­დი ქცე­ვე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში, რო­მელ­საც ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე უნ­და გა­ვაც­ნოთ ბავ­შ­ვი, რომ იცო­დეს, რო­გორ მო­იქ­ცეს ინ­ტერ­ნეტ­ში, რის გა­კე­თე­ბას მო­ე­რი­დოს, რა არის და­საშ­ვე­ბი და რა არა.

უსაფ­რ­თხო­ე­ბის ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო მო­მენ­ტია პა­რო­ლე­ბი, გზამ­კ­ვ­ლევ­ში ახ­ს­ნი­ლია ძლი­ე­რი პა­რო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და რა კავ­შირ­შია ის ჩვენს უსაფ­რ­თხო­ე­ბას­თან. აუცი­ლე­ბე­ლია, ბავშვს ეს თა­ვი­დან­ვე ეს­მო­დეს, რო­დე­საც იწყებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ტექ­ნო­ლო­გი­ას­თან და ზო­გა­დად, ინ­ტერ­ნეტ­თან შე­ხე­ბას.

კი­დევ ერ­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხი — თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. დღეს ეს მწვა­ვე თე­მაა, ბავ­შ­ვე­ბი იმ­დე­ნად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი თა­მა­შის პრო­ცეს­ში, რომ ატა­რე­ბენ სა­ა­თებს, დღე­ებს და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის სწავ­ლის, ინ­ტე­რე­სი ეკარ­გე­ბათ. გზამ­კ­ვ­ლევ­ში მო­ცე­მუ­ლია რჩე­ვე­ბი, რა არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რას უნ­და მი­აქ­ცი­ოს ყუ­რადღე­ბა ბავ­შ­ვ­მა, რომ არ გახ­დეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი თა­მაშ­ზე, ელე­მენ­ტა­რუ­ლად გა­არ­ჩი­ოს სად არის თა­მა­ში და სად რე­ა­ლო­ბა, სად გა­დის ის ზღვა­რი, რომ­ლის გა­დაკ­ვე­თაც კარგს არა­ფერს მო­უ­ტანს.

გზამ­კ­ვ­ლე­ვი რე­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს 6-12 წლის მოს­წავ­ლე­ებს, რომ მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ინ­ტერ­ნეტ­თან სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეს და სწო­რად გან­ვი­თარ­დეს.

⇒ შემ­დე­გი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თ­ვის — 12-დან 18 წლამ­დე — ცო­ტა სხვა კუთხით არის ეს ყვე­ლა­ფე­რი გად­მო­ცე­მუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, შე­სა­ვალ­ში, ზო­გა­დად კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და გა­მოწ­ვე­ვე­ბია აღ­წე­რი­ლი, რა­ტომ არის ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ ასა­კის მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის. წი­ნა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მათ ხომ სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ და ავ­ტო­რე­ბის მიდ­გო­მაც სხვაგ­ვა­რია.

ადა­მი­ა­ნის იდენ­ტო­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში, რას წარ­მო­ად­გენს მი­სი პრო­ფი­ლი, რა როლს თა­მა­შობს კონ­კ­რე­ტუ­ლად ეს ერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­მი, ინ­ტერ­ნე­ტის ცხოვ­რე­ბა­ში, ზო­გა­დად, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით — მო­ზარ­დი ამას ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და ხვდე­ბო­დეს, რო­დე­საც იწყებს ინ­ტერ­ნეტ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას.

ამ ასა­კობ­რივ ჯგუფ­შიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კი­ბერ ბუ­ლინ­გი, რად­გან დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, გახ­შირ­და ერ­თ­მა­ნე­თის დამ­ცი­რე­ბის, შე­უ­რაცხ­ყო­ფის შემ­თხ­ვე­ვე­ბი. გზამ­კ­ვ­ლევ­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი, პირ­ველ რიგ­ში, რო­გორ აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ინ­ტერ­ნეტ­ში კი­ბერ ბუ­ლინ­გის ნიშ­ნე­ბი, რო­გორ ვებ­რ­ძო­ლოთ მას, რა რე­აქ­ცია გვქონ­დეს და რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, თუ, პი­რო­ბი­თად, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია კი­ბერ­ბუ­ლინ­გ­ში მო­ნა­წი­ლე და რა მო­ვი­მოქ­მე­დოთ, რო­დე­საც ამ მოვ­ლე­ნას პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ვე­ხე­ბით. ამ ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თ­ვის ეს ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მაა.

კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი, სხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი და მათ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში, რად­გან ხში­რად, ახალ­გაზ­რ­დე­ბი, მო­ზარ­დე­ბი კარ­გა­ვენ რე­ა­ლო­ბის გან­ც­დას, მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­ან გა­და­სუ­ლი თა­მა­შის რე­ჟიმ­ზე და ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცე­ვენ მათ ცხოვ­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. გზამ­კ­ვ­ლევ­ში საკ­მა­ოდ ნათ­ლად არის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბუ­ლი რა საფ­რ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს მო­ზარ­დი, რო­დე­საც დროს მუდ­მი­ვად ონ­ლა­ინ თა­მა­შებ­ში ატა­რებს, რის­თ­ვის უნ­და იყოს მზად.

უსაფ­რ­თხო­ე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ხელ­საწყო იყო და რჩე­ბა პა­რო­ლი, იქ­ნე­ბა ეს ინ­ტერ­ნეტ თა­მა­ში თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი. გზამ­კ­ვ­ლე­ვის კონ­კ­რე­ტულ თავ­ში ამა­ზეც მი­დის სა­უ­ბა­რი, თუ რამ­დე­ნად სა­ჭი­როა მო­ზარ­დის უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვის ძლი­ე­რი პა­რო­ლი და ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის მი­თი­თე­ბე­ბით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის გა­კე­თე­ბა. ცალ­კე სა­უ­ბა­რია მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით.

ძა­ლი­ან მწვა­ვე პრობ­ლე­მაა მავ­ნე პროგ­რა­მე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­რუ­სე­ბი, გზამ­კ­ვ­ლევ­ში ამა­ზეც მი­დის სა­უ­ბა­რი — რა შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ვი­რუ­სი ჩვენს კომ­პი­უ­ტერ­ში, რა იქ­ნე­ბა შე­დე­გი და რა უსაფ­რ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოვ­ჩ­ნ­დეთ. ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტია თა­ნა­მედ­რო­ვე თაღ­ლი­თუ­რი სქე­მე­ბი, რად­გან კონ­კ­რე­ტუ­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა შერ­ჩე­უ­ლი იყოს კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი თავ­დას­ხ­მე­ბი, ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია იმის ცოდ­ნა თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოტყუვ­დეს მო­ზარ­დი, რას არ უნ­და და­უ­ჯე­როს, არ წა­მო­ე­გოს.

და­ბო­ლოს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ტექ­ნო­ლო­გი­ის­გან დას­ვე­ნე­ბა — რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ძა­ლი­ან ხში­რად მო­ზარ­დი კარ­გავს რე­ა­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას და მუდ­მი­ვად უნ­და, რომ ჩარ­თუ­ლი იყოს თა­მაშ­ში, ინ­ტერ­ნეტ პრო­ცე­სებ­ში. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბია მოყ­ვა­ნი­ლი და კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის და­ბა­ლან­სე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში, ასე ვთქვათ, არ „და­ი­კარ­გოს“.

⇒ ზრდას­რუ­ლე­ბის­თ­ვის გზამ­კ­ვ­ლევ­ში წერ­ტი­ლო­ვან თე­მებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რა უნ­და ვი­ცო­დეთ, ზო­გა­დად, რო­გორც მშობ­ლებ­მა, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებ­მა, რო­გორც ზრდას­რულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ინ­ტერ­ნე­ტის შე­სა­ხებ, რა არის ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი, რა­საც უნ­და ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დეთ. ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, სულ უფ­რო და უფ­რო რთუ­ლი ხდე­ბა ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის კონ­ტ­რო­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ამ წე­სე­ბის შე­სა­ხებ ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი წარ­მოდ­გე­ნა უნ­და გვქონ­დეს, ვი­ცო­დეთ რა პრინ­ცი­პე­ბით მუ­შა­ობს სხვა­დას­ხ­ვა მე­ქა­ნიზ­მი, სად შე­იძ­ლე­ბა მოვ­ტყუვ­დეთ ჩვენ და ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი.

კი­ბერ ბუ­ლინ­გი და მი­სი ნიშ­ნე­ბი მშობ­ლე­ბის, ზრდას­რუ­ლე­ბის მხრი­დან ასე­ვე მო­ითხოვს დიდ ყუ­რად­რე­ბას, რომ დრო­უ­ლად შე­ვამ­ჩ­ნი­ოთ, ვი­ცო­დეთ რა მო­ვი­მოქ­მე­დოთ და რო­გორ ვუშ­ვე­ლოთ ბავშვს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ის კი­ბერ ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი გახ­და ან თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს სხვის ბუ­ლინ­გ­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დრო­უ­ლად ჩა­ვერ­თოთ ამ პრო­ცე­სებ­ში.

აუცი­ლებ­ლად უნ­და ვიც­ნობ­დეთ უახ­ლეს ტენ­დენ­ცი­ებ­სა და ტრენ­დებს, რა არის დღეს პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში, რომ გა­ვი­გოთ რა აინ­ტე­რე­სებთ ბავ­შ­ვებს, მო­ზარ­დებს, რა ტენ­დენ­ცი­ებს მიჰ­ყ­ვე­ბი­ან. ამ სა­კითხებს გზამ­კ­ვ­ლევ­ში ზრდას­რუ­ლე­ბის­თ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი თა­ვი ეთ­მო­ბა.

ავ­ტო­რე­ბი გვაწ­ვ­დი­ან ზო­გად ინ­ფორ­მა­ცი­ას იმა­ზე, თუ რა არის ინ­ტერ­ნეტ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­გო­რია მი­სი ნიშ­ნე­ბი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პრე­ვენ­ცია. მო­ტა­ნი­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­გორ შევ­ძ­ლოთ ამ კუთხით ბავ­შ­ვ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ისე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლად და უსაფ­რ­თხოდ წარ­ვ­მარ­თოთ ეს პრო­ცე­სე­ბი. უნ­და ვე­ცა­დოთ, მუდ­მი­ვად იყოს ბა­ლან­სი — მომ­ხ­მა­რე­ბელ­მა (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვ­მა) უნ­და იცო­დეს რა დროს რა უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს და ამა­ში ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და და­ვეხ­მა­როთ. მათ შო­რის, ვე­ცა­დოთ, ბავ­შ­ვი სწორ გზა­ზე და­ვა­ყე­ნოთ, რომ იგი­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვი გან­ვი­თარ­დეს და სწო­რი გზა, მი­მარ­თუ­ლე­ბა აიჩი­ოს. ეს, დიდ­წი­ლად, ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და გვეს­მო­დეს, სა­ჭი­რო დროს რო­გორ და­ვეხ­მა­როთ, და­ვე­ლა­პა­რა­კოთ, კონ­კ­რე­ტუ­ლად და­ვა­ლა­გოთ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა.

ძლი­ე­რი პა­რო­ლე­ბი ამ ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თ­ვი­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია და კარ­გად უნ­და გვეს­მო­დეს ამის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. კონ­კ­რე­ტულ თავ­ში მოყ­ვა­ნი­ლია მი­თი­თე­ბე­ბი, რო­გორ ვი­მუ­შა­ოთ ძლი­ერ პა­რო­ლებ­თან, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ეს ჩვე­ნი და ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვის.

კი­დევ ერ­თი სა­ყუ­რადღე­ბო მო­მენ­ტი — კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. გზამ­კ­ვ­ლევ­ში აღ­წე­რი­ლია ის კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ზო­მე­ბი კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს და რის შე­სა­ხე­ბაც ჩვენ, ზრდას­რუ­ლებ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და ვი­ცო­დეთ.

მაქ­სიმ იავი­ჩი აღ­ნიშ­ნავს, რომ კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გვეს­მო­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა პროგ­რა­მის­ტ­სა და კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლისტს შო­რის: „ძა­ლი­ან ხში­რად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის საქ­მეს პროგ­რა­მის­ტებს ავა­ლე­ბენ. ეს საკ­მა­ოდ დი­დი პრობ­ლე­მაა, რად­გან პროგ­რა­მის­ტე­ბი და კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სპექ­ტ­რის ხალ­ხია. პროგ­რა­მის­ტი კონ­კ­რე­ტუ­ლად იმა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ პროგ­რა­მულ­მა უზ­რუნ­ველ­ყო­ფამ, რო­მე­ლიც მან და­წე­რა, სწო­რად იმუ­შა­ოს; ხო­ლო კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, იგი­ვე ჰა­კე­რი (ჰა­კე­რი და კი­ბერ უსაფ­რ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ, იმი­ტომ რომ, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ორი­ვე და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი და იგი­ვეა) ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია პროგ­რა­მის შეც­დო­მებ­ზე, ცდი­ლობს იპო­ვოს ისე­თი რა­ღაც, რაც ზედ­მე­ტია სის­ტე­მა­ში. კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბა, მთლი­ა­ნო­ბა, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა — ეს არის ის სა­მი რამ, რის გა­ფუ­ჭე­ბა­საც ცდი­ლობს ჰა­კე­რი. მი­სი სა­მიზ­ნეა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დღე­ვან­დე­ლი სის­ტე­მე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ ვი­ყე­ნებთ, ცდი­ლობს კონ­კ­რე­ტუ­ლად ჩვე­ნი პლატ­ფორ­მე­ბის გა­ტეხ­ვას.

მა­გა­ლი­თად, 2020 წლის 22 აპ­რილს, შე­ტე­ვა მოხ­და ზუმ­ზე, რო­მე­ლიც ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის პლატ­ფორ­მაა. მსგავ­სი შე­ტე­ვა განხორციელ­და სკა­იპ­ზეც, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მაა. შემ­დეგ იყო სა­ინ­ტე­რე­სო შე­ტე­ვა მა­იქ­რო­სოფტ თიმ­ს­ზე — მომ­ხ­მა­რებ­ლებს და­ეგ­ზავ­ნათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახა­ლი ვერ­სია გა­მო­ვი­და, ისი­ნიც სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვ­დ­ნენ ამ სი­ახ­ლეს, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი გად­მოტ­ვირ­თეს ვი­რუ­სი და სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ა­ყე­ნეს თა­ვი­ანთ კომ­პი­უ­ტე­რებ­ზე მავ­ნე პროგ­რა­მე­ბი.“

მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია და ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ცოდ­ნა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ზრდას­რუ­ლე­ბის­თ­ვის, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ყვე­ლას­თ­ვის, ვი­საც ხში­რად უწევს ინ­ტერ­ნეტ­ში ყოფ­ნა სას­წავ­ლო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ან გარ­თო­ბის მიზ­ნით, მე­გობ­რებ­თან სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ თუ სხვ.

გზამ­კ­ვ­ლე­ვის ავ­ტო­რე­ბი იმედს გა­მოთ­ქ­ვა­მენ, რომ მათ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­სურ­სი ხელს შე­უწყობს იმ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას, ვინც სა­სარ­გებ­ლოდ იყე­ნებს ინ­ტერ­ნეტს. „ძა­ლი­ან ხში­რად ინ­ტერ­ნეტს საფ­რ­თხედ წარ­მო­ვა­ჩენთ, ამავ­დ­რო­უ­ლად, ეს ძა­ლი­ან დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა და ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სი ამო­ცა­ნა, რო­გორც ზრდას­რუ­ლე­ბის, ბავ­შ­ვებ­თან მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის იმა­შია, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წყა­როდ ვაქ­ცი­ოთ. თუ, ერ­თი მხრივ, არ­სე­ბობს ინ­ტერ­ნეტ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მე­ო­რე მხრივ, არის უზღ­ვა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის და, ალ­ბათ, ჩვე­ნი ეპო­ქის გა­მოწ­ვე­ვა ზუს­ტად ეს არის — და­ვი­ნა­ხოთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლებ­მა, უსაფ­რ­თხოდ მო­ვა­ხერ­ხოთ ამ შან­სის გა­მო­ყე­ნე­ბა.“ — ამ­ბობს ნა­თია მჟა­ვა­ნა­ძე.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უპი­რა­ტეს შე­საძ­ლებ­ლო­ბად იქ­ცა, ახა­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვი და­ეხ­მა­რე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, მას­წავ­ლებ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებ­სა და მშობ­ლებს, გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნონ, და­უ­მე­გობ­რ­დ­ნენ ინ­ტერ­ნეტს და ის­წავ­ლონ მი­სი უსაფ­რ­თხოდ მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბი.

გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა World Vision სა­ქარ­თ­ვე­ლოს ვებ­გ­ვერ­დ­ზე. ავ­ტო­რე­ბი მზად არი­ან სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფებ­თან, სკო­ლებ­თან თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის. პარ­ტ­ნი­ორ სკო­ლებ­ში ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლიც იგეგ­მე­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის: „რაც უფ­რო მე­ტად ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ და გა­ვა­ერ­თი­ა­ნებთ ჩვენს რე­სურ­სებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მით უფ­რო მე­ტად გა­იზ­რ­დე­ბა ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნი იგ­რ­ძ­ნობს თავს და­ცუ­ლად ამ სივ­რ­ცე­ში“.

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები