4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ, ას­ტ­რიდ!

spot_img

 

1907 წელს, შვე­დე­თის პა­ტა­რა ქა­ლაქ ვი­მერ­ბის მახ­ლობ­ლად, გო­გო­ნა და­ი­ბა­და, სა­ხე­ლად – ას­ტ­რიდ ანა ემი­ლია ერიქ­სო­ნი. ამ პა­ტა­რა გო­გომ ბევ­რი დაბ­რ­კო­ლე­ბა გა­და­ლა­ხა, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა ხში­რად სრუ­ლი­ად მარ­ტოს მო­უ­წია, და მა­ინც, ან იქ­ნებ სწო­რედ ამის გა­მო, გვა­ჩუ­ქა დი­დი, ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­რო, რომ­ლის გა­რე­შეც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა სა­ოც­რად უფე­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რენს, 4 წლის ასაკ­ში, თა­ვის­მა მე­გო­ბარ­მა, ედიტ­მა ზღა­პა­რი წა­უ­კითხა. უს­მენ­და ას­ტ­რი­დი ზღა­პარს და ნელ-ნე­ლა ოთა­ხი გო­ლი­ა­თე­ბით, ჯა­დოქ­რე­ბი­თა და ფე­რი­ე­ბით ივ­სე­ბო­და. ისი­ნი მის­თ­ვის აქამ­დე უც­ნო­ბი საგ­ნი­დან – წიგ­ნი­დან ამო­დი­ოდ­ნენ. ზღაპ­რით მო­ნუს­ხულ­მა ას­ტ­რიდ­მა ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნა, რა­თა კითხ­ვა ეს­წავ­ლა. ის­წავ­ლა და ვე­ღარც შეწყ­ვი­ტა!

ამ ამ­ბავს ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რენ­ზე და­წე­რილ წიგ­ნ­ში ვკითხუ­ლობთ. წიგ­ნის ავ­ტო­რი მა­რია იზა­ბელ სან­ჩეს ვე­გა­რაა და ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არ­ტა­ნუჯ­მა“ გა­მოს­ცა სე­რი­ა­ში  „პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბი დი­დი ოც­ნე­ბე­ბით“. ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა ამ მო­ნაკ­ვეთს ვკითხუ­ლობ, ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, რომ პა­ტა­რა ას­ტ­რიდ­მა, ყვე­ლა იმ მწერ­ლით მად­ლი­ერ­მა, რომ­ელ­მაც მი­სი ბავ­შ­ვო­ბა გა­ა­ლა­მა­ზა, ამ დრო­ი­დან მო­ინ­დო­მა ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი მწე­რა­ლი, მკითხ­ვე­ლებს მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში რომ გაგ­ვი­ნა­თებ­და გულს, სი­მა­მა­ცეს შეგ­ვ­ძენ­და და დაგ­ვა­ჯე­რებ­და, რომ თუ პე­პის, ძმე­ბი ლომ­გუ­ლე­ბის ან რო­ნი­ას თავ­გა­და­სავ­ლე­ბით აივ­სებ გულს, ყვე­ლა სირ­თუ­ლეს გა­და­ლა­ხავ.

ასტრიდის სახლი ვიმერბიში, სადაც ბავშვობა გაატარა

ფერ­მე­რის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბულ­მა ას­ტ­რიდ­მა ბავ­შ­ვო­ბა ტყის მი­მა­ლულ ბი­ლი­კებ­სა და ყვა­ვი­ლე­ბით სავ­სე მდე­ლო­ებ­ზე ხე­ტი­ალ­ში გა­ა­ტა­რა. ბუ­ნე­ბას­თან ერ­თად, ყვე­ლა­ზე მე­ტად, ამ­ბე­ბის თხრო­ბა უყ­ვარ­და. ზაფხუ­ლო­ბით, ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად, და-ძმას­თან ერ­თად, მინ­დორ­ში მი­ე­შუ­რე­ბო­და თუ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მო­თუხ­თუ­ხე ქვა­ბებს ყა­რა­უ­ლობ­და, ყო­ველ­თ­ვის იგო­ნებ­და ახალ-ახალ ის­ტო­რი­ებს, რომ­ლებ­საც ძი­ლის წინ მშობ­ლებს უამ­ბობ­და.

რო­გორც მა­რია იზა­ბელ სან­ჩეს ვე­გა­რა გვი­ამ­ბობს, ას­ტ­რიდ­მა პირ­ვე­ლი მოთხ­რო­ბა 13 წლის ასაკ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ად­გი­ლობ­რივ გა­ზეთ­ში. სულ ვფიქ­რობ, რის შე­სა­ხებ შე­იძ­ლე­ბო­და და­ე­წე­რა პირ­ვე­ლი ტექ­ს­ტი ბავ­შ­ვო­ბი­დან მე­ამ­ბო­ხე გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში პირ­ვე­ლი გო­გო იყო, რო­მელ­მაც თმა მოკ­ლედ შე­იჭ­რა. თუ ახ­ლა ეს ამ­ბა­ვი გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არაა, მჯე­რა, სწო­რედ ას­ტ­რი­დის­ნა­ი­რი შე­უ­პო­ვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით.

ხში­რად ვფიქ­რობ, ალ­ბათ რო­გორ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­დას მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბა, 30-იანი წლე­ბის შვე­დეთ­ში ხომ მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლი, ბავ­შ­ვით ხელ­ში, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი რამ იყო. ნე­ტავ, იმ ხალ­ხ­მა, წლე­ბის შემ­დეგ, ას­ტ­რი­დის რო­მე­ლი­მე წიგ­ნი თუ წა­ი­კითხა? რა­ტომ­ღაც მჯე­რა, მი­სი ერ­თი, სულ პა­წა­წი­ნა ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვაც კი საკ­მა­რი­სია, ყვე­ლა მშვე­ნი­ერ­მა ადა­მი­ა­ნურ­მა ემო­ცი­ამ ერ­თი­ა­ნად გახ­ს­ნას კა­რი და სამ­ყა­როს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზე გვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს. გვას­წავ­ლოს, რომ მხო­ლოდ ჩვე­ნი­ა­ნის და ჩვე­ნის­თა­ნა გზით მა­ვა­ლის მი­ღე­ბა ვერ გა­და­არ­ჩენს სამ­ყა­როს, სა­ჭი­როა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მი­ვი­ღოთ. ას­ტ­რი­დის წიგ­ნე­ბი გვას­წავ­ლის თა­ნა­გან­ც­და­სა და თა­ნალ­მო­ბას გა­სა­ჭირ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

შე­უ­პოვ­რო­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა – ეს ორი სიტყ­ვა ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მო­ხა­ტავს ას­ტ­რი­დის ბუ­ნე­ბას. რომ არა შე­უ­პოვ­რო­ბა, ის ვერ გა­ბე­დავ­და წა­სუ­ლი­ყო სახ­ლი­დან და შვი­ლი მე­ო­რე სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ქვეყ­ნის, და­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ კო­პენ­ჰა­გენ­ში გა­ე­ჩი­ნა, სრუ­ლი­ად მარ­ტოს, ოჯა­ხის­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­ტო­ვე­ბულს. ას­ტ­რიდს სტოკ­ჰოლ­მ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და იქ მუ­შა­ო­ბა მო­უ­წია, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ვი­სი პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა ლა­სე კო­პენ­ჰა­გენ­ში ახ­ლობ­ლის­თ­ვის მი­ე­ბა­რე­ბი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლი­სა, დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას, უკა­ნას­კ­ნელ კრო­ნებ­სა და ერე­ებს (შვე­დუ­რი ფუ­ლის ერ­თე­უ­ლე­ბი) ხარ­ჯავ­და, რა­თა შვილ­თან ჩა­სუ­ლი­ყო და ის დღე­ე­ბი მას­თან გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ალ­ბათ, ვი­საც ას­ტ­რი­დის „ბუ­ლერ­ბი­ე­ლი ბავ­შ­ვე­ბი“ წა­გი­კითხავთ, გა­გახ­სენ­დე­ბათ ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, ბი­ჭუ­ნა ლა­სე, რო­მე­ლიც ბო­სეს­თან და და­ი­კო ლი­ზას­თან ერ­თად  შვე­დე­თის პა­ტა­რა სო­ფელ ბუ­ლერ­ბი­ში ცხოვ­რობს.

ასტრიდი და ლასე

ას­ტ­რიდ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი იშ­რო­მა და მა­ლე ლა­სე თა­ვის­თან წა­იყ­ვა­ნა, შემ­დეგ შეხ­ვ­და თა­ვის მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს, შე­სა­ნიშ­ნავ სტუ­რე ლინ­დ­გ­რენს და აი, სწო­რედ ამ დრო­ი­დან ხდე­ბა ას­ტ­რიდ ანა ემი­ლი ერიქ­სო­ნი ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნი.

ას­ტ­რიდ­სა და სტუ­რეს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ – კა­რი­ნი. სწო­რედ კა­რი­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ას­ტ­რი­დი წე­რას მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ და­უბ­რუნ­და და 38 წლი­სამ „პე­პი გრძელ­წინ­და“ და­წე­რა.

პე­პი – ეს სა­ხე­ლი გო­გო­ნას სწო­რედ კა­რინ­მა და­არ­ქ­ვა. ერთ სა­ღა­მოს კა­რი­ნი ავად გახ­და და დე­დას სთხო­ვა, მის­თ­ვის პე­პი გრძელ­წინ­დას გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის ის­ტო­რია მო­ეთხ­რო. ას­ტ­რიდ­მა სწო­რედ მა­შინ გა­ი­ფიქ­რა, რომ ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ხე­ლი იყო და პერ­სო­ნა­ჟიც ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ას­ტ­რი­დი კა­რი­ნი­სა და მი­სი მე­გობ­რე­ბის­თ­ვის პე­პის შე­სა­ხებ ახალ ის­ტო­რი­ებს თხზავ­და, კა­რი­ნის მე­ა­თე და­ბა­დე­ბის დღის­თ­ვის კი ეს ამ­ბე­ბი ფურ­ცელ­ზე გა­და­ი­ტა­ნა და შვილს უსახ­სოვ­რა.

ამ წე­რილ­ში მინ­და, ას­ტ­რი­დის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი გირ­ჩი­ოთ და რად­გან მის სამ­ყა­რო­ში გზა პე­პიმ გა­მიკ­ვა­ლა, მინ­და, სწო­რედ ამ წიგ­ნ­ზე სა­უბ­რით და­ვიწყო.

„პე­პი გრძელ­წინ­და“ 2005 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნემ“ გა­მოს­ცა. წიგ­ნი ეთერ კუბ­ლაშ­ვილ­მა თარ­გ­მ­ნა და ეს იყო პე­პის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მა. მა­შინ ჯერ მხო­ლოდ 8 წლის ვი­ყა­ვი და მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმ დროს ჩვე­ნი სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა უფ­რო და უფ­რო ხში­რად ივ­სე­ბო­და ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბით. ამის წყა­ლო­ბით წა­ვი­კითხე პე­პი, ამი­ტომ ეს პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. გა­ვი­ზარ­დე და ყველ­გან მას ვე­ძებ­დი, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ერთ შე­სა­ნიშ­ნავ ბუ­კი­ნის­ტ­თან ვი­პო­ვე და გუ­ლი სი­ხა­რუ­ლით მქონ­და სავ­სე.

„შვე­დე­თის ერთ პა­ტა­რა გა­რე­უ­ბან­ში ერ­თი ძალ­ზე მო­უვ­ლე­ლი ბა­ღია. ბაღ­ში ძვე­ლის­ძ­ვე­ლი ჩა­შა­ვე­ბუ­ლი სახ­ლი დგას. აი, სწო­რედ ამ სახ­ლ­ში ცხოვ­რობს პე­პი გრძელ­წინ­და. პე­პი მხო­ლოდ ცხრა წლი­საა, მაგ­რამ შინ მარ­ტოდ­მარ­ტოა. არც დე­და ჰყავს, არც მა­მა… უწინ პე­პის მა­მა ჰყავ­და და ძა­ლი­ა­ნაც უყ­ვარ­და, მაგ­რამ სულ აღარ ახ­სოვს. დე­და რომ მო­უკ­ვ­და, ერ­თი ციც­ქ­ნა გო­გო იყო, სა­წოლ­ში იწ­ვა და ისე სა­შინ­ლად გაჰ­კი­ო­და, ახ­ლო მის­ვ­ლას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და. ახ­ლა პე­პი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ დე­და­მი­სი ცა­ში ცხოვ­რობს და ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან დას­ც­ქე­რის თა­ვის გო­გო­ნას. ამი­ტომ ხში­რად იხე­დე­ბა მაღ­ლა, ხელს უქ­ნევს დე­დას და ამ­შ­ვი­დებს:

–  ნუ გე­ში­ნია, დე­და, მე არ და­ვი­კარ­გე­ბი!

მო­ნუს­ხუ­ლი ვარ, რო­გორ ფა­ქი­ზად ეხე­ბა ას­ტ­რი­დი გარ­დაც­ვა­ლე­ბის თე­მას. მათ პე­პის მა­გა­ლით­ზე აჩ­ვე­ნებს, რო­გო­რი მა­მა­ცი, მხი­ა­რუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე და ან­ცი დარ­ჩა ეს გო­გო­ნა, რო­მელ­მაც დე­და და­კარ­გა, მა­მის დაბ­რუ­ნე­ბას კი ყო­ველ წამს ელის. პე­პის სჯე­რა, რომ მა­მა, შო­რე­უ­ლი ნა­ოს­ნო­ბის კა­პი­ტა­ნი, რო­მე­ლიც ქა­რიშ­ხ­ლის დროს ზღვამ ჩა­ით­რია, შავ­კა­ნი­ან­თა კუნ­ძულ­ზე გა­ი­რი­ყა, იქ გა­მეფ­და და თავ­ზე ოქ­როს გვირ­გ­ვი­ნიც ად­გას.

ასე მგო­ნია, ვი­ლა „ყიყ­ლი­ყო“ (ახა­ლი თარ­გ­მა­ნის მი­ხედ­ვით ვი­ლა „ვი­ლე­კუ­ლა“), პე­პის ორი გა­ნუყ­რე­ლი მე­გო­ბა­რი: ტო­მი და ანი­კა, პე­პის ცხე­ნი და მა­ი­მუ­ნი – ბა­ტო­ნი ნილ­სო­ნი და უგემ­რი­ე­ლე­სი მაჭ­კა­ტე­ბი ცალ­კე სამ­ყა­როს ქმნის, ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის, ყვე­ლა მო­ზარ­დი­სა თუ ზრდას­რუ­ლის­თ­ვის და­უ­ვიწყა­რი სი­ხა­რუ­ლის მი­ნი­ჭე­ბა რომ შე­უძ­ლია.

ვფიქ­რობ, პე­პი გრძელ­წინ­დას თავ­გა­და­სავ­ლის წა­კითხ­ვა ბავ­შ­ვებს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან გა­ნუ­ვი­თა­რებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო უნა­რებს და სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვას ას­წავ­ლის. ბავ­შ­ვებს ხში­რად უჩ­ნ­დე­ბათ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის გრძნო­ბა მშობ­ლე­ბი­სად­მი, ნაც­ნო­ბი ად­გი­ლე­ბის, სახ­ლის, ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ, რაც შემ­დეგ წლებ­ში მათ ბევრ სირ­თუ­ლეს უქ­მ­ნის. რთულ­დე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე და სხვა.

„ – მარ­ტო წა­ვი­და… უც­ნა­უ­რი გო­გოა… მა­გას ვინ და­ა­კა­ვებს! – ცრემ­ლი მო­იწ­მინ­და მეზღ­ვა­ურ­მა ფრი­დოლ­ფ­მა, რო­ცა პე­პი მო­სახ­ვევ­ში მი­ი­მა­ლა“. ას­ტ­რი­დის წიგ­ნებ­ში, უპირ­ვე­ლე­სად, პე­პი­ში, იგ­რ­ძ­ნო­ბა, რო­გორ უტ­რი­ა­ლებ­და ას­ტ­რი­დი მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის თე­მას. მას მუდ­მი­ვად აწუ­ხებ­და და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­სეს და­ტო­ვე­ბა სხვა ქა­ლაქ­სა და სხვა ოჯახ­ში მო­უ­წია. თით­ქოს თა­ვის წიგ­ნებ­ში, რომ­ლებ­შიც პერ­სო­ნა­ჟე­ბი ხში­რად მარ­ტო ცხოვ­რო­ბენ და მშობ­ლე­ბი არ ჰყავთ, ცდი­ლობს ბავ­შ­ვებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, სი­ცოცხ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და სი­ხა­ლი­სე აჩუ­ქოს.

2014 წელს და­ნი­ელ­მა მწე­რალ­მა, იენს ან­დერ­სენ­მა, ას­ტ­რიდს წიგ­ნი მი­უძღ­ვ­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით „ქა­ლი პე­პი გრძელ­წინ­დას მიღ­მა“. ან­დერ­სე­ნი გვიყ­ვე­ბა ას­ტ­რი­დის რთულ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გზა­ზე, რო­მე­ლიც შემ­დეგ მის წიგ­ნებ­ში სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად აისა­ხა. ან­დერ­სე­ნი სა­უბ­რობს პე­პი­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­სი ან­ცი და და­უდ­გ­რო­მე­ლი ბუ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პე­პი მა­ინც მარ­ტო­სუ­ლი გო­გო­ნაა. მთა­ვა­რი კი სწო­რედ ისაა, რომ ამ მარ­ტო­სუ­ლო­ბას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას ის ყო­ველ­თ­ვის ახერ­ხებს. ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის პე­პი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თი და მო­ტი­ვა­ცი­ის უშ­რე­ტი წყა­როა.

„ძმე­ბი ლომ­გუ­ლე­ბი“ ის წიგ­ნია, რო­მელ­მაც ჩემს ბავ­შ­ვო­ბას წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­აჩ­ნია (მთარ­გ­მ­ნე­ლი – თა­მარ ჩი­ქო­ვა­ნი).

ას­ტ­რი­დი არც ამ წიგ­ნ­ში უშინ­დე­ბა სიკ­ვ­დი­ლის თე­მა­ზე სა­უ­ბარს და მას ჩვე­უ­ლი სი­ფა­ქი­ზით უტ­რი­ა­ლებს. წიგ­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რი ორად გა­ი­ყო: სა­ჭი­როა თუ არა სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა სა­უბ­რობ­დეს მსგავს თე­მებ­ზე და თუ სა­ჭი­როა, რა­ტომ? სწო­რედ ეს შე­კითხ­ვა – რა­ტომ? – მგო­ნია ყვე­ლაფ­რის გა­სა­ღე­ბი. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ფოლ­კ­ლო­რულ ნი­მუ­შებს, მი­თო­ლო­გი­ას თუ ხალ­ხურ ზღაპ­რებს, მივ­ხ­ვ­დე­ბით, რომ ერ­თი შე­ხედ­ვით სა­შიშ, სევ­დი­ან, მწუ­ხა­რე­ბის მომ­გ­ვ­რელ თე­მებს ბავ­შ­ვებს არას­დ­როს არი­დებ­დ­ნენ. ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცოდ­ნენ, რომ ის ერ­თ­გ­ვა­რი კა­თარ­სი­სი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თუ ფოლ­კ­ლო­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცხოვ­რე­ბით უნ­და გა­ნი­ცა­დონ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რა თქმა უნ­და, მსგავ­სი თე­მა­ტი­კის წიგ­ნე­ბი ასე­ვე ძა­ლი­ან დი­დი სიფ­რ­თხი­ლი­თა და დაკ­ვირ­ვე­ბი­თაა შე­სარ­ჩე­ვი.

„ძმე­ბი ლომ­გუ­ლე­ბი“ კი­დევ ერთ ძა­ლი­ან სა­თუთ თე­მას ეძღ­ვ­ნე­ბა – ში­შის დაძ­ლე­ვის მა­რა­დი­ულ თე­მას. დღემ­დე ცხა­დად მახ­სოვს, რო­გორ ნატ­რობ­და პა­ტა­რა, სუს­ტი სკორ­პა, ძმა­სა­ვით უში­შა­რი ყო­ფი­ლი­ყო, ძმა­სა­ვით ლომ­გუ­ლი. და არას­დ­როს, არას­დ­როს და­უშ­ვია, რომ მის მკერ­დ­შიც ასე­თი­ვე მა­მა­ცი გუ­ლი ძგერ­და.

მე­რე დრო გა­დის და ცხოვ­რე­ბა თვი­თონ გას­წავ­ლის, რომ ადა­მი­ანს ყვე­ლა­ზე დიდ ში­შებ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბაც შე­გიძ­ლია, თუ­კი გაქვს ოც­ნე­ბა, თუ რა­ღაც მთე­ლი გუ­ლით გინ­და. მე­რე დრო გა­დის, უკან მო­ი­ხე­დავ და ვე­ღარ ხვდე­ბი, სუს­ტი სკორ­პა­დან სკორ­პა ლომ­გუ­ლად რო­დის იქე­ცი, ამ­დე­ნი რო­გორ მო­ა­ხერ­ხე ერთ დროს ასეთ­მა სუს­ტ­მა, ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად. ამის შემ­დეგ გა­ნა აღა­რაფ­რის შე­გე­შინ­დე­ბა?! – შე­გე­შინ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ყო­ველ­თ­ვის გა­ბე­დავ, რად­გან ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი უკ­ვე გა­ბე­დე.

ეს ძა­ლა ყვე­ლა­შია. და სწო­რედ ამ ძა­ლის გა­მოღ­ვი­ძე­ბას ეძღ­ვ­ნე­ბა „ძმე­ბი ლომ­გუ­ლე­ბი“, რო­მე­ლიც ამ დი­ა­ლო­გით სრულ­დე­ბა:

„ – სკორ­პა ლომ­გუ­ლო, – ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა ჯო­ნა­თან­მა, – გე­ში­ნია?

– არა… კი, კი, მე­ში­ნია, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­ხ­ტე­ბი, ჯო­ნა­თან, ახ­ლა­ვე… აი, ახ­ლა­ვე… და ამის შემ­დეგ არა­სო­დეს არაფ­რის შე­მე­შინ­დე­ბა. არა­სო­დეს არაფ­რის…“

„ყა­ჩა­ღის ასუ­ლი რო­ნია“ (მთარ­გ­მ­ნე­ლი – თა­მარ ჩი­ქო­ვა­ნი) პე­პის­ნა­ირ მა­მაც და უში­შარ გო­გო­ზეა, რომ­ლის სა­ხე­ლიც ას­ტ­რიდ­მა გა­მო­ი­გო­ნა. შვე­დეთ­ში წიგ­ნი ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, მა­ლე­ვე სა­ხე­ლი რო­ნია ბევრ შვედ გო­გო­ნას და­არ­ქ­ვეს. ვფიქ­რობ, ეს ამ­ბა­ვი წიგ­ნის, ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­ნუ­საზღ­ვ­რელ ძა­ლა­ზე კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვა­ფიქ­რებს.

ყა­ჩა­ღის ასუ­ლი რო­ნი­ას და ყა­ჩა­ღე­ბის მე­ო­რე ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ვა­ჟის, ბირ­კას მე­გობ­რო­ბის ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც შეძ­ლო ერ­თ­მა­ნეთს სამ­კ­ვ­დ­რო-სა­სი­ცოცხ­ლოდ გა­და­კი­დე­ბულ ორ გვარს შო­რის სი­ძულ­ვი­ლის წრე გა­ერ­ღ­ვია, კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვარ­წ­მუ­ნებს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი სი­ძულ­ვილ­ზე, სი­ნათ­ლე კი სიბ­ნე­ლე­ზე ყო­ველ­თ­ვის იმარ­ჯ­ვებს.

ას­ტ­რი­დი შე­სა­ნიშ­ნა­ვად იც­ნობ­და სკან­დი­ნა­ვი­ურ მი­თო­ლო­გი­ას და ეს ცოდ­ნა წე­რი­სას შე­სა­შუ­რად გა­მო­ი­ყე­ნა. წიგ­ნ­ში შეხ­ვ­დე­ბით ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ტყის ბი­ნად­რებს და ეს არ­სე­ბე­ბიც სწო­რედ მი­თო­ლო­გი­ი­დან იღე­ბენ სა­თა­ვეს, მი­ნიშ­ნე­ბე­ბი კი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ რო­ნი­ას და ბირ­კას მა­მე­ბი ჭე­ქა-ქუ­ხი­ლის სკან­დი­ნა­ვი­ურ ღმერ­თ­თან შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­ი­გი­ვოთ.

ცო­ტა ხნის წინ, წიგ­ნის მი­ხედ­ვით, „ნეტ­ფ­ლიქ­ს­მა“ სე­რი­ა­ლი გა­და­ი­ღო, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც მარ­ტის მი­წუ­რულს შედ­გე­ბა.

ას­ტ­რი­დის შე­მოქ­მე­დე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია კარ­ლ­სო­ნის („ბი­ჭუ­ნა და სა­ხუ­რა­ვის ბი­ნა­და­რი კარ­ლ­სო­ნი“, მთარ­გ­მ­ნე­ლი – ნა­ტო კვა­რაცხე­ლია) – ამ და­ბალ-და­ბა­ლი, სქელ-სქე­ლი, თავ­მომ­წო­ნე პრო­პე­ლე­რი­ა­ნი ვაჟ­ბა­ტო­ნის გა­რე­შე, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ზო­მი­ე­რად ფერ­ხორ­ცი­ან, მო­წი­ფულ, დარ­ბა­ი­სელ მა­მა­კაცს უწო­დებს. ას­ტ­რიდ­მა კარ­ლ­სო­ნი და მი­სი მე­გო­ბა­რი ბი­ჭუ­ნა სტოკ­ჰოლ­მ­ში სწო­რედ იმ ქუ­ჩა­ზე და­ა­სახ­ლა, სა­დაც ოჯახ­თან ერ­თად თა­ვად ცხოვ­რობ­და. გა­დაშ­ლი ილონ ვიკ­ლან­დის მი­ერ გა­ფორ­მე­ბულ წიგნს და ეც­ნო­ბი სვან­ტენ­სო­ნე­ბის ოჯახს – დე­დას, მა­მას და მათ სამ შვილს: ბო­სეს, ბე­ტანს და ბი­ჭუ­ნას, სა­ხუ­რავ­ზე და­სახ­ლე­ბულ კარ­ლ­სონს, ში­ნამ­ტან­ჯ­ველ ფრე­კენ ბოკს და მათ­თან ერ­თად თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვევ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში ეხ­ვე­ვი, მუც­ლის ტკი­ვი­ლამ­დე იცი­ნი კარ­ლ­სო­ნის უჩ­ვე­უ­ლო არით­მე­ტი­კა­ზე და ფურ­ც­ლი­დან ფურ­ცელ­ზე გრძნობ მაჭ­კა­ტე­ბის სურ­ნელს, რო­მე­ლიც თავ­ბ­რუს გახ­ვევს და გულ­ში, წლე­ბის შემ­დე­გაც, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას მო­გო­ნე­ბად რჩე­ბა.

არც თუ ისე იშ­ვი­ა­თად ვფიქ­რობ, რო­ცა ვიზ­რ­დე­ბით, ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­შინ გვჭირ­დე­ბა სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან მიბ­რუ­ნე­ბა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის ზღაპ­რე­ბის პა­წა­წი­ნა კრე­ბუ­ლი ჩა­მი­ვარ­და ხელ­ში. აქ შე­სუ­ლი ზღაპ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თუ­ლად პირ­ვე­ლად ითარ­გ­მ­ნა („ცე­რო­დე­ნა ნილს კარ­ლ­სო­ნი და სხვა ზღაპ­რე­ბი“, მთარ­გ­მ­ნე­ლი – ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რი) და „სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ“ 2022 წელს გა­მოს­ცა. ცე­რო­დე­ნა ნილს კარ­ლ­სო­ნი, პა­ტა­რა ბერ­ტი­ლი, გუ­ნა­რი და გუ­ნი­ლა, ბრი­ტა კა­ი­სა, პე­ტე­რი და პეტ­რა, ბა­ტო­ნი ლი­ლი­ონ­კ­ვას­ტი – ისი­ნი ას­ტ­რი­დის ზღაპ­რების გმი­რე­ბი არი­ან.

„ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რენ­მა კარ­გად იცის, რომ ბავ­შ­ვებ­საც შე­იძ­ლე­ბა სტკი­ო­დეთ, უჭირ­დეთ, თა­ვი მარ­ტო­სუ­ლად იგ­რ­ძ­ნონ. მწე­რა­ლი მათ სა­ნუ­გე­შებ­ლად ქმნის სამ­ყა­როს, სა­დაც ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვიც კი შე­იძ­ლე­ბა კე­თი­ლად დას­რულ­დეს“ – ვკითხუ­ლობთ ანო­ტა­ცი­ა­ში. ამ კრე­ბულ­ში არის ერ­თი პა­ტა­რა ზღა­პა­რი „მწუხ­რის ქვე­ყა­ნა­ში“, რო­მელ­შიც პა­წა­წი­ნა ფეხ­მ­ტ­კი­ვა­ნი ბი­ჭუ­ნა, ერ­თი წე­ლია, სა­წოლ­ში წევს და ფიქ­რობს, რომ ცხოვ­რე­ბა ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია. სევ­დი­ა­ნია, რომ სი­ა­რულს ვერ ახერ­ხებს, სევ­დი­ა­ნია, რად­გან დე­და მის გა­მო ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან და­ნაღ­ვ­ლი­ა­ნე­ბუ­ლია. და სწო­რედ ამ დროს ჩნდე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში ბა­ტო­ნი ლი­ლი­ონ­კ­ვას­ტი, მწუხ­რის ქვეყ­ნი­დან. ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნი ახერ­ხებს, ბავ­შ­ვებს მარ­ტო­ო­ბას­თან, ავა­დო­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის თან­მ­დევ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა ას­წავ­ლოს, და­არ­წ­მუ­ნოს, რომ ისი­ნი მარ­ტო არ არი­ან და მათ ცხოვ­რე­ბა­ში სევ­დას აუცი­ლებ­ლად შეც­ვ­ლის სი­ხა­რუ­ლი, ზუს­ტად ისე, რო­გორც ბა­ტონ­მა ლი­ლი­ონ­კ­ვას­ტ­მა შეც­ვა­ლა ბი­ჭუ­ნას ცხოვ­რე­ბა.

„… – მე არ­სად გა­მო­ყო­ლა არ შე­მიძ­ლია, ფე­ხი მტკი­ვა, – მი­ვუ­გე.

ბა­ტო­ნი ლი­ლი­ონ­კ­ვას­ტი მო­მი­ახ­ლოვ­და და ხე­ლი მომ­კი­და:

– მა­გას რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს?! არა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს მწუხ­რის ქვე­ყა­ნა­ში“.

არ გა­მოგ­რ­ჩეთ „ცე­რო­დე­ნა ნილს კარ­ლ­სო­ნი“, ზღა­პა­რი ბავ­შ­ვე­ბის მარ­ტო­ო­ბა­სა და ამ მარ­ტო­ო­ბის დაძ­ლე­ვის ბავ­შ­ვურ გზებ­ზე. ამ ზღა­პარ­ში ასე­ვე შეხ­ვ­დე­ბით მე­გობ­რო­ბის უდი­დეს მა­გა­ლითს, რო­ცა შე­გიძ­ლია, შე­ნი მცი­რე ულუ­ფა, ღუნ­ღუ­ლა სა­ბა­ნი თუ ღუმ­ლის სით­ბო სხვას უან­გა­როდ გა­უ­ნა­წი­ლო.

და­ბო­ლოს, მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნი­სა და 12 წლის შვე­დი გო­გოს, სა­რა იუნ­გ­კ­რან­ცის მი­მო­წე­რას აერ­თი­ა­ნებს. „შენს წე­რი­ლებს ლე­ი­ბის ქვეშ ვი­ნა­ხავ“ შვე­დუ­რი­დან ლი­კა ჩა­ფი­ძემ თარ­გ­მ­ნა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ გა­მოს­ცა სე­რი­ა­ში „გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ სა­კითხა­ვი“.

ას­ტ­რიდ­მა და სა­რამ, 1971 წლი­დან 2002 წლამ­დე (ას­ტ­რი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე), ერ­თ­მა­ნეთს 80 წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნეს. ას­ტ­რი­დი ახერ­ხებს სა­რას ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში და­უდ­გეს გვერ­დით, აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს, რომ მი­სი ეს­მის, გა­ამ­ხ­ნე­ვოს და გუ­ლი გა­უ­მაგ­როს. რო­დე­საც ას­ტ­რი­დის სით­ბო­თი სავ­სე წე­რი­ლებს ვკითხუ­ლობ, სულ თან მდევს გან­ც­და, რომ ას­ტ­რიდს სა­რას გა­მო­ჩე­ნამ გა­ახ­სე­ნა თა­ვი­სი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბის გზა, რო­მელ­საც ხში­რად უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ხელ­ნაკ­რა­ვი მი­უყ­ვე­ბო­და და იგ­რ­ძ­ნო, რომ იგი­ვე გზა სა­რას მარ­ტო არ უნ­და გა­ევ­ლო.

 

და აი, წიგ­ნის ბო­ლოს, სა­რა უკა­ნას­კ­ნელ წე­რილს უგ­ზავ­ნის ას­ტ­რიდს. წე­რი­ლი 2012 წლის თე­ბერ­ვ­ლით თა­რიღ­დე­ბა. სა­რა ას­ტ­რიდს „ატყო­ბი­ნებს“, რომ მა­ლე მა­თი წე­რი­ლე­ბი დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლა­ვენ. ამ დროს სა­რა უკ­ვე 53 წლის ქა­ლია. უკა­ნას­კ­ნელ წე­რილ­ში მი­მარ­თავს, მას შემ­დეგ, რაც შენ გარ­და­იც­ვა­ლე, შენ­ზე გა­და­ღე­ბულ არც ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მას არ ვტო­ვებ, სულ შენ­ზე ვფიქ­რობ და გუ­ლი უსაშ­ვე­ლო სევ­დი­თა და მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით მაქვს სავ­სეო.

ერთ-ერთ წე­რილ­ში პა­ტა­რა სა­რა ას­ტ­რიდს უმ­ხელს, შენს წე­რი­ლებს ლე­ი­ბის ქვეშ ვი­ნა­ხა­ვო. მე კი შენს წიგ­ნებს ვი­ნა­ხავ­დი ბა­ლი­შის ქვეშ, ას­ტ­რიდ! და ახ­ლა, რო­ცა შენ­ზე ვწერ, გუ­ლი, სა­რას მსგავ­სად, მეც შენ­და­მი მად­ლი­ე­რე­ბის უსაზღ­ვ­რო გრძნო­ბით მაქვს სავ­სე. 14 ნო­ემ­ბერს შე­ნი და­ბა­დე­ბის დღე იყო და რად­გან ჯერ ისევ ნო­ემ­ბე­რია, ამ წე­რი­ლით მინ­დო­და შენ­თ­ვის მად­ლო­ბა გა­და­მე­ხა­და.

და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ, ას­ტ­რიდ!

 

მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები