24 ოქტომბერი, კვირა, 2021

გრი­ფი­რე­ბა 2021 – ინტერვიუ მარიამ ჩიქობავასთან

spot_img
2021 წლის სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ საუბრობს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა

– ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ამ, რო­გორ წა­რი­მარ­თა წელს გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი და რა ხარ­ვე­ზებ­მა იჩი­ნა თა­ვი?

– ვერ ვიტყ­ვი, რომ წლე­ვან­დე­ლი გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი შარ­შან­დე­ლის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ყო­ვე­ლი გან­ვ­ლი­ლი წლის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩნდე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც გვი­წევს. თუმ­ცა, არ­სე­ბი­თი ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბა წელს არ გვქო­ნია.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბა მხო­ლოდ შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სით არ იწყე­ბა, ზო­გა­დად, პრო­ცე­სი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მთე­ლი წე­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს – გა­მოცხა­დე­ბი­დან გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბამ­დე.

გრი­ფი­რე­ბის გა­მოცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე, ვიწყებთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ავ­ტორ-გა­მომ­ცემ­ლებ­თან,  ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით იმ სა­კონ­სულ­ტა­ციო დღე­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ჩვე­ნი საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბი წარ­მარ­თა­ვენ, წიგ­ნის წე­რის პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად. ეს კო­მუ­ნი­კა­ცია ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია – ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს. დგე­ბა გრა­ფი­კი და წიგ­ნე­ბის ჩა­ბა­რე­ბამ­დე მუდ­მივ კონ­ტაქ­ტ­ში ვართ ავ­ტო­რებ­თან. მე­ო­რე მხრივ, ასე­თი­ვე მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს თვი­თონ შემ­ფა­სებ­ლებ­თან. მარ­თა­ლია, წელს სტან­დარ­ტ­ში ცვლი­ლე­ბა არ შე­სუ­ლა, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი  ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო ში­ნა­არ­სობ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს, ამი­ტომ შემ­ფა­სებ­ლებ­თან გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი, რომ ეს ცვლი­ლე­ბა მათ­თ­ვის რაც შე­იძ­ლე­ბა კარ­გად აღ­ქ­მა­დი და გა­სა­გე­ბი ყო­ფი­ლი­ყო. ყუ­რადღე­ბა მახ­ვილ­დე­ბო­და იმა­ზე, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებ­დ­ნენ შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში ამ კრი­ტე­რი­უ­მებს.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ ფას­დე­ბა მხო­ლოდ საგ­ნობ­რი­ვი კუთხით, მას აფა­სებს ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი, ფი­ლო­ლო­გი  (ენობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით) და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. სწო­რედ სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად ჩარ­თუ­ლო­ბის მიზ­ნით ვაგ­რ­ძე­ლებთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რატ­თან. მათ მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი პი­რი შემ­ფა­სებ­ლე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად მუ­შა­ობს და ჩარ­თუ­ლია ყვე­ლა საგ­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში. წელს, ასე­ვე, ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლეთ ახალ­გაზ­რ­და იურის­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან. მათ ჩა­ა­ტა­რეს ტრე­ნინ­გი საგ­ნობ­რი­ვი შემ­ფა­სებ­ლე­ბის­თ­ვის ისეთ თე­მებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა: შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბი, დის­კ­რი­მი­ნა­ცია, სტიგ­მა, თა­ნას­წო­რო­ბა, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, გენ­დე­რუ­ლი ნიშ­ნით დის­კ­რი­მი­ნა­ცია, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი და ა.შ.. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ერ­თობ­ლი­ვად იღებს და თან­ხ­მო­ბას უფ­რო მარ­ტი­ვად რომ მი­აღ­წი­ონ, ჩავ­თ­ვა­ლეთ, რომ ამ ტი­პის სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა მათ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და.

– რა დრო ეთ­მო­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და­წე­რას, მთლი­ა­ნად გრი­ფი­რე­ბის პრო­ცესს — რა ეტა­პებს გა­დის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო?

– და­ახ­ლო­ე­ბით, ოთხ თვე-ნა­ხე­ვა­რი იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­სა­წე­რად. ვცდი­ლობთ, რომ მე­ტი დრო მივ­ცეთ შემ­ფა­სებ­ლებ­საც. პირ­ვე­ლი ეტა­პის შე­ფა­სე­ბა ორი თვე გრძელ­დე­ბა. ეს არის შე­ფა­სე­ბის ძი­რი­თა­დი ეტა­პი, რო­მე­ლიც გა­მო­ავ­ლენს, ვინ გა­და­ლა­ხა 90%-იანი ბა­რი­ე­რი და რო­მე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გა­და­ვი­და შემ­დეგ ეტაპ­ზე. შემდეგი კი, იწყე­ბა შე­ნიშ­ვ­ნე­ბის გაც­ნო­ბა — ავ­ტორ­თა ჯგუფ­სა და შემ­ფა­სებ­ლებს შო­რის, უკ­ვე ანო­ნი­მუ­რო­ბაც იხ­ს­ნე­ბა, რად­გან უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს უფ­რო კარ­გად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი­სა თუ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ახ­ს­ნა და და­ზუს­ტე­ბა. ამის მი­ზა­ნი ის არის, რომ ავ­ტო­რებ­მა ისე გა­ას­წო­რონ შე­ნიშ­ვ­ნე­ბი და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რო­გორც შემ­ფა­სებ­ლებ­მა მო­ი­აზ­რეს. თუ ავ­ტო­რებს სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა ექ­ნე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა, შემ­ფა­სებ­ლებ­მაც გა­და­ხე­დონ თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას და მოხ­ს­ნან ესა თუ ის შე­ნიშ­ვ­ნა ან რე­კო­მენ­და­ცია. ამის­თ­ვის, და­ახ­ლო­ე­ბით, ოთხ­კ­ვი­რი­ა­ნი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია გან­კუთ­ვ­ნი­ლი, რომ­ლის შემ­დეგ ავ­ტორ-გა­მომ­ცე­მე­ლი სა­ბო­ლო­ოდ გას­წო­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს აბა­რებს. თუმ­ცა, პრო­ცე­სი ამით არ სრულ­დე­ბა, გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბამ­დე, წიგ­ნი კი­დევ ერ­თხელ უნ­და გა­და­მოწ­მ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ეტა­პებს, რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი ოთხ ეტა­პად იყო­ფა. პირ­ველ ეტაპ­ზე  შე­მო­დის გა­ნაცხა­დი. ჩვენ ვა­მოწ­მებთ გა­მარ­თუ­ლია თუ არა დო­კუ­მენ­ტე­ბი (მთე­ლი რი­გი იური­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი ახ­ლავს პრო­ცესს). შემ­დეგ იწყე­ბა მე­ო­რე, ორ­თ­ვი­ა­ნი, ძი­რი­თა­დი ეტა­პი.  ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ დროს ხდე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ძი­რი­თა­დი შე­ფა­სე­ბა და პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია ყვე­ლა შემ­ფა­სე­ბე­ლი – საგ­ნის კუ­რი­კუ­ლუ­მის ექ­ს­პერ­ტი, მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი, აკა­დე­მი­უ­რი წრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ფი­ლო­ლო­გი, ფსი­ქო­ლო­გი, სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტი. ამის შემ­დეგ დგე­ბა სია ვინ გა­და­ლა­ხა 90%-იანი ბა­რი­ე­რი და მათ­თ­ვის იწყე­ბა მე­სა­მე, ოთხ­კ­ვი­რი­ა­ნი ეტა­პი – შე­ნიშ­ვ­ნე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად. ბო­ლო, მე­ოთხე ეტა­პი, უკ­ვე გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­სია.

– ძი­რი­თა­დად, რა სა­ხის შე­ნიშ­ვ­ნე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა უწევთ ავ­ტო­რებს, რა ტენ­დენ­ციაა ამ თვალ­საზ­რი­სით?

– უფ­რო მე­თო­დი­კუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ნიშ­ვ­ნე­ბია, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად – ნაკ­ლე­ბი, რად­გან არ გვყავს ისე­თი ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც არ იცი­ან სა­გა­ნი. გა­მო­რიცხუ­ლია, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტორ­მა არ იცო­დეს ფი­ზი­კა ან გე­ოგ­რა­ფი­ის ავ­ტორ­მა – გე­ოგ­რა­ფია. ყვე­ლა­ზე მე­ტი მუ­შა­ო­ბა მე­თო­დი­კის ნა­წილ­ზე მო­დის – რო­გორ არის გად­მო­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ში­ნა­არ­სი, რამ­დე­ნად და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს სა­კითხის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა­ში, არის თუ არა სა­თა­ნა­დო ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი მი­წო­დე­ბუ­ლი, გა­სა­გე­ბია თუ არა მოს­წავ­ლის­თ­ვის ტექ­ს­ტე­ბი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თუ არა ბავ­შ­ვის ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბაა და ა.შ. ყვე­ლა­ზე მე­ტი შე­ნიშ­ვ­ნა თუ რე­კო­მენ­და­ცია სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ცე­მა და შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დიც სწო­რედ მის გა­მოს­წო­რე­ბას ეთ­მო­ბა. ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით კი, იშ­ვი­ა­თია შეც­დო­მე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ლაფ­სუ­სი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­ი­პა­როს, მაგ­რამ ეს იოლად გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია.

– აპე­ლა­ცი­ის უფ­ლე­ბა ავ­ტო­რებს ეტა­პე­ბის მი­ხედ­ვით აქვთ თუ მხო­ლოდ სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ? ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ავ­ტო­რის სა­სარ­გებ­ლოდ იღებს?

– გა­სა­ჩივ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ეტა­პია. ავ­ტორს გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა ორ­თ­ვი­ა­ნი პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბის შემ­დე­გაც აქვს, ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა/არ­და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დე­გაც და გრი­ფის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დე­გაც (უკ­ვე სა­სა­მარ­თ­ლო­ში). რო­გორც კი ეც­ნო­ბე­ბა ავ­ტორს გა­და­ლა­ხა თუ არა 90%-იანი ბა­რი­ე­რი, მას შე­უძ­ლია გა­ა­სა­ჩივ­როს ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. სა­ჩი­ვარს მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით შექ­მ­ნი­ლი სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს. გარ­და ამი­სა, არის აპე­ლა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პიც — რო­გორც გითხა­რით, შეს­წო­რე­ბულ წიგნს შემ­ფა­სე­ბელ­თა ჯგუ­ფი ისევ ამოწ­მებს და წერს დას­კ­ვ­ნას — ან არის ავ­თენ­ტუ­რი და ნამ­დ­ვი­ლად ყვე­ლა­ფე­რი შეს­წორ­და, ან არა­ავ­თენ­ტუ­რია და ის შემ­დეგ ეტაპ­ზე ვერ გა­და­ვა. ამ დრო­საც შე­იძ­ლე­ბა ავ­ტორ­მა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­როს. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი გვქო­ნია. სხვა­თა შო­რის, პირ­ველ ეტაპ­ზე გა­და­ლა­ხუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რებ­საც გა­უ­სა­ჩივ­რე­ბი­ათ, რად­გან გარ­კ­ვე­ულ კომ­პო­ნენ­ტებ­ში არ ეთან­ხ­მე­ბოდ­ნენ შე­ნიშ­ვ­ნებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

რა თქმა უნ­და, აპე­ლა­ცი­ის პრო­ცე­სი ხან ავ­ტო­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ სრულ­დე­ბა და ხან — არა. წელს ისე­თი შემ­თხ­ვე­ვა არ გვქო­ნია, რომ წიგ­ნ­მა, შემ­ფა­სებ­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, მე­ო­რე ეტა­პი ვერ გა­და­ლა­ხა და შემ­დეგ სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სი­ამ შეც­ვა­ლა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. შარ­შან ორი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რო­ცა შემ­ფა­სებ­ლებ­მა უარ­ყო­ფი­თი დას­კ­ვ­ნა და­წე­რეს წიგ­ნე­ბის შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­დას­ვ­ლა­ზე, მაგ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სი­ამ სა­პი­რის­პი­რო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი პრო­ცეს­ში და­აბ­რუ­ნა.

– დარ­ჩა თუ არა წელს რო­მე­ლი­მე სა­გა­ნი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­რე­შე?

– დი­ახ, წელს მეცხ­რე კლა­სის რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის და მეცხ­რე კლა­სის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის საგ­ნე­ბი დაგ­ვ­რ­ჩა გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­რე­შე.

– აუცი­ლებ­ლად მინ­და გკითხოთ აფხა­ზუ­რი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზეც. წელს პირ­ვე­ლად გაჩ­ნ­და გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში აფხა­ზუ­რი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო

– დი­ახ, ეს სი­ახ­ლეა. ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან პირ­ვე­ლად შე­იქ­მ­ნა აფხა­ზუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თ­მა ჩვენ­მა გა­მომ­ცე­მელ­მა („ინ­ტე­ლექ­ტი“) გა­ა­კე­თა. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, გან­სა­კუთ­რე­ბით ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით, თა­ვის­თა­ვად, სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან ერ­თად. აფხა­ზუ­რი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო I-IV კლა­სე­ბის­თ­ვის მომ­ზად­და და იმე­დია, სე­რია და­ნარ­ჩე­ნი კლა­სე­ბის­თ­ვი­საც გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ძა­ლი­ან დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ ეს აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა­საც მი­იქ­ცევს და გაჩ­ნ­დე­ბა ინ­ტე­რე­სი ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სად­მი.

– აფხა­ზუ­რი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შექ­მ­ნა ნიშ­ნავს თუ არა, რომ სკო­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბა აირ­ჩი­ონ.  ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გვყავს თუ არა მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც უნ­და ას­წავ­ლონ აფხა­ზუ­რი ენა?

– რა თქმა უნ­და, სკო­ლებს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა აქვთ, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლი არი­ან. თუმ­ცა, ეს ჩვე­ნი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით გან­საზღ­ვ­რუ­ლი უფ­ლე­ბაა და ამი­ტომ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით, სა­ხელ­მ­წი­ფო ენა არის ქარ­თუ­ლი, აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი, ქარ­თულ­თან ერ­თად, აფხა­ზუ­რიც. ამი­ტომ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა ეს რე­სურ­სი და თუ ამით აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო იქ­ნე­ბა.

– გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ახ­ლა არ­ჩე­ვა­ნის დრო დგე­ბა, მას­წავ­ლებ­ლებს ეძ­ლე­ვათ გარ­კ­ვე­უ­ლი დრო იმის­თ­ვის, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო აირ­ჩი­ონ – ირ­ჩევს მას­წავ­ლე­ბე­ლი და არა სკო­ლა.

– დი­ახ, ვე­ლო­დე­ბით არ­ჩე­ვანს, მას­წავ­ლებ­ლებს, 21 ივ­ნი­სი­დან 4 ივ­ლი­სის ჩათ­ვ­ლით, მი­ვე­ცით დრო. ვნა­ხოთ, რა სუ­რა­თი იქ­ნე­ბა. ორ­კ­ვი­რი­ან პე­რი­ოდ­ში, არ­ჩე­ვანს აკე­თებს მას­წავ­ლე­ბე­ლი და არა დი­რექ­ტო­რი და ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, მას­წავ­ლებ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე უნ­და იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი ას­წავ­ლის სექ­ტემ­ბ­რი­დან. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან, მან უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და არა მა­გა­ლი­თად დი­რექ­ტორ­მა, ან მო­ად­გი­ლემ. ამი­ტომ, მივ­მარ­თავ თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს, გა­ეც­ნოს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს და მის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს.

– აუცი­ლებ­ლად მინ­და გკითხოთ, პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი აღ­მოჩ­ნ­და თუ არა ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სის­თ­ვის? 

– აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფერ­ში შეგ­ვ­შ­ლია ხე­ლი, რად­გან ეს პრო­ცე­სი ისე­დაც  ელექ­ტ­რო­ნუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს – სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მი­წო­დე­ბა/ჩა­ბა­რე­ბა, შემ­ფა­სებ­ლე­ბის­თ­ვის გა­დაგ­ზავ­ნაც. შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სიც ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლია – ჯერ აფა­სე­ბენ, გარ­კ­ვე­ულ ვა­დებ­ში ამ შე­ფა­სე­ბებს აბა­რე­ბენ, შემ­დეგ უნ­და შე­იკ­რი­ბონ და ერ­თად გა­ნი­ხი­ლონ. ად­რე თუ პი­რის­პირ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ახ­ლა ეს შეხ­ვედ­რე­ბი ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში გა­და­ვი­და, ამი­ტომ, ამ მხრივ, არა­ნა­ი­რი ხელ­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი არ ყო­ფი­ლა, უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლიც კი იყო ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, წელს, ზო­გი­ერ­თი საგ­ნის შემ­ფა­სებ­ლე­ბი უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ და იქი­დან მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ცე­სებ­ში.

– და­ბო­ლოს, ხომ არ იგეგ­მე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი მო­მა­ვა­ლი წლის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში?

– რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა, რად­გან უკ­ვე ახა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის – სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის – უნ­და გა­მო­ვაცხა­დოთ გრი­ფი­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­ფე­ხუ­რის სტან­დარ­ტიც იც­ვ­ლე­ბა, რად­გან ამ სა­ფე­ხურ­ზე ჯერ კი­დევ ძვე­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა მოქ­მე­დებს. ახალ სტან­დარ­ტებ­ზე და ზო­გა­დად სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ახალ მო­დელ­ზე მუ­შა­ო­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამი­ტომ, შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მო­ვაცხა­დებთ მე­ა­თე კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე გრი­ფი­რე­ბას, სწო­რედ ახა­ლი სტან­დარ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამის­თ­ვის კი გა­და­მუ­შავ­დე­ბა და შე­იც­ვ­ლე­ბა შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბიც. რაც მთა­ვა­რია, შემ­ფა­სებ­ლე­ბის შე­სარ­ჩე­ვად გა­მოცხად­დე­ბა ღია კონ­კურ­სი, რად­გან სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის ახა­ლი სამ­წ­ლი­ა­ნი ციკ­ლი იწყე­ბა. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ, ისე­ვე რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­თან, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და­გეგ­მი­ლი გვაქვს  სა­ხელ­მ­წი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტ­თან. ენობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად, ალ­ბათ, უმ­ჯო­ბე­სია ამ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას­თან გვქონ­დეს პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და მა­თი ექ­ს­პერ­ტე­ბი მო­ვიწ­ვი­ოთ. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვაქვს ტერ­მი­ნე­ბის დად­გე­ნა­სა თუ სხვა სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვფიქ­რობთ, მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი და სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნ­დე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

 

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები