14 დეკემბერი, შაბათი, 2024

გრანტი პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის

spot_img

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ „პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის“ მოიპოვა აშშ-ის საელჩოს გრანტი 135000$-ის ოდენობით.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონში, პეტრას ციხეში, აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციას, იმ მახასიათებლებისა და ღირებულებების დაცვა შენარჩუნებას, რომლებმაც პეტრას ციხე, ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, გამორჩეულ ნიმუშად აქცია.

აშშ-ს ელჩმა რობინ ლ. დანიგანმა თავად მოინახულა პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი, მოისმინა ძეგლის უმნიშვნელოვანესი ისტორია და აღნიშნა, რომ „ეს ციხე და ყველა არტეფაქტი, რომელიც აქ აღმოაჩინეს ნამდვილად სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და წარმოაჩენს თქვენს ევროპასთან კავშირს ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან. შეერთებული შტატები მოხარულია უზრუნველყოს, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ ამ საოცარი ისტორიული ადგილის ნახვა“.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ზაურ ახვლედიანმა ისაუბრა რეგიონისთვის აღნიშნული ძეგლის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ გრანტი მოხმარდება პეტრას ციხეზე უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და აღმოჩენების კონსერვაციას. ასევე ხაზი გაუსვა ძეგლის მნიშვნელობას მომავალი თაობებისათვის.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები