4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

გო­გო­ნა ჩი­ლე­დან — Niña desde Chile

spot_img

რუბ­რი­კის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუ­მა­რია სან­ტი­ა­გოს AIEP-Academia de Idiomas y Estudios Profecionales-ის სტუ­დენ­ტი ნი­ნო ჭა­ღი­აშ­ვი­ლი

 

სკო­ლის წლე­ბი

და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის 69-ე სა­ჯა­რო სკო­ლა. და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში გა­დავ­წყ­ვი­ტე, ექ­ს­ტერ­ნად ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა გა­მოც­დე­ბი და ეს, დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის ფა­სად, ჩე­მი და ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, შევ­ძე­ლი. დი­დი შრო­მა ჩა­დეს ჩემ­ში, რის გა­მოც მა­თი ყო­ველ­თ­ვის მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს იყო პირ­ვე­ლი გარ­დამ­ტე­ხი ნა­ბი­ჯი. სკო­ლის გა­მოც­დე­ბის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა და­ვიწყე და იმა­ვე წელს ჩა­ვი­რიცხე სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც სკო­ლამ მომ­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბია, შე­უც­ვ­ლე­ლი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან დი­დ როლს თა­მა­შო­ბენ ჩე­მი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

გზა ოკე­ა­ნის გა­და­სავ­ლე­ლად

მე­ო­რე კურ­ს­ზე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სამ­შობ­ლო­დან ძა­ლი­ან შორს, საცხოვ­რებ­ლად, ჩი­ლე­ში მო­მი­წია წა­მოს­ვ­ლა. ჩე­მი აზ­რით, ოცი წე­ლი, სწო­რედ ის ასა­კია, რო­დე­საც ახალ გა­მოწ­ვე­ვებს უნ­და შე­ე­ჭი­დო. ეს იყო ძა­ლი­ან დი­დი ნა­ბი­ჯი ჩემ­თ­ვის — და­მო­უ­კი­დებ­ლად და­მეწყო ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, მეს­წავ­ლა ბევ­რი ახა­ლი რამ — ახა­ლი პრო­ფე­სია და ახა­ლი ენა. ადაპ­ტა­ცია სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნას­თან ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ერ­თი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად ჩან­და, თუმ­ცა მა­შინ ვერც კი ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი თუ რა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­მი­წევ­და. ხუ­თი წე­ლია, ჩი­ლეს დე­და­ქა­ლაქ სან­ტი­ა­გო­ში ვცხოვ­რობ. ვაგ­რ­ძე­ლებ სირ­თუ­ლე­ებ­თან ბრძო­ლას, თუმ­ცა, ფი­ნან­სუ­რად მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდ ძა­ლას მაძ­ლევს.

ბავ­შ­ვო­ბი­დან არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია

ვსწავ­ლობ სან­ტი­ა­გოს ერთ-ერთ კერ­ძო სას­წავ­ლე­ბელ­ში — AIEP-Academia de Idiomas y Estudios Profecionales, რომ­ლის არ­ჩე­ვაც ძა­ლი­ან სპონ­ტა­ნუ­რად გა­დავ­წყ­ვი­ტე. რო­დე­საც სას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ღე­ბა გა­მო­აცხა­და, ფი­ნან­სე­ბის არ­ქო­ნის და ეს­პა­ნუ­რი ენის სრულ­ყო­ფი­ლად არ­ცოდ­ნის გა­მო, არ ვა­პი­რებ­დი სწავ­ლის დაწყე­ბას. თუმ­ცა, სა­ბუ­თე­ბი მა­ინც შე­ვი­ტა­ნე და ჩა­ვი­რიცხე. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ას, ბავ­შ­ვო­ბი­დან მინ­დო­და, რა­ი­მე წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში, დავ­ხ­მა­რე­ბო­დი იმ სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც სრულ­ყო­ფი­ლად ვერ იმ­კ­ვიდ­რე­ბენ თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ამ მხრივ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ ჩე­მი პრო­ფე­სი­ით, ოდ­ნავ მა­ინც, შე­ვუწყობ ხელს კა­ნო­ნის წი­ნა­შე ადა­მი­ან­თა თა­ნას­წო­რო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, სქე­სი­სა, რწმე­ნი­სა, ეკო­ნო­მიკ­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა თუ სხვა.

სას­წავ­ლე­ბელ­ში პირ­ვე­ლი წე­ლი არც ისე მარ­ტი­ვი იყო, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით კო­მი­კუ­რი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩი­ლე­ში ცხოვ­რობს ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნა, იმ მცი­რე­რიცხო­ვან­თა ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­უ­რი ზო­ნი­დან სას­წავ­ლებ­ლად აქ ჩა­მო­ვი­და. სწო­რედ ამი­ტომ, ლექ­ტო­რებს ხში­რად ჰქონ­დათ შე­კითხ­ვე­ბი ჩემ­თან. მე­კითხე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ზე. რად­გან ეს­პა­ნუ­რად გა­მარ­თუ­ლად ვერ ვსა­უბ­რობ­დი, ხში­რად გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბლად ვი­ყე­ნებ­დი ჟეს­ტებს და ჟარ­გო­ნებ­საც, რაც ყვე­ლას­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოდ ჟღერ­და.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა მხო­ლოდ ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა. უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის გრან­ტის მო­პო­ვე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. არ­სე­ბობს სტუ­დენ­ტუ­რი კრე­დი­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, გა­და­სა­ხა­დის ნა­წი­ლი და­ფა­რო და სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით, გა­და­ფა­რო კრე­დი­ტი. თუმ­ცა, მე ეს არას­დ­როს გა­მო­მი­ყე­ნე­ბია.

უცხო­უ­რი და ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, ჩე­მი მა­გა­ლი­თით შე­მიძ­ლია გითხრათ, რომ აქ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად მე­ტა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, სას­წავ­ლო აუდი­ტო­რი­ე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კით. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სტუ­დენ­ტებ­სა და ლექ­ტო­რებს შო­რის მე­ტად გახ­ს­ნი­ლი და უშუ­ა­ლოა, რაც ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტულს ხდის სას­წავ­ლო პრო­ცესს.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კეა

ბიბ­ლი­ო­თე­კას ყვე­ლა სას­წავ­ლე­ბელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი ყველ­გან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაა მოწყო­ბი­ლი. თუმ­ცა, ხშირ შემ­თ­ვე­ვა­ში, ყვე­ლა ფა­კულ­ტეტს სა­კუ­თა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს. გა­მო­ყო­ფი­ლია ოთა­ხე­ბი, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯგუ­ფუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თ­ვის და ასე­ვე, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და წიგ­ნე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი (ყვე­ლა ნა­თარ­გ­მ­ნია ეს­პა­ნურ ენა­ზე).

სა­ინ­ტე­რე­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცე

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია ად­გილ­მა, სა­დაც შე­გიძ­ლია და­ის­ვე­ნო და ისა­დი­ლო. ამას დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა, სივ­რ­ცე მოწყო­ბი­ლია გან­სატ­ვირ­თად და აღ­ჭურ­ვი­ლია მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლე­ბით, სა­დაც შე­გიძ­ლია გა­აცხე­ლო სახ­ლ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, რაც დღეს­დღე­ო­ბით დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა. სამ­წუ­ხა­როდ, სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, ხშირ შემთხ­ვე­ვა­ში, არა­სა­სარ­გებ­ლო საკ­ვე­ბი­თაა სავ­სე.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა

ჩემს სას­წავ­ლე­ბელ­ში ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა პან­დე­მი­ამ­დეც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო, თუმ­ცა, უპი­რა­ტე­სო­ბას აუდი­ტო­რი­ულ სწავ­ლე­ბას ვა­ნი­ჭებ. კონ­ცენ­ტ­რა­ცია ბევ­რად უფ­რო მი­ად­ვილ­დე­ბა და ლა­ივ კო­მუ­ნი­კა­ცია უფ­რო მარ­ტი­ვია ჩემ­თ­ვის. მით უმე­ტეს მა­შინ, რო­ცა ლექ­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად მი­წევს ლექ­ტო­რის­თ­ვის კითხ­ვის დას­მა ან თხოვ­ნა, უფ­რო გა­სა­გე­ბად ამიხ­ს­ნას სა­კითხი, რო­მე­ლიც ვერ გა­ვი­გე.

გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა

„ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა და­იღ­ლე­ბი და გა­ჩე­რე­ბას გა­დაწყ­ვეტ, გა­იხ­სე­ნე რა­ტომ და­იწყე!“

მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ნა­პო­ვა­რი, რაც უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბამ მო­მი­ტა­ნა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბაა, ასე­ვე, სა­კუ­თა­რი ძა­ლის შეც­ნო­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. ძა­ლი­ან რთუ­ლია თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა, მით უმე­ტეს ისეთ დიდ ქა­ლაქ­ში, რო­გო­რიც სან­ტი­ა­გოა. დე­და­ქა­ლაქ­ში 7 მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და კონ­კუ­რენ­ცი­აც ბევ­რად დი­დია. თუმ­ცა, თი­თო­ე­ულ­მა ახალ­მა ის­ტო­რი­ამ, ახალ­მა გაც­ნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა შე­უ­ფა­სე­ბე­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მო­მი­ტა­ნა. ვფიქ­რობ, ახალ­გაზ­რ­დებს უნ­და მი­ე­ცეთ შან­სი, და­იწყონ და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა, გა­ეც­ნონ ახალ კულ­ტუ­რას. ყვე­ლა თე­ო­რი­ულ ცოდ­ნა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სწო­რედ ეს მგო­ნია, მი­ი­ღო ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სრუ­ლი­ად უცხო ად­გი­ლას, მარ­ტო­ებ­მა, შეძ­ლონ ამ ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვა.

რო­დე­საც აქ ჩა­მო­ვე­დი, მე, რო­გორც ქარ­თ­ველს, არ მქონ­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეს­ვ­ლის უფ­ლე­ბა, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ჩი­ლეს შო­რის არ არ­სე­ბობს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ჩი­ლეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბას არ სცნობს, არც უმაღ­ლესს და არც სა­შუ­ა­ლოს. რა თქმა უნ­და, ჩა­მოს­ვ­ლამ­დე ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, ეს ჩემ­თ­ვის დი­დი შო­კი იყო. რა­ღაც მო­მენ­ტ­ში ვი­ფიქ­რე, უკან და­ვი­ხევ და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩემ­მა ერ­თ­მა თვი­სე­ბამ — რა­საც და­ვიწყებ, ბო­ლომ­დე მივ­ყ­ვე და შუ­აგ­ზა­ზე არ მი­ვა­ტო­ვო (არ ვი­ცი ეს კარ­გია თუ ცუ­დი), ჩი­ლე­ში დარ­ჩე­ნა გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა, მა­პოვ­ნი­ნა ძა­ლა, დაწყე­ბუ­ლი საქ­მის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად. დღემ­დე გუ­ლი მწყდე­ბა, რო­ცა ჩემს მე­გობ­რებს ერ­თად ვხე­დავ, რო­გორ აღ­ნიშ­ნა­ვენ ერ­თ­მა­ნე­თის და­ბა­დე­ბის დღე­ებს, ჩემ­გან სა­მი დღის (თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით) გზა­ზე, ძა­ლი­ან შორს. მა­ში­ნაც, რო­ცა შა­ბათ-კვი­რას ყვე­ლა გა­სარ­თო­ბად ემ­ზა­დე­ბა და მე სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ…

მოკ­ლედ, მო­მი­წია მო­მე­ძებ­ნა გა­მო­სა­ვა­ლი, გზა. ვი­პო­ვე ერ­თი სკო­ლა, სა­დაც ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვივ­ლი­დი სწავ­ლე­ბის კურსს და წლის ბო­ლოს, გა­მოც­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ავი­ღებ­დი ჩი­ლეს სკო­ლის ატეს­ტატს. ასეც მოხ­და… ახ­ლა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბო­ლო კურ­ს­ზე ვარ. პრაქ­ტი­კა და სა­დიპ­ლო­მო თე­ზი­სის დაც­ვა დამ­რ­ჩა, მაქვს ორი სკო­ლის — ქარ­თუ­ლი და ჩი­ლეს ატეს­ტა­ტე­ბი. მე ეს შევ­ძე­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლად, 22 წლის ასაკ­ში და ეს­პა­ნურ ენა­ზე.

ეს ყე­ლა­ფე­რი იმი­ტომ გი­ამ­ბეთ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო პრო­ცესს აუწყო ფე­ხი, მაგ­რამ ეს გვძენს სწო­რედ ძა­ლას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, იბ­რ­ძო­ლო იმის­თ­ვის, რი­სი მიღ­წე­ვაც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან გსურს. მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით ტკბო­ბა ბევ­რად სა­სი­ა­მოვ­ნოა.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და ჩი­ლე­ლი მე­გობ­რე­ბი

თა­ვი­სუ­ფალ დროს, რო­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, მივ­დი­ვარ დი­დი პარ­კე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, მუ­ზე­უ­მებ­ში, მე­გობ­რებთან, მიყ­ვარს აუზ­თან, მზის ქვეშ, წიგ­ნე­ბის კითხ­ვა, ვუ­ყუ­რებ ფილ­მებს. თუმ­ცა, რო­გორც უკ­ვე ვთქვი, ვმუ­შა­ობ მა­შინ, რო­ცა არ ვსწავ­ლობ და ძა­ლი­ან ცო­ტა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მრჩე­ბა. ჩი­ლელ ახალ­გაზ­რ­დებს ძა­ლი­ან უყ­ვართ გარ­თო­ბა, ძა­ლი­ან მშვი­დე­ბი არი­ან და იშ­ვი­ა­თად იძა­ბე­ბი­ან. ჩი­ლეს ფონ­ზე, ხში­რად, ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ჩან­და ჩემ­ში გამ­ჯ­და­რი ქარ­თუ­ლი და­ძა­ბუ­ლი მუხ­ტი. ლექ­ცი­ე­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რ­დე­ბი ხში­რად მი­ირ­თ­მე­ვენ თი­თო ბოთლ ლუდს, გან­სატ­ვირ­თად.

გო­გო­ნა ჩი­ლე­დან — Niña desde Chile

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დის შექ­მ­ნის იდეა დიდ­ხანს მქონ­და, თუმ­ცა, კარ­გა ხა­ნი ვერ ვწყვეტ­დი. ბო­ლოს, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის დაწყე­ბამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე, და­ვიწყე ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის გა­მეც­ნო ჩი­ლეს ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, საკ­ვე­ბი… მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ჩი­ლე­შია. თუმ­ცა, კო­რო­ნას გა­მო, ცო­ტა რთუ­ლი გახ­და ამ ყვე­ლაფ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად მა­ლე აღ­ვად­გენ ისევ ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბას და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბიც მექ­ნე­ბა. გვერდს „გო­გო­ნა ჩი­ლე­დან — Niña desde Chile“ და­ვარ­ქ­ვი იმი­ტომ, რომ ეს­პა­ნუ­რად გო­გო­ნა — „ნი­ნია“ ძა­ლი­ან გავ­და ჩემს სა­ხელს და შე­ვარ­ჩიე მე­გობ­რებ­თან ერ­თად.

მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

რა თქმა უნ­და, სა­მო­მავ­ლოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვგეგ­მავ და პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვით­რე­ბას. ვფიქ­რობ, უცხო­ეთ­ში დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, თუმ­ცა, იმის ილუ­ზია არ მაქვს, რომ მხო­ლოდ, უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ჩე­მი CV-ის მთა­ვა­რი პი­რო­ბა იქ­ნე­ბა. მინ­და, რე­ა­ლუ­რი წა­მა­ტე­ბე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­მო ვი­ყო სა­ინ­ტე­რე­სო დამ­საქ­მებ­ლის­თ­ვის. ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან ბევრს ვშრო­მობ და ვსწავ­ლობ. ბევ­რი გეგ­მა და ინ­ტე­რე­სი მაქვს, რაც ჩემს პრო­ფე­სი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ინ­ტე­რე­სებს სას­წავ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის და­ნერ­გ­ვა.

ფიქ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე

ძა­ლი­ან ბევრს ვფიქ­რობ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩე­მი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ბავ­შ­ვო­ბა­ში პატ­რი­ო­ტი ვი­ყა­ვი, უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე. ვწერ­დი ლექ­სებს, ჩა­ნა­ხა­ტებს, შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ი­დე­ა­ლე­ბა ფსევ­დო გრძნო­ბა იყო და ცო­ტა ნა­ცის­ტუ­რი.

ახ­ლა, შო­რი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლო ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო მეჩ­ვე­ნე­ბა, ბევ­რად პა­ტა­რა და კი­დევ უფ­რო ლა­მა­ზი. გან­სა­კუთ­რე­ბით ვნა­ნობ, რომ ვერ მო­ვა­ხერ­ხე ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნაა. რო­ცა ჩა­მო­ვალ, აუცი­ლებ­ლად შე­მო­ვივ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს. არას­დ­როს მეს­მო­და ემიგ­რან­ტე­ბის, რომ ამ­ბობ­დ­ნენ, ქარ­თუ­ლი მი­წა მე­ნატ­რე­ბაო, ახ­ლა მეც ასე ვარ. მი­წაც მე­ნატ­რე­ბა, გა­ზაფხუ­ლის სურ­ნე­ლიც, ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი მეჩ­ვე­ნე­ბა. ალ­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, რო­ცა დავ­ბ­რუნ­დე­ბი, ბევრ რა­მეს ვე­ღარ ვიც­ნობ. რო­ცა იმ დღე­ზე ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი რო­გორ გა­ვივ­ლი გზას აერო­პორ­ტი­დან ჩემს სახ­ლამ­დე, რა­ღაც სი­ცა­რი­ე­ლეს და სიმ­სუ­ბუ­ქეს ვგრძნობ, ბავ­შ­ვურ აფო­რი­ა­ქე­ბას, სი­ხა­რულს და აღ­ტა­ცე­ბას.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები