21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

გო­გო­ნა „მწვა­ნე მე­ზო­ნი­ნე­ბი­დან“

spot_img

„ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ისეთ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობ, სა­დაც ოქ­ტომ­ბე­რი არ­სე­ბობს. სა­ში­ნე­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, სექ­ტემ­ბ­რი­დან პირ­და­პირ ნო­ემ­ბერ­ში რომ ვხტე­ბო­დეთ, არა? ვერ­ხ­ვის ამ ტო­ტებს შე­ხე­დეთ! არ გგვრით ჟრუ­ან­ტელს – გან­სა­კუთ­რე­ბულ ჟრუ­ან­ტელს? – მი­უბ­რუნ­და ენი მა­რი­ლას“. ამ სიტყ­ვებს მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი წარ­მო­სახ­ვის უნა­რის მქო­ნე გო­გო­ნა ამ­ბობს, რო­მელ­საც სამ­ყა­როს მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­ქ­მა თი­თო­ე­ულ კენ­ჭ­სა თუ გზა­ზე და­ვარ­დ­ნილ ფო­თოლ­ში შე­უძ­ლია. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ სწო­რედ ოქ­ტომ­ბ­რის თვე­ში მინ­და გი­ამ­ბოთ ენ შირ­ლის, იგი­ვე „ლედი კორ­დე­ლია ფიც­ჯე­რალ­დის“ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მკითხ­ვე­ლებს კა­ნა­დელ­მა მწე­რალ­მა ქალ­მა, ლუ­სი მოდ მონ­ტ­გო­მერ­მა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას სა­ჩუქ­რად მოგ­ვიძღ­ვ­ნა.

ლუ­სი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ოც­ნე­ბობ­და წარ­მა­ტე­ბა­ზე და გუ­ლის სიღ­რ­მე­ში სჯე­რო­და, რომ სა­წა­დელს აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ­და. ოც­ნე­ბის­თ­ვის ფრთე­ბის შეს­ხ­მა­ში ისიც და­ეხ­მა­რა, რომ გო­გო­ნამ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მის­ცა თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბით ნიჭს გა­სა­ქა­ნი. ბავ­შ­ვო­ბა­ში ლუ­სი თავს მარ­ტო­სუ­ლად გრძნობ­და. მარ­ტო­ო­ბას­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად კი მან პერ­სო­ნა­ჟე­ბი­სა და ახალ-ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა და­იწყო.

ლუ­სი მოდ მონ­ტ­გო­მერ­მი

ლ.მ. მონ­ტ­გო­მე­რი თერ­თ­მე­ტი წლის წი­თუ­რი, მე­ოც­ნე­ბე ობო­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი ნო­ვე­ლე­ბის სე­რი­ით „Anne of Green Gables“ გახ­და ცნო­ბი­ლი. აღი­ა­რე­ბა მას სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ხვდა წი­ლად. მონ­ტ­გო­მე­რის ენ შირ­ლის მარკ ტვენ­მა უკ­ვ­და­ვე­ბა უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა და არც შემ­ც­და­რა. ევონ­ლე­ლი ფერ­მე­რი და-ძმის ნაშ­ვი­ლე­ბი მა­მა­ცი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი, მშვე­ნი­ე­რი სუ­ლის მქო­ნე გო­გო­ნას თავ­გა­და­სა­ვალ­მა კა­ნა­დელ მწე­რალს სა­ერ­თა­შო­რი­სო მკითხ­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა.

უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ თა­ვად ავ­ტორს ბევ­რი სა­ერ­თო აქვს წიგ­ნის მთა­ვარ პერ­სო­ნაჟ­თან: ენის მსგავ­სად, ლუ­სი­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ბუ­ნე­ბა და შვე­ბას ჰპო­უ­ლობ­და მას­ში. 9 წლის ასაკ­ში მწე­რალ­მა საყ­ვა­რელ ხეს ლექ­სიც კი მი­უძღ­ვ­ნა.

ენის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი პირ­ვე­ლი წიგ­ნი 1908 წელს გა­მო­ი­ცა. გა­მო­ცე­მი­დან  ხუთ თვე­ში მი­სი 19 000 ეგ­ზემ­პ­ლა­რი გა­ი­ყი­და. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვად არ დაწყე­ბუ­ლა: ლუ­სიმ „ენი მწვა­ნე მე­ზო­ნი­ნე­ბი­დან“ 1905 წელს და­წე­რა, თუმ­ცა ვერ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რად­გან გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა მწე­რა­ლი უარით გა­მო­ის­ტუმ­რეს. 1907 წელს, რო­დე­საც მან ხე­ლახ­ლა იპო­ვა ხელ­ნა­წე­რი, გა­დაწყ­ვი­ტა, ბე­დი თა­ვი­დან ეცა­და. ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­და. პირ­ველ წიგნს კი­დევ რვა წიგ­ნი მოჰ­ყ­ვა, ანუ კი­დევ რვა დღე­სას­წა­უ­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც მხო­ლოდ წიგ­ნის ფურ­ც­ლებ­ზე არ დარ­ჩე­ნი­ლა. ამ ჯა­დოს­ნუ­რი სე­რი­ის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თი ფილ­მი და სე­რი­ა­ლი გა­და­ი­ღეს.

მათ შო­რი­საა ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია „ნეტ­ფ­ლიქ­სის“ მი­ერ, 2017-2019 წლებ­ში, გა­და­ღე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი, სა­ხელ­წო­დე­ბით „Anne With an E“. ის სა­მი სე­ზო­ნის­გან შედ­გე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი კად­რი ეს­თე­ტი­კი­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბის ზე­ი­მია.

2022 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბამ „წიგ­ნე­ბი ბა­თუმ­ში“ სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი „ენი მწვა­ნე მე­ზო­ნი­ნე­ბი­დან“ ქარ­თულ ენა­ზე გა­მოს­ცა. ასე გა­ვი­ცა­ნით ქარ­თ­ველ­მა მკითხ­ვე­ლებ­მა მწვა­ნე მე­ზო­ნი­ნე­ბი­ა­ნი სახ­ლის ბი­ნად­რე­ბი. და თან რო­გო­რი სახ­ლის? – „მწვა­ნე მე­ზო­ნი­ნე­ბი“ ხომ დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი ად­გი­ლია, ბა­ღებ­ში ჩაფ­ლუ­ლი, ტყის პი­რას მდგა­რი, გაწ­კ­რი­ა­ლე­ბუ­ლი კარ-მი­და­მო, სა­დაც მი­სას­ვ­ლე­ლად მწვა­ნედ აბი­ბი­ნე­ბუ­ლი ხე­ივ­ნის გავ­ლაა სა­ჭი­რო, რომ­ლის შემ­დე­გაც სა­გულ­და­გუ­ლოდ დაწ­კ­რი­ა­ლე­ბულ, კოხ­ტა ეზო­ში შე­ვა­ბი­ჯებთ. ცალ მხა­რეს უზარ­მა­ზა­რი ტი­რი­ფე­ბი, მო­პირ­და­პი­რედ კი წელ­ში ამა­ყად აღ­მარ­თუ­ლი ალ­ვის ხე­ე­ბის ცქე­რა გაგ­ვი­ნა­თებს გულს, აღ­მო­სავ­ლე­თის ფან­ჯ­რი­დან კი, ბაღ­ში თეთ­რად გა­და­პენ­ტი­ლი ალუბ­ლე­ბი და დაბ­ლობ­ზე, ნა­კა­დუ­ლის პი­რას, ნი­ავ­ზე სუს­ტად მო­ქა­ნა­ვე, ტან­წერ­წე­ტა არ­ყის ხე­ე­ბი მო­ჩანს, რომ­ლე­ბიც ხვი­ა­რა მცე­ნა­რე­ე­ბის ხლარ­თე­ბის­გან მწვა­ნედ ხას­ხა­სებს.

2022 წელს ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ი­ცა სე­რი­ის მე­ო­რე წიგ­ნი „ენი ევონ­ლი­დან“, რო­მელ­საც ერთ წე­ლი­წად­ში „ენი კუნ­ძუ­ლი­დან“ მოჰ­ყ­ვა. წიგ­ნე­ბი ქარ­თულ ენა­ზე ია კო­რო­ში­ნა­ძემ თარ­გ­მ­ნა. გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე უნ­და ით­ქ­ვას, რომ მთარ­გ­მ­ნე­ლის წვლი­ლი გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლად დი­დია, ქარ­თ­ველ მკითხ­ვე­ლებს, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა თუ გე­მოვ­ნე­ბი­სა, ენი ასე ძლი­ე­რად რომ გვიყ­ვარს და ყო­ველ მომ­დევ­ნო წიგნს ასე სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად რომ ვე­ლო­დე­ბით. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, დიდ როლს თა­მა­შობს სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი თხრო­ბის სტი­ლი, ასე­ვე ყვე­ლა იმ მშვე­ნი­ე­რი სიტყ­ვი­სა თუ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ქარ­თულ ენა­ზე სრულ­ყო­ფი­ლად გად­მო­ტა­ნა, რომ­ლე­ბიც ენ შირ­ლის მდი­და­რი ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

მინ­და, ჩემს წე­რილ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა სე­რი­ის პირ­ველ წიგნს „ენი მწვა­ნე მე­ზო­ნი­ნე­ბი­დან“ და­ვუთ­მო, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი მი­სით და­იწყო…

ქარ­თულ ენა­ში გვაქვს ამ­გ­ვა­რი ან­და­ზა: „ობ­ლის კვე­რი ცხვა, ცხვა, გვი­ან გა­მოცხ­ვა, მაგ­რამ კარ­გად გა­მოცხ­ვაო“. ვფიქ­რობ, ეს სიტყ­ვე­ბი რომ ენ შირ­ლის სცოდ­ნო­და, ძა­ლი­ან ხში­რად გა­უ­მე­ო­რებ­და სა­კუ­თარ თავს. ობო­ლი გო­გო­ნა ბევ­რი გან­საც­დე­ლის გა­მოვ­ლის შემ­დეგ, ბე­დის­წე­რის წყა­ლო­ბით, მა­რი­ლა­სა და მე­თი­უს „მწვა­ნე მე­ზო­ნი­ნებ­ში“ პო­უ­ლობს სა­მუ­და­მო ნავ­სა­ყუ­დელს. დი­ახ, ბე­დის­წე­რის წყა­ლო­ბით, რად­გან ენი მათ­თან არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. ცხოვ­რე­ბამ კი, დი­დი გან­საც­დე­ლე­ბი­სა და ტკი­ვი­ლე­ბის შემ­დეგ, პა­ტა­რა გო­გო­ნას ხე­ლი გა­უ­წო­და და უთხ­რა, რომ ხე­დავს მის სუფ­თა, ნა­კა­დუ­ლი­ვით კამ­კა­მა ფიქ­რებ­სა და ოც­ნე­ბებს და აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­კუ­თარ მდი­დარ წარ­მო­სახ­ვა­ში მრა­ვალ­ჯერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი თბი­ლი, მყუდ­რო სახ­ლი რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ოს.

ენი თით­ქ­მის სულ ხა­თა­ბა­ლა­ში ეხ­ვე­ვა, დარ­დის მო­რევ­შიც ხში­რად აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე, იმე­დებ­საც ბევ­რ­ჯერ გა­მო­იგ­ლო­ვებს და ბევრ სტე­რე­ო­ტიპ­თა­ნაც მო­უ­წევს გამ­კ­ლა­ვე­ბა, მაგ­რამ მას­ში მუ­დამ კი­ა­ფობს უკე­თე­სის მო­ლო­დი­ნის უქ­რო­ბე­ლი სან­თე­ლი. გო­გო­ნას შე­უძ­ლია უყ­ვარ­დეს ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, მკაც­რი, ზოგ­ჯერ უხე­ში მა­რი­ლა და რბი­ლი, მას­ზე შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მე­თიუ, და-ძმა, რო­მელ­თა სიყ­ვა­რუ­ლი ენიმ სა­კუ­თა­რი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით და­იმ­სა­ხუ­რა; შე­უძ­ლია უყ­ვარ­დეს ალუბ­ლის თი­თო­ე­უ­ლი ყვა­ვი­ლი, შე­უძ­ლია აპა­ტი­ოს ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს და ამა­ვე დროს, არას­დ­როს და­ხუ­ჭოს თვა­ლი უსა­მარ­თ­ლო­ბა­ზე და ადა­მი­ა­ნებს ას­წავ­ლოს, რომ მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის გუ­ლის­ტ­კე­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია.

უსა­მარ­თ­ლო­ბას­თან შე­უ­გუ­ებ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი ენიმ მე­თი­უ­სა და მა­რი­ლას მე­ზო­ბელს, მი­სის რე­ი­ჩელს ჯერ კი­დევ მა­შინ აჩ­ვე­ნა, რო­დე­საც „მწვა­ნე მე­ზო­ნი­ნებ­ში“ ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო.

„ – სა­შინ­ლად გამ­ხ­და­რი და შე­უ­ხე­და­ვია, მა­რი­ლა. მო­მი­ახ­ლოვ­დი, შვი­ლო, უკეთ შე­მოგ­ხე­დო. ღმერ­თო, და­მი­ფა­რე! ოდეს­მე ვინ­მეს ასე­თი ჭორ­ფ­ლი თუ უნა­ხავს? თმა კი სტა­ფი­ლო­სა­ვით წი­თუ­რი. გითხა­რი, აქ მო­დი-მეთ­ქი“. ამ უხე­ში, სას­ტი­კი სიტყ­ვე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ, გუ­ლა­მომ­ჯ­დარ­მა პა­ტა­რა ენიმ გულ­წ­რ­ფე­ლად მი­ა­ხა­ლა მი­სის რე­ი­ჩელს, რომ არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, და­ამ­ცი­როს მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი, ატ­კი­ნოს გუ­ლი და სულ­ში სა­მუ­და­მო ჭრი­ლო­ბა და­უ­ტო­ვოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­რი­ლა წე­სე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მკაც­რად დამ­ც­ვე­ლი ქა­ლია, მა­ნაც იგ­რ­ძნო, რო­გორ სას­ტი­კად მო­იქ­ცა მი­სის რე­ი­ჩე­ლი; რო­დე­საც ენის გა­წიწ­მა­ტე­ბის გა­მო უწყ­რე­ბო­და და ას­წავ­ლი­და, რომ თავ­შე­კა­ვე­ბა ისეთ რთულ წუ­თებ­შიც კი უნ­და გა­მო­ე­ჩი­ნა, თან ახ­სენ­დე­ბო­და ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბა, რო­დე­საც გა­ი­გო­ნა, რო­გორ შეს­ჩი­ო­და ერ­თი დე­ი­და მე­ო­რეს, რა სამ­წუ­ხა­როა, რომ მა­რი­ლა ასე­თი შავ­გ­ვ­რე­მა­ნი და უშ­ნოაო. მა­რი­ლას იმ მწა­რე ნეს­ტ­რის მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ამო­საგ­დე­ბად ორ­მოც­და­ათ­წ­ლი­ა­ნი, ყო­ველ­დღი­უ­რი მცდე­ლო­ბა დას­ჭირ­და, ამი­ტომ ეს­მო­და პა­ტა­რა, ობო­ლი გო­გო­ნა­სი, რო­მელ­საც უსა­მარ­თ­ლოდ მო­ექ­ც­ნენ.

ენი ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებს პი­რა­დი მა­გა­ლი­თით ას­წავ­ლის, რომ სა­კუ­თა­რი წი­თუ­რი თმა თუ ჭორ­ფ­ლი ისე უნ­და შე­იყ­ვა­რო, რო­გორც შე­ნი მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რომ­ლის გა­რე­შეც შენ უბ­რა­ლოდ შენ აღარ იქ­ნე­ბი; ას­წავ­ლის, რომ მდი­და­რი წარ­მო­სახ­ვის უნა­რი ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დი­დი ჯილ­დოა, რო­მე­ლიც გეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე­ე­ბი დაძ­ლიო, მშვე­ნი­ერ ოც­ნე­ბებს მის­ცე თა­ვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტყე მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის სამ­ფ­ლო­ბე­ლოდ, ტბო­რი — ელ­ვა­რე წყლე­ბის ტბად, მტვრი­ა­ნი შა­რა კი სიყ­ვა­რუ­ლის ხე­ივ­ნად  გა­და­აქ­ციო და ყო­ველ­თ­ვის გქონ­დეს სი­ლა­მა­ზის აღ­ქ­მის უნა­რი, რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლის სიყ­ვა­რულს აორ­მა­გებს.

რა თქმა უნ­და, არ არის მარ­ტი­ვი, იყო ენი, რო­მელ­საც და­უს­რუ­ლებ­ლად შე­უძ­ლია ხე­ივ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზე­ზე სა­უ­ბა­რი, რომ­ლის­თ­ვი­საც ყო­ვე­ლი დღის გა­თე­ნე­ბა დღე­სას­წა­უ­ლის ტოლ­ფა­სია; არ არის მარ­ტი­ვი, ხე­დავ­დე იმას, რა­საც ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა, უბ­რა­ლოდ, ვერ ამ­ჩ­ნევს, იყო „გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი“, რად­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლა დრო­სა და დე­და­მი­წის ყვე­ლა წერ­ტილ­ში დღემ­დე უჭირს, მაგ­რამ ენი გვას­წავ­ლის, რომ ამის მი­უ­ხე­და­ვად, არას­დ­როს უნ­და თქვა უარი სა­კუ­თარ თავ­ზე, არ უღა­ლა­ტო სა­კუ­თარ თავს.

ეს წიგ­ნი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვია ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, რა­თა ისი­ნი და­ვარ­წ­მუ­ნოთ, რომ სი­მა­მა­ცე, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა, მგრძნო­ბი­ა­რე ბუ­ნე­ბა თუ მე­ოც­ნე­ბე­ო­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი ნი­ჭი და ჯილ­დოა, რო­მელ­საც მოფ­რ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

„ჩემ­ში იმ­დენ­ნა­ი­რი ენი ცხოვ­რობს, რომ ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, ამი­ტო­მაც ვარ ასე­თი აბე­ზა­რი. ერ­თი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ბევ­რად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ… ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო!“ – ენის­გან მი­ღე­ბუ­ლი კი­დევ ერ­თი გაკ­ვე­თი­ლი ასე­თია: ცხოვ­რე­ბა ძი­ე­ბი­სა და აღ­მო­ჩე­ნე­ბის გზაა, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის, მი­სი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­ღე­ბი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, და რო­გორც არ უნ­და გვთხოვ­დეს გა­რე­მო, რომ მის ჩარ­ჩო­ებ­სა და წე­სებს მო­ვერ­გოთ, ენ შირ­ლის მსგავ­სად, ყო­ველ­თ­ვის უნ­და ვე­ცა­დოთ, რომ სა­კუ­თარ თავს არ ვუ­ღა­ლა­ტოთ. შემ­დეგ სას­წა­უ­ლიც დგე­ბა: სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც ხე­და­ვენ და ამ­ჩ­ნე­ვენ, რომ ჩვენ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი ჩვე­ნი ფიქ­რე­ბით, ოც­ნე­ბე­ბი­თა და მიზ­ნე­ბით, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ვქმნით და ეს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის.

„მშვე­ნი­ე­რია, რო­ცა ფიქ­რობ, რამ­დე­ნი აუხ­ს­ნე­ლი რა­მაა ირ­გ­ვ­ლივ, რომ­ლის შეც­ნო­ბა მო­გი­წევს, ხომ ასეა? ეს სი­ცოცხ­ლის ხა­ლისს მაძ­ლევს – სამ­ყა­რო ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სოა! ყვე­ლა­ფე­რი რომ ვი­ცო­დეთ, ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ხომ ვე­ღარ იქ­ნე­ბო­და, არა? წარ­მო­სახ­ვას გა­სა­ქა­ნი აღარ დარ­ჩე­ბო­და“ – ამ­ბობს ენი.

თერ­თ­მე­ტი წლის ობო­ლი გო­გო­ნა „მწვა­ნე მე­ზო­ნი­ნებ­ში“ იზ­რ­დე­ბა, იწ­რ­თო­ბა, სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს, იაზ­რებს, რომ ყვე­ლა გან­საც­დე­ლის მიღ­მა იმე­დი სი­ნათ­ლე­სა­ვით კი­ა­ფობს და პირ­ვე­ლი წიგ­ნის და­სას­რულს, დიდ ტკი­ვილ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბი­სას, რწმუნ­დე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს ვერ და­გეგ­მავ. მაგ­რამ შე­გიძ­ლია, რო­ცა სწო­რი გზის ნაც­ვ­ლად წინ მო­სახ­ვე­ვი დაგ­ხ­ვ­დე­ბა, გზა მა­ინც იმე­დით გა­ნაგ­რ­ძო: „მო­მა­ვა­ლი ჩემ წინ გა­ჭი­მულ, ერთ სწორ გზად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. ვფიქ­რობ­დი, რომ მრა­ვა­ლი მი­ლის მან­ძილ­ზე შე­მეძ­ლო გან­ჭ­ვ­რე­ტა. ახ­ლა მას­ზე მო­სახ­ვე­ვია. არ ვი­ცი, შემ­დეგ რა დამ­ხ­ვ­დე­ბა, მაგ­რამ უნ­და მჯე­რო­დეს, რომ მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო. ამ მო­სახ­ვევს თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს, მა­რი­ლა. ნე­ტა მის მიღ­მა რო­გო­რი გზაა… რა არის დი­დე­ბუ­ლად გამ­წ­ვა­ნე­ბუ­ლი და ქორ­ფა… შუქ-ჩრდი­ლე­ბით აჭ­რე­ლე­ბუ­ლი… რო­გო­რი ახა­ლი ხე­დე­ბია… რო­გო­რი არ­ნა­ხუ­ლი სიმ­შ­ვე­ნი­ე­რე… რო­გო­რი მო­სახ­ვე­ვე­ბი, ბორ­ც­ვე­ბი და ვე­ლე­ბი მათ გა­დაღ­მა…“

„წინ ვიწ­რო გზაც რომ სდე­ბო­და, იცო­და, რომ ის ჩუ­მი ბედ­ნი­ე­რე­ბის ყვა­ვი­ლე­ბით გა­და­ი­პენ­ტე­ბო­და; პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მის სი­ხა­რუ­ლი, ღირ­სე­უ­ლი მის­წ­რა­ფე­ბე­ბი და გუ­ლი­თა­დი მე­გობ­რო­ბა მი­სი ხვედ­რი იქ­ნე­ბო­და; თან­და­ყო­ლილ წარ­მო­სახ­ვა­სა და ოც­ნე­ბე­ბის სრულ­ყო­ფილ სამ­ყა­როს ვე­რა­ფე­რი წა­არ­თ­მევ­და. მო­სახ­ვე­ვი ნე­ბის­მი­ერ გზა­ზე ჩნდე­ბა!“ – წა­ვა­კითხოთ ეს წიგ­ნი ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს, შვი­ლებს, მე­გობ­რებს, ვას­წავ­ლოთ პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მის, მე­გობ­რო­ბის, ღირ­სე­უ­ლი მის­წ­რა­ფე­ბე­ბის ფა­სი, რად­გან ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ენის მსგავს ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმი­რებ­თან შეხ­ვედ­რა ნერ­გავს მათ­ში სწორ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და მის­წ­რა­ფე­ბებს.

მე­ო­რე წიგ­ნ­ში „ენი ევონ­ლი­დან“ ენი უკ­ვე დი­დი გო­გოა, ახ­ლა თა­ვად ას­წავ­ლის ბავ­შ­ვებს ევონ­ლის სკო­ლა­ში და მის­თ­ვის ჩვე­უ­ლი სი­ცოცხ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით, სი­კე­თით სავ­სე გუ­ლი­თა და გო­ნი­ე­რე­ბით უმ­კ­ლავ­დე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებს. ენი ისევ ცდი­ლობს, და­ი­ნა­ხოს მშვე­ნი­ე­რე­ბა იქაც კი, სა­დაც, ერ­თი შე­ხედ­ვით, მას არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა; ისევ ერ­თ­გუ­ლი მე­გო­ბა­რი და ჩაგ­რულ­თა შემ­წეა, ისევ მარ­თა­ლი და პირ­და­პი­რი. „ენი ევონ­ლი­დან“ მიძღ­ვ­ნის ტექ­ს­ტით­ვე შე­გაყ­ვა­რებთ თავს, რად­გან მწე­რა­ლი ამ წიგნს მად­ლი­ე­რე­ბით უძღ­ვ­ნის მას­წავ­ლებ­ლის ხსოვ­ნას, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის.

„ენი კუნ­ძუ­ლი­დან“ კი ეძღ­ვ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა გო­გო­ნას, რომ­ლებ­საც სურთ, ენის შე­სა­ხებ კი­დევ მე­ტი გა­ი­გონ. აქ ჩვენს საყ­ვა­რელ პერ­სო­ნაჟს უკ­ვე ზრდას­რუ­ლე­ბის­თ­ვის ჩვე­ულ პრობ­ლე­მებ­თან უწევს გამ­კ­ლა­ვე­ბა. მის ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა: ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გა­რე­მო, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და გრძნო­ბე­ბი… ახალ გა­მოც­დი­ლე­ბებს ახა­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი მო­აქვს, მაგ­რამ მი­სი ერ­თ­გუ­ლი ამა­ლა და ახა­ლი მე­გობ­რე­ბი მუ­დამ მზად არი­ან, ყო­ველ წა­ბორ­ძი­კე­ბა­ზე ხე­ლი შე­აშ­ვე­ლონ. მო­ნა­თე­სა­ვე სუ­ლე­ბი­თა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით გა­რე­მო­ცუ­ლი ენიც მუ­დამ პო­უ­ლობს სი­ხა­რულ­სა და სი­ნათ­ლეს.

წლის ბო­ლომ­დე სე­რი­ის კი­დევ სამ წიგნს უნ­და ვე­ლო­დოთ, რომ­ლე­ბიც, მჯე­რა, კი­დევ ბევრს გვას­წავ­ლის მე­გობ­რო­ბის, სი­ცოცხ­ლის სიყ­ვა­რუ­ლის, თა­ნად­გო­მის, ჰუ­მა­ნიზ­მი­სა და სამ­ყა­როს მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­ქ­მის შე­სა­ხებ. მა­ნამ­დე კი წა­ი­კითხეთ „ენი მწვა­ნე მე­ზო­ნი­ნე­ბი­დან“, „ენი კუნ­ძუ­ლი­დან“ და „ენი ევ­ლონ­ლი­დან“, ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­ცა­ნით ამ  თვე­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჟღალ­თ­მი­ა­ნი გო­გო­ნა და დარ­წ­მუნ­დე­ბით, რომ მხო­ლოდ ის კი არაა ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­დე­საც ისეთ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ, რო­მელ­შიც ოქ­ტომ­ბე­რი არ­სე­ბობს, არა­ნაკ­ლე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ამ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობს სი­ცოცხ­ლე­ზე უსაზღ­ვ­როდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა „მწვა­ნე მე­ზო­ნი­ნე­ბი­დან“.

მელანო კობახიძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები

მე ვარ…