19 მარტი, ოთხშაბათი, 2025

„გლობალ სელმა“ წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების მოსწავლეები პლანშეტებით დაასაჩუქრა

spot_imgspot_img
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებს – წითელუბანსა და ხურვალეთს ეწვივნენ და ადგილობრივი სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად „ჰუავეის” პლანშეტები გადასცეს.
კომპანია „გლობალ სელმა“ სამინისტროს, მემორანდუმის საფუძველზე, სასკოლო პროცესისთვის ადაპტირებული სპეციალური მოდელის 150 ერთეული პლანშეტი სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.
სამინისტროში აცხადებენ: „არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მსოფლიო დისტანციური სწავლის მეთოდზეა გადასული, მსგავსი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ქართველ მოსწავლეებს ტექნოლოგიებთან წვდომა სწავლის დაწყების პირველივე ეტაპზე ჰქონდეთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა და სოლიდარული ურთიერთობა. სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც კომპანია „გლობალ სელმა“ გამოიჩინა საზოგადოების მიმართ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლების მოსწავლეებს პლანშეტები საჩუქრად გადასცა.“

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება