27 ივლისი, შაბათი, 2024

გლობალური მსოფლიო მოქალაქეობა

spot_img
დარიკო ჭელიძე
სსიპ მურთაზ ირემაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

სანამ უშუალოდ გლობალურ მოქალაქეობაზე გადავიდოდეთ განვიხილოთ რა არის გლობალიზაცია. გლობალიზაცია მოიაზრებს თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე ღრმა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული პროცესების ერთობლიობას. გლობალიზაცია – თანამედროვეობის მრავალმხრივი ცნება, მასში ერთიანი მსოფლიო მოქალაქეობის ჩამოყალიბება მოისაზრება.

ამასთან, გლობალიზაცია ახალ მიდგომებსა და მცდელობასთანაა დაკავშირებული, რაც გლობალური განათლების საწყისი და საფუძველია.

გლობალური მოქალაქეობის განათლების მიზანი მოსწავლეთა წახალისება და დარწმუნებაა, რომ მათ შეუძლიათ დადებითი ცვლილებების განხორციელება, რაც, რა თქმა უნდა, მოითხოვს შემდეგს:

  1. ინფორმირებული არჩევანის გაკეთება;
  2. ცვლილებების განხორციელების სურვილი;
  3. ცვლილებების განხორციელების უნარი.

გლობალური მოქალაქეობის მიზანია: მოსწავლეთა წახალისება რათა გააქტიურდნენ და შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რომლის საფუძველია ნაცნობი მოსაზრებების კრიტიკულად შეფასება.

აღნიშნული უნარის გამომუშავებისთვის საჭიროა:

♦ მოსწავლეებმა განიხილონ სოციალურ თანასწორობასა და საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, იმსჯელონ მათი შეცვლის პერსპექტივებზე და საკუთარ როლზე ამ ცვლილებებში;

♦ ადამიანის უფლებები და მოვალეობები ისე განიხილონ, რომ გააცნობიერონ თავიანთი უფლებები და სხვების წინაშე პასუხისმგებლობები.

გლობალური საკლასო ოთახი

გლობალური მოქალაქის დამახასიათებელი ნიშნებია:

♦ საკუთრი თავის მსოფლიოს მოქალაქედ აღქმა;

♦ მრავალფეროვნების დაფასება და მისდამი პატივისცემა;

♦ სოციალური სამართლიანობის იდეის ერთგულება;

♦ ადგილობრივი და გლობალური საზოგადოების წევრობა;

♦ სხვებთან ერთად მუშაობა სამართლიანი და მდგრადი მსოფლიოსთვის;

♦ საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება.

გლობალური მოქალაქეობის განათლების საკვანძო ელემენტებია:

  1. ცოდნის გაგება, რომელიც მოიცავს:

♦ სოციალურ სამართლიანობასა და თანასწორობას;

♦ იდენტობას და მრავალფეროვნებას;

♦ გლობალიზაციასა და ურთიერთკავშირს;

♦ მდგრად განვითარებას;

♦ მშვიდობასა და კონფლიქტს;

♦ ადამიანის უფლებებს;

♦ ძალაუფლებასა და მმართველობას.

  1. უნარები:

♦ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;

♦ თანაგრძნობა;

♦ თვითშემეცნება და რეფლექსია;

♦ კომუნიკაცია;

♦ თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარება;

♦ სირთულეებთან გამკლავება;

♦ ცოდნაზე დაფუძნებული გააზრებული ქმედება.

  1. ღირებულებები და დამოკიდებულებები:

♦ თვითმყოფადობის შეგრძნება;

♦ სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის ერთგულება;

♦ ადამიანისა და მისი უფლებების პატივისცემა;

♦ მრავალფეროვნების დაფასება;

♦ გარემოსა და მდგრად განვითარებაზე ზრუნვა;

♦ მონაწილეობის ვალდებულება და ინკლუზია;

♦ რწმენა, რომ ადამიანს შეუძლია ცვლილებების მოხდენა.

გლობალური მოქალაქეობა გულისხმობს:

  1. კითხვების დასმას და კრიტიკულ აზროვნებას;
  2. ადგილობრივი და გლობალური კავშირის, საკუთარი შეხედულების, ღირებულებისა და ვარაუდების შესწავლას;
  3. ცოდნის გამოყენებას რეალურ ცხოვრებასა და განსხვავებულ კონტექსტში;
  4. ყოველდღიურ სწავლას;
  5. მთელ სასკოლო გარემოს.

გლობალური მოქალაქეობა არ გულისხმობს:

  1. მოსწავლეებისთვის იმის თქმას, როგორ იფიქრონ და რა გააკეთონ;
  2. მხოლოდ შორეული ადგილებისა და ხალხის შესწავლას;
  3. რთული საკითხების მარტივად გადაჭრას;
  4. ზედაპირულ სწავლებას;
  5. მხოლოდ ცალკეულ თემასა და საგნებს;
  6. კონკრეტული კლასით შემოფარგვლას.

გლობალური მოქალაქეობა გლობალური ურთიერთკავშირის უწყვეტი ჯაჭვის კვლევაა, ჯაჭვი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ა) გლობალური საზოგადოება;

ბ) გლობალური ურთიერთდამოკიდებულება;

გ) კავშირი პრობლემურ და მნიშვნელოვან საკითხებს შორის;

დ) პარალელები;

ე) კავშირი ახლანდელ და ადრინდელ ცოდნას შორის.

ჩვენი, როგორც მასწავლებლების, ძირითადი მიზანია, დავეხმაროთ მოსწავლეებს აღმოაჩინონ კავშირი ცოდნის სხვადასხვა სფეროს შორის, გაავლონ პარალელები, გაეცნონ ხალხებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, ძალაუფლების საკითხებს როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.

გლობალური განათლების არსი მოსწავლეთა წახალისებაა, რომ ისინი დადებითი ცვლილებების განმახორციელებელნი არიან, რაც დამოკიდებულია მათ ინფორმირებულობაზე, ცვლილებების სურვილსა და განხორციელების უნარზე. ამიტომ ჩვენ, როგორც ამ პროცესში მათმა მხლებლებმა და წამახალისებლებმა, მაქსიმალურად უნდა გავუღვივოთ და განვუვითაროთ ყველა სურვილი და უნარი, გახდნენ აქტიური ცვლილებების წყაროები. მოსწავლეებში ხომ უდიდესი გასაღვიძებელი პოტენციალი იმალება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები