22 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის რო­ლის გა­აზ­რე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან

spot_img

ნო­ნა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი

სსიპ მალ­ხაზ აბა­ში­ძის სა­ხ. ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. ჩა­ის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

დღეს, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კითხი. მა­ინც რას ნიშ­ნავს გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა? რა რო­ლი აკის­რია თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლას გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და­ში?

21-ე სა­უ­კუ­ნის სკო­ლის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა გლო­ბა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დაა, რაც თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხ­მობს ისეთ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც ჩვე­ნი პლა­ნე­ტის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. ასეთ ადა­მი­ა­ნებს მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე აქვთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თე­მი­სა თუ ქვეყ­ნის წი­ნა­შე. მას­წავ­ლებ­ლებს კი გვე­ვა­ლე­ბა, გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მიზ­ნით, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ვუ­ბიძ­გებ­დეთ მოს­წავ­ლე­ებს, რა­თა გა­უჩ­ნ­დეთ გა­რე­მოს დაც­ვა­სა და მის აღ­დ­გე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი.

დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან­ვე უნ­და ჩა­ვუ­ნერ­გოთ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს, რომ რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი კა­ცობ­რი­ო­ბის წევ­რე­ბად მო­ი­აზ­რე­ბენ თავს, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­აქვთ იმ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, რომ­ლებ­საც ადა­მი­ან­თა ცალ­კე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი ან სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი ვერ დაძ­ლე­ვენ. მა­გა­ლი­თად, რო­გორც უნ­და ვე­ცა­დოთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა ერ­თ­მა ქვე­ყა­ნამ შე­ა­ჩე­როს, ეს სა­ერ­თო პრობ­ლე­მაა, რომ­ლის მი­მართ უყუ­რადღე­ბო­ბა თი­თო­ე­ულ ქვე­ყა­ნას ძვი­რი და­უჯ­დე­ბა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ჭი­როა და­ვა­ნა­ხოთ მოს­წავ­ლე­ებს, რო­გორ იქ­ცე­ვა ადა­მი­ა­ნის ესა თუ ის ქმე­დე­ბა, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად მი­მარ­თუ­ლი, სა­ბო­ლო­ოდ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის პრობ­ლე­მად.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა ერთ-ერ­თი მწვა­ვე პრობ­ლე­მაა, რომ­ლის გა­მომ­წ­ვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად „სათ­ბუ­რის ეფექ­ტის“ წარ­მოქ­მ­ნაა. ჩვე­ნი სკო­ლა აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფონ­დის (FEE) მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის დღე­ებ­ში, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მოს­დაც­ვით აქ­ტი­ვო­ბებს. „სათ­ბუ­რის ეფექ­ტის“ უკეთ გა­აზ­რე­ბის მიზ­ნით, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზე რო­ლუ­რი თა­მა­ში „და­ჭე­რო­ბა­ნა“. თა­მა­შის წარ­მარ­თ­ვა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და სპორ­ტის გაკ­ვე­თილ­ზე, ორი­ვე საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

თა­მა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ორ რა­უნ­დად, თი­თო­ე­ულ რა­უნდს 2 წუ­თი ეთ­მო­ბა. თა­მა­შის წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი რე­სურ­სია სა­მი სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის მა­ი­სუ­რი ან ჟი­ლე­ტი, ქუ­დის გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. იდე­ა­ლურ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სიცხე იქ­ნე­ბა წით­ლად, წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვი (FF) — შა­ვად (რო­გორც ნავ­თო­ბი) და სათ­ბუ­რის აირე­ბი (GHG) — ცის­ფ­რად (ატ­მოს­ფე­რო). ასე­ვე, სა­ჭი­როა და­ი­ხა­ზოს სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნი, იმ­გ­ვა­რად რო­გორც ეს ფო­ტო­ზეა.

პირ­ველ რა­უნ­დის დაწყე­ბამ­დე ვუხ­ს­ნით მოს­წავ­ლე­ებს, რომ თბი­ლი ობი­ექ­ტე­ბი გა­მო­ყო­ფენ (ას­ხი­ვე­ბენ) სით­ბოს (ასე­ვე ინ­ფ­რა­წი­თელ გა­მოს­ხი­ვე­ბას); მათ შო­რი­საა დე­და­მი­წა, რო­მელ­საც მზე ათ­ბობს. დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი ინ­ფ­რა­წი­თე­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა „გა­იფ­რ­ქ­ვე­ვა“ კოს­მოს­ში. ის უხი­ლა­ვია თვა­ლის­თ­ვის, მაგ­რამ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ტე­ლე­ვი­ზო­რის დის­ტან­ცი­ურ პულ­ტებ­ში.

მოს­წავ­ლე­ებს ვყოფთ სამ ჯგუ­ფად: მოს­წავ­ლე­თა ნა­ხე­ვა­რი სიცხის ჯგუ­ფი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ითა­მა­შებს ინ­ფ­რა­წი­თე­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბის როლს და ტო­ვებს დე­და­მი­წის ზე­და­პირს კოს­მო­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით; მოს­წავ­ლე­თა მე­ოთხე­დი სათ­ბუ­რის აირე­ბის ჯგუ­ფი იქ­ნე­ბა დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­ში, მე­ო­რე მე­ოთხე­დი კი – წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის ჯგუ­ფი (FF). პირ­ვე­ლი რა­უნ­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის ჯგუ­ფი მჯდო­მა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა დე­და­მი­წის ქერ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე; სათ­ბუ­რის აირე­ბის ჯგუ­ფის მოს­წავ­ლე­ე­ბი ატ­მოს­ფე­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იფან­ტე­ბი­ან; სიცხის ჯგუ­ფი იწყებს მოძ­რა­ო­ბას ოთა­ხის ერ­თი მხრი­დან და წარ­მო­ად­გენს გა­ხუ­რე­ბულ დე­და­მი­წას.

თა­მა­ში შემ­დეგ­ნა­ი­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს: წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის ჯგუ­ფი მჯდო­მა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა; სიცხის ჯგუფ­მა უნ­და გა­დაკ­ვე­თოს ოთა­ხი, გას­ც­დეს სათ­ბუ­რის აირებს, რომ­ლე­ბიც მათ და­ჭე­რას ცდი­ლო­ბენ და კოს­მოს­ში „გას­ხივ­დეს“. თუ სათ­ბუ­რის აირი და­ი­ჭერს სიცხეს, ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი უნ­და დაბ­რუნ­დეს დე­და­მი­წის ზო­ნა­ში და დათ­ვა­ლოს ხუ­თამ­დე, სა­ნამ მოს­წავ­ლე კვლავ შე­ეც­დე­ბა გაქ­ცე­ვას (ეს არის სათ­ბუ­რის აირე­ბის ანა­ლო­გია, რო­მე­ლიც არ აძ­ლევს ინ­ფ­რა­წი­თელ გა­მოს­ხი­ვე­ბას კოს­მოს­ში გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას). რო­ცა სიცხის ჯგუ­ფის ყვე­ლა მოს­წავ­ლე მი­აღ­წევს ოთა­ხის ან მო­ედ­ნის მე­ო­რე მხა­რეს, ან სათ­ბუ­რის აირე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და­ი­ჭე­რენ, რა­უნ­დი მთავ­რ­დე­ბა. ვთვლით სიცხის ჯგუ­ფის წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რომ­ლებ­მაც მო­ა­ხერ­ხეს კოს­მოს­ში გაქ­ცე­ვა. ვთხო­ვოთ მოს­წავ­ლე­ებს, და­უბ­რუნ­დ­ნენ საწყის პო­ზი­ცი­ებს მე­ო­რე რა­უნ­დის­თ­ვის­.

მე­ო­რე რა­უნ­დის დაწყე­ბამ­დე ვუხ­ს­ნით მოს­წავ­ლე­ებს, რომ ჩვენ (მას­წავ­ლებ­ლე­ბი) წარ­მო­ვად­გენთ დე­და­მი­წის მკვიდრთ და ამო­ვი­ღებთ წი­ა­ღი­სე­ულ საწ­ვავს დე­და­მი­წის ქერ­ქი­დან, რო­მე­ლიც, ექ­ს­პ­ლო­ა­ტა­ცი­ის შემ­დეგ, სათ­ბუ­რის აირად გარ­და­იქ­მ­ნე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც საწ­ვავ წი­ა­ღი­სე­ულს წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ, მი­ი­ღე­ბენ ცის­ფერ მა­ი­სურს ან ჟი­ლეტს და შე­უ­ერ­თ­დე­ბი­ან სათ­ბუ­რის აირე­ბის ჯგუ­ფის სხვა მოს­წავ­ლე­ებს პირ­ვე­ლი რა­უნ­დი­დან. ხაზს ვუს­ვამთ იმ ფაქტს, რომ ახ­ლა ატ­მოს­ფე­რო­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სათ­ბუ­რის აირია. მას­წავ­ლებ­ლის ნი­შან­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბი იწყე­ბენ მოძ­რა­ო­ბას და სიცხის ჯგუ­ფი კვლავ ცდი­ლობს კოს­მოს­ში გაქ­ცე­ვას, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან სათ­ბუ­რის აირე­ბი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, რა­უნ­დის ბო­ლოს, ზუს­ტად იმა­ვე დრო­ში, სიცხის ჯგუ­ფის ნაკ­ლე­ბი მოს­წავ­ლე ახერ­ხებს გაქ­ცე­ვას. თა­მა­შის ბო­ლოს ვე­კითხე­ბით მოს­წავ­ლე­ებს: რა დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ იმ ფაქ­ტი­დან, რომ მე­ო­რე რა­უნ­დ­ში სიცხის ჯგუ­ფი­დან ნაკ­ლებ­მა მოს­წავ­ლემ მო­ა­ხერ­ხა კოს­მოს­ში გაქ­ცე­ვა? რა იყო ჩვე­ნი (მას­წავ­ლებ­ლე­ბის) რო­ლი ორ რა­უნდს შო­რის?

და­სას­რულს, აუცი­ლე­ბე­ლია გან­ვი­ხი­ლოთ თა­მა­შის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ა­კე­თონ დას­კ­ვ­ნე­ბი. ასე მა­გა­ლი­თად, რო­ცა დე­და­მი­წა თბე­ბა მზის სი­ნათ­ლით, მი­სი ზე­და­პი­რი თბე­ბა. თბი­ლი ზე­და­პი­რი ინ­ფ­რა­წი­თელ გა­მოს­ხი­ვე­ბას გა­მო­ყოფს. სათ­ბუ­რის აირე­ბი ატ­მოს­ფე­რო­ში გაფ­რ­ქ­ვე­ულ ინ­ფ­რა­წი­თე­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბის ნა­წილს აკა­ვებს. თუ ატ­მოს­ფე­რო­ში მე­ტი სათ­ბუ­რის აირია, ნაკ­ლე­ბი ინ­ფ­რა­წი­თე­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა გა­იფ­რ­ქ­ვე­ვა კოს­მოს­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ატ­მოს­ფე­როს ქვე­და ფე­ნი­სა და დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა იზ­რ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გო­რი­ცაა წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის მო­პო­ვე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა იწ­ვევს სათ­ბუ­რის აირე­ბის გა­მო­ყო­ფას.

ამ­რი­გად, მოს­წავ­ლე­ე­ბი, აღ­წე­რი­ლი თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ თუ რო­გორ იქ­ცე­ვა ადა­მი­ა­ნის მი­ერ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად მი­მარ­თუ­ლი ესა თუ ის ქმე­დე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის პრობ­ლე­მად.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები