27 ივლისი, შაბათი, 2024

გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ლექ­სებ­ში ამეტყ­ვე­ლე­ბუ­ლი სა­ხე-სიმ­ბო­ლო­ე­ბი

spot_img

გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ლექ­სებ­ში ამეტყ­ვე­ლე­ბუ­ლი სა­ხე-სიმ­ბო­ლო­ე­ბი
(ყივ­ჩა­ღი, ხა­ზა­რე­ბი, წე­რო, ხო­ხო­ბი, კალ­მა­ხი, მთვა­რე, ხან­ძა­რი, რძე, წნო­რი, ოლე, ზამ­ბა­ხი, ნის­ლი)

 

⇒ რო­გო­რია ცეცხ­ლით ნა­ზა­ვი პო­ე­ზია

არ­სე­ბობს ჭა­ბუ­კუ­რი პო­ე­ზია და პო­ე­ზი­ის სი­ჭა­ბუ­კე. მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სი­ჭა­ბუ­კის პო­ე­ზი­აც იარ­სე­ბებს. გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა სი­ჭა­ბუ­კის შეს­ხ­მა-აპო­ლო­გიაა. მი­სი ძა­ლი­ა­ნი ხმა, მაძღა­რი სიტყ­ვა, მუხ­ლა­დი კა­ლა­მი ყვე­ლა ქარ­თ­ველს აფიქ­რე­ბი­ნებს: ღირ­დაო ქარ­თ­ვე­ლად და­ბა­დე­ბა. შამ­პა­ნუ­რის ბოთლს ახ­დი თუ არა, მყის­ვე გად­მოს­კ­დე­ბა ქა­ფი. ნამ­დ­ვი­ლი ნი­ჭიც ასე­ვე ჟრუ­ან­ტელს მოჰ­გ­ვ­რის მკითხ­ველ­სო, უთ­ქ­ვამს ტოლ­ს­ტო­ის. ასე­ვე სწრა­ფად შე­იგ­რ­ძ­ნობს ადა­მი­ა­ნი გოგ­ლას პო­ე­ზი­ი­დან ამო­ვარ­დ­ნილ ოხ­ში­ვარს.
გოგ­ლას პო­ე­ზია ცეცხ­ლი­თაა ნა­ზა­ვი, სიყ­ვა­რუ­ლით, სი­კე­თი­თა და მო­მავ­ლის იმე­დით შე­ჯე­რე­ბუ­ლი, გაჟ­ღენ­თი­ლი ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი­დან ნა­საზ­რ­დო­ე­ბი თე­მე­ბით. აზ­რის გად­მო­სა­ცე­მად ავ­ტო­რი არ იყე­ნებს მა­ღალ­ფარ­დო­ვან ლექ­სი­კას ან რთულ სი­უ­ჟე­ტებს. სა­მა­გი­ე­როდ, მი­სი პო­ე­ზია უხ­ვა­დაა და­ხუნ­ძ­ლუ­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი მე­ტა­ფო­რე­ბი­თა და სა­ხე-სიმ­ბო­ლო­ე­ბით. პო­ეტს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად უყ­ვარს წე­რო, ხო­ხო­ბი, ნის­ლი; გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ დატ­ვირ­თ­ვას ანი­ჭებს ხა­ზა­რებს, ყივ­ჩაღს, ზამ­ბახს, კე­ლაპ­ტარს; რძის სუ­ნი ას­დის მის პო­ე­ზი­ას. ამ სტა­ტი­ა­ში ვეც­დე­ბით გა­მოვ­კ­ვე­თოთ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი.

⇒ „ყივ­ჩა­ღუ­რი“ ლი­რი­კა

გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის პო­ე­ზი­ა­ში დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად უკა­ვია გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი ლექსს „ყივ­ჩა­ღის პა­ე­მა­ნი“, ერ­თი მხრივ, მუ­სი­კა­ლუ­რო­ბი­სა და ემო­ცი­უ­რო­ბის წყა­ლო­ბით, მე­ო­რე მხრივ, სიყ­ვა­რუ­ლის მა­რა­დი­უ­ლო­ბის თე­მის ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტის გა­მო. ყივ­ჩაღ­თა ის­ტო­რი­ულ ხვედრს თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, ისი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი გა­დამ­თი­ე­ლე­ბი, თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი, შა­ვი ზღვის­პი­რეთ­ში მცხოვ­რე­ბი ტო­მია, რო­მელ­თაც სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ კარ­გად მო­ი­კი­დეს ფე­ხი ქარ­თულ მი­წა­ზე, შე­ე­რივ­ნენ ქარ­თულ სისხლს. მათ ეწო­დათ სა­ხე­ლი – ნა­ყივ­ჩა­ღა­რი, მაგ­რამ პო­ე­ტი ამ სა­ხეს მა­ინც მო­ძა­ლა­დე უცხო ტო­მელ­თან აიგი­ვებს ხში­რად. ლექ­სის მთა­ვა­რი იდეაა, და­ი­ნა­ხოს ყვე­ლამ, რო­გორ და­ის­ჯე­ბა შე­ნი მი­წის და­საპყ­რო­ბად, შე­ნი სიწ­მინ­დის შე­საბღა­ლად აღ­ძ­რუ­ლი მო­ძა­ლა­დე და რომ მას გა­მარ­ჯ­ვე­ბა არ უწე­რია არც მო­მა­ვალ­ში. ხალ­ხურ ლექ­ს­ში „შე­მო­მე­ყა­რა ყივ­ჩა­ღი“, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვ­ლად უდევს გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ლექსს, ქმარ­მა და­ა­მი­წა მო­ძა­ლა­დე ყივ­ჩა­ღი, მაგ­რამ, აი, იგი ისევ აღ­დ­გა და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი სინ­ჯავს იარაღს კვლავ საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად. „თავ­თუ­ხის ხო­და­ბუ­ნე­ბი“ მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ გარ­კ­ვე­ულ დრომ­დე მას ღირ­სე­უ­ლად გა­უ­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბი­ან, ვი­თარ­ცა სტუ­მარს, მი­ა­გე­ბე­ბენ სა­უ­კე­თე­სოს, მაგ­რამ რო­გორც კი მომ­ხ­დუ­რი სიწ­მინ­დის, ოჯა­ხის, ცო­ლის ხელ­ყო­ფას მო­ინ­დო­მებს, მა­შინ აღა­რა­ვინ და­ინ­დობს მას. „მაგ­რამ თვი­თო­ნაც და­ი­ლე­წე­ბა, და­ბა­დე­ბუ­ლა ვინც კი ყივ­ჩა­ღად…“ მუ­ზა­რა­დი­ა­ნი ქმა­რი კი­დევ ერ­თხელ გა­უ­ჩეხს თავს მო­ძა­ლა­დეს, მაგ­რამ იგი მა­ინც არ ნებ­დე­ბა, კვლავ იბ­რ­ძ­ვის სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის. ათას­წ­ლე­უ­ლებს გა­და­ე­ცე­მა ყივ­ჩა­ღის ძა­ხი­ლი: „მო­დი, გე­ძა­ხი ათას წლის მე­რეც“. ეს მა­რა­დი­უ­ლი სატ­კი­ვა­რიც – რო­გორ მო­ვი­ცი­ლოთ თა­ვი­დან მო­ძა­ლა­დე მომ­ხ­დუ­რი – კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1964 წელს, და­წე­რილ ლექ­ს­ში „კარ­მენ“ პო­ე­ტი კვლავ აგ­რ­ძე­ლებს ყივ­ჩაღ­თან შერ­კი­ნე­ბის თე­მას. კარ­მენს შე­ახ­სე­ნებს მუხ­რა­ნის ველ­სა და ქა­ლის გუ­ლის­თ­ვის დატ­რი­ა­ლე­ბულ დრა­მას, „მტვერ­ში ღრი­ა­ლით და­ნა­მუხ­ლარ ყივ­ჩაღს“ აღარ სურს, რომ ავი სიზ­მა­რი­ვით თა­ვი­დან და­იწყოს ეს თავ­გა­და­სა­ვა­ლი, აღარც და­მარ­ცხე­ბუ­ლი აპი­რებს კვლავ სა­ომ­რად გა­ნეწყოს და ისევ წა­ე­პო­ტი­ნოს სხვის საყ­ვა­რელ ქალს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კარ­მენს.

„ვაჰ, თუ თა­ვი­დან იწყე­ბა ახ­ლად ის, რაც გა­თავ­და მუხ­რა­ნის ბო­ლოს…“

ლექ­ს­ში „მთე­ბი“ ბუმ­ბე­რა­ზი მთე­ბის სი­მაღ­ლი­დან იმ­ზი­რე­ბა პო­ე­ტი. მო­ნურ გა­მო­ხედ­ვას ვერ იტა­ნენ მთე­ბი, ამი­ტო­მაც: „მე გა­პო­ბილ ნაპ­რა­ლებს ყივ­ჩა­ღუ­რებ ჩავ­ყუ­რებ…“
ყივ­ჩა­ღის თე­მას ეძღ­ვ­ნე­ბა ლექ­სი „ყივ­ჩა­ღუ­რი ღა­მე“. პო­ე­ტის ფან­ტა­ზია ღა­მით შლის ფრთებს და ყივ­ჩა­ღის ძველ თავ­გა­და­სა­ვალს იგო­ნებს: რო­გორ შე­მო­ა­თე­ნეს და­რი­ალს მათ ჭიხ­ვი­ნა ცხე­ნე­ბი და რო­გორ გა­ტო­რეს ტრა­მა­ლი.

„შავს ყურ­ღა­ნებ­ში სძი­ნავთ ყივ­ჩა­ღებს, თავ­ქ­ვეშ უგი­ათ თო­ქალ­თო­ე­ბი“.

უც­ნა­უ­რია, რა­ტომ იზი­დავს ასე ძლი­ე­რად გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძეს ყივ­ჩა­ღის თე­მა. იქ­ნებ, პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ რომ ამ სიტყ­ვას თა­ვი­სი ბგე­რა­თა შე­თან­ხ­მე­ბის წყა­ლო­ბით მო­აქვს ენერ­გე­ტი­კა და ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლო­ბა, რაც ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ლე­ო­ნი­ძის ყვე­ლა ლექ­ს­ში. ყივ­ჩა­ღუ­რი ვა­რი­ა­ცი­ე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ლექ­ს­ში „ახა­ლი მთვა­რე კა­ხეთ­ში“ – „ყივ­ჩა­ღუ­რად თა­მა­შობს გო­გო ჩამ­კ­ვ­რი­ვე­ბუ­ლი“. ცხა­დია, აქ უკ­ვე იგუ­ლის­ხ­მე­ბა ხა­სი­ა­თი, სი­თა­მა­მე, სი­მარ­დე მო­ცეკ­ვა­ვი­სა, რო­მე­ლიც ხან ხელს ჰკრავს ვაჟს, ხან იზი­დავს, ხან ატყუ­ებს, ხა­ნაც გა­ურ­ბის. ცბი­ე­რე­ბის შე­სატყ­ვი­სად სწო­რედ ეს ეპი­თე­ტი მო­ძებ­ნა ავ­ტორ­მა. რო­ცა პო­ეტს სურს გვიჩ­ვე­ნოს მერ­ყე­ვი ადა­მი­ა­ნის სა­ხე, რო­მე­ლიც ხში­რად იც­ვ­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბებს, კვლავ ყივ­ჩაღს იშ­ვე­ლი­ებს:

„თავს რომ ირ­თობ­დი ძვე­ლი ზღაპ­რე­ბით
თა­ვი მოგ­ქონ­და ნა­ყივ­ჩა­ღა­რად.“ („მზე მარ­ჯ­ნის­ფე­რად ისევ ბრდღვი­ა­ლებს“)

ამ ლექ­ს­ში პო­ე­ტი მი­მარ­თავს სა­კუ­თარ თავს ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში, რო­ცა მა­საც სჯე­რო­და ზღაპ­რე­ბის, მე­რე კი ყივ­ჩა­ღი­ვით მო­უ­წია ვი­თა­რე­ბი­სა და ად­გი­ლის შეც­ვ­ლა, აზ­რე­ბიც გა­და­უს­ხ­ვა­ფერ­და. წუხს გოგ­ლა, რომ ამა­სო­ბა­ში ფე­ხაკ­რე­ფით და­ე­ცა თავ­ზე ჭა­ღა­რა.

„თეთრ ვარ­დებს და­ვე­შუ­რე ყივ­ჩა­ღუ­რი ლი­რი­კით.“ („რა მარ­გა­ლიტს ვე­ძებ­დი“)

ამ ფრა­ზის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია მრა­ვალ­გ­ვა­რად შე­იძ­ლე­ბა: მას მე­რე, რაც გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძეც სიმ­ბო­ლის­ტებს და­უ­ნა­თე­სავ­და, ვარ­დი მა­თი სიმ­ბო­ლოა, ისიც უცხო­ე­თი­დან შე­მო­სუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მიმ­დე­ვა­რი გახ­და. მი­სი პო­ე­ზია ყივ­ჩა­ღუ­რი, ანუ უცხო­უ­რით ნა­საზ­რ­დო­ე­ბი გახ­და, ხო­ლო რო­გორც ყო­ვე­ლი­ვე ახალს ძნე­ლად ით­ვი­სებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მი­სი სა­ხე­ლი „მო­დი­ო­და ნა­ო­ჭე­ბის ბი­ლი­კით“. სიმ­ბო­ლის­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა და და­ფა­სე­ბაც გვი­ან მო­ვი­და ნა­ო­ჭე­ბის და­რად, თუმ­ცა თა­ვად გოგ­ლას ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა არა­სო­დეს მოჰ­კ­ლე­ბია. მგო­სა­ნი ქარ­თულ მი­წას „ყივ­ჩა­ღუ­რად დაჰ­ყუ­რებს“ („რო­ცა ჯვა­რი­დან მცხე­თას დავ­ყუ­რებ“) და ემად­ლი­ე­რე­ბა ქარ­თულ მზე­სა და ცას, მათ გუ­ლი­სათ­ვის სიკ­ვ­დი­ლიც უღირს. ყივ­ჩა­ღე­ბი სწო­რედ სი­მა­მა­ცის, თავ­გან­წირ­ვი­სა და სიძ­ლი­ე­რის გა­მო ჩა­მო­ა­სახ­ლა და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1118 წელს. მშრო­მე­ლი ხალ­ხი უმალ შე­ერ­წყა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე რომ, ჩვენ­ში ნა­წი­ლობ­რივ ყივ­ჩა­ღუ­რი სის­ხ­ლიც ჩქეფს. ამ მო­ტი­ვით პო­ე­ტი ზოგ­ჯერ და­დე­ბით პერ­სო­ნა­ჟად გვი­ხა­ტავს ყივ­ჩაღს. ლექ­ს­ში „ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა“ იგი სა­კუ­თარ მემ­კ­ვიდ­რედ აცხა­დებს ყივ­ჩაღს და ლო­ცავს მას, თუ­კი ის და­იმ­სა­ხუ­რებს და ქარ­თულ სიტყ­ვას ძა­ლუ­მად აახ­მი­ა­ნებს. პო­ე­ტი ესალ­მე­ბა მო­მა­ვალ მხე­დარს:

„შენ თუ გა­გი­ტანს სიტყ­ვა ქარ­თუ­ლი… მემ­კ­ვიდ­რე ყივ­ჩაღს გად­მოგ­ცემ სირ­ჩას.“

გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ლექ­სებ­ში ფი­გუ­რი­რებს მე­ო­რე თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი ტო­მი – ხა­ზა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბას ეწე­ოდ­ნენ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩრდი­ლო­ე­თი­დან ესაზღ­ვ­რე­ბო­და ხა­ზა­რე­თი (ცნო­ბი­ლია, რომ ხა­ზარ­თა მე­ფეს­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ქარ­თ­ველ­თა ერის­მ­თა­ვარ ნერ­სეს მე-8 სა­უ­კუ­ნე­ში). პო­ე­ტი ხა­ზა­რე­ბის სა­ხეს იყე­ნებს ხში­რად გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე, მოძ­რა­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას.

„და­რი­ა­ლი­დან გა­და­ვარ­დ­ნი­ლი ხა­ზა­რე­თის­კენ მის­ცუ­რავს წე­რო.“ („ღა­მე ივე­რი­ი­სა“)

ხა­ზარ­თა სა­მე­ფო, და­ცე­მის შემ­დ­გომ, კვლავ შე­უ­ერ­თ­და თურ­ქულ ტო­მებს, ამ­დე­ნად, ავ­ტო­რის ალე­გო­რია გა­სა­გე­ბია – ჩვე­ნი „წე­რო­ე­ბი“ (ელ­ჩო­ბე­ბი) მუ­დამ ჩრდი­ლო­ეთ­სა (რუ­სე­თი) და აღ­მო­სავ­ლეთს (თურ­ქე­თი) შო­რის დაფ­რი­ნავ­დ­ნენ. ამ ორ გზას შუა იყო გა­კი­დე­ბუ­ლი ქარ­თ­ველ­თა ბედ-იღ­ბა­ლი. მე­წის­ქ­ვი­ლე – პო­ე­ტი ნაღ­ვ­ლი­ა­ნად მღე­რის ძველ ზღაპ­რებს, იგო­ნებს ძველ დროს, სურს, რომ წარ­სულს ჩა­ბარ­დეს ჩინ­გიზ-ხა­ნე­ბის ეპო­ქა. ხა­ზა­რებ­მა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, არა­ერ­თხელ ილაშ­ქ­რეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სიმ­ბო­ლის­ტის სიტყ­ვით, ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტე­ბი: პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე, სან­დ­რო შან­ში­აშ­ვი­ლი ხა­ზა­რე­ბი­ვით შე­ე­სივ­ნენ ნი­ნოწ­მინ­დას 1926 წელს და ლექ­სის ხან­ძა­რი წა­უ­კი­დეს იქა­უ­რო­ბას.

„ნი­ნოწ­მინ­და, ჩვენ რო­გორც ხა­ზა­რე­ბი, ოჰ, იმ ღა­მეს რო­გორ აგ­ვაბ­რი­ა­ლა
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ლექ­სის მე­ხან­ძა­რე­ნი, ძმო­ბამ, ცრემ­ლ­მა, იმ პა­ტა­რა იარამ.“
(„ნი­ნოწ­მინ­დის ღა­მე“)

გა­მიჯ­ნუ­რე­ბულ პო­ეტს პა­ლა­ტებ­ში ვეფხ­ვის სა­ხე შე­მო­ე­ფე­თა, სა­ზან­დ­რის ტკბილ­მა ხმამ, იდუ­მალ­მა ღა­მემ პა­ტა­რა იარა მის გულ­ში სიყ­ვა­რუ­ლი­სა და პო­ე­ზი­ის დიდ ცეცხ­ლად გა­და­აქ­ცია. შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თ­ვის ცა ატ­მე­ბით მსხმო­ი­ა­რეა, გა­ზაფხულს კი რძის სუ­ნი ას­დის, ღა­მე ზამ­ბა­ხე­ბი­თაა სავ­სე, ხო­ლო სატ­რ­ფოს წამ­წა­მე­ბი თავ­თუ­ხის ყა­ნებს მოჰ­გავს… ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მაოა იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნი ხა­ზა­რად გა­და­იქ­ცეს და შე­ე­სი­ოს და­უკ­რე­ფავ ვე­ნახს.

⇒ წე­როს თოვ­ლი – ილუ­ზია თუ ფან­ტა­ზია?

ბუ­ნე­ბის სი­ლა­ღე, მზის სი­კაშ­კა­შე, მი­წის სურ­ნე­ლი დაჰ­ყ­ვე­ბა პო­ე­ტის ყო­ველ სტრი­ქონს. ვა­ჟას შემ­დეგ ქარ­თ­ველს აღარ უკ­ვირს ამეტყ­ვე­ლე­ბუ­ლი მთის წყა­რო, მო­სა­უბ­რე შვლის ნუკ­რი ან ხმე­ლი წი­ფე­ლი. ბუ­ნე­ბას ეტ­რ­ფის გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძეც. იგი გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­ბო­ლურ დატ­ვირ­თ­ვას ანი­ჭებს ფრინ­ვე­ლებს: წე­რო, გე­დი, ხო­ხო­ბი, მერ­ცხა­ლი, არ­წი­ვი…
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წე­რო და გე­დი ხში­რად ერთ კონ­ტექ­ს­ტ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი:

„შორს ალა­ვერ­დის გე­დი მის­ცუ­რავს“ და „ხა­ზა­რე­თის­კენ მის­ცუ­რავს წე­რო“.

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ისაა, რომ რო­ცა წარ­მა­ვალ დრო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს პო­ე­ტი, იშ­ვე­ლი­ებს წე­როს, რო­მე­ლიც სი­ცი­ვეს ვერ ეგუ­ე­ბა და ზამ­თ­რის მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე მი­იჩ­ქა­რის მზი­ა­ნი მხა­რი­სა­კენ. გრძელ­კი­სე­რა, ლა­მა­ზი წე­რო ხში­რად იპყ­რობს პო­ე­ტის ყუ­რადღე­ბას. და­კარ­გულ დროს, გაფ­რე­ნილ სი­ჭა­ბუ­კეს მის­ტი­რის იგი ლექ­ს­ში „სად არი­ან მერ­ცხ­ლე­ბი?“ თით­ქოს აქ მა­ინც მერ­ცხა­ლი უნ­და იყოს წარ­მ­მარ­თ­ვე­ლი მო­ტი­ვი, მაგ­რამ არა, ისევ წე­რო ფი­გუ­რი­რებს:

„გახ­სოვს ახალ­გაზ­რ­დო­ბა? – დამ­ძა­ხი­ან წე­რო­ნი“.

იმედ­გაც­რუ­ე­ბა­სა და და­ვიწყე­ბულ ტრფო­ბა­ზე დარ­დო­ბენ წე­რო­ე­ბი ლექ­ს­ში „გა­და­მა­ვიწყე“.

„ჩე­მი ოც­ნე­ბა მი­აქვთ წე­რო­ებს,
ნე­ტავ თუ ისევ და­მიბ­რუნ­დე­ბა?!“

წე­რო უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხეა პო­ე­ტის­თის, ვიდ­რე მერ­ცხა­ლი ან ბე­ღუ­რა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ფრე­ნის სი­მაღ­ლე­ზე სა­უბ­რის დრო­საც იგი წე­როს შე­ნატ­რის და არა, მა­გა­ლი­თად, არ­წივს. „ასაფ­რე­ნად რა დამ­ღ­ლი­და, რომ მე შენ­თ­ვის შე­მე­ხე­და, წე­რო­ე­ბის სი­მაღ­ლი­დან…“
გან­სა­კუთ­რე­ბულ რო­მან­ტი­კულ დატ­ვირ­თ­ვას იძენს წე­რო ლექ­ს­ში „წე­როს თოვ­ლი“. თუ­კი სხვა სიმ­ბო­ლის­ტი­სათ­ვის თოვ­ლი იის­ფე­რი ქალ­წუ­ლია, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა თოვ­ლი წე­როს და­ვუ­კავ­ში­როთ?! თოვ­ლი, რო­მე­ლიც წე­როს და­ფა­რავს, უნ­და იყოს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. პო­ე­ტი სიმ­ბო­ლუ­რად თოვლს ადა­რებს გან­ვ­ლილ წლებს, რო­მელ­თაც და­ფა­რეს მი­სი ახალ­გაზ­რ­დო­ბა და ისიც წე­რო­სა­ვით თოვ­ლ­ში ჩაფ­ლუ­ლი ცალ ფეხ­ზე მდგა­რი აგ­რ­ძე­ლებს არ­სე­ბო­ბას. ყინ­ვის იის­ფე­რი ზა­რე­ბი რე­კა­ვენ და მზე თით­ქოს ად­ნობს თოვლს, მაგ­რამ სი­ჭა­ბუ­კე მა­ინც მიფ­რი­ნავს, წყე­ულ­მა დრომ დან­დო­ბა არ იცის. პო­ე­ტი არ ნებ­დე­ბა და ჭი­ქას ითხოვს, ახალ სადღეგ­რ­ძე­ლოს სვამს, და­ნარ­ჩენ წე­რო­ებს, ანუ თა­ნა­მებ­რ­ძო­ლებს, პო­ე­ტებს, მო­უ­წო­დებს, სიკ­ვ­დი­ლის მე­რე მო­ი­გო­ნონ მგო­სა­ნი.

„წე­როს თოვ­ლ­ში წე­რო­ე­ბი მი­ტი­რეთ.“

გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის თი­თო­ე­უ­ლი ლექ­სი სი­ჭა­ბუ­კის შეს­ხ­მაა, რო­გორც ით­ქ­ვა და­საწყის­ში. თა­ვა­დაც მუ­დამ ინარ­ჩუ­ნებს ჭა­ბუ­კურ ძა­ლის­ხ­მე­ვას, ყო­ველ­თ­ვის ეძებს სა­კუ­თარ თავ­ში ახალ­გაზ­რ­დულ შე­მარ­თე­ბას. ლექ­ს­ში „შე­მოდ­გო­მა“ პო­ე­ტი სა­კუ­თა­რი შე­მოდ­გო­მის დად­გო­მა­ზე დარ­დობს:
„უცხო­ე­თის­კენ მიფ­რი­ნავს წე­რო, დგე­ბა წუ­თე­ბი სა­ბე­დის­წე­რო“, მაგ­რამ გრი­გა­ლი მის პო­ე­ზი­ა­ში არას­დ­როს სრულ­დე­ბა.
ხო­ხო­ბი – რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლად ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლო – გან­სა­კუთ­რე­ბით ეძ­ვირ­ფა­სე­ბა პო­ეტს. ალა­ზან­ზე შეფ­რ­თხი­ა­ლე­ბუ­ლი ხო­ხო­ბი ურ­ჩევ­ნია მას სო­ლო­მო­ნის მთელ გან­ძე­ულს, ოქ­რო­სა და ლალს („მე მირ­ჩევ­ნია ერ­თი ხო­ხო­ბი“). ხოხ­ბის მბზი­ნა­ვი ბუმ­ბუ­ლი აძ­ლევს სტი­მულს პო­ეტს, „აქარ­თუ­ლოს სიტყ­ვე­ბი“ და მი­სი ერ­თ­გუ­ლი იყოს ბო­ლომ­დე.

„და თუ ოდეს­მე ძირს და­ვე­ცე­მი, [ხო­ხო­ბი] შე­მო­მაშ­ვე­ლებს თა­ვის შა­რა­ვანდს.“

მე­ფე­თა ფრინ­ვე­ლი სხვა ლექ­ს­შიც წარ­მო­უდ­გე­ბა პო­ეტს მა­ნა­თო­ბელ სხი­ვად, გზის გამ­კ­ვ­ლევ შუ­ქუ­რად:

„ბევ­რ­ჯერ მზე ჩა­ვა დაჭ­რილ ირე­მად და
ოქ­როს ხოხ­ბად ამოფ­რინ­დე­ბა.“ („ჩე­მი ბა­ღი“)

ხოხ­ბის ჭრელ ბუმ­ბულს ლექ­სის სტრი­ქო­ნებ­ში აქ­სოვს პო­ე­ტი და მით აფე­რა­დებს თა­ვის პო­ე­ზი­ას: „ას­დი­ო­და ჩემს სტრი­ქო­ნებს ხოხ­ბის ბურ­ტყ­ლი ათას­ფე­რი…“
გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ცნო­ბი­ლი ფრა­ზა „ხოხ­ბო­ბას გნა­ხე მო­წურ­ვილ იყო, რო­ცა ზაფხუ­ლი რუს­თა­ვე­ლი­სა“ უჩ­ვე­უ­ლო ჟღე­რა­დო­ბა­სა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ელ­ფერს ანი­ჭებს მთელ ლექსს („ყივ­ჩა­ღის პა­ე­მა­ნი“). პა­ემ­ნის დრო და ად­გი­ლი ამ ერ­თი მი­ნიშ­ნე­ბი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი: ხოხ­ბო­ბას, ანუ მა­ის­ში შეხ­ვ­და იგი სატ­რ­ფოს (ხო­ხობ­თა შეწყ­ვი­ლე­ბის სე­ზო­ნია გა­ზაფხულ­ზე, ანუ მა­ი­სის ბო­ლოს, ივ­ნი­სის და­საწყის­ში, რო­ცა ავ­თან­დი­ლის მი­ერ ტა­რი­ე­ლი­სათ­ვის დათ­ქ­მუ­ლი „ვარ­დის­ფურ­ც­ლო­ბის“ დრო დგე­ბა), სა­ი­და­ნაც მთე­ლი ლექ­სის „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­სე­უ­ლი“ ალუ­ზია იკითხე­ბა.
შე­და­რე­ბა „ალაზ­ნის ვე­ლი – ხო­ხო­ბის ყე­ლი“ თით­ქოს მარ­ტი­ვი მიგ­ნე­ბაა, მაგ­რამ ზუს­ტად წარ­მო­ად­გენს ქარ­ში მო­ლივ­ლი­ვე ალაზ­ნის ვე­ლის სი­ლა­მა­ზეს, ნი­ა­ვის ყო­ველ და­ბერ­ვა­ზე რომ იც­ვ­ლის ფე­რებს ხოხ­ბის ყე­ლი­ვით.
ყვე­ლა დრო­ის მგო­სან­თათ­ვის სი­მაღ­ლის, სი­ა­მა­ყის, სიძ­ლი­ე­რის სიმ­ბო­ლო – არ­წი­ვი – გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის­თ­ვი­საც ტრფო­ბის სა­გა­ნია. სი­მაღ­ლე უყ­ვართ არ­წი­ვებს, მა­თი სწრაფ­ვა მზი­სა­კენ, თვალ­შე­უდ­გა­მი მწვერ­ვა­ლე­ბის­კენ მი­სა­ბა­ძია პო­ე­ტის­თ­ვის. იგი ნატ­რობს არ­წი­ვის ფრთი­დან შე­ეძ­ლოს გმი­რუ­ლი გა­ლო­ბა.

 „სი­მაღ­ლე უყ­ვართ არ­წი­ვებს,
შუა გაჰ­კ­ვე­თენ გან­წირ­ვით,
ვინც მზის გზას და­უ­ქარ­წ­ვი­მებს.“ („არ­წი­ვე­ბი“)

რით­მის თვალ­საზ­რი­სით, არ­წი­ვი-გან­წირ­ვით-და­უ­ქარ­წ­ვი­მებს, ერ­თი შე­ხედ­ვით, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიტყ­ვათ­შე­თან­ხ­მე­ბაა, თუმ­ცა თხზვი­სა და ახალ სიტყ­ვა­თა შექ­მ­ნის ოს­ტა­ტის­გან – არა უჩ­ვე­უ­ლო.
არ­წი­ვის შე­მარ­თე­ბით ითხოვს სხვა­გან დი­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას პო­ე­ტი:

„არ­წი­ვის ფრთე­ბით და­მიბ­რუ­ნეთ გვირ­გ­ვი­ნოს­ნე­ბა.“ („სო­ნე­ტი მე­ო­რე“)

რო­ცა ვა­ჟას ლან­დი წა­მო­უქ­რო­ლებს, წამ­ს­ვე ალი­ტე­რა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით ამოთ­ქ­ვამს: „მწვერ­ვალ­ნი სა­არ­წი­ვო­ნი არ­წივ­თა მო­სა­რე­წია …“ („ჩარ­გალ­ში“) და იქ­ვე აღი­ა­რებს: „ჩვენ შენს უბე­ში გაზ­რ­დილ­ნი ვწი­ვით, ვით ჩი­ტი მზეწ­ვია.“
თა­მარ­სა და რუს­თა­ველ­ზე სა­უბ­რი­სას ავ­ტო­რი არ იშუ­რებს ხა­ტო­ვან გა­მოთ­ქ­მებს და არ­წი­ვის სა­ხეს ათას­გ­ვარ ფე­რა­დოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ლექ­ს­ში „ვეფხის­ტყა­ო­სანს“ წიგ­ნის სას­წა­უ­ლებ­რივ გა­დარ­ჩე­ნას ასე აღ­წერს პო­ე­ტი:

„შენ არ გჭი­რო­და სა­ხიზ­რად გა­მოქ­ვა­ბულ­თა წყვდი­ა­დი,
არ­წი­ვის ფრთა­ში ჩა­სახ­ლ­დი, ქო­ხის ნა­ცარ­ში ბრწყი­ნავ­დი.“

ლექ­ს­ში „მეს­ხე­თი“ კვლავ იგო­ნებს რუს­თა­ვე­ლის ხა­ნას და იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო კვლავ გა­მომ­ზევ­დე­ბა ახა­ლი არ­წი­ვის მხრებ­ზე. თა­ვად არ­წი­ვუ­ლი სა­ხის მქო­ნე პო­ე­ტი ხში­რად მი­მარ­თავს ამ შე­და­რე­ბას. არ­წი­ვუ­ლი იერი და ამა­ყი გა­მო­ხედ­ვა ქა­ლის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლა­დაც მოს­წონს ავ­ტორს. ლექ­ს­ში „ქარ­თ­ველ ქალს“ ასე მი­მარ­თავს მშვე­ნი­ერ ასულს:

„შენს ამაყ, არ­წი­ვულ სა­ხეს მო­ა­ნა­თებ­და დახ­ს­ნის ღი­მი­ლი.“

მის­თ­ვის ასე­თია ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი, არა ჩად­რით მო­სი­ლი და მორ­ჩი­ლი, არა­მედ ძუ ვეფხ­ვი­ვით მებ­რ­ძო­ლი, არ­წი­ვი­ვით ლა­ღი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის მებ­რ­ძო­ლი.
ლექ­ს­ში „ჩი­ტო, წა­ი­ღე ეს წიგ­ნი!“ პო­ე­ტი არ­წივს აბა­რებს სამ­შობ­ლო­სათ­ვის გა­და­სა­ცემ სა­ა­ლერ­სო სიტყ­ვებს, უბ­რა­ლო ჩიტს ამას ვერ ან­დობს. იმე­დი აქვს, რომ ფრინ­ველ­თა მე­ფის უტე­ხი ფრთე­ბი არ და­ა­ღა­ლა­ტე­ბენ და უკ­ლებ­ლივ გა­დას­ცე­მენ მშო­ბელს მის­თ­ვის აკინ­ძულ ნა­სა­თუ­თებ სიტყ­ვებს.
ღი­მი­ლის ბიჭს, რო­მელ­საც უძ­ლე­ვე­ლო­ბის ნიშ­ნად ბეჭ­ზე არ­წი­ვი ახა­ტია, გა­მორ­ჩე­უ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით მო­იხ­სე­ნი­ებს ავ­ტო­რი ლექ­ს­ში „შინ­მო­უს­ვ­ლე­ლო, სა­და ხარ?“. სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­და­დე­ბულს, სიკ­ვ­დი­ლის შემ­დე­გაც, არ­წი­ვის მფარ­ვე­ლო­ბის იმე­დი აქვს.
ცალ­კე აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია პო­ე­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ე­ბი­სად­მი. ქარ­თ­ველ­თათ­ვის უპირ­ვე­ლეს ტკი­ვი­ლად და საზ­რუ­ნა­ვად ქცე­ულ აფხა­ზე­თის მი­წას უძღ­ვ­ნის პო­ე­ტი ლექსს „აფხი­არ­ცა“, რო­მელ­შიც უმ­ღე­რის ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის მე­გობ­რო­ბას. „ერთ არ­წი­ვის ორ ფრთას“ უწო­დებს იგი ქარ­თ­ვე­ლებ­სა და აფხა­ზებს. რო­გორც არ­წი­ვის ორი ფრთა ერ­თ­დ­რო­უ­ლად მოქ­მე­დებს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, ასე­ვე გა­ნუ­ყო­ფე­ლი უნ­და იყოს ამ ორი ერის თა­ნაცხოვ­რე­ბა ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კეთ­ლ­დღე­ო­ბის მი­საღ­წევ გზა­ზე. „გვე­ყო, გვე­ყო, რაც წარ­სულ­მა ყა­ნა დაღ­მა დაგ­ვი­ფარ­ცხა!“ სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ვერ გა­ი­თა­ვი­სეს აფხა­ზებ­მა, რომ შუღ­ლ­მა და მტრო­ბამ ვე­რა­სო­დეს გა­მო­ი­ღო კე­თი­ლი ნა­ყო­ფი. ორი­ა­თას­წ­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის ჩრდილს შე­ფა­რე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ბა ვერ და­ით­ვ­ლის მოძ­მე­სა და გულ­შე­მატ­კი­ვარს, „მთის იღ­ლი­ა­ში არ­წი­ვი­ვით ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი“, ბრძო­ლებ­ში სის­ხ­ლი­სა­გან დაც­ლი­ლი ერი მა­ინც ახერ­ხებ­და პა­ტი­ვი ეცა და ძმუ­რად მი­ე­ღო სტუ­მა­რი და ვაი, მას, ვინც ამ პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ნდო­ბას ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნებს! („თუ ძმო­ბა არი ჩვე­ნი სარ­და­ლი“).
ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ა­მა­ყო, დი­დე­ბუ­ლი და ძვირ­ფა­სია ერის­თ­ვის, პო­ე­ტი არ­წივს ადა­რებს. მა­გა­ლი­თად, ბოლ­ნი­სის სი­ონ­ზე მე-5 სა­უ­კუ­ნის წარ­წე­რას არ­წი­ვის ამო­ნა­კაწრს ამ­ს­გავ­სებს და ძალ­ზე ეამა­ყე­ბა, ქარ­თუ­ლი გო­ნე­ბის ბა­ლა­ვარს რომ უმ­ზერს დღე­საც („ბოლ­ნი­სის ტაძ­რის ქვა მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნი­სა“).
ბევ­რის­თ­ვის გაფ­რე­ნი­ლი ჩი­ტია სი­ცოცხ­ლე, ზო­გის­თ­ვის – ფეხ­მარ­დი კურ­დღე­ლი და მა­ვა­ნის­თ­ვის – გა­ჭე­ნე­ბუ­ლი რა­ში. გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძეს ხში­რად გაფ­რე­ნი­ლი სი­ცოცხ­ლე და გა­უფ­რე­ნე­ლი მერ­ცხა­ლი ებ­რა­ლე­ბა. მის­თ­ვის მთა­ვა­რია, არ გა­უფ­რინ­დეს არ­წი­ვი, მუ­ზა, შთა­გო­ნე­ბა, პო­ე­ზია.
„წამ­საც კი ვერ­სად ისეს­ხებ, თუ გა­გიფ­რინ­და არ­წი­ვი…“ („გა­უფ­რე­ნე­ლი მერ­ცხა­ლი და გაფ­რე­ნი­ლი სი­ცოცხ­ლე“).
წუ­თით აღარ გი­ღირს სი­ცოცხ­ლე, თუ და­კარ­გავ სუ­ლის სი­მაღ­ლეს, სიწ­რ­ფე­ლეს, არ­წი­ვი­სე­ბურ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სი­ლა­ღეს, გვაფ­რ­თხი­ლებს პო­ე­ტი.

⇒ „ზამ­ბა­ხე­ბი­ა­ნი ღა­მის“ მოტ­რ­ფი­ა­ლე მგო­სა­ნი

რო­მან­ტი­კოს­თათ­ვის – ნუ­გე­ში, სიმ­ბო­ლის­ტ­თათ­ვის – ტრფო­ბის სა­გა­ნი, მიჯ­ნურ­თათ­ვის – შემ­წე და დამ­ხ­მა­რე – ღა­მე და მთვა­რე – გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ლი­რი­კა­ში ხში­რად ფი­გუ­რი­რებს. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ყვე­ლა­ზე ხა­ტო­ვა­ნი გა­მოთ­ქ­მე­ბი, მე­ტა­ფო­რე­ბი თუ ეპი­თე­ტე­ბი სწო­რედ ღა­მე­სა და მთვა­რეს უკავ­შირ­დე­ბა. გოგ­ლას კალ­მის ერ­თი მოს­მით, ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით, იბა­დე­ბი­ან უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი მარ­გა­ლი­ტე­ბი: „ზამ­ბა­ხე­ბი­ა­ნი ღა­მე“ („ნი­ნოწ­მინ­დის ღა­მე“), „მთვა­რე შრი­ა­ლებს ფიჭ­ვი­ვით“ („ივ­რის ღა­მე“), „ჩო­ხა წვი­მი­სა მეც­მე­ვა და ყა­ბა­ლა­ხი მთვა­რი­სა“ („ცი­ცა­რი“)… გან­წყო­ბის გა­მო­სა­ხა­ტად, პე­ი­ზა­ჟის ლა­კო­ნი­უ­რად შე­საქ­მ­ნე­ლად პო­ე­ტი ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნებს მთვა­რის ხა­ტე­ბას. „მთვა­რე ხორ­ცით გა­ივ­სო“ („ახა­ლი მთვა­რე კა­ხეთ­ში“) – თით­ქოს მარ­თ­ლა გვინ­და ხე­ლით შე­ვე­ხოთ მთვა­რის ხორ­ცი­ან სხე­ულს; ხან­და­ხან გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მთვა­რეს ჩო­ხა აც­ვია და ღრუბ­ლებ­ში, ანუ ყა­ბა­ლახ­ში ხან ჩა­ი­მა­ლე­ბა, ხა­ნაც გა­მო­ა­ჩენს ნა­ხევ­რად სავ­სე სა­ხეს; მთვა­რე რომ შრი­ა­ლებს ფიჭ­ვის მსგავ­სად, გო­ნე­ბის­თ­ვის მი­უწ­ვ­დო­მე­ლი ხმა­უ­რია, ხო­ლო პო­ე­ტის სუ­ლი­სათ­ვის – ად­ვი­ლად შე­სამ­ჩ­ნე­ვი მოძ­რა­ო­ბა; „მთვა­რე გომ­ბორ­ზე წა­იქ­ცა“ („ივ­რის ღა­მე“) ან „მთვა­რე მთებს გად­მო­ეყ­ვინ­თა“ („თბი­ლი­სის გან­თი­ა­დი“) – ხილ­ვაა თუ ნა­ხა­ტი, ფან­ტას­მა­გო­რია თუ კა­ლე­ი­დოს­კო­პუ­რი ფან­ტა­ზია?! „სოფ­ლის გუ­ბე­ში გაჩ­რი­ლა მთვა­რე“ („ღა­მე ივე­რი­ი­სა“) – სოფ­ლის მარ­ტი­ვი, იდი­ლი­უ­რი სუ­რა­თი და­ი­ხა­ტა მხო­ლოდ ერ­თი მო­ნას­მით; „ღვი­ნი­ან ჯამ­ში ნარ­გი­ზი­ვით მთვა­რე ჩა­ვარ­და“ („მე­ტი­ვე­ე­ბი“) – ყვით­ლად გავ­სე­ბუ­ლი მთვა­რის შუ­ქი ლაპ­ლა­პებს მტკვარ­ზე და გინ­და ჭი­ქა­ში ჩას­ხ­მუ­ლი მნა­თო­ბი შეს­ვა, სადღეგ­რ­ძე­ლოც მი­უძღ­ვ­ნა მე­ტი­ვე­ე­ბის და­რად; „გად­მოდ­გა მთვა­რე ნა­რი­ყა­ლა­ზე“ („მოგ­ზა­უ­რო­ბა სამ­შობ­ლო­ში“) – გე­ლან­დე­ბა, ულა­მა­ზე­სი ქალ­წუ­ლი ყელს იღე­რებს ნა­რი­ყა­ლას ცი­ხი­დან და დე­და­მი­წის ბი­ნა­დარ­ნი მო­ნუს­ხულ­ნი შევ­ც­ქე­რით მას; სწო­რედ ასე­თია „მთვა­რე – გუ­ლის გა­მა­პო­ბე­ლი“, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სა­ხეს რომ ადა­რებს ყვე­ლა მიჯ­ნუ­რი და მი­სი სა­ხის მო­ხა­ზუ­ლო­ბა­ში სა­ნუკ­ვარ ნაკ­ვ­თებს პო­უ­ლობს, სატ­რ­ფოს მა­გივ­რად მნა­თობს ეალერ­სე­ბა; „გე­დი­სე­ბუ­რი მღელ­ვა­რე­ბით მთვა­რე მის­ცუ­რავს“ („სუ­ლა­მით“) – ამ მე­ტა­ფო­რა­ში პო­ე­ტი­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ორი სა­ხე-სიმ­ბო­ლოა შერ­წყ­მუ­ლი, თა­ნაც იმ­გ­ვა­რად, რომ ვი­ჯე­რებთ, მთვა­რე გე­დი­ვით ყელ­მო­ღე­რე­ბუ­ლი და­ცუ­რავს ცის უკი­დე­გა­ნო სივ­რ­ცე­ში, აფ­რ­თხობს ბო­როტს, გზას უნა­თებს კე­თილს… ზოგს „მთვა­რე წიგ­ნ­ზე შე­მო­ად­ნე­ბა“, ზო­გიც ტა­რი­ე­ლი­ვით „გა­და­ი­ჩე­ხე­ბა მთვა­რის კლდე­ებ­ზე“. სა­ნამ დი­ლა ამო­ვა და და­იწყებს დღე ფეთ­ქ­ვას ახა­ლი ძა­ლით, მა­ნამ­დე „მთვა­რეს და­უდ­გამს ფარ­ჩის პა­ლა­ტე­ბი“. ისე­დაც მიჯ­ნუ­რო­ბით მთვრალ პო­ეტს მთვა­რე ას­მევს „სიყ­ვა­რუ­ლის ტბორს“, თან მაც­დუ­რად უღი­მის. რო­გორ უნ­და იმ­ღე­როს მთვრალ­მა ოს­ტატ­მა? და კვლავ მთვა­რეა მშვე­ლე­ლი – „და­მის­ხი მთვა­რევ, ღა­მის თა­მა­დავ!“ („მთვა­რე, ღა­მის თა­მა­და“).
პა­ტარ­ძე­უ­ლი­დან სა­სო­ე­ბით წა­მო­ღე­ბულ პა­ტა­რა ქვას თი­ლის­მა­სა­ვით ატა­რებს პო­ე­ტი და მთვა­რის ნა­ლევს უწო­დებს მას („პა­ტა­რა ქვაო პა­ტარ­ძე­ულ­ში“). მთვა­რე­სა­ვით სდა­რა­ჯობს ეს ქვა მგო­სანს, გზას უკ­ვა­ლავს, წინ მი­უძღ­ვის. ლექ­ს­ში „მუ­ხის ფო­თო­ლი“ მთვა­რეს კვლავ გზამ­კ­ვ­ლე­ვად მო­ი­აზ­რებს პო­ე­ტი. „როს იწე­რე­ბა რუ­კა მთვა­რი­სა“, მა­შინ შე­ა­ცუ­რებს პო­ე­ტი ოც­ნე­ბის ზღვა­ზე თა­ვის ტივს და ხელს აფა­თუ­რებს წყალ­ში, ეგებ ოქ­როს თევ­ზი მოჰ­ყ­ვეს მის ბა­დეს. მთვა­რეც აშ­კა­რად სწყა­ლობს პო­ეტს, რად­გან არა­ერ­თი მშვე­ნი­ე­რი თევ­ზი – ლექ­სი და­ა­ჭე­რი­ნა.

„რა არი, გყავ­დეს ერ­თი მე­რა­ნი, თუ გსურს მთვა­რეს­თან გა­დამ­ღე­რა­ნი.“ („მუ­ხის ფო­თო­ლი“)

⇒ რო­გორ იქ­ცე­ვა „ ლექ­სის მერ­ძე­უ­ლი“, „პო­ე­ზი­ის მე­ხან­ძ­რე“ და „ სიტყ­ვის მე­კალ­მა­ხე“ პო­ე­ტი იორ­ზე მომ­ღე­რალ წნო­რის ხედ?

გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძემ და­ამ­კ­ვიდ­რა ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში გა­მოთ­ქ­მა: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ლექ­სის მე­ხან­ძა­რე­ნი“(„ნი­ნოწ­მინ­დის ღა­მე“) და მას მე­რე ქარ­თ­ველ პო­ე­ტებს ხში­რად იხ­სე­ნი­ე­ბენ ამ მრავ­ლის­მ­თ­ქ­მე­ლი ეპი­თე­ტით. პო­ე­ტის ვა­ლია, ააბ­რი­ა­ლოს სიტყ­ვა ცეცხ­ლი­ვით, აან­თოს დი­დი და პა­ტა­რა პო­ე­ზი­ის სიყ­ვა­რუ­ლით და გა­აღ­ვი­ვოს კო­ცო­ნი, რო­მე­ლიც მო­ე­დე­ბა ხან­ძა­რი­ვით მთელ ქვე­ყა­ნას. ამით შე­მოქ­მე­დის მი­სი­აც შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა – პო­ე­ზი­ის სიყ­ვა­რუ­ლის ცეცხლს ვე­ღა­რა­ვინ ჩა­აქ­რობს! ლექ­ს­ში „პო­ეტს“ იგი მო­უ­წო­დებს თა­ნა­მო­კალ­მე­ებს:

„დას­ძა­რი შე­ნი ლექ­სის ხან­ძა­რი და სხვა დი­დე­ბას ნუ­რას და­ე­ძებ.“

მხო­ლოდ აბ­რი­ა­ლე­ბუ­ლი გუ­ლი ამოთ­ქ­ვამს ასეთ სტრი­ქო­ნებს, თო­რემ მი­ნავ­ლუ­ლი ნაღ­ვერ­და­ლი ვერ და­ბა­დებს ცეცხ­ლო­ვან ფრა­ზებს. მრა­ვა­ლი „ოც­ნე­ბა­თა ზვი­ნი“ უნ­და დაწ­ვას პო­ეტ­მა, სა­ნამ ერთ ისეთ სტრი­ქონს შექ­მ­ნის, რო­მე­ლიც ხალ­ხის გუ­ლებ­ში გა­აღ­ვი­ვებს ჯერ ალს, ნა­პერ­წ­კალს, მე­რე კი დიდ კო­ცონს და­ან­თებს სამ­შობ­ლოს გა­ცი­ე­ბუ­ლი გუ­ლის გა­სათ­ბო­ბად.

„და მჯე­რა, ყვე­ლას ერ­თად მიგ­ვიყ­ვანს სამ­შობ­ლოს ცეცხ­ლი სა­კურ­თხე­ველ­თან.“ („პო­ე­ტე­ბი“)

პო­ე­ზი­ა­ზე სა­უბ­რი­სას პო­ე­ტი თა­ვა­დაც ცეცხ­ლო­ვა­ნი სტრი­ქო­ნე­ბით სა­უბ­რობს: „მწამს პო­ე­ზია ცეცხ­ლით ნა­ზა­ვი“ ან „თუ პო­ე­ზია ზვა­ვი არ არის, მაშ, სამ­შობ­ლო­ში რამ და­იგ­რ­გ­ვი­ნა?“ („პო­ე­ტი მუ­დამ ალამ­და­რია“). „ალამ­და­რი“ პო­ე­ტის გუ­ლი სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის ცეცხლს და­უ­და­ღავს, მი­სი პო­ე­ზია ბა­ი­რა­ღია, რო­მე­ლიც ერს ალა­მი­ვით უპყ­რია ხელთ.
რო­გორც სიმ­ბო­ლისტ პო­ეტს სჩვე­ვია, იგი ყვე­ლა სა­განს უჩ­ვე­უ­ლო სიმ­ბო­ლურ დატ­ვირ­თ­ვას ანი­ჭებს, მა­გა­ლი­თად, მგო­სა­ნი ხან ლექ­სის მერ­ძე­უ­ლია, ხა­ნაც – სიტყ­ვის მე­კალ­მა­ხე. ორი­ვე შე­და­რე­ბა ყუ­რადღე­ბას იპყ­რობს ხა­ტო­ვა­ნე­ბით. ცნო­ბი­ლია, კალ­მა­ხი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მდი­ნა­რე­ე­ბის მშვე­ნე­ბაა, იგი მხო­ლოდ სუფ­თა წყლებ­ში ბი­ნად­რობს. სწო­რედ ამის გა­მო წერს ავ­ტო­რი: „სა­კალ­მა­ხე წყა­ლი­ვით ლექ­სი ვერ ვაწ­კ­რი­ა­ლე“ („სიმ­ღე­რა პირ­ველ თოვ­ლი­სა“). პო­ე­ტის აზ­რით, მი­სი გუ­ლი და გო­ნე­ბა სა­კალ­მა­ხე წყა­ლი­ვით სუფ­თა და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე უნ­და იყოს, თუ­კი გა­ნიზ­რა­ხავს კალ­მის მე­ლან­ში დას­ვე­ლე­ბას. მას სურს, კამ­კა­მა წყალ­ში და­ი­ჭი­როს კალ­მა­ხე­ბი-ლექ­სე­ბი.
ლექ­სის მერ­ძე­უ­ლით კი პო­ე­ტი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ რძე­სა­ვით თეთ­რი და სა­თუ­თი უნ­და იყოს თი­თო­ე­უ­ლი ლექ­სი, რო­მე­ლიც დი­დი ზრუნ­ვი­სა და შრო­მის ფა­სად იწე­რე­ბა. ლექ­ს­ში „სად ინა­ვარ­დებ?“ პო­ე­ტი კი­დევ ერ­თხელ იყე­ნებს ამ შე­და­რე­ბას. ლექსს ანუ რძეს შეს­ვამს ის, ვინც გა­ი­გებს მის ლექ­სად ნათ­ქ­ვამ სათ­ქ­მელს და შე­ირ­გებს პო­ე­ტის ხე­ლით გაწ­ვ­დილ რძეს: „რძეს, ამო­ხეთ­ქილს ძუ­ძუ­დან, შეს­ვამს ის, ვი­საც ერ­გე­ბა.“
სამ­შობ­ლოს რძით ნა­საზ­რ­დო­ე­ბი პო­ე­ტი ეფე­რე­ბა თა­ვის მშობ­ლი­ურ კუთხეს:

„თი­თო­ე­უ­ლი შე­ნი რძის წვე­თი ჩემ­ში ჩქეფს ლექ­სად, საქ­მედ, ოც­ნე­ბად.“ („პა­ტა­რა ქვაო პა­ტარ­ძე­ულ­ში“)
ან „ჩემს სიტყ­ვას ზრდი­და ნა­ჟუ­რი რძე­გავ­სილ კვირ­ტის ბა­ღე­ბის.“ („წარ­წე­რა წიგ­ნ­ზე“)

მშობ­ლი­ურ ფეს­ვებს მოწყ­ვე­ტი­ლი და უცხო რძით გა­მოკ­ვე­ბი­ლი პო­ე­ტი ვერ და­ი­ვა­ნებს მა­რა­დი­სო­ბა­ში, მი­სი პო­ე­ზია ვერ გახ­დე­ბა უკ­ვ­და­ვი.

„შენ უკ­ვ­და­ვი რძით და­მა­ძუ­ძუ­რე, შხე­ფი ნათ­ლი­სა სულ­ში დას­ძა­რი“ („ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა“)

ყვე­ლა პო­ეტს აქვს გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი ხე, მცე­ნა­რე, ყვა­ვი­ლი… ვა­ჟას­თ­ვის ძვირ­ფა­სია ხმე­ლი წი­ფე­ლი, ქუ­ჩი, ია; ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის­თ­ვის – ჩი­ნა­რი; რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის­თ­ვის – მუ­ხა, გოგ­ლას­თ­ვის – წნო­რი და ბრო­წე­უ­ლი. გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე ხში­რად აიგი­ვებს სა­კუ­თარ თავს ცა­დაწ­ვ­დილ წნო­რის ხეს­თან:

„იორ­ზე ვმღე­რი წნო­რებ­თან ერ­თი იმ წნო­რებ­თა­გა­ნი !“ („ივ­რის ღა­მე“)

წნო­რის სიყ­ვა­რუ­ლით იგი ეფე­რე­ბა ხან მტკვარს: „მტკვარ­ზე წნო­რე­ბი უკ­რა­ვენ თა­რებს“; ხან იორს – „ქა­ლამ­ნის წყა­ლო – წნო­რე­ბის ღვა­რო“; ხან თა­ვის სო­ფელს – პა­ტარ­ძე­ულს „ჩე­მი აკ­ვა­ნი წნო­რის ტო­ტი­სა იქა ყო­ფი­ლა გა­დარ­წე­უ­ლი“. წნო­რის სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან თან სდევს პო­ეტს, ამი­ტომ იგი შე­სის­ხ­ლ­ხორ­ცე­ბუ­ლია მას­ში მშობ­ლი­უ­რი მი­წის სურ­ნელ­თან.

„მშო­ბელ მი­წა­ში მიდ­გას ფეს­ვე­ბი, რო­გორც წყალ­ში დგას წნო­რის ძი­რე­ბი.“ („ვუმ­ღერ სამ­შობ­ლოს“)

რო­გორც წნო­რი ის­რუ­ტავს წყლი­დან ყო­ვე­ლი­ვე სა­სარ­გებ­ლოს, ასე­ვე შთან­თ­ქავს პო­ე­ტის ფან­ტა­ზია ყო­ვე­ლი­ვე ხალ­ხურს, ძირ­ძ­ველს, ქარ­თულს. სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლას მა­ტებს მას ფოლ­კ­ლო­რი, მის შე­მოქ­მე­დე­ბას წნო­რი­ვით ღრმად გა­უდ­გამს ფეს­ვე­ბი მშობ­ლი­ურ ნი­ა­დაგ­ზე და ამ ხე­სა­ვით ამა­ყად ტო­ტებ­გაშ­ლი­ლი გაჰ­ყუ­რებს შო­რეთს, არ უფ­რ­თხის დრო­ის მსახ­ვ­რალ ხელს. „მწვა­ნე წნო­რე­ბის მი­სალ­მე­ბა“ („ელ­ვა­თა ცეცხ­ლ­ში იჭე­დე­ბო­და“) გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სია კა­ხე­ლი კა­ცი­სათ­ვის, თით­ქოს თა­ვად კა­ხე­თი ეგე­ბე­ბა ტო­ტე­ბის შრი­ა­ლით, გაშ­ლი­ლი ხე­ლით, სურს, მო­ეხ­ვი­ოს, გულ­ში ჩა­იკ­რას პო­ე­ტი. „თმა­გა­წე­წი­ლი“ მწვა­ნე წნო­რე­ბის და­ნახ­ვა­ზე პო­ეტს უჩ­ნ­დე­ბა ერ­თი სურ­ვი­ლი: „მე შენს წნო­რებ­ში გახ­ვე­ვა მინ­და“ („ივ­რის პი­რად“).
აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რამ­ხე­ლა დატ­ვირ­თ­ვას ანი­ჭებს იგი ბრო­წე­უ­ლის ხეს, ეს ლე­ო­ნი­ძის მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი­დან „ნატ­ვ­რის ხე“ ჩანს და ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა. ზამ­ბა­ხი კი მი­სი ლექ­სე­ბის უც­ვ­ლე­ლი თე­მაა: „ბინ­დი მო­დის ზამ­ბა­ხი­ვით“, „ზამ­ბა­ხე­ბი­ა­ნი ღა­მე“, „ჩე­მი ლექ­სე­ბის ზამ­ბა­ხე­უ­ლად“. ლექ­ს­ში „ზამ­ბა­ხი“ პო­ე­ტი ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა ზამ­ბა­ხის კვალს სდა­რა­ჯობს და ოც­ნე­ბის თვა­ლით მას­ში სი­ჭა­ბუ­კის ხიბლს ხე­დავს. „მე მა­ინც ისევ მემ­კ­რ­თოლ­ვა­რე­ბა გა­და­ხუ­ნე­ბულ ზამ­ბა­ხის კვა­ლი“.

⇒ მარ­ტო­ო­ბის არ­ტა­ხე­ბი – ოლე

სი­მარ­ტო­ვის ულა­მა­ზე­სი სიმ­ღე­რაა „ოლე“, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა პა­ტარ­ძე­ულ­ში გან­მარ­ტო­ე­ბით მდგარ ხეს. „მახ­სოვს ეზო­ში დი­დი ფშა­ტის ხე, სი­ბე­რი­სა­გან გა­დაქ­ცე­უ­ლი („პა­ტარ­ძე­უ­ლი“). ოლე სა­ყა­ნედ გა­კა­ფულ ად­გი­ლას საჩ­რ­დი­ლობ­ლად და­ტო­ვე­ბულ ხეს ნიშ­ნავს. პო­ე­ტი­სათ­ვის ოლე მარ­ტო­ო­ბით, სევ­დი­თა და ცრემ­ლით გულ­გა­სე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის სიმ­ბო­ლოა, მაგ­რამ არა შე­საბ­რა­ლი­სი, არა­მედ ამა­ყად მდგა­რი, მა­ინც მო­მავ­ლის შემ­ყუ­რე.

                                   „ხე ბრუნ­დევ და ხე მარ­თა­ლო, ხეო, ერ­თი ბეწ­ვა,
რა­შო, მი­წას მი­ჭე­დი­ლო, მარ­ტო­ხეო ოლე.“

მას­ზე მარ­ტო­სუ­ლი და ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი არა­ვინ ეგუ­ლე­ბა, სატ­რ­ფო­საც ამა­ოდ მო­ე­ლის ოლე, რად­გან პარ­ტა­ხი და ნა­მე­ხა­რი ხე არა­ვის უყ­ვარს. ცის­კენ აქვს თა­ვი მუ­და­რით მიქ­ცე­უ­ლი და მნა­თობ­თა იმე­დი­ღა აქვს მი­წას მი­ჭე­დილს. დაწყ­ვე­ტილ­ფ­რ­თე­ბი­ან არ­წივ­საც ადა­რებს მას პო­ე­ტი, რო­მელ­საც უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლი გას­ჩე­ნია, აიჭ­რას ცა­ში.
უდი­დე­სი ენერ­გი­აც და იმავ­დ­რო­უ­ლად სით­ბო იგ­რ­ძ­ნო­ბა პო­ე­ტის სიტყ­ვებ­ში: „მარ­ტო­ო­ბის არ­ტა­ხე­ბი გა­და­ხიე, ოლე!“. პო­ე­ტის ფან­ტა­ზი­ას ესა­ხე­ბა ტი­ვად შეკ­რუ­ლი, ლი­ახ­ვ­ში ად­გა­ფუ­ნე­ბუ­ლი ხე. წა­მიც და გა­რან­დულ-გა­ჩარ­ხუ­ლი ოლე უკ­ვე დარ­ბა­ზის დე­და­ბო­ძად და კე­რი­ის და­მამ­შ­ვე­ნებ­ლად იქ­ცე­ვა. ამას – შე­სა­ფე­რის და­ფა­სე­ბა­სა და პა­ტი­ვის მი­გე­ბას – იმ­სა­ხუ­რებს ყვე­ლა მოთ­მი­ნე­ბით მომ­ლო­დი­ნე, პო­ე­ტის აზ­რით.

⇒ „ქარ­თ­ლის ხე­ო­ბებს ას­დის ნის­ლე­ბი…“

ყვე­ლა­ნა­ი­რი ეპი­თე­ტი შე­იძ­ლე­ბა მი­ვუ­სა­და­გოთ გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძის პო­ე­ზი­ას, ოღონდ არამც და არამც და­ნის­ლუ­ლი. მი­სი ლი­რი­კა არ არის ბინ­დით, ბუ­რუ­სით, ნის­ლით მო­ცუ­ლი, პი­რი­ქით, თი­თო­ე­უ­ლი პწკა­რი­დან ის­მის გრგვინ­ვა, ქუ­ხი­ლი, ნა­კა­დუ­ლის ლიკ­ლი­კი, ფოთ­ლის შრი­ა­ლი, კა­ხე­ლი კა­ცის ღი­ღი­ნი… და მა­ინც, სიმ­ბო­ლის­ტი პო­ე­ტის ლექ­სე­ბის­თ­ვის ნის­ლი უცხო არ არის. იგი ხში­რად იყე­ნებს ამ სა­ხე-სიმ­ბო­ლოს, რო­ცა სა­უბ­რობს სიკ­ვ­დილ­ზე, ბო­რო­ტე­ბის მე­უ­ფე­ბა­ზე…

„შა­ვი დრო­შე­ბი ნის­ლი­ვით სამ­შობ­ლოს და­ე­ფი­ნე­ბა“ („წიგ­ნი ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბა“)

მი­სი კა­ლა­მი მოკ­ლედ მო­ხა­ზავს: „შა­ვი სიზ­მ­რე­ბის მეხ­ვე­ვა ნის­ლი“ და სიკ­ვ­დი­ლის მო­ცი­ქუ­ლე­ბიც თით­ქოს წამ­ს­ვე აის­ვე­ტე­ბი­ან ჩვენ თვალ­წინ. რო­ცა კა­ეშ­ნი­ა­ნი ფიქ­რე­ბი შე­მო­აწ­ვე­ბა პო­ეტს, წერს: „ნის­ლი ბალ­ღამს ან­თხევს“ ან „მე­ბუ­რე­ბა ნის­ლის სის­ქე“ („ნაძ­ვის წიწ­ვებს სწიწ­კ­ნის წვი­მა“). რო­ცა შე­ბინ­დე­ბის სუ­რა­თის და­ხატ­ვა სურს, კვლავ ნის­ლე­ბი ქმნი­ან ნაღ­ვ­ლი­ან გან­წყო­ბას: „ამო­ი­ყა­რა მტკვარ­მა ბუ­რუ­სი, გზე­ბი ნის­ლე­ბით გა­და­ი­რა­ზა“ („ლო­ჭი­ნის მწუხ­რი“). ერ­თე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში ნის­ლი ვარ­დის­ფ­რად ესა­ხე­ბა პო­ეტს: „მთე­ბი ვარ­დის­ფერ ნის­ლებ­ში დგა­ნან“ („ვარ­ს­კ­ვ­ლავ­თა ფა­ფარს“). თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, კვლავ „სიკ­ვ­დი­ლის გზა არ­რა არის ვარ­დის­ფერ გზის გარ­და“ გა­ვიხ­სე­ნოთ და ესეც და­ვუ­კავ­ში­როთ მიღ­მი­ე­რი სამ­ყა­როს ხილ­ვას. სხვა ლექ­ს­ში გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე აცხა­დებს, რომ უყ­ვარს და­ნის­ლულ გზებ­ზე სი­ა­რუ­ლი, ლექ­ს­ში „გა­და­მა­ვიწყე“ კი ნის­ლი გა­და­უ­ლა­ხავ დაბ­რ­კო­ლე­ბად ეღო­ბე­ბა: „შენ და­მი­ვიწყე, ნის­ლი ბრუნ­დე­ბა.“ ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რის გავ­ლე­ნას გა­ნიც­დის რო­გორც ანა კა­ლან­და­ძის ლექ­სი „სთქვი, არ­ჯა­კე­ლო ხვი­ა­რავ!“, ასე­ვე გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ლექ­სი „ნის­ლე­ბი“:

„მთი­დან შავ­ხევ­ში ნის­ლე­ბი ნე­ტა­ვი რის­თ­ვის ჩა­დი­ან?
იქ­ნებ წყლის ამო­სა­ტა­ნად, იქ­ნებ სხვა რა­მე დარ­დი აქვთ?“

ანას ხვი­ა­რა თუ ღრუბ­ლებ­ზე ფიქ­რობს, გოგ­ლას ნის­ლებს სხვა დარ­დი აწ­ვა­ლებთ: კა­ცის და­ნახ­ვა სწყუ­რი­ათ. და ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ლექ­სის „ყივ­ჩა­ღის პა­ე­მა­ნი“ ფი­ნა­ლი, რო­მელ­შიც სწო­რედ ნის­ლის სიმ­ბო­ლი­კით ქმნის ავ­ტო­რი წარ­სუ­ლის რეტ­როს­პექ­ტი­ულ სუ­რათს:

„რო­გორც საძ­რო­ხე ქვაბს ოხ­ში­ვა­რი, ქარ­თ­ლის ხე­ო­ბებს ას­დის ნის­ლე­ბი.“

ნის­ლი­ა­ნია მო­მაკ­ვ­და­ვი ყივ­ჩა­ღის მზე­რა, რად­გან წარ­სულ­ში იმ­ზი­რე­ბა იგი, კვლავ და­სა­მა­რე­ბა ელის. მომ­თა­ბა­რე ტო­მის შე­სა­ფე­რის შე­და­რე­ბას ზუს­ტად პო­უ­ლობს ავ­ტო­რი, რო­ცა წერს, რომ საძ­რო­ხე ქვა­ბი­დან ადე­ნი­ლი ორ­თ­ქ­ლის მსგავ­სი ნის­ლი ბუ­რავს მის­თ­ვის არეს.
სა­გულ­და­გუ­ლოდ გაჩხ­რე­კის მე­რე…
სულ ეს არის, რი­სი მოჩხ­რე­კა, მიგ­ნე­ბა და მო­ნიშ­ვ­ნაც შევ­ძე­ლი. აურაცხე­ლი სა­ხე-სიმ­ბო­ლოს მო­ძი­ე­ბაა კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლი, რად­გან ამო­უ­წუ­რა­ვია გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძის ლი­რი­კის სა­გან­ძუ­რი. თა­ვის დრო­ზე პო­ე­ტი აცხა­დებ­და:

„თა­ნა­მედ­რო­ვეთ გუ­ლი და გე­მო მათ ნე­ბი­სა­მებრ თუ ვერ გავ­თაფ­ლე,
ხომ შე­მიძ­ლია, ვთქვა, და­ვი­ჩე­მო, ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა არ და­ვამ­დაბ­ლე!“
(„ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა“)

ვი­მე­დოვ­ნებთ, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის პო­ე­ზი­ის წყა­ლო­ბით, ახა­ლი თა­ო­ბა მე­ტად შე­იყ­ვა­რებს ქარ­თულ ენას, ქარ­თ­ველ მე­ლექ­სე­ებს და არ და­ამ­დაბ­ლებს მუხ­ლად, ბე­და­ურ, ღო­ნი­ერ ქარ­თულ სიტყ­ვას.

ქე­თე­ვან ქა­თა­მა­ძე
სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის 72-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფაკ­ლუ­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:
♦ მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი გ. სა­მეც­ნი­ე­რო-კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბი გ. ლე­ო­ნი­ძე­ზე, 1972წ;
♦ ცი­ციშ­ვი­ლი ნ. მგოს­ნის სი­ლუ­ე­ტი (გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო კრე­ბუ­ლი) 1970წ;
♦ ჭი­ლაია ს. მო­გო­ნე­ბე­ბი გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე­ზე, 1975წ;
♦ ხერ­ხე­უ­ლი­ძე გრ. თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის პო­ე­ზია, 1959წ.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები