13 აპრილი, შაბათი, 2024

გიორგი ამილახვარმა აჭარის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს. მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ ბათუმში, აჭარის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-ზე მეტ პედაგოგთან გამართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა და მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.

 

გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებზე. მისი თქმით, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც, თავის მხრივ, მათი მაქსიმალური ჩართულობით არსებული სქემის დახვეწას გულისხმობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლებთან შეხვედრები და მათი მონაწილეობა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს მიერ განხორციელებული თითოეული ინიციატივა მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პედაგოგთა საუკეთესო ინტერესებს.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.

მასწავლებლებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

გიორგი ამილახვრის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები