27 ივლისი, შაბათი, 2024

გთხოვთ, „ახალი განათლების“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსის მსმენელებმა ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინფორმაცია!

spot_img
  1. ნახეთ საკუთარი თიმს-ანგარიშები (როგორც მოკლედ ვეძახით – თიმსი) და დააკვირდით იქ ჯგუფის სახელწოდებებს. ახალი ჯგუფი უნდა გამოგიჩნდეთ უახლოეს ხანებში. მათი სახელებია: „პორტფოლიო წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის“, „პროფესიული უნარები“, „პროფესიული უნარების გამოცდისთვის“.

თქვენ, მაქსიმუმ, ორი ჯგუფის წევრი იქნებით და არა – სამის. ეს დამოკიდებულია იმაზე, ერთ მოდულზე ხართ რეგისტრირებული თუ ორზე. ყოველი შეხვედრა ჩანიშნული იქნება კალენდრის მიხედვით. გთხოვთ, რამდენიმე საათით ადრე ნუ წამოიწყებთ ზარს.

  1. იმ შემთხვევაში, თუ არ გიჩანთ ეს ჯგუფები, 25 სექტემბრის 15 საათამდე მისწერეთ როლანდ ხოჯანაშვილს ელექტრონულ ფოსტაზე – rokorolandi@gmail.com – შეკითხვა და შეკითხვას დაურთეთ თქვენი ტელეფონის ნომერი.
  2. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ შეძლებთ დანიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას, ჯგუფებში შეინახება ჩანაწერები და მათი ნახვა-მოსმენა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ, 2023 წლის ივნისის ბოლომდე.
  3. პორტფოლიოს ჯგუფისთვის, 10 თვეში, 50 საათზე მეტი დროით გაგრძელდება ტრენინგ-კურსი.
  4. პროფესიული უნარების ჯგუფებისთვის, 10 თვეში, 100 საათზე მეტი დროით გაგრძელდება ტრენინგ-კურსი.
  5. ტრენინგ-კურსს გაუძღვებიან განათლების სპეციალისტები: როლანდ ხოჯანაშვილი და ნინო ჩიხლაძე.
  6. პირველი შეხვედრისას ტრენერები შეგითანხმებენ ტრენინგების ჩატარების დროსა და ხანგრძლივობას სილაბუსების მიხედვით.
  7. ახალი ჯგუფის შექმნა პროფესიული გამოცდისთვის დაგეგმილია ნოემბრიდან და თანხა, ტრადიციულად, 100 საათზე გაითვლება, 300 ლარის ოდენობით.
  8. კოორდინაცისთვის დაგეგმილია დახურული ფეისბუკ-ჯგუფის შექმნა, ამასთან დაკავშირებით ტრენერები თავად გაგესაუბრებიან.
  9. ტრენინგ-კურსი გულისხმობს თეორიული და პრაქტიკული ნაწილის განხორციელებას.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები