- ნახეთ საკუთარი თიმს-ანგარიშები (როგორც მოკლედ ვეძახით – თიმსი) და დააკვირდით იქ ჯგუფის სახელწოდებებს. ახალი ჯგუფი უნდა გამოგიჩნდეთ უახლოეს ხანებში. მათი სახელებია: „პორტფოლიო წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის“, „პროფესიული უნარები“, „პროფესიული უნარების გამოცდისთვის“.
თქვენ, მაქსიმუმ, ორი ჯგუფის წევრი იქნებით და არა – სამის. ეს დამოკიდებულია იმაზე, ერთ მოდულზე ხართ რეგისტრირებული თუ ორზე. ყოველი შეხვედრა ჩანიშნული იქნება კალენდრის მიხედვით. გთხოვთ, რამდენიმე საათით ადრე ნუ წამოიწყებთ ზარს.
- იმ შემთხვევაში, თუ არ გიჩანთ ეს ჯგუფები, 25 სექტემბრის 15 საათამდე მისწერეთ როლანდ ხოჯანაშვილს ელექტრონულ ფოსტაზე – rokorolandi@gmail.com – შეკითხვა და შეკითხვას დაურთეთ თქვენი ტელეფონის ნომერი.
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ შეძლებთ დანიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას, ჯგუფებში შეინახება ჩანაწერები და მათი ნახვა-მოსმენა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ, 2023 წლის ივნისის ბოლომდე.
- პორტფოლიოს ჯგუფისთვის, 10 თვეში, 50 საათზე მეტი დროით გაგრძელდება ტრენინგ-კურსი.
- პროფესიული უნარების ჯგუფებისთვის, 10 თვეში, 100 საათზე მეტი დროით გაგრძელდება ტრენინგ-კურსი.
- ტრენინგ-კურსს გაუძღვებიან განათლების სპეციალისტები: როლანდ ხოჯანაშვილი და ნინო ჩიხლაძე.
- პირველი შეხვედრისას ტრენერები შეგითანხმებენ ტრენინგების ჩატარების დროსა და ხანგრძლივობას სილაბუსების მიხედვით.
- ახალი ჯგუფის შექმნა პროფესიული გამოცდისთვის დაგეგმილია ნოემბრიდან და თანხა, ტრადიციულად, 100 საათზე გაითვლება, 300 ლარის ოდენობით.
- კოორდინაცისთვის დაგეგმილია დახურული ფეისბუკ-ჯგუფის შექმნა, ამასთან დაკავშირებით ტრენერები თავად გაგესაუბრებიან.
- ტრენინგ-კურსი გულისხმობს თეორიული და პრაქტიკული ნაწილის განხორციელებას.