13 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

გზა, რო­მე­ლიც მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას, ძი­ე­ბას და გუ­ლით შრო­მას მო­ითხოვს

მა­კა ქენ­ქა­ძე
გო­რის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი

 

 

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის­კენ

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი პირ­ვე­ლად მა­შინ გა­მიჩ­ნ­და, რო­დე­საც ვეს­ტუმ­რე სკო­ლას, სა­დაც ად­რე თა­ვად ვსწავ­ლობ­დი. ერთ-ერ­თი გაკ­ვე­თი­ლის დროს, შემ­თხ­ვე­ვით, მო­მი­წია დახ­მა­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეს­თ­ვის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. მას­წავ­ლე­ბელ­მა ჩე­მი ჩარ­თუ­ლო­ბა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა, თუმ­ცა ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩამ­რ­ჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, იყო იმ ბავ­შ­ვის მად­ლი­ე­რე­ბით სავ­სე თვა­ლე­ბი. ეს პა­ტა­რა ეპი­ზო­დი ჩემ­თ­ვის დი­დი მო­ტი­ვა­ცია გახ­და – გა­მიღ­ვი­ძა ინ­ტე­რე­სი, გა­მე­გო მე­ტი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

საწყის ეტაპ­ზე და­ვიწყე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შ­ვ­თა ასა­კობ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ვეს­წ­რე­ბო­დი შეხ­ვედ­რებ­სა და სე­მი­ნა­რებს, რომ­ლე­ბიც ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას ეხე­ბო­და. 2015 წელს გა­დავ­დ­გი პირ­ვე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯი და და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გად. მა­შინ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ბევ­რის­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საკ­მა­ოდ და­ბა­ლი იყო ცნო­ბი­ე­რე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩე­მი სა­მუ­შაო  წლე­ბი სავ­სე იყო გა­მოწ­ვე­ვე­ბით, თუმ­ცა ამან უფ­რო მე­ტი სტი­მუ­ლი მომ­ცა. ვი­ცო­დი, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თა­რე­ბა იყო ამ გზა­ზე მთა­ვა­რი მოთხოვ­ნა. ჩვე­ნი პრო­ფე­სია მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას, კვლე­ვა­სა და სი­ახ­ლე­ებ­თან ადაპ­ტა­ცი­ას მო­ითხოვს – ამ პრო­ცეს­ში დღემ­დე აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი.

2017 წელს მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა „რე­გი­ო­ნულ ტურ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“, რაც ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და ერ­თ­დ­რო­უ­ლად, დი­დი გა­მოწ­ვე­ვაც იყო. ჩე­მი სუ­პერ­ვი­ზო­რი ნა­ნი ნა­თე­ლაშ­ვი­ლი გახ­ლ­დათ – ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­გა­ნაც უამ­რა­ვი რამ ვის­წავ­ლე. ამ ტუ­რის ფარ­გ­ლებ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დი გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გე­ბის პრაქ­ტი­კას: რო­გორ რთავ­დ­ნენ სსსმ მოს­წავ­ლე­ებს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, რო­გორ ამ­ყა­რებ­დ­ნენ ეფექ­ტურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მშობ­ლებ­თან, რო­გორ მუ­შა­ობ­დ­ნენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად რე­სურ­სო­თახ­ში და სხვა.

ყვე­ლა ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ ჩემს პრო­ფე­სი­ულ გზას მის­ცა სიღ­რ­მე, გა­ზარ­და ინ­ტე­რე­სი და გა­მიმ­ყა­რა რწმე­ნა, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ არის მხო­ლოდ სწავ­ლე­ბა – ეს არის ემ­პა­თია, ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა და მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა.

2021 წელს ჩა­ვა­ბა­რე  სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და და მო­მე­ნი­ჭა უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი.

სპეციალური მასწავლებლის ერთი დღე

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ერ­თი შე­ხედ­ვით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სავ­სეა სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად მო­დის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე (სსსმ) მოს­წავ­ლე.

ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სენ­სი­ტი­უ­რი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო ეტა­პია ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცე­სი – ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მოს­წავ­ლე სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან გა­და­დის სკო­ლის გა­რე­მო­ში. ეს პრო­ცე­სი არ იწყე­ბა პირ­ველ სას­წავ­ლო დღეს – მე თვე­ე­ბით ად­რე ვიწყებ მუ­შა­ო­ბას, რა­თა ეს პრო­ცე­სი მოს­წავ­ლის­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი და უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლო იყოს.

ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი: მშო­ბე­ლი, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის პე­და­გო­გი, ბავ­შ­ვ­თან მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი (ქცე­ვის თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქო­ლო­გი, ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტი და სხვ.), მო­მა­ვა­ლი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი. მთელ ამ პრო­ცესს ორ­გა­ნი­ზე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი უწევს, ხო­ლო სკო­ლის დი­რექ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა გა­დამ­წყ­ვეტ როლს ას­რუ­ლებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტრან­ზი­ცი­ის­თ­ვის.

ჩე­მი სა­მუ­შაო დღე იწყე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბით. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვეს­წ­რე­ბი გაკ­ვე­თი­ლებს, რა­თა და­ვაკ­ვირ­დე მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას რო­გორც სა­გაკ­ვე­თი­ლო, ისე არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ეს მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, და­ვი­ნა­ხო მოს­წავ­ლის პროგ­რე­სი, შე­ვა­ფა­სო მი­სი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და მი­ვა­წო­დო შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და დამ­რი­გებ­ლებ­თან – ერ­თად ვგეგ­მავთ სწავ­ლე­ბის ადაპ­ტი­რე­ბულ სტრა­ტე­გი­ებს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვნიშ­ნავ  ი.ს.გ სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რებს, სა­დაც უკ­ვე ვი­ღებთ კონ­კ­რე­ტულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ძი­რი­თა­დი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რა­საც სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ვაწყ­დე­ბი: ახალ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა და მა­თი გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცია; მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ; ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მის მუდ­მი­ვი გა­და­ხედ­ვა და მო­დი­ფი­ცი­რე­ბა მოს­წავ­ლის პროგ­რე­სის მი­ხედ­ვით;  რე­სურ­სე­ბის (დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლის, დრო­ის, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის) ნაკ­ლე­ბო­ბა; ემო­ცი­უ­რი გა­დატ­ვირ­თ­ვა – ხში­რად სა­ჭი­როა დი­დი ენერ­გია, მოთ­მი­ნე­ბა და ემ­პა­თია, რა­თა მოს­წავ­ლეს გა­უ­წიო ეფექ­ტუ­რი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა.

მი­უ­ხე­და­ვად ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა, ყო­ვე­ლი პა­ტა­რა ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე გა­დად­გამს წინ – იქ­ნე­ბა ეს პირ­ვე­ლი ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვა, გაკ­ვე­თილ­ზე ხე­ლის აწე­ვა ან თა­ნა­ტოლ­თან თა­მა­ში – ჩემ­თ­ვის უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცია და პრო­ფე­სი­უ­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბის წყა­როა. ეს არის გზა, რო­მე­ლიც მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას, ძი­ე­ბას და გუ­ლით შრო­მას მო­ითხოვს.

გა­მოც­დი­ლე­ბი­დან – მოს­წავ­ლე­ებ­ზე და მათ­თან მუ­შა­ო­ბის მე­თო­დებ­ზე

ამ­ჟა­მად სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თ­მა­ნე­თის­გან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბით, ინ­ტე­რე­სე­ბი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, გულ­წ­რ­ფე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვია, რის გა­მოც ყვე­ლა მათ­გან­თან მუ­შა­ო­ბას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვუდ­გე­ბი.

ვცდი­ლობ, თი­თო­ე­ულს მი­ვა­წო­დო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­ხა­ლი­სო და მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­ლე ბეზ­რ­დე­ბათ ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ამი­ტომ, რო­ცა მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი (მათ შო­რის მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი) ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, ერ­თად ვქმნით სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის რე­სურსს. ეს პრო­ცე­სი მათ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხა­ლი­სო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თია, რაც მოს­წავ­ლე­ებ­ში ამაღ­ლებს მო­ტი­ვა­ცი­ას და სას­წავ­ლო პრო­ცესს უფ­რო შე­დე­გი­ანს ხდის.

ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მოს­წავ­ლის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბაა. ბავ­შ­ვებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­თი მე­გო­ბა­რია –  ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლი­ათ ენ­დონ და რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის მზად არის, გვერ­დით და­უდ­გეს და და­ეხ­მა­როს მათ გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე.

◊  მიდ­გო­მა/აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე კარ­გად იმუ­შა­ვა სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან

ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბით, სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, ერთ კონ­კ­რე­ტულ მიდ­გო­მა­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია, რად­გან წარ­მა­ტე­ბა ყო­ველ­თ­ვის „ჯაჭ­ვუ­რი პრო­ცე­სის“ შე­დე­გია. ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა მოს­წავ­ლის სკო­ლა­ში შე­მოს­ვ­ლით – სწო­რედ ამ ეტაპ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მოს სწო­რად შე­ფა­სე­ბა და მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ამოც­ნო­ბა. ამის შემ­დეგ გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მშო­ბელ­თან ეფექ­ტურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას: მშო­ბე­ლი უნ­და იყოს პრო­ცე­სის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა იმ სა­კითხ­ზე, რაც მის შვილს ეხე­ბა; მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის შექ­მ­ნა და საგ­ნის პე­და­გო­გე­ბის აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გოგ­თან. მხო­ლოდ ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და აქ­ტუ­ა­ლუ­რი დო­ნის ზუს­ტად გან­საზღ­ვ­რა.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შედ­გე­ნა უნ­და მოხ­დეს არა ფორ­მა­ლუ­რად ან შაბ­ლო­ნუ­რად, არა­მედ სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი მი­ზა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის უნა­რებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. ასე­თი მიდ­გო­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავ­შ­ვის პროგ­რესს და ზრდის მო­ტი­ვა­ცი­ას სწავ­ლის პრო­ცეს­ში.

ჩემს კო­ლე­გებს ვურ­ჩევ­დი: თუ კლას­ში სსსმ ან შშმ მოს­წავ­ლე გყავთ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, იმოქ­მე­დოთ გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პით. ითა­ნამ­შ­რომ­ლეთ რო­გორც მშო­ბელ­თან, ისე სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გოგ­თან, ერ­თად და­გეგ­მეთ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ყვე­ლა ეტა­პი.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თ­ვას სხვა მოს­წავ­ლე­ებ­თან და მათ მშობ­ლებ­თან. ეს ხელს შე­უწყობს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, გაზ­რ­დის თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა­სა და ტო­ლე­რან­ტო­ბას, ხო­ლო დის­კომ­ფორ­ტი­სა და სტიგ­მის რისკს მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს.

არის თუ არა ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი?

სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი. ჩე­მი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით,  და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ, რო­ცა მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე, ხში­რად ვგრძნობ­დი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სრუ­ლად ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გის როლ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. მა­შინ ბევრს არ ჰქონ­და წარ­მოდ­გე­ნა, რა კონ­კ­რე­ტუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი აკის­რია სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს და რამ­დე­ნად აუცი­ლე­ბე­ლია მი­სი ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ვფიქ­რობ­დი, რომ ეს მხო­ლოდ დრო­ის სა­კითხი იქ­ნე­ბო­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა თან­და­თან შე­იც­ვ­ლე­ბო­და, თუმ­ცა დღე­საც ხში­რად ვაწყ­დე­ბი შემ­თხ­ვე­ვებს, რო­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გის სა­ჭი­რო­ე­ბა ეჭ­ვ­ქ­ვეშ დგე­ბა.

სპეცპე­და­გო­გებს ხში­რად გვეს­მის ასე­თი შე­კითხ­ვა – „თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გეგ­მას საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი წერს, რა­ღა სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი?“ – რაც მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ჯერ კი­დევ ნაკ­ლე­ბად არის და­ნა­ხუ­ლი ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის სიღ­რ­მე და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.

გულ­და­საწყ­ვე­ტია, რო­ცა ვერ აღიქ­მე­ბა ის ფაქ­ტი, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა მოს­წავ­ლის უნა­რე­ბის, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბის  სწო­რად და­გეგ­მ­ვა და საგ­ნის პე­და­გო­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ამ პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა.

ვფიქ­რობ, აუცი­ლე­ბე­ლია მე­ტი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის წარ­მო­ჩე­ნა, რა­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მშობ­ლებ­მა და კო­ლე­გებ­მაც უფ­რო მკა­ფი­ოდ და­ი­ნა­ხონ სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გის რო­ლი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში. ვფიქ­რობ, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა და მა­თი რო­ლის მე­ტად წარ­მო­ჩე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­ჭი­როა რე­გუ­ლა­რუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი და  გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვის.

შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­თა მი­მართ სტიგ­მა ჯერ კი­დევ ძლი­ე­რია

აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ციასთან „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“.  მათ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს გა­მოწ­ვე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც 2022-2023 სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­მ­ნე­ბო­დათ მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ ოჯა­ხებს. მათ შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­თა მი­მართ არ­სე­ბუ­ლი სტიგ­მა. 2022 წელს ჩვე­ნი სკო­ლაც ჩარ­თუ­ლი იყო ამ პრო­ექ­ტ­ში. მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­ულ ტრე­ნინ­გ­ში, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და მხარ­დამ­ჭე­რი და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და შშმ ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის გა­ნათ­ლე­ბა­ზე წვდო­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებ­მა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, შეხ­ვედ­რე­ბი ჩა­ა­ტა­რეს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან და მშობ­ლებ­თან. ეს შეხ­ვედ­რე­ბი ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რ­და­ში. მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი ტრე­ნინ­გის და სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რი­სა, მცი­რე დო­ზით, მაგ­რამ მა­ინც რჩე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა სკო­ლებ­ში…

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება