24 ნოემბერი, კვირა, 2024

გზა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის­კენ

spot_img

„რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე, მათ შე­უძ­ლი­ათ თა­ვი და­აღ­წი­ონ სი­ღა­რი­ბეს და შე­ამ­ცი­რონ უთა­ნას­წო­რო­ბა“

 გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი

მო­სე ხო­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ხო­ნის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის IV-VI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა, და­მე­გობ­რე­ბულ სკო­ლას­თან (ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კონ­ს­ტან­ტი­ნე მეძ­ვე­ლი­ას სა­ხე­ლო­ბის სო­ფელ ნა­ხა­ხუ­ლე­ვის სა­ჯა­რო სკოლა) თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სას­კო­ლო პრო­ექ­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით – „გზა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის­კენ“. ერ­თობ­ლი­ვად შე­არ­ჩი­ეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხი – ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და ხო­ნის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, შო­რე­ნა კა­კა­ბა­ძის, ამა­ვე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის – ნი­ნო ფირ­ცხა­ლა­ვას (ინ­გ­ლი­სუ­რი ენა), ნა­ნა კა­ლა­ძის (რუ­სუ­ლი ენა), ან­გე­ლი­ნა ეფ­რე­მი­ძის (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი), თა­მარ უგუ­ლა­ვას (სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა) და სო­ფელ ნა­ხა­ხუ­ლე­ვის სკოლის  ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის, სო­ფი­კო კა­კა­ბა­ძის მი­ერ.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო: სკო­ლა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის ხელ­შეწყო­ბა; სას­კო­ლო გა­რე­მო­ში, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბი­სას, არ­სე­ბუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის შემ­ცი­რე­ბა; სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ი­სა და კო­დექ­სის გაც­ნო­ბა. პრო­ექ­ტ­მა მიზ­ნად და­ი­სა­ხა ორი ამო­ცა­ნა: ინ­ფორ­მი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და პრაქ­ტი­კუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და. სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა-სე­მი­ნა­რი გა­ი­მარ­თა UNICEF-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, სა­დაც გა­ნი­ხი­ლეს შემ­დე­გი სა­კითხე­ბი: სა­ჭი­როა თუ არა მო­ზარ­დი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ეც­ნო­ბო­დეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და მა­თი დაც­ვის აუცი­ლებ­ლო­ბას? რო­გო­რია უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ კუთხით? ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი წარ­სულ­ში და დღეს; ხელ­შემ­შ­ლე­ლი და ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ა­ში.

ნა­ტო-ევ­რო­კავ­ში­რის იმე­რე­თის ბი­უ­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რი­კა ვა­ჭა­რა­ძე მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლა­ში ეს­ტუმ­რა და მათ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა: რა ფორ­მე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვა სკო­ლა­ში? სკო­ლა­ში ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი; რა უნ­და იღო­ნოს სკო­ლამ და მას­წავ­ლე­ბელ­მა, რომ მოს­წავ­ლის­გან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე დად­გეს, რო­მე­ლიც იც­ნობს და პა­ტივს სცემს სა­კუ­თარ და სხვის უფ­ლე­ბებს.

ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­სა და მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე მოს­წავ­ლე­ებს ესა­უბ­რა ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ბავ­შ­ვ­თა დაც­ვი­სა და მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი და ხო­ნის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი თა­მარ უგუ­ლა­ვა.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა პრაქ­ტი­კუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ჩა­ტარ­და ში­და სას­კო­ლო კვლე­ვა, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო კვლე­ვი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­ძე­ნა, სკო­ლის ბა­ზა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მოკ­ვ­ლე­ვა და შეს­წავ­ლა – რა იცი­ან მოს­წავ­ლე­ებ­მა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, თუ ჰქონ­და ად­გი­ლი მა­თი უფ­ლე­ბე­ბის შეზღუდ­ვას ან დარ­ღ­ვე­ვას და რო­გორ მოქ­ცე­უ­ლან ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში. მოს­წავ­ლე­ებ­მა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ა­ზე და კო­დექ­ს­ზე იმუ­შა­ვეს, სა­მარ­თ­ლებ­რივ დო­კუ­მენ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით. კრი­ტი­კუ­ლი და ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, მო­ეწყო ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა და ერ­თობ­ლი­ვად, სა­ჯა­როდ გან­ხილ­ვა. „დო­კუ­მენ­ტუ­რი ოთხ­შა­ბა­თო­ბე­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა ნა­ხეს ფილ­მე­ბი: „Hellados“; „ბი­ჭი ზო­ლი­ან პი­ჟა­მა­ში“; „უხი­ლა­ვი ბავ­შ­ვე­ბი“; „ანა ფრან­კის დღი­უ­რი“; „მოგ­ზა­უ­რო­ბა აფ­რი­კა­ში“; „კარ­გი ბავ­შ­ვე­ბი არ ტი­რი­ან“. გა­მოკ­ვე­თეს პრობ­ლე­მე­ბი, გა­მარ­თეს დის­კუ­სია და იმ­ს­ჯე­ლეს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვებ­ზე, ორ დო­კუ­მენ­ტ­თან მი­მარ­თე­ბით: ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცია, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი.

     

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჩა­ა­ტა­რეს ში­და სას­კო­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი, რომ­ლის ფარ­გ­ლე­ბ­შიც მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­ან­თი ფან­ტა­ზი­ით, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ი­დან ამორ­ჩე­ულ მუხ­ლ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­ექ­მ­ნათ მოთხ­რო­ბე­ბი, ესე­ე­ბი, ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, კო­მიქ­სე­ბი, მო­ნო­ლო­გე­ბი თუ ლექ­სე­ბი. კონ­კურ­სის თა­ნახ­მად, გა­მოვ­ლინ­დ­ნენ სა­უ­კე­თე­სო სა­კონ­კურ­სო ნა­მუ­შევ­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი. და­მე­გობ­რე­ბუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ეწ­ვივ­ნენ აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (აწ­სუ) ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბა­თა ცენტრს, სა­დაც მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს და დის­კუ­სი­ა­შიც ჩა­ებ­ნენ.

შო­რე­ნა კა­კა­ბა­ძე, სსიპ მო­სე ხო­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ხო­ნის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ, რო­მელ­მაც გა­ე­როს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, და­დო პი­რო­ბა, რომ გა­აც­ნობს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებს ყვე­ლას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­საც ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აკის­რია, 1994 წლი­დან. მით უმე­ტეს, რო­ცა 2019 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი მი­ი­ღო – ყოვ­ლის მომ­ც­ვე­ლი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბის გარ­დაქ­მ­ნა შე­უძ­ლია.

ბავ­შ­ვებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რა უფ­ლე­ბებს ფლო­ბენ ისი­ნი, აგ­რეთ­ვე, უნ­და ის­წავ­ლონ, რო­გორ და­ა­ფა­სონ და რო­გორ ისარ­გებ­ლონ ამ უფ­ლე­ბე­ბით. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, სა­ჭი­როა, სკო­ლამ უზ­რუნ­ველ­ყოს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სწავ­ლე­ბი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი გა­რე­მო­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მ­ნა. ბავ­შ­ვე­ბი იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ და აფა­სე­ბენ სა­კუ­თარ უფ­ლე­ბებს, თუ სარ­გებ­ლო­ბენ ამ უფ­ლე­ბე­ბით რო­გორც სკო­ლა­ში, ასე­ვე სკო­ლის ფარ­გ­ლებს გა­რეთ, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. მოს­წავ­ლე­თა წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, სკო­ლამ ისე­თი გა­რე­მო უნ­და შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბა. ბავ­შ­ვებ­სა და ახალ­გაზ­რ­დებს აქვთ უფ­ლე­ბა, ისა­უბ­რონ ყვე­ლა იმ სა­კითხ­ზე, რაც გავ­ლე­ნას ახ­დენს მათ ცხოვ­რე­ბა­ზე. კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ სკო­ლებ­ში ხში­რად აქვს ად­გი­ლი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვას, ბევ­რ­მა არ იცის სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი, მა­თი დაც­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბი და გზე­ბი, მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა არ არის აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში; სკო­ლებ­ში და­ბა­ლია მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კულ­ტუ­რა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის პრაქ­ტი­კა“.

ქრის­ტი­ნე ჯგუნ­გ­ჯია, მო­სე ხო­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ხო­ნის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-6 კლა­სის მოს­წავ­ლე: „პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, სო­ფელ ნა­ხა­ხუ­ლე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, შე­ვი­ძი­ნეთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბით. ახ­ლად შე­ძე­ნილ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ვუ­ყუ­რეთ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს და ვიმ­ს­ჯე­ლეთ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის ფაქ­ტებ­ზე: რა ფორ­მით და რო­დის ირ­ღ­ვე­ვა მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბე­ბი? რო­გო­რია სკო­ლა­ში ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

რა უნ­და გა­ა­კე­თოს სკო­ლამ და მას­წავ­ლე­ბელ­მა, რომ ჩვენ ვი­ყოთ ისე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იც­ნო­ბენ და პა­ტივს სცე­მენ სა­კუ­თარ და სხვის უფ­ლე­ბებს?

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა და სა­უ­ბა­რი გვქონ­და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­რი­ის ბავ­შ­ვ­თა დაც­ვი­სა და მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­თან, თა­მარ უგუ­ლა­ვას­თან, რო­მე­ლიც, ამავ­დ­რო­უ­ლად, გვას­წავ­ლის სა­განს „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. ის გვე­სა­უბ­რა თე­მა­ზე „ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი“. გარ­და ამი­სა, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით Unicef-ისა და აწ­სუ-ს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბა­თა ცოდ­ნის ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კვი­რე­ულ­ში „ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი“. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რო­გორ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და რომ, უფ­ლე­ბებ­თან ერ­თად, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც გაგ­ვაჩ­ნია“.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები