23 ნოემბერი, შაბათი, 2024

გზა ვიწ­რო და ეკ­ლი­ა­ნი

spot_img

საუბრები ლიტერატურაზე

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბის“ და­სას­რულ­ში ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლია გან­სა­ხოვ­ნე­ბუ­ლი. მას­ში მწე­რალ­მა სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბით ჩა­აქ­სო­ვა 30-იანი წლე­ბის ქარ­თუ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლი­სათ­ვის ნი­შან­დობ­ლი­ვი პე­რი­პე­ტი­ე­ბი და სიმ­ბო­ლუ­რად გა­მოკ­ვე­თა ის გზა, რო­მელ­საც და­სა­ღუ­პად გან­წი­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნ­და გა­და­ერ­ჩი­ნა.

სა­კითხის ნა­თელ­სა­ყო­ფად გა­ვიხ­სე­ნოთ ეს ეპი­ზო­დი:

თე­ი­მუ­რა­ზი „მობ­რუნ­დე­ბა და ძველს კი­დო­ბანს მი­ად­გე­ბა. იმ კი­დო­ბან­ში ძვე­ლი ხა­ტი აქვს და­მა­ლუ­ლი. იმ ხატს კუთხე­ში და­ას­ვე­ნებს, სან­თელს აუნ­თებს და პირ­ქ­ვე და­ემ­ხო­ბა მე­ტა­ნი­ით, სა­სო­ე­ბით და ცრემ­ლით ლო­ცუ­ლობს თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი:

– წმი­დაო ღმერ­თო! წმი­დაო ძლი­ე­რო! წმი­დაო უკ­ვ­დაო, შეგ­ვიწყა­ლენ ჩვენ! უფა­ლო ძლი­ე­რო, ყოვ­ლი­სა შემ­ძ­ლევ და სათ­ნო­ი­ა­ნო! მოგ­ვეც ჩვენ, დავ­რ­დო­მილ­თა და უღირ­ს­თა ძე­თა შენ­თა, მოთ­მი­ნე­ბა ულე­ვე­ლი, მშვი­დო­ბა უსაზღ­ვ­რო და რწმე­ნა უძი­რო…

კვლავ გა­რეთ გა­ი­ხე­დავს ნუ­გე­შის­ცე­მუ­ლი თე­ი­მუ­რა­ზი.

ისევ ას­ვე­ტი­ლა ბნელ სივ­რ­ცე­ში ბნე­ლი კოშ­კი.

იმ კოშ­კი­დან კვლავ მოს­ჩანს იმე­დის სან­თე­ლი.

ისევ მობ­რუნ­დე­ბა თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი და გულ­შ­ვე­ბით გა­ი­ღი­მებს:

აღარ­სად სჩა­ნან ძაღ­ლის მძო­რე­ბი.

აღარც მა­თი სუ­ნი მოს­დის იმედ­ნაკ­რავ ნა­კა­ცარს.

ისევ ელის ნაქ­მ­რე­ვი ნა­ცო­ლარს.

ისევ და­ყუ­დე­ბულ შიო მღვი­მე­ლი­ვით იც­დის თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი…“

აღ­ნიშ­ნულ­მა ეპი­ზოდ­მა არ შე­იძ­ლე­ბა, ღრმა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ მო­ახ­დი­ნოს მკითხ­ველ­ზე და არ და­ა­ფიქ­როს რამ­დე­ნი­მე სა­კითხ­ზე: რა სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა აქვს კი­დო­ბანს? რა­ტომ ექ­ცე­ვა ასე დი­დი ყუ­რადღე­ბა ხატს და რა­ტომ დევს იგი კი­დო­ბან­ში? რა­ტომ გა­მოკ­ვეთს მწე­რა­ლი თე­ი­მუ­რა­ზის ლოც­ვას? და­ბო­ლოს, რა­ტომ ჰგავს ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი და­ყუ­დე­ბულ ბერ შიო მღვი­მელს?

კი­დო­ბა­ნი, რო­მე­ლიც ბოლ­შე­ვი­კებ­მა თე­ი­მუ­რაზს უწყა­ლო­ბეს, რო­გორც ყოვ­ლად უვარ­გი­სი და გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ნივ­თი, აუცი­ლებ­ლად გაგ­ვავ­ლე­ბი­ნებს პა­რა­ლელს ნო­ეს კი­დო­ბან­თან, რო­მელ­საც, ღვთის ნე­ბით, ნოე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგებ­და ცოდ­ვილ­თა და­სა­ნა­ხად. სუ­ლი­ე­რად და­ცე­მულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ვერ შე­იც­ნო კი­დობ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ამი­ტო­მაც მარ­ტო­ო­დენ ნოე და მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გახ­დ­ნენ ღირ­ს­ნი კი­დო­ბან­ში შეს­ვ­ლი­სა და წარ­ღ­ვ­ნი­სა­გან გა­დარ­ჩე­ნი­სა. თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თავ­მაც, მსგავ­სად ნო­ე­სი, დი­დი პა­ტი­ვით მი­ი­ღო სხვა­თა­გან და­წუ­ნე­ბუ­ლი ნივ­თი და აფო­რი­ა­ქე­ბულ­მა სულ­მაც ნავ­სა­ყუ­და­რი მო­ი­პო­ვა.

წმინ­და მა­მა­თა გან­მარ­ტე­ბით, ნო­ეს კი­დო­ბა­ნი არის წი­ნა­სა­ხე ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ი­სა, რო­მელ­მაც კაც­თა მოდ­გ­მა წუ­თი­სოფ­ლის აბო­ბოქ­რე­ბულ ვნე­ბა­თა­გან უნ­და და­იხ­ს­ნას და ღვთა­ებ­რივ წი­აღ­ში და­ამ­კ­ვიდ­როს. წი­თე­ლი აპო­კა­ლიფ­სის აღ­ზე­ვე­ბის ჟამს, სუ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად, თე­ი­მუ­რაზს აქვს თა­ვი­სი კი­დო­ბა­ნი – ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც სიწ­მინ­დი­თაა სავ­სე, ამის ნა­თე­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა კი­დო­ბან­ში დას­ვე­ნე­ბუ­ლი ძვე­ლი ხა­ტია.

ხა­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა რო­მა­ნის ფი­ნალ­ში მკვეთ­რა­დაა გა­მოვლე­ნილი. ამი­ტო­მაც, ბუ­ნებ­რი­ვია, მას­ზე სა­გან­გე­ბოდ უნ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა. არ­ქი­მან­დ­რიტ რა­ფა­ე­ლის გან­მარ­ტე­ბით, „ხა­ტი არის მოწ­მო­ბა, რომ ძე ღმრთი­სა გახ­და ძე კა­ცი­სა, ღვთა­ებ­რივ­მა სიტყ­ვამ ხორ­ცი შე­ის­ხა, ღვთა­ებ­რი­ვი ჰი­პოს­ტა­სი კი ღმერ­თ­კა­ცის კონ­კ­რე­ტულ და გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ პი­როვ­ნე­ბად იქ­ცა… ხა­ტი მის­ტი­კუ­რი შეხ­ვედ­რაა, წმინ­და­ნის მი­მარ­თ­ვაა ადა­მი­ა­ნის გუ­ლი­სად­მი და სუ­ლის უმაღ­ლე­სი, „ზე­ცის“ სამ­ყა­რო­სად­მი მი­მარ­თ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. ხა­ტი ყო­ველ­თ­ვის გუ­ლახ­დი­ლი დი­ა­ლო­გია, სუ­ლი­ე­რი ნათ­ლის არ­სი“ (სა­უბ­რე­ბი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა­ზე, თბ. 1997წ. გვ.1020).

ხა­ტის ძა­ლა და არ­სი მის წი­ნა­აღ­მ­დეგ მებ­რ­ძოლთ ყო­ველ­თ­ვის აღელ­ვებ­დათ და ახ­ლაც აღელ­ვებთ. ცდი­ლო­ბენ გა­მო­ნა­ხონ ისე­თი სა­ბუ­თი, რო­მე­ლიც ამ სიწ­მინ­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და­აკ­ნი­ნებს.

ის­ტო­რი­უ­ლად ცნო­ბი­ლია, რომ VIII-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ბი­ზან­ტი­ა­ში, გაჩ­ნ­და ხატ­მებ­რ­ძოლ­თა მოძ­რა­ო­ბა, რო­მელ­საც მხარს უჭერ­და მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი. ამ მოძ­რა­ო­ბას სა­ფუძ­ვ­ლად ედო სპი­რი­ტუ­ა­ლიზ­მი და დუ­ა­ლიზ­მი, რო­მე­ლიც სულ­სა და მა­ტე­რი­ას შო­რის თვალ­შე­უდ­გამ უფ­ს­კ­რულს ხე­დავ­და. ხატ­მებ­რ­ძო­ლე­ბი ხაზს უს­ვამ­დ­ნენ ღვთა­ე­ბის მიღ­მი­უ­რო­ბას. მა­თი აზ­რით, რა­კი ღმერ­თი გა­მო­უთ­ქ­მე­ლია და მი­უწ­ვ­დო­მე­ლი, მი­სი ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­ხით გა­მო­ხატ­ვაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. წმინ­და­ნე­ბიც სუ­ლი­ერ სფე­რო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ენა­ზე არც მა­თი გა­მო­ხატ­ვა შე­იძ­ლე­ბა.

მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის გან­მარ­ტე­ბით, „ღვთა­ებ­რი­ვი სუ­ლი – და­უ­სა­ბა­მო და გა­რე­შე­მო­უ­წე­რე­ლი – გან­ხორ­ცი­ელ­და, სიტყ­ვა ღვთი­სა გახ­და ძე ქალ­წუ­ლი­სა, მან თა­ვი­სი თა­ვი ის­ტო­რი­ას და­უ­მორ­ჩი­ლა. ქრის­ტე ცხოვ­რობ­და კაც­თა შო­რის, რო­გორც კა­ცი, მის სა­ხეს ხე­დავ­დ­ნენ, მის სა­მო­სელს ეხე­ბოდ­ნენ, მი­სი ხმა ეს­მო­დათ, ხატ­ზე მი­სი კა­ცობ­რი­ვი ბუ­ნე­ბაა გა­მო­სა­ხუ­ლი და არა ღვთა­ებ­რი­ვი, უფ­რო სწო­რად, გად­მო­ცე­მუ­ლია ქრის­ტეს პი­როვ­ნე­ბა მი­სი კა­ცობ­რი­ვი ბუ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით“ (არ­ქი­მან­დ­რი­ტი რა­ფა­ე­ლი). ასე­თია ხა­ტის ჭეშ­მა­რი­ტი არ­სი.

ხატ­მებ­რ­ძო­ლებ­მა ვერ გა­ი­მარ­ჯ­ვეს, მაგ­რამ მა­თი იდეა არ მომ­კ­ვ­და­რა, არ­სე­ბობს და, რა­კი არ­სე­ბობს, აღორ­ძი­ნე­ბაც შე­უძ­ლია. ამის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში მომ­ხ­და­რი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­ცა ბოლ­შე­ვი­კებ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს, პირ­ვე­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც გა­მოს­ცეს, იყო სა­ხელ­მ­წი­ფო­სა­გან ეკ­ლე­სი­ის გა­მო­ყო­ფა. ათი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში კვლავ ჩა­ი­წე­რა ტაძ­რე­ბის ნგრე­ვის, სიწ­მინ­დე­თა ხელ­ყო­ფი­სა და ხა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის შემ­ზა­რა­ვი ფურ­ც­ლე­ბი. არ­სე­ბულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხალხს, წმინ­დან­თა ხა­ტე­ბის ნაც­ვ­ლად, ცნო­ბილ ბოლ­შე­ვიკ­თა პორ­ტ­რე­ტე­ბი შეს­თა­ვა­ზა თაყ­ვან­სა­ცემ­ად. იმ­ხა­ნად  ხატ­მებ­რ­ძო­ლებ­მა დრო­ე­ბი­თი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვეს – ადა­მი­ა­ნებს თა­ვად და­აწყე­ბი­ნეს ხა­ტე­ბის შე­უ­რაცხ­ყო­ფა.

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ჯა­ყოს ხიზ­ნებს“ თუ ამ თვალ­თა­ხედ­ვით შე­ვა­ფა­სებთ, აშ­კა­რად და­ვი­ნა­ხავთ, რომ ხა­ტის წი­ნა­აღ­მ­დეგ კვლავ ულ­მო­ბე­ლი ბრძო­ლაა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. მწე­რა­ლი ხაზ­გას­მით გვე­უბ­ნე­ბა, რომ თე­ი­მუ­რაზს „კი­დო­ბან­ში ძვე­ლი ხა­ტი აქვს და­მა­ლუ­ლი“, ე.ი. იმ დროს ხა­ტის გა­მო­ჩე­ნა და თაყ­ვა­ნის­ცე­მა არ შე­იძ­ლე­ბო­და. წმინ­და მა­მა­თა გან­მარ­ტე­ბით, ხა­ტე­ბად გა­მო­სა­ხუ­ლი უფა­ლი თუ ღვთის­მ­შო­ბე­ლი არა­სო­დეს იღი­მე­ბი­ან, ან კი რო­გორ გა­ი­ღი­მებს დე­და, რო­მე­ლიც ხე­დავს, რომ შვილს გვე­ლი შე­მოხ­ვე­ვია და ახ­რ­ჩობს, ან­და მძი­მე მტან­ჯ­ვე­ლი სე­ნი ად­ნობს? ხა­ტი­სა­გან ამ­გ­ვა­რი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მო­ხატ­ვამ თე­ი­მუ­რა­ზის გუ­ლი მშობ­ლი­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლით გა­ათ­ბო და თვა­ლე­ბი სი­ნა­ნუ­ლის ცრემ­ლე­ბით აუვ­სო. „ტი­რილს ადა­მი­ან­ზე ორ­მა­გი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია. რო­გორც წყა­ლი აქ­რობს ცეცხლს, ასე­ვე ცრემ­ლი ვნე­ბა­თა ცეცხლს აშ­თობს, ბილწ გუ­ლის­თ­ქ­მა­თა­გან გან­ბანს, ამას­თა­ნა­ვე, ვი­თარ­ცა ცეცხ­ლი, სუ­ლიწ­მი­დის ცხო­ველ­მ­ყო­ფე­ლო­ბით აღან­თებს, გა­ნათ­ბობს და შან­თავს გულს ღვთი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სურ­ვი­ლი,“ – ასე­თია სვი­მე­ონ ახა­ლი ღვთის­მეტყ­ვე­ლის შე­გო­ნე­ბა ცრემ­ლ­თან და­კავ­ში­რე­ბით (სა­მოღ­ვა­წეო, შე­მეც­ნე­ბი­თი და საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო თავ­ნი, თბ, 1992წ. გვ.76).

მარ­თ­ლაც, ცრემ­ლ­მა გან­ბა­ნა თე­ი­მუ­რა­ზის ბოღ­მი­თა და დარ­დით სავ­სე გუ­ლი, და­უცხ­რო მძაფ­რი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა და, სა­ნაც­ვ­ლოდ, ღვთის სიყ­ვა­რუ­ლით აღავ­სო იგი. ამის შე­დე­გია უფ­ლის მი­მართ აღ­ვ­ლე­ნი­ლი გულ­წ­რ­ფე­ლი ლოც­ვა, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი მე­ბა­ტო­ნე და­ფა­რუ­ლად წარ­მოთ­ქ­ვამს.

30-იან წლებ­ში გაცხა­დე­ბუ­ლი ლოც­ვა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. იმ ხა­ნებ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხალხს იმე­დის თვა­ლი, ნაც­ვ­ლად ზე­ცი­სა, მი­წის­კენ მი­აპყ­რო­ბი­ნა. სა­ლო­ცავ კერ­პად რე­ვო­ლუ­ცი­ის ლი­დე­რე­ბი და­უ­სა­ხა და მათ გან­დი­დე­ბას შე­აჩ­ვია.

თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი ნა­წარ­მო­ებ­ში ერ­თა­დერ­თი პერ­სო­ნა­ჟი აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­მაც ხსნის გზა ღვთის სიყ­ვა­რულ­ში და­ი­ნა­ხა. მან სა­ბო­ლო­ოდ აირ­ჩია უფ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ვიწ­რო და ეკ­ლი­ა­ნი გზა. ისიც სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ეს ლოც­ვა მი­მარ­თუ­ლია არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი თა­ვის, არა­მედ შეც­დო­მი­ლი, მოყ­ვა­სი­სა­გან შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი მოყ­ვა­სის გა­და­სარ­ჩე­ნად: „წმი­დაო ღმერ­თო! წმი­დაო ძლი­ე­რო! წმი­დაო უკ­ვ­და­ვო, შეგ­ვიწყა­ლენ ჩვენ! უფა­ლო ძლი­ე­რო! მოგ­ვეც ჩვენ, დავ­რ­დო­მილ­თა და უღირ­ს­თა ძე­თა შენ­თა მოთ­მი­ნე­ბა ულე­ვე­ლი, მშვი­დო­ბა უსაზღ­ვ­რო და რწმე­ნა უძი­რო“. ეს ლოც­ვა აჩ­ვე­ნებს თე­ი­მუ­რა­ზის ამაღ­ლე­ბულ სულს – სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით გაბ­რ­წყი­ნე­ბულს. ამი­ტო­მაც აღ­ნიშ­ნავს მწე­რა­ლი ასე მკა­ფი­ოდ: „აღარ­სად სჩა­ნან ძაღ­ლის მძო­რე­ბი. აღარც მა­თი სუ­ნი მოს­დის იმედ­ნაკ­რავ ნა­კა­ცარს.“

ამ­გ­ვა­რად, თე­ი­მუ­რა­ზი გან­თა­ვი­სუფ­ლ­და ჭა­ო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბი­სა­გან. გან­წ­მენ­დი­ლი სუ­ლის წყა­ლო­ბით სხე­უ­ლიც გან­თა­ვი­სუფ­ლ­და ეშ­მა­კის ტყვე­ო­ბი­სა­გან (გულ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი ძაღ­ლის ლე­ში­სა­გან). გა­რე­სამ­ყა­რო­მაც გა­ნი­ცა­და ფე­რის­ც­ვა­ლე­ბა („აღარც ძაღ­ლის ლე­შის სუ­ნი მოს­დის ნა­კა­ცარს“). თე­ი­მუ­რაზ­მა მო­ი­პო­ვა ის ძა­ლა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­უძ­ლია გა­უმ­კ­ლავ­დეს დრო­ის უკუღ­მარ­თო­ბას, აღად­გი­ნოს დან­გ­რე­უ­ლი ოჯა­ხი და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დან­გ­რე­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო. მწე­რალ­მა თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟი და­ყუ­დე­ბულ ბერს, შიო მღვი­მელს შე­ა­და­რა. შიო მღვი­მე­ლი კი იმ ცა­მეტ ასუ­რელ მა­მა­­თა­გა­ნია, რომ­ლე­ბიც VI სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ სპარს დამ­პყ­რობ­თა­გან შე­ვიწ­რო­ე­ბულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

იოანე ზე­დაზ­ნე­ლის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, წმ. შიო მცხე­თის მახ­ლობ­ლად, მტკვრის პი­რას მდე­ბა­რე კლდე­თა შო­რის არ­სე­ბულ მღვი­მე­ში და­ბი­ნავ­და. მი­უ­ვა­ლი და უდა­ბუ­რი ხე­ვი სავ­სე იყო მხე­ცე­ბი­თა და ქვე­წარ­მავ­ლე­ბით. წმ. შიო არ შე­უ­შინ­და სიძ­ნე­ლე­ებს, ყვე­ლა დაბ­რ­კო­ლე­ბა გა­და­ლა­ხა და დიდ სუ­ლი­ერ მოღ­ვა­წე­ო­ბას შე­უდ­გა. ერ­თხელ ხევ­ში სა­ნა­დი­როდ მყოფ­მა დი­დე­ბულ­მა, სა­ხე­ლად ევაგ­რემ, შე­ნიშ­ნა მტრე­დის მსგავ­სი ფრინ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ქვაბ­ში საზ­რ­დო მი­ი­ტა­ნა. ევაგ­რე ქვაბ­ში შე­ვი­და და და­ი­ნა­ხა ხე­ლაპყ­რო­ბი­ლი ბე­რი, რო­მე­ლიც მხურ­ვა­ლედ ლო­ცუ­ლობ­და. ამან ისე შეძ­რა ევაგ­რე, რომ გა­უჩ­ნ­და სურ­ვი­ლი და­მო­წა­ფე­ბო­და წმინ­და ბერს. წმ. მა­მის კურ­თხე­ვით, იგი ბე­რად აღიკ­ვე­ცა და იქ­ვე, მე­ო­რე გა­მოქ­ვა­ბულ­ში, და­იწყო მოღ­ვა­წე­ო­ბა. რო­ცა მახ­ლო­ბე­ლი სოფ­ლის მაცხოვ­რებ­ლებ­მა წმ. ში­ოს შე­სა­ხებ გა­ი­გეს, უდაბ­ნო­ში სი­ა­რუ­ლი და ლოც­ვა და­იწყეს.

რო­ცა მე­ფე ფარ­ს­მან მე­ექ­ვ­სემ ევაგ­რეს ბე­რად შედ­გო­მის ამ­ბა­ვი გა­ი­გო, ძლი­ერ ეწყი­ნა, მის სა­ნა­ხა­ვად წა­ვი­და, რა­თა უკან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ევაგ­რეს­გან გა­დაჭ­რი­ლი უარი მი­ი­ღო. მე­ფემ წმ. ში­ოს ნახ­ვა მო­ინ­დო­მა. მან წმინ­და­ნის სა­ხე­ზე ისე­თი სა­ო­ცა­რი მად­ლი იხი­ლა, რომ გვირ­გ­ვი­ნი მო­ი­ხა­და და მის წი­ნა­შე მუხ­ლებ­ზე და­ემ­ხო. წმ. შიო შეძ­რ­წუნ­და, მე­ფე მო­წი­წე­ბით აკურ­თხა, თა­ვი­სი ხე­ლით შე­ამ­კო გვირ­გ­ვი­ნით და წა­მო­ა­ყე­ნა. მე­ფე ფარ­ს­მან­მა წმ. ში­ოს უდაბ­ნო­სათ­ვის დიდ­ძა­ლი შე­სა­წი­რი გა­ი­ღო. რო­ცა ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­და, მის სა­კურ­თხებ­ლად, კა­თა­ლი­კოს­სა და ეპის­კო­პოს­თა კრე­ბულ­თან ერ­თად, იოანე ზე­დაზ­ნე­ლიც ჩა­მო­ვი­და. მა­ლე უდაბ­ნო­ში მა­მა­თა რიცხ­ვ­მა ორი ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა და მა­თი ღვაწ­ლის ნა­თე­ლი მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ე­ფი­ნა.

თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვის წმ. შიო მღვი­მელ­თან შე­და­რე­ბა სა­გუ­ლის­ხ­მო დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. თე­ი­მუ­რა­ზიც, მსგავ­სად წმ. ში­ო­სი, ცხოვ­რობ­და სუ­ლი­ე­რად და­ცე­მულ, უდაბ­ნოდ ქცე­ულ ერ­ში. ადა­მი­ანს, მარ­თ­ლაც, დი­დი სუ­ლი­ე­რი რა­ინ­დო­ბა უნ­და ჰქო­ნო­და, რომ ხა­ტის წინ დამ­დ­გა­რი­ყო და მხურ­ვა­ლედ ელო­ცა არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი სუ­ლის, არა­მედ გან­წი­რუ­ლი თვის­ტო­მის გა­და­სარ­ჩე­ნად.

თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი ლოც­ვი­თა და მოთ­მი­ნე­ბით ად­გე­ბა ძნე­ლად სა­ვალ გზას და მი­სი შემ­სუ­ბუ­ქე­ბის იმედს ღვთი­სა და მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რულ­ში ეძი­ებს. სწო­რედ ეს არის წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ ხე­ვის­თა­ვის გზას ხვალ სხვა­ნიც და­ად­გე­ბი­ან, მა­თი რიცხ­ვი გა­იზ­რ­დე­ბა და სა­ერ­თო ძა­ლის­ხ­მე­ვით და­იხ­ს­ნი­ან იმ ერ­თა­დერთ „იმე­დის სან­თელს“, რო­მე­ლიც ეშ­მაკს შავ­ბ­ნელ კოშ­კ­ში ჰყავს გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი.

ქე­თე­ვან თუ­თი­სა­ნი – სსიპ აფხა­ზე­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები