14 დეკემბერი, შაბათი, 2024

გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში

spot_img

სკო­ლა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ს­ტი­ტუ­ტია, სა­დაც ხდე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ფორ­მი­რე­ბა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, თუ რა რო­ლი აკის­რია სკო­ლას და მას­წავ­ლე­ბელს, რა­თა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა იყოს იმ ფა­სე­უ­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, რაც გან­მ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში, სა­დაც წე­რია, რომ ქა­ლი და კა­ცი თა­ნას­წო­რია, და­უშ­ვე­ბე­ლია დის­კ­რი­მი­ნა­ცია გენ­დე­რუ­ლი ნიშ­ნით.

სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბის ცენ­ტ­რის – CCIIR მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­და კვლე­ვა, პრო­ექ­ტის „გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ასახ­ვა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში“ (პროგ­რა­მა „EU4 გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა: ერ­თად გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა და გენ­დე­რუ­ლი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ“) ფარ­გ­ლებ­ში, UN WOMEN-სა და UNFPA-ს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

კვლე­ვის ქვეშ გა­ა­ნა­ლიზ­და მე­სა­მე თა­ო­ბის სას­წავ­ლო გეგ­მის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­გორც დაწყე­ბი­თი (I-VI), ასე­ვე სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის (VII-VIII). რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში, რამ­დე­ნა­დაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გენ­დე­რუ­ლი ას­პექ­ტე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში, კვლე­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და შე­დე­გებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, კვლე­ვის „გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ასახ­ვა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში“ ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი ნა­თია გორ­გა­ძე.

– ვის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­და კვლე­ვა „გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ასახ­ვა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში“, რა იყო მი­სი მი­ზა­ნი და რო­მე­ლი კლას/ებ/ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ კვლე­ვის სა­განს?

– კვლე­ვა „გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხე­ბი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში: გრი­ფი­რე­ბის წე­სი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის, მე­სა­მე თა­ო­ბის სას­წავ­ლო გეგ­მის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გენ­დე­რუ­ლი ანა­ლი­ზი“ გან­ხორ­ცი­ელ­და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის მკვლევ­რე­ბის მი­ერ, გა­ე­როს ქალ­თა ფონ­დის პროგ­რა­მის „ერ­თად გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ“ ფარ­გ­ლებ­ში და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის „გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ასახ­ვა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში“ ამო­ცა­ნის შე­სა­ბა­მი­სად. პრო­ექ­ტის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნა. კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ა­ნა­ლიზ­და I-VIII კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლებ­საც მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ფარ­გ­ლებ­ში მი­ე­ნი­ჭა გრი­ფი. 16 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც კვლე­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და, მო­ი­ცავ­და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, ეს­თე­ტი­კუ­რი საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბის, ბი­ო­ლო­გი­ი­სა და მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს.

–  რა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეთ კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში და რა იყო კვლე­ვის ობი­ექ­ტი –  რო­მე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ავ­ტო­რე­ბი /სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტორ­თა გენ­დე­რუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა/, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი… რა თქმა უნ­და, თუ ჩათ­ვ­ლით სა­ჭი­როდ და­სა­ხე­ლე­ბას?

– კვლე­ვა თვი­სებ­რი­ვი მე­თო­დო­ლო­გი­ის რამ­დე­ნი­მე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, სა­მა­გი­დე კვლე­ვის, კონ­ტენტ-ანა­ლი­ზი­სა და ჩაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მე­თო­დე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, ჩვენ არ ვა­სა­ხე­ლებთ ავ­ტორ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­სა და გა­მომ­ცემ­ლებს, თუმ­ცა, ორ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი სტრა­ტი­ფი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, შევ­ძე­ლით, ყვე­ლა იმ გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ანა­ლი­ზი, რო­მელ­საც ამ კლა­სებ­ში, მიზ­ნობ­რი­ვი საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი, 2018-2020 წლებ­ში.

– რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში, რამ­დე­ნა­დაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გენ­დე­რუ­ლი ას­პექ­ტე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­სა და სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში?

– ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა ნაკ­ლე­ბა­დაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გენ­დე­რუ­ლი სა­კითხე­ბის სა­თა­ნა­დოდ წარ­მო­ჩე­ნი­სა­კენ. გენ­დე­რუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი ძა­ლი­ან ფრაგ­მენ­ტუ­ლად და არა­საკ­მა­რი­სა­დაა ასა­ხუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რელ და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­შიც. ამ კუთხით, პროგ­რა­მე­ბი და რე­სურ­სე­ბი არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის გენ­დე­რუ­ლი კუთხით წარ­მო­ჩე­ნის­კენ, რაც, თა­ვის­თა­ვად, ასე­ვე მტკივ­ნე­უ­ლად აისა­ხე­ბა გენ­დე­რის, რო­გორც სა­კითხის, მიდ­გო­მის ან ხედ­ვის ზო­გადი გა­ნათ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხედ­ვებ­სა და პრაქ­ტი­კებ­ში და­ნერ­გ­ვა­ზე. სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მათ შო­რის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მომ­ზა­დე­ბი­სა თუ გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი ასე­ვე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ ან სრუ­ლე­ბით არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გენ­დე­რუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, რაც სწავ­ლე­ბა­შიც აისა­ხე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი ხდე­ბა იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­მიზ­ნე, რო­მე­ლიც მეტ­წი­ლად არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და გენ­დე­რულ სა­კითხებ­ზე, სრუ­ლად თუ ნა­წი­ლობ­რივ, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი კი, მას­წავ­ლებ­ლებს გენ­დე­რის სწავ­ლე­ბა­ში და­ნერ­გ­ვის­თ­ვის არ ამ­ზა­დებს, მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია საკ­მა­რი­სია გენ­დე­რის გან­ყე­ნე­ბულ ას­პექ­ტად და გა­ნათ­ლე­ბის ორ­გა­ნულ კომ­პო­ნენ­ტად აღ­საქ­მე­ლად.

– სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბის ცენ­ტ­რ­მა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჩა­ა­ტა­რა პირ­ვე­ლი თა­ო­ბის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის კვლე­ვა გენ­დე­რუ­ლი სა­კითხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რამ­დე­ნა­დაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მე­სა­მე თა­ო­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში წი­ნა კვლე­ვის შე­დე­გად გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ან თუნ­დაც და­ბა­ლან­სე­ბის მცდე­ლო­ბა? თუ არა, რას ასა­ხე­ლე­ბენ ავ­ტო­რე­ბი მი­ზე­ზად და ზო­გა­დად, არ­სე­ბობს თუ არა სა­რე­კო­მენ­და­ციო გზამ­კ­ვ­ლე­ვი?

– ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მკვლევ­რებს, აქამ­დე, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ანა­ლი­ზი ორ­ჯერ აქვთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, 2012 და 2013 წლებ­ში. და­ბა­ლან­სე­ბის მცდე­ლო­ბა მე­ტია. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის (სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, ის­ტო­რი­ის, გე­ოგ­რა­ფი­ის…) ავ­ტო­რე­ბი უფ­რო ცდი­ლო­ბენ გენ­დე­რუ­ლი ბა­ლან­სის მიღ­წე­ვას და მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან სქეს­თა­შო­რი­სი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მართ. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, სხვა საგ­ნებ­ში ძა­ლი­ან პრობ­ლე­მურ მა­გა­ლი­თებს ვაწყ­დე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ვიტყო­დი, რომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მცი­რე­დად იხა­ტე­ბა.

ავ­ტო­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნია, თუმ­ცა მეტ­წი­ლად პრობ­ლე­მად გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სათ­ვის მა­თი არა­საკ­მა­რი­სი მომ­ზა­დე­ბა სა­ხელ­დე­ბა და რომ სა­მი­ნის­ტ­როს არა­ნა­ი­რი ძა­ლის­ხ­მე­ვა არ გა­უ­ღია; ასე­ვე, ასახ­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის არამ­კა­ფი­ო­ო­ბა; შემ­ფა­სებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა და მა­თი შე­ფა­სე­ბე­ბის სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბა…

– რა ხარ­ვე­ზე­ბი არ­სე­ბობს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში გენ­დე­რუ­ლი კუთხით და კვლე­ვის შე­დე­გად, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა?

— სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში პრობ­ლე­მე­ბი რეპ­რე­ზენ­ტა­ცი­უ­ლო­ბის არა­თა­ნაბ­რო­ბა­შია, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა­სა და ასე­ვე ში­ნა­არ­სობ­რივ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­მე­ლიც გენ­დე­რის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი და თვი­სებ­რი­ვი დის­ბა­ლან­სით ხა­სი­ათ­დე­ბა. გვხვდე­ბა გენ­დე­რუ­ლად უხე­ში გა­დაც­დო­მე­ბი და „გა­პა­რუ­ლი“ უთა­ნას­წო­რო­ბე­ბი. გენ­დე­რუ­ლი და­ბა­ლან­სე­ბის ძი­რი­თა­დი მცდე­ლო­ბი­სათ­ვის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ან, მოქ­მედ პირ­თა შო­რის, ქალ­თა და­მა­ტე­ბა. თუმ­ცა, მსგავ­სი მცდე­ლო­ბე­ბის დრო­საც კი, ბევ­რი შე­უ­სა­ბა­მო­ბა და სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ხედ­ვე­ბია.

– არის თუ არა გრი­ფი­რე­ბის წეს­ში გენ­დე­რუ­ლი ბა­ლან­სის დაც­ვის მოთხოვ­ნა?

– გრი­ფი­რე­ბის წე­სის რე­ცენ­ზი­რე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და ტექ­ნი­კუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი აყა­ლი­ბებს მოთხოვ­ნას – „თა­ნას­წო­რო­ბის დაც­ვა, დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი და დის­კ­რე­დი­ტა­ცი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის აკ­რ­ძალ­ვა“, რო­მე­ლიც ორი პუნ­ქ­ტის­გან შედ­გე­ბა: „არ შე­ი­ცავს სტე­რე­ო­ტი­პულ, არა­კო­რექ­ტულ, დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ ან/და დის­კ­რე­დი­ტა­ცი­ულ ელე­მენ­ტებს ენის, ეროვ­ნე­ბის, რე­ლი­გი­ის, სქე­სის, სო­ცი­ა­ლუ­რი კუთ­ვ­ნი­ლე­ბის და სხვა ნიშ­ნით“ და „საგ­ნობ­რი­ვი სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ტექ­ს­ტ­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ში და­ცუ­ლია თა­ნას­წო­რო­ბა ეროვ­ნე­ბის, რე­ლი­გი­ის, სქე­სის, სო­ცი­ა­ლუ­რი კუთ­ვ­ნი­ლე­ბის და სხვა ნიშ­ნით.“ თუმ­ცა, არ არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა/წი­ლი სა­ერ­თო შე­ფა­სე­ბა­ში და არ არ­სე­ბობს გან­მარ­ტე­ბა, გზამ­კ­ვ­ლე­ვი, რას გუ­ლის­ხ­მობს ეს პუნ­ქ­ტე­ბი.

– რამ­დე­ნად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლა­დაა ასა­ხუ­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ში გენ­დე­რუ­ლი სა­კითხე­ბი?

– ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი ის ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ­ლი­თაც ავ­ტო­რე­ბი ბა­ლან­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ცდი­ლო­ბენ. თუმ­ცა, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, ბა­ლან­სი ძა­ლი­ან დარ­ღ­ვე­უ­ლია და შე­იძ­ლე­ბა ისე ფურ­ც­ლო ნა­ხე­ვა­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რომ ქა­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ვერ­სად და­ი­ნა­ხო. რო­დე­საც ავ­ტო­რე­ბი და­ბა­ლან­სე­ბას ცდი­ლო­ბენ, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რომ ილუს­ტ­რა­ცია არ არის ში­ნა­არ­ს­თან კავ­შირ­ში და ხე­ლოვ­ნუ­რი, არაფ­რის­მ­თ­ქ­მე­ლია. ასე­ვე, ბევ­რი ისე­თი ილუს­ტ­რა­ციაა, სა­დაც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, მკა­ფი­ოდ ვლინ­დე­ბა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ხედ­ვე­ბი.

– რო­გორ არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ქალ­თა და კაც­თა სო­ცი­ა­ლუ­რი რო­ლე­ბი, ასე­ვე საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა?

– ყვე­ლა­ზე მე­ტად თვალ­სა­ჩი­ნოა სო­ცი­ა­ლუ­რი რო­ლე­ბის, საქ­მი­ა­ნო­ბის და ფუნ­ქ­ცი­ე­ბის სეგ­რე­გა­ცია სქე­სის მი­ხედ­ვით. ქა­ლე­ბი არი­ან დე­დე­ბი, ბე­ბი­ე­ბი, მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი, მედ­დე­ბი, ცო­ლე­ბი, მა­მა­კა­ცე­ბი – მე­ფე­ე­ბი, მბრძა­ნებ­ლე­ბი, ჭკვი­ა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ლი­დე­რე­ბი, ინ­ჟინ­რე­ბი. გარ­და ამი­სა, წინ არის წა­მო­წე­უ­ლი მას­კუ­ლი­ნუ­რი პრი­მა­ტი – მა­მა­კაცს ყველ­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი ეკის­რე­ბა. ისი­ნი ქმნი­ან, ავი­თა­რე­ბენ, წყვე­ტენ პრობ­ლე­მებს, ფიქ­რო­ბენ, შთა­მო­მავ­ლო­ბას ტო­ვე­ბენ. ასე­ვე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ის ენობ­რი­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მა­კა­ცი­სა და ქა­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ში გვხვდე­ბა. „ნა­ზი“, „მთრთოლ­ა­რე“, „ულა­მა­ზე­სი“ „ჰა­ე­რო­ვა­ნი“ – ამ სიტყ­ვე­ბით ქა­ლი ხა­სი­ათ­დე­ბა. გვხვდე­ბა ქა­ლის დის­კ­რე­დი­ტა­ცი­ის მა­გა­ლი­თე­ბიც – ენამ­წა­რე ცო­ლი, რო­მელ­მაც კა­ცის მე­გო­ბარს გუ­ლი მო­უკ­ლა; დე­და, რო­მე­ლიც შვი­ლის და­კარ­გ­ვი­სას ამ­ბობს, „მა­ინც სა­მარ­ცხ­ვი­ნო შვი­ლი მყავ­სო“; ვხვდე­ბით „და­წუ­ნე­ბულ“ პრინ­ცე­სებს ზღაპ­რებ­ში.

– გვხვდე­ბა თუ არა სას­წავ­ლო მა­სა­ლებ­ში გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი? კარ­გი იქ­ნე­ბა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს თუ მო­იყ­ვანთ

– სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ხში­რად უკავ­შირ­დე­ბა ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის რო­ლე­ბი­სა და ფუნ­ქ­ცი­ე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას. ბევ­რ­გან ქა­ლი სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ხო­ლო კა­ცი გა­რე საქ­მი­ა­ნო­ბით. ასე­ვე, გმი­რე­ბი­სა და მოქ­მე­დი პი­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ში. ქა­ლი და მა­მა­კა­ცი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ფე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით არი­ან ჩაც­მუ­ლი ან გა­მო­სა­ხუ­ლი არი­ან სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ხედ­ვე­ბის შე­სა­ბა­მის ფონ­ზე, მა­გა­ლი­თად, გო­გო­ნე­ბი ყვა­ვი­ლე­ბის, გაშ­ლი­ლი მა­გი­დის ფონ­ზე.

– გენ­დე­რუ­ლი ბა­ლან­სის მხრივ, რო­მე­ლი საგ­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს გა­მო­ყოფ­დით და, პი­რი­ქით, რო­მელ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­შია მე­ტად გა­მო­ხა­ტუ­ლი გენ­დე­რუ­ლი დის­ბა­ლან­სი?

– საგ­ნის ან საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­მო­ყო­ფა არც ისე მარ­ტი­ვია. გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ავ­ტო­რე­ბი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის მგრძნო­ბე­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ თვალ­საზ­რი­სით, უფ­რო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა ბა­ლან­სის დაც­ვის სურ­ვი­ლი. ავ­ტო­რე­ბის ნა­წი­ლი, ასე­ვე, ცდი­ლობს, კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვი­სას, გა­მოკ­ვე­თოს გენ­დე­რუ­ლი სა­კითხე­ბი და ამ დის­კურ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­აქ­ტი­უ­როს მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა. ამის მა­გა­ლი­თე­ბიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში უფ­რო ხში­რია. თუმ­ცა, რო­გორც ვთქვით, ბევრ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ­გ­ვა­რი გან­ხილ­ვე­ბი­სა და დის­კუ­სი­ე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სრუ­ლად იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია ავ­ტო­რე­ბის მი­ერ.

– რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ავ­ტო­რე­ბის­თ­ვის გენ­დე­რუ­ლი სა­კითხე­ბის კვლე­ვა და დე­ტა­ლუ­რი გან­ხილ­ვა?

– მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ ავ­ტო­რე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ღია არი­ან ამი­სათ­ვის. ავ­ტო­რე­ბის ნა­წილ­მა გვთხო­ვა, რომ ანა­ლი­ზი მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა და გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა. არი­ან ძა­ლი­ან სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ავ­ტო­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბა­ში გენ­დე­რის სა­კითხ­ზე მო­მუ­შა­ვე პი­რებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს არა­კო­რექ­ტუ­ლა­დაც კი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მი­აჩ­ნი­ათ, რომ დასკ­ვ­ნე­ბი თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლია, ხო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ანა­ლი­ზი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, უსაქ­მუ­რო­ბაა.

– რა გა­მო­იკ­ვე­თა კვლე­ვის შე­დე­გად, რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

– რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მო­ვად­გი­ნეთ და ეხე­ბა რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო და რე­გუ­ლა­ცი­უ­რი სფე­როს გენ­დე­რუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და ამ სა­კითხე­ბის უკეთ ასახ­ვას, ასე­ვე გრი­ფი­რე­ბის წე­სი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას, რო­გო­რი­ცაა: კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მკა­ფი­ო­ბა, მა­თი გან­საზღ­ვ­რე­ბა; კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ერ­თო შე­ფა­სე­ბა­ში ნათ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა; რე­ცენ­ზენ­ტე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა ამ კუთხით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­ს­პერ­ტის დას­კ­ვ­ნე­ბი­სად­მი ყუ­რადღე­ბა, გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა; ასე­ვე, ვსა­უბ­რობთ ავ­ტო­რე­ბი­სა და გა­მომ­ცემ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე; ომ­ბუდ­ს­მე­ნი­სა და გენ­დე­რის სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ექ­ს­პერ­ტე­ბის არა ფორ­მა­ლურ, არა­მედ ფუნ­ქ­ცი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სებ­ში, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შემ­ფა­სებ­ლის სტა­ტუ­სით, შე­ფა­სე­ბე­ბის სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას. ადა­მი­ა­ნე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ და­ვა­ლე­ბას, რაც გუ­ლის­ხ­მობს, ასე­თი ადა­მი­ა­ნი კარ­გად იც­ნობს  გენ­დე­რულ და გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­საც, შე­სა­ბა­მი­სად, ხე­დავს პრობ­ლე­მებს.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები