27 ივლისი, შაბათი, 2024

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით ჩატარებულ სასკოლო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გახსნა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ვიდეოკონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და სკოლების წარმომადგენლებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სპეციალური პრიზები გადასცა.

როგორც თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოსწავლეებისთვის მსგავსი სასკოლო კონკურსებისა და სხვადასხვა არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზება.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულებს შორის, დასახელდა – თბილისის 71-ე და 142-ე საჯარო სკოლები, ქუთაისის მე-2, მე-12, 23-ე, 33-ე საჯარო სკოლები და კერძო სკოლა „პროგრესი“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს საჯარო სკოლა და კერძო სკოლა „ანაბასისი“, საჩხერის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლები, ხონის მე-2 საჯარო სკოლა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლა.

სასკოლო კონკურსი პროექტის – „გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობისთვის” ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, სრული ინფორმაცია მიეღოთ აღნიშნული პროექტის მიზნებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ამასთან, პროექტში ჩართულმა სკოლის მოსწავლეებმა, დირექტორებმა და მასწავლებლებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა მოწვეულ სტუმრებს კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი საუკეთესო საინფორმაციო ვიდეორგოლიც წარუდგინეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ხელმძღვანელმა, შალვა ტაბატაძემ და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილმა. მათ ისაუბრეს როგორც განათლებაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, ასევე პროექტის განხორციელების დადებით შედეგებზე.

პროექტი „გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის” გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR).

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები