26 სექტემბერი, ორშაბათი, 2022

#გახდიპროფესიონალი

spot_img

წელს საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში, 200-ზე მეტ მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებენ, მათ შორის, ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, სთავაზობს სრული ზოგადი განათლების მიღებასაც. აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულები სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ.

პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მთელი საქართველოს მასშტაბით.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით არსებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.

 

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები