27 ივლისი, შაბათი, 2024

გაფიცული სტუდენტების მთავარი მოთხოვნები

spot_img

12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს შემდეგი მოთხოვნებით – შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი, რომლითაც აკადემიური საბჭო რექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს;  დაიშალოს  აკადემიური საბჭო; აშენდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, საერთო საცხოვრებლის აშენებამდე კი, სახელმწიფომ დააწესოს საბინაო სუბსიდია სტუდენტებისთვის.

სტუდენტების აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციებს უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებენ.

„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წარმომადგენლის, საბა ქერქაძის განცხადებით, უნივერსიტეტის მომავალ რექტორად, სავარაუდოდ, ჯაბა სამუშიას კანდიდატურა განიხილება, რომელსაც ახლობლები და ნაცნობები წინსწრებით  ულოცავენ უკვე რექტორად არჩევას. მისივე თმით, ამით იკვეთება არა პერსონალური, არამედ სისტემური გაუმართაობა. „ეს არის ის არაჯანსაღი პროცესი, რაც უნივერსიტეტში მიმდინარეობს. სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს სურთ, უნივერსიტეტში მოვიდეს ის რექტორი, რომელიც მათ ინტერესებს გაატარებს და, შესაბამისად, მოახდენს სტუდენტების აზრის კონტროლს, ეს არის რეალობა. აუცილებელია, ასევე, რომ დაიშალოს აკადემიური საბჭო, შეიზღუდოს მისი უფლებები და რექტორის არჩევა  უფრო მეტად დემოკრატიული გახდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ რექტორის არჩევის პროცესში  პროფესურა სრულად ჩაერთვება და ისინი გადაწყვეტენ, ვინ იქნება რექტორი. მანამდე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაინიშნოს დროებითი რექტორი, რომელიც უნდა აირჩეს პროფესურის მხრიდან. 20 ოქტომბერს ჩანიშნეს მოჩვენებითი პროცესი, რასაც „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ არ ეთანხმება. ჩვენ ამ პროცესს არალეგიტიმურად ვაცხადებთ. თსუ-ში ყველა რექტორს არალეგიტიმურად ვცნობთ, რადგან ჩვენ სისტემური ცვლილებები გვჭირდება. ეს კი გამოიხატება იმაში, რომ რექტორის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს“ – ამბობს საბა ქერქაძემ.

გაფიცული სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენება და სახელმწიფოს მიერ სტუდენტებისთვის საბინაო სუბსიდიის დაწესებაა. მაისის მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე სტუდენტის განცხადებით, ღირსეული საერთო საცხოვრებლის აშენება პრინციპული მოთხოვნაა, რათა მათ მიეცეთ ღირსეული განათლების მიღების შესაძლებლობა. სტუდენტები ამის მოთხოვნას  მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე არ დაიწყება საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რასაც, დაახლოებით, 2-3 წელი მაინც დასჭირდება და ამიტომ იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც  ქირის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ, სახელმწიფოსგან ბინის ქირის გადასახადის სუბსიდირებასაც მოითხოვენ.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები