ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ე.წ. გაფართოებული აბტრაქტის დონის ფლობა არ არის სავალდებულო, მაგრამ სასურველია. ფაქტია, რომ მიმართებით ანუ რელატიურ დონეზე უკვე იწურება დავალების პირობით განსაზღვრული საკითხი, თუმცა, კომპლექსური დავალება იძლევა მოსწავლის გაფართოებულ აბსტრაქტის დონეზე გაყვანის საშუალებას.
როდის არის მოსწავლე აბსტრაქტის დონეზე? ამ კითხვაზე ბევრგვარი პასუხი არსებობს, მაგრამ უმჯობესია, თვალი გავადევნოთ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გაფართოებული აბსტრაქტის დონედ ითვლება, თუ მოსწავლეს შეუძლია სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების ეროვნული სასწავლო გეგმის ზესაგნობრივ(მაკრო)ცნებებთან.
ზესაგნობრივი (მაკრო)ცნებები ასევე უკავშირდება XXI საუკუნის რვა საკვანძო კომპეტენციას, რომლებიც ევროკავშირის მიერაა განსაზღვრული.
წარმოდგიდგენთ პრეზენტაციას ლინკის სახით
რომელიც წარმოადგენს მოსწავლეთა კოლაბორაციულ, ფინალურ ნაშრომს ისტორიაში.
რატომ არის ეს პრეზენტაცია გაფართოებული დონეზე შეფასებული? ახსნა შეიძლება ასე – ნაშრომში ჩანს:
√ კონსტრუქტი, ანუ ინფორმაციის გააზრება, საკუთარი გამოცდილებით მისი მნიშვნელობის გადააზრება- გაღრმავება;
√ ნარატივი, ანუ ინფორმაციის კონსტრუირება-ნარატივად გარდაქმნა, საკუთარი ნარატივის ჩამოყალიბება, რომელშიც ასახული იქნება საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი მასალა საკუთარი მიზნებისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
√ კულტურული მრავალფეროვნება, ანუ როგორ აღიქვამენ ერთსა და იმავე ინფორმაციას სხვა კულტურის ადამიანები;
√ მოდელი და კვლევა, ანუ კანონზომიერებების აღმოჩენა და მოდელირება ახალ სიტუაციასთან მიმართებით; სასწავლო მასალის დაკავშირება სხვა სამეცნიერო ცოდნასთან;
√ სტრატეგიების შერჩევა საკითხის შესასწავლად ან დავალების შესასრულებლად;
√ მოქალაქე, ანუ მოსწავლემ გააანალიზა, რა გავლენა მოახდინა მის მოქალაქეობრივ მსოფლმხედველობაზე შეძენილმა ცოდნამ;
√ ინოვაციური პროექტი, ანუ შეძენილი ცოდნის გამოყენებითი ასპექტების მოძიება საკუთარი, ან საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის.
აქვე გთავაზობთ შესავსებ ცხრილს საორიენტაციო შეკითხვით, რომელიც მარტივი მაორგანიზებელია, მაგრამ დაეხმარება კოლეგებს გაფართოებული აბსტრაქტის გააზრებაში:
საორიენტაციო შეკითხვა: რატომ წარმოადგენს დავალება გაფართოებული აბსტრაქტს? რით დაადასტურებთ?
ტარიელ ფუტკარაძე
სსიპ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი