19 ივლისი, პარასკევი, 2024

გასტროკულტურის მრავალფეროვნება საქართველოში

spot_img
ნანა აბრამიშვილი
სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე

სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლაში (დირექტორი – მანანა კიკაჩეიშვილი) მე-10 კლასის ხელმძღვანელმა, თამარ ტალახაძემ, მოსწავლეებმა და მშობლებმა საინტერესო პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს. სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს ქართული ენის მასწავლებელს, თამარ ტალახაძეს, მოსწავლეებსა და მშობლებს ამ ლამაზი დღისათვის.

თამარ ტალახაძე აღნიშნავს, რომ არის გამორჩეული დღეები ჩვენს ცხოვრებაში, ფერადი და ემოციური, როცა სიტყვებიც არ გყოფნის… ასეთი იყო ჩემთვის დღე, როდესაც ჩემს მე10 კლასთან ერთად, მნიშვნელოვანი ღონისძიებით, წარვდექით ჩვენი სტუმრების წინაშე. ემოცია ყოველთვის ახლავს ასეთ დღეებს, მაგრამ როცა სტუმრად გყავს საკრებულოს დეპუტატი ლევან ჯაფარიძე, რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგეობის წევრებ: მაია კობრეშვილი და გიორგი გველესიან, მღელვარება უფრო მატულობს. მადლობა მათ მობრძანებისათვის, ჩემი მოსწავლეების ასეთი შეფასებისთვის, სითბოსთვის.

ღონისძიების ჩატარების სურვილი სულმნათი შოთას უკვდავმა პოემამ შთამაგონა და რადგან ნოვრუზობა ახლოვდებოდა, ზუსტად სამი კვირით ადრე, გადავწყვიტე და დღეს განვახორციელე ჩემი პროექტი ,,გასტროკულტურის მრავალფეროვნება საქართველოში საახალწლო ტრაიციები“.

სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა, მინიმოდელია ჩვენი პატარა ქვეყნის მრავალეროვანი და მრავალფეროვანი. ეს სიფერადე და სიუხვე იგრძნობოდა დღეს მადლობა ჩემი კლასის მოსწავლეთა მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.“ ამბობს  ქალბატონი თამარი.

 

 

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდები გრძელდება

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები