27 ივლისი, შაბათი, 2024

გარემო რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს

spot_img

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა, USAID-ის და­ფი­ნან­სე­ბი­თა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, სპორ­ტის და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით, ამ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს 230 სკო­ლა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია სკო­ლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ნას­წავ­ლის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­ტა­ნა­ში ხელ­შეწყო­ბა.

ბა­თუ­მის 29-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, აჭა­რის სხვა­დას­ხ­ვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ პრო­ექ­ტე­ბის შე­დე­გე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს. ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი, თა­ნა­ტოლ­თა შო­რის ჩაგ­ვ­რის შემ­ცი­რე­ბა, თამ­ბა­ქო­სა და კა­ნა­ფის მოხ­მა­რე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა, საგ­ზაო უსაფ­რ­თხო­ე­ბა, ჯან­სა­ღი კვე­ბის სა­კითხე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა — ამ და კი­დევ სხვა აქ­ტუ­ა­ლურ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მებ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შექ­მ­ნილ­მა და სკო­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა პრო­ექ­ტებ­მა დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

სო­ფელ აჭყ­ვას სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის „ზევ­სი“ (პე­და­გო­გი — ნი­ნო გა­თე­ნა­ძე) მოს­წავ­ლე­ებ­მა პრო­ექ­ტი „არა ძა­ლა­დო­ბას“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის გან­საზღ­ვ­რის მიზ­ნით ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და სკო­ლა­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის, მა­თი აღ­მოფხ­ვ­რის და სა­დამ­ს­ჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის მიზ­ნით,   შეხ­ვ­დ­ნენ უბ­ნის რწმუ­ნე­ბულს, დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს, ფსი­ქო­ლოგს. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­მარ­თეს სა­ინ­ფორ­მა­ციო აქ­ცია „არა ძა­ლა­დო­ბას“ და ამა­ვე თე­მა­ზე ჩა­ა­ტა­რეს თა­ნას­წორ­გან­მა­ნათ­ლე­ბელ­თა ტრე­ნინ­გი.

ბა­თუ­მის 29-ე სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის   „ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის“ (პე­და­გო­გი — რუ­სუ­დან ფა­ღა­ვა) წევ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო „არა კა­ნა­ფის და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას“. მა­თაც, ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის დად­გე­ნის მიზ­ნით, თემ­ში ჩა­ა­ტა­რეს გა­მო­კითხ­ვა თამ­ბა­ქოს და კა­ნა­ფის მავ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, და­ა­რი­გეს სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რე­ბი, გა­მო­აცხა­დეს ნა­ხა­ტე­ბის და სლო­გა­ნე­ბის კონ­კურ­სი, რო­მელ­შიც პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. მო­ეწყო სპორ­ტუ­ლი მა­რა­თო­ნი.

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჩა­ი­სუბ­ნის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის „სხი­ვი“ (პე­და­გო­გი — თა­მი­ლა რი­ო­ნი­ძე) მცი­რე საგ­რან­ტო პრო­ექ­ტი იყო „არა ნა­ად­რევ და იძუ­ლე­ბით ქორ­წი­ნე­ბას“. საკ­ლა­სო პრო­ექ­ტი X კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა და­გეგ­მეს და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი აქაც თემ­ში კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა იყო, მო­ქა­ლა­ქე­თა აზ­რის გა­მო­სავ­ლე­ნად, ნა­ად­რე­ვი და იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

„ჯან­სა­ღი დღე იწყე­ბა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბით“ — ასე ერ­ქ­ვა ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზე­მო წინ­ს­ვ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის „წინ­ს­ვ­ლა“ მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექტს. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მე­ლიც მათ ჯან­სა­ღი კვე­ბის   მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რა, და­ბა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ტრე­ნინ­გი ჩა­უ­ტა­რეს. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მო­ეწყო ფეს­ტი­ვა­ლი „ჯან­სა­ღი დღე იწყე­ბა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბით“.

აქ­ტუ­ა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის №6 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის „თე­მი­და“ (პე­და­გო­გი — და­რე­ჯან ცენ­ტე­რა­ძე) მე­ა­თეკ­ლა­სე­ლე­ბის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი „მო­ხა­ტე უსაფ­რ­თხო­ე­ბა“. პატ­რუ­ლის თა­ნამ­შ­რო­მელ­მა მოს­წავ­ლე­ებს ქუ­ჩა­ში უსაფ­რ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის, საგ­ზაო წე­სე­ბის დაც­ვი­სა და სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია. მოს­წავ­ლე­ებ­მა ითა­ნამ­შ­რომ­ლეს საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტ­თან და ქა­ლა­ქის მე­რი­ას­თან. მა­თი მხარ­და­ჭე­რით, ერ­თობ­ლი­ვად, მო­ხა­ტეს „ზებ­რა“ გა­და­სას­ვ­ლე­ლი. პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­აწყ­ვეს აქ­ცია „მე ვირ­ჩევ უსაფ­რ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას“ — და­ა­სუფ­თა­ვეს სა­ნი­აღ­ვ­რე არ­ხე­ბი, რო­მე­ლიც იწ­ვევ­და სა­ვა­ლი გზის დატ­ბორ­ვას; მო­უ­წო­დეს მო­სახ­ლე­ო­ბას, არ და­ა­ნაგ­ვი­ა­ნონ გა­რე­მო და დად­გეს გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ნე­რი; სკო­ლა­ში ჩა­ტარ­და ნა­ხა­ტე­ბი­სა და სლო­გა­ნე­ბის კონ­კურ­სი უსაფ­რ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის თე­მა­ზე. მო­ეწყო სა­უ­კე­თე­სო ნა­მუშ­ვე­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, გა­მოვ­ლინ­და სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რის ავ­ტო­რი. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა პროგ­რა­მის პარ­ტ­ნი­ორ სკო­ლებ­თა­ნაც ითა­ნამ­შ­რომ­ლეს. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ჩა­ა­ტა­რეს სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი საგ­ზაო უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე და საგ­ზაო წე­სე­ბის დაც­ვა­ზე.

ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წო­ნი­ა­რი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის „ნი­კე“ (პე­და­გო­გი — იზოლ­და ბა­რა­მი­ძე) მოს­წავ­ლე­ებ­მა საკ­ლუ­ბო პრო­ექ­ტი „ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფა და მა­თი შემ­ცი­რე­ბის გზე­ბი ქე­დის რა­ი­ონ­ში“ წარ­მო­ად­გი­ნეს. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე არა მარ­ტო კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე ისა­უბ­რეს, არა­მედ იმა­ზეც, რამ­დე­ნად მზად არი­ან ქე­დის მე­რია და შე­სა­ბა­მი­სი სამ­ს­ხუ­რე­ბი ბუ­ნებ­რივ კა­ტას­ტ­რო­ფებ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად. და­ბა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ამ თე­მა­ზე ტრე­ნინ­გი ჩა­უ­ტა­რეს. და­ამ­ზა­დეს მა­კე­ტე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მეწყე­რის იმი­ტა­ცია აჩ­ვე­ნეს.

მოს­წავ­ლე­თა პრო­ექ­ტე­ბი მო­ი­წო­ნეს აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­სი­ის დი­რექ­ტორ­მა, პი­ტერ ვიბ­ლერ­მა, USAID-ის დე­მოკ­რა­ტი­ის მმარ­თ­ვე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ოფი­სის დი­რექ­ტორ­მა, ადამ შმიდ­ტ­მა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ნა უშ­ვე­რი­ძემ, ბა­თუ­მის გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და და­საქ­მე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, მაია ქა­თა­მა­ძემ. ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ ფარ­გ­ლებ­ში გა­ი­მარ­თა, ეს­წ­რე­ბოდ­ნენ რე­გი­ო­ნის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მაია ქა­თა­მა­ძემ გვითხ­რა, რომ პროგ­რა­მა აჭა­რის რე­გი­ონ­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ენერ­გი­უ­ლი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბის და აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. „მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო აჭა­რის მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნის პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა პროგ­რა­მა­ში და მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი თემ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სა და გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პრო­ცეს­ში. მი­უ­ხე­და­ვად დატ­ვირ­თუ­ლი სას­წავ­ლო გრა­ფი­კი­სა, მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­ლი­სით ერ­თ­ვე­ბი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში, რად­გან მათ­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი და გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია გაკ­ვე­თილ­ზე შეს­წავ­ლი­ლი თე­ო­რი­ის პრაქ­ტი­კა­ში გამოყენება და, ამის სა­ფუძ­ველ­ზე, მათ გარ­შე­მო და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ შეგ­ვიძ­ლია სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვე­სა­უბ­როთ — აღ­ნიშ­ნავს პი­ტერ ვიბ­ლე­რი, — შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ყო­ველ­თ­ვის მზა­დაა მხარ­და­ჭე­რის აღ­მო­სა­ჩე­ნად. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, და­ვეხ­მა­როთ ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს, რა­თა მათ გა­ი­აზ­რონ თა­ვი­ან­თი რო­ლი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამი­ტო­მაც გვა­ხა­რებს მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა“.

მა­რი­ნა უშ­ვე­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა არის სწავ­ლე­ბა კე­თე­ბით, რა­საც პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა ჰქვია. ეს ძა­ლი­ან კარ­გი მე­თო­დია იმის­თ­ვის, რომ თე­ო­რია არ დარ­ჩეს მხო­ლოდ თე­ო­რი­ად და ბავ­შ­ვებ­მა ყვე­ლა­ფე­რი პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ი­ტა­ნონ, და­უ­კავ­ში­რონ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად სწავ­ლე­ბის­თ­ვის სა­მი კომ­პო­ნენ­ტია სა­ჭი­რო — ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი პე­და­გო­გი და მოს­წავ­ლე­თა მიერ ნას­წავ­ლის პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნა, ანუ მოს­წავ­ლე­თა პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა. „ჩვე­ნი პრო­ექ­ტი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სკო­ლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა ისე­თი სა­გა­ნია, რომ­ლის სწავ­ლე­ბა მხო­ლოდ თე­ო­რი­ით შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­თე­მო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­თა თუ პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მ­ვით, მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად შეძ­ლეს ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ რო­გორ უნ­და შე­უწყონ ხე­ლი თა­ნა­ტო­ლებ­სა და უმ­ც­როს­კ­ლა­სე­ლებ­ში, მა­გა­ლი­თად, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას“ — ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა.

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის №6 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე ვა­სილ სი­ლა­გა­ძე პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლია და აღ­ნიშ­ნავს, რომ მსგავს პრო­ექ­ტებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის   აქ­ტი­უ­რი ჩარ­თ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. „პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში „ზებ­რა“ გა­და­სას­ვ­ლე­ლი მოვ­ხა­ტეთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, და­ბა­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის აგ­ვე­მაღ­ლე­ბი­ნა ცნო­ბი­ე­რე­ბა საგ­ზაო უსაფ­რ­თხო­ე­ბის კუთხით. პრო­ექ­ტის „საგ­ზაო უსაფ­რ­თხო­ე­ბა“ ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­თა ინ­ფორ­მი­რე­ბის­თ­ვის, I-VI კლა­სებ­ში სე­მი­ნა­რე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ“.

ბა­თუ­მის 29-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე თე­მურ ხვე­დე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ის და მი­სი მე­გობ­რე­ბი, მო­მა­ვალ­ში, პრო­ექტს უფ­რო მას­შ­ტა­ბურ­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გახ­დი­ან: „ჩვენ ვი­მუ­შა­ვეთ პრო­ექ­ტ­ზე „არა თამ­ბა­ქოს და კა­ნა­ფის მოხ­მა­რე­ბას“. მო­ვიწ­ვი­ეთ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი, თა­ნა­ტო­ლე­ბი და გა­ვა­ცა­ნით ჩვე­ნი პრო­ექ­ტი. მი­ხა­რია, რომ მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა მოიწონეს ჩვე­ნი პრო­ექ­ტი. მასზე მუ­შა­ო­ბას მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტებ­ში აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბი­ან მშობ­ლე­ბიც. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე   ვა­სილ სი­ლა­გა­ძის მშო­ბე­ლი, მაია კო­ბა­ხი­ძე გვი­ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტ­მა „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ მი­სი შვი­ლი უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­ხა­და ახა­ლი საგ­ნის — სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის შეს­წავ­ლა­ში. მას სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა. „პრო­ექ­ტებ­ზე ისე სიღ­რ­მი­სე­უ­ლად მუ­შა­ობს, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქ­მის აღარ აქვს. მა­გა­ლი­თად, მი­სი ბო­ლო პრო­ექ­ტის „მოვ­ხა­ტოთ უსაფ­რ­თხო­ე­ბა“ ინი­ცი­რე­ბის და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს ეტყო­ბო­და, რომ ეს პრობ­ლე­მა რე­ა­ლუ­რად ადარ­დებ­და, პრო­ექ­ტის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად კი ბევრს ფიქ­რობ­და. ბა­თუმ­ში რამ­დე­ნი­მე ვი­ზი­ტის შემ­დეგ, უკ­ვე ხა­ლი­სით მი­დის ყო­ველ შეხ­ვედ­რა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თ­ვას ცდი­ლობს.“

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნით მო­ზარ­დ­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბას უწყობს ხელს. მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მათ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის გა­აზ­რე­ბა­ში და შე­დე­გად, სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა კი, შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები