18 აგვისტო, ხუთშაბათი, 2022

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კვი­რე­უ­ლი სკო­ლა­ში

spot_img

სსიპ სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლე­ძა­ძა­მეს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, 2021-22 სას­წავ­ლო წელს, ერთ-ერ­თი გამ­ჭო­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა „ბუ­ნე­ბის დაც­ვა“. სკო­ლა თა­ნამ­შ­რომ­ლობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­მოს ­დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­როსთან, სსიპ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რ­თან.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის 29-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად,  ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა, ცხოვ­რობ­დეს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის უვ­ნე­ბელ გა­რე­მო­ში, სარ­გებ­ლობ­დეს ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო­თი და სა­ჯა­რო სივ­რ­ცით; ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა, დრო­უ­ლად მი­ი­ღოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­რე­მოს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ; ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა, ზრუ­ნავ­დეს გა­რე­მოს დაც­ვა­ზე, გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კითხებ­თან დკავ­ში­რე­ბით გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია კა­ნო­ნით.

ახ­ლან­დე­ლი და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­რე­მოს დაც­ვა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სარ­გებ­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია კა­ნო­ნით. სსიპ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რის მი­ზა­ნია: სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პო­ლი­ტი­კის და­ნერ­გ­ვა.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კუთხით სკო­ლა­ში ფორ­მა­ლურ და არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ამ მიმართულებით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კა­თედ­რა. სკო­ლას მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს შო­თა მეს­ხი­ას ზუგ­დი­დის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და სე­ნა­კის ბა­ზას­თან (რექ­ტო­რი – თე­ო­ნა ხუ­ფე­ნია, დი­რექ­ტო­რი – მა­ნა­ნა ჭან­ტუ­რია).

ჩვე­ნი სკო­ლის რამ­დე­ნი­მე კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ამ­ჟა­მად ღე­ბუ­ლობს რო­გორც უმაღ­ლეს, ასე­ვე პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რე­გი­ო­ნის უმაღ­ლეს და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში, სა­დაც და­ნერ­გი­ლია გა­რე­მოსდაც­ვი­თი და აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის მო­დუ­ლე­ბი.

2021 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ვი­ა­რე ტრე­ნინ­გი „გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლა­ში“, რო­მე­ლიც ჩაა­ტარ­ა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, სსიპ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რთან ერთად.

ტრე­ნინ­გი სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, პა­სუ­ხობ­და მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ს, გან­ხი­ლუ­ლი იყო შემ­დე­გი თე­მე­ბი: მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია, ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის დაც­ვა, წყლის რე­სურ­სე­ბის დაც­ვა და მდგრა­დი მარ­თ­ვა, ჰა­ე­რის დაც­ვა და­ბინ­ძუ­რე­ბი­სა­გან, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვი საფ­რ­თხე­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მი­წის მარ­თ­ვა და გა­უ­დაბ­ნო­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა და ხა­რის­ხი. თი­თო­ე­უ­ლი თე­მა მო­ი­ცავ­და თე­ო­რი­ულ მა­სა­ლას პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს და კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს. ტრე­ნინ­გი სა­ინ­ტე­რე­სოდ მიჰ­ყავ­დათ ტრე­ნე­რებს: მა­ნა­ნა მაძღა­რაშ­ვილს და ნი­ნო გულ­მა­გა­რაშ­ვილს.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რა აგ­რეთ­ვე, მა­თე­მა­ტი­კის მა­ძი­ე­ბელმა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ფე­ლიქს ხურ­ცი­ლა­ვამ.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, გამ­ჭო­ლა­დაა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­თან: ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა, მა­თე­მა­ტი­კა, მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტერ­ტუ­რა, უცხო­უ­რი ენა, სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა, მუ­სი­კა, ფი­ზი­კუ­რი აღ­­ზ­რ­და და სპორ­ტი.

ტრე­ნინ­გის გავ­ლის შემ­დეგ, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მარ­ტის თვე­ში, სკო­ლა­ში აღ­გ­ვე­ნიშ­ნა მწვა­ნე დღე­ე­ბი – 3 მარ­ტი – ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის მსოფ­ლიო დღე, 8 მარ­ტი – კა­ტე­ბის მსოფ­ლიო დღე, 14 მარ­ტი – მდი­ნა­რე­ე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, 18 მარ­ტი – ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, 20 მარ­ტი – ბე­ღუ­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, 21 მარ­ტი – ტყის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, 22 მარ­ტი – წყლის რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო დღე, 23 მარ­ტი –  მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, 30 მარ­ტი – დე­და­მი­წის სა­ა­თი. ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, თით­ქ­მის მთე­ლი სკო­ლა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მა­ღა­ლი იყო რო­გორც მოს­წავ­ლე­თა, ასე­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა, გაკ­ვე­თი­ლე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ტარ­დე­ბო­და რო­გორც ღია სივ­რ­ცე­ში, ასე­ვე საკ­ლა­სო ოთა­ხებ­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში. მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ნა­წი­ლეო­ბა მი­ი­ღეს დის­კუ­სი­ებ­ში, გა­ა­კე­თეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა კონ­ცეფ­ცი­ე­ბი­სა და დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის, გა­რე­მოს შე­მად­გე­ნე­ლი ელე­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე, გა­რე­მოს მდგო­მა­რე­ო­ბის გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე, სა­ინ­ტე­რე­სოდ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი პოს­ტე­რე­ბი და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი.

მეექვსეკლა­სე­ლე­ბის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რია ამ პრო­ექ­ტ­ში. მოს­წავ­ლე­ებ­მა ხაზ­გას­მით წარ­მო­ა­ჩი­ნეს მა­თე­მა­ტი­კის კავ­ში­რი მდგრად გან­ვი­თა­რე­ბას­თან, მას­წავ­ლებ­ლის, ფე­ლიქს ხურ­ცი­ლა­ვას მი­ერ მიცე­მუ­ლი რჩე­ვე­ბი­თა და მკა­ფიო ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­მა წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ს მოთხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. კარ­გად გა­არ­თ­ვეს თა­ვი პრაქ­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის აქ­ტი­ვო­ბას – „ჩე­მი ეკო­ლო­გი­უ­რი ნაკ­ვა­ლე­ვი“. მას­წავ­ლებ­ლის ფა­სი­ლი­ტა­ცი­ით და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის გაც­ნო­ბით, გა­ი­თა­ვი­სეს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის არ­სი: „მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის ისე­თი ფორ­მაა, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს აწ­მ­ყოს მოთხოვ­ნებს ისე, რომ არ უქ­მ­ნის საფ­რ­თხეს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­იკ­მა­ყო­ფი­ლონ თა­ვი­ან­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი“.

       

სკო­ლა­ში გა­რე­მოს­დაც­ვით ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი: ლა­რი­სა გო­გია, ეკა­ტე­რი­ნე ჯა­ლა­ღო­ნია, მა­რი­ნე ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი; მას­წავ­ლებ­ლე­ბი: ფე­ლიქ­ს ხურ­ცი­ლა­ვა, ხვი­ჩა ძა­ძა­მია.

სსიპ გა­რე­მოს­დაც­ვით ინ­ფ­ორ­მა­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რ­მა სკო­ლას გა­დას­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა და დის­კე­ბის ნაკ­რე­ბი, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო რე­სურ­სის სა­ხით მო­მა­ვალ­შიც მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­მოს­ დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობის სა­მი­ნის­ტ­როს, სსიპ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენტრს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბი­ს, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნისა და ტრე­ნინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თ­ვის.

გი­ორ­გი ხურ­ცი­ლა­ვა – სსიპ სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლე­ძა­ძა­მეს სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები