27 ივლისი, შაბათი, 2024

გარ­დ­ნე­რის თე­ო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრაქ­ტი­კა­ში

spot_img

ეთერ გო­გე­ლი­ძე

სსიპ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფარ­ცხა­ნა­ყა­ნე­ვის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

სტა­ტი­ის მი­ზა­ნია, და­ეხ­მა­როს პე­და­გოგს გარ­დ­ნე­რის თე­ო­რი­ის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თა­ნა­ტოლ­თა ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვის სა­კითხებ­ში. სას­წავ­ლო სტრა­ტე­გი­ე­ბი­დან ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ეფექ­ტი­ა­ნია თა­ნა­ტოლ­თა ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბა. რო­ცა ამ სტრა­ტე­გი­ას ვირ­ჩევთ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გა­ვარ­კ­ვი­ოთ, ინ­ტე­ლექ­ტის რო­მე­ლი სა­ხე აქვს უფ­რო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს.

ამე­რი­კელ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა ჰ. გარ­დ­ნერ­მა შე­ი­მუ­შა­ვა „მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტის თე­ო­რია“, რომ­ლის მი­ხედ­ვით არ­სე­ბობს ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტის რვა სა­ხე: ლინ­გ­ვის­ტუ­რი, მა­თე­მა­ტი­კურ-ლო­გი­კუ­რი, ვი­ზუ­ა­ლურ-სივ­რ­ცი­თი, სხე­უ­ლებ­რივ-კი­ნეს­თე­ტი­კუ­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი, ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი, ინ­ტ­რა­პერ­სო­ნა­ლუ­რი და ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს მოს­წავ­ლე­ში წარ­მოდ­გე­ნილ, სხვა­დას­ხ­ვა ხა­რის­ხით არ­სე­ბულ, ინ­ტე­ლექ­ტის სა­ხეს (ან სა­ხე­ებს), რა­თა ბავშვს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვად გა­მო­ხატ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს.

გარ­დ­ნე­რის თე­ო­რი­ის ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა პე­და­გო­გის პრაქ­ტი­კის­თ­ვის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია. რო­ცა ვი­ცით, თუ რა სა­ხის ინ­ტე­ლექ­ტია მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­ში, მით უფ­რო იოლია იმ ბერ­კე­ტე­ბის ამოქ­მე­დე­ბა, რომ­ლი­თაც ად­ვი­ლად მი­ვაღ­წევთ შე­დე­გებს. ინ­ტე­ლექ­ტის ერ­თი სა­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მარ­ტივ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა. ასე­ვე, რო­ცა გვსურს სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გარ­დ­ნე­რის თე­ო­რი­ი­თაც ავ­ხ­ს­ნით სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბა­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას (ბუ­ნებ­რი­ვია, მხო­ლოდ ეს თე­ო­რია ვერ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი).

გან­ვი­ხი­ლოთ ინ­ტე­ლექ­ტის ყვე­ლა სა­ხე და წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცი­ას თა­ნა­ტოლ­თა ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის­თ­ვის.

  1. ლინ­გ­ვის­ტუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს მეტყ­ვე­ლე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი უნა­რი აქვთ. შე­უძ­ლი­ათ კარ­გად კითხ­ვა, წე­რი­თი და ზე­პი­რი მეტყ­ვე­ლე­ბა. არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­ე­ბი (მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ტი­კო­სი, ად­ვო­კა­ტი, ჟურ­ნა­ლის­ტი და ა.შ.), რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ითხოვს ამ უნარ-ჩვე­ვე­ბის ფლო­ბას. ენი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, სა­უბ­რის დროს, უყ­ვართ მე­ტა­ფო­რე­ბის, იუმო­რის­ტუ­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბის ხმა­რე­ბა. მათ, აგ­რეთ­ვე, უყ­ვართ სიტყ­ვე­ბით თა­მა­ში, ენის გა­სა­ტე­ხე­ბი, ანეკ­დო­ტე­ბი და ა.შ. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც ძლი­ე­რა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ამ ტი­პის ინ­ტე­ლექ­ტი, გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი არი­ან სკო­ლა­შიც, რად­გან შე­უძ­ლი­ათ აზ­რის ნათ­ლად გა­მო­ხატ­ვა რო­გორც ზე­პი­რად, ისე წე­რი­ლო­ბით. რო­გორ გა­მო­ვარ­ჩი­ოთ ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი? იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლეთ დაკ­ვირ­ვე­ბით, თუ მოს­წავ­ლე ამ­ბობს:
  2. მიყ­ვარს ამ­ბე­ბის მო­ფიქ­რე­ბა;
  3. შე­მიძ­ლია სხვა­თა ნათ­ქ­ვა­მე­ბის ად­ვი­ლად და­მახ­სოვ­რე­ბა და გად­მო­ცე­მა;
  4. უცხო ენე­ბი მიყ­ვარს;
  5. მიყ­ვარს კითხ­ვა;
  6. მიყ­ვარს წე­რა;
  7. მიყ­ვარს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სიტყ­ვით გა­მოს­ვ­ლა.

ამ ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თა­ნა­ტოლ­თა ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბი­სას. „ლინ­გ­ვისტ“ ბავ­შ­ვებს კარ­გად შე­უძ­ლი­ათ და­ვა­ლე­ბის გა­სიტყ­ვე­ბა, აქ­ტი­ვო­ბა­თა შეს­რუ­ლე­ბის აღ­წე­რა და ა.შ. მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა „არა­ლინ­გ­ვის­ტი“ კლა­სე­ლე­ბის­თ­ვის კარ­გი მო­ტი­ვა­ტო­რია, რომ კლას­ში მოს­წავ­ლე­თა დო­ნე ამაღ­ლ­დეს სათ­ქ­მე­ლი­სა და თქმუ­ლის თან­ხ­ვედ­რის სა­კითხ­ში.

  1. ლო­გი­კურ-მა­თე­მა­ტი­კუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის, მა­თე­მა­ტი­კუ­რი და მეც­ნი­ე­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­გე­ბის კარ­გი უნა­რი აქვთ. მათ თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ რიცხ­ვე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა. ისი­ნი კარ­გად ახერ­ხე­ბენ მო­ნა­ცე­მე­ბის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას, ცხრი­ლე­ბის და­ლა­გე­ბას, აბ­ს­ტ­რაქ­ტულ კვლე­ვას და წვდე­ბი­ან აბ­ს­ტ­რაქ­ტულ მი­მარ­თე­ბებს. ისი­ნი „ძლი­ე­რე­ბი“ არი­ან მა­თე­მა­ტი­კა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში — ად­ვი­ლად სწავ­ლო­ბენ ე.წ. სტე­მის საგ­ნებს. ეს ინ­დი­ვი­დე­ბი კარ­გად სწავ­ლო­ბენ ექ­ს­პე­რი­მენ­ტის, კვლე­ვის და­გეგ­მ­ვას, თვი­თო­ნაც აკე­თე­ბენ აღ­მო­ჩე­ნებს. მათ მოს­წონთ სტრა­ტე­გი­ულ-ლო­გი­კუ­რი თა­მა­შე­ბი.

ასე­თი ინ­ტე­ლექ­ტის მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ:

  1. მიყ­ვარს ან­გა­რი­ში, და­გეგ­მ­ვა;
  2. მა­თე­მა­ტი­კა ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სა­გა­ნია;
  3. შე­მიძ­ლია არით­მე­ტი­კუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ტექ­ნი­კუ­რი და მე­ქა­ნი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­რე­შეც;
  4. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთა­მა­შობ „გა­სათ­ვ­ლელ“ თა­მა­შებს: ჭად­რაკს, ნარდს, დო­მი­ნოს, შაშს…
  5. მიყ­ვარს საგ­ნე­ბის დაშ­ლა-აწყო­ბა;
  6. მიყ­ვარს „შო­პინ­გებ­ზე“ ფას­დაკ­ლე­ბა­თა ანა­ლი­ზი…

ამ ინ­ტე­ლექ­ტით გა­მორ­ჩე­ულ მოს­წავ­ლე­ებს ეფექ­ტი­ა­ნად შე­უძ­ლი­ათ „ოქ­როს წე­სე­ბის“ თა­ნა­ტო­ლე­ბამ­დე მი­ტა­ნა. მთა­ვა­რია, ასეთ დროს მოს­წავ­ლემ მოს­წავ­ლეს ინ­ფორ­მა­ცია ასერ­ტუ­ლი და ეთი­კუ­რი ნორ­მის ფორ­მე­ბით მი­ა­წო­დოს.

  1. ვი­ზუ­ა­ლურ-სივ­რ­ცი­თი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ვი­ზუ­ა­ლუ­რად სამ­ყა­როს ზუს­ტი აღ­ქ­მი­სა და მხედ­ვე­ლო­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კარ­გი უნა­რი აქვთ. ისი­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად სწავ­ლო­ბენ ვი­ზუ­ა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის (ხა­ტი, ფე­რე­ბი, სუ­რა­თე­ბი, გრა­ფი­კუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი) სა­შუ­ა­ლე­ბით და იყე­ნე­ბენ მათ ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გ­ში სხვა­დას­ხ­ვა საქ­მი­ა­ნო­ბის დროს. ამ ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის საყ­ვა­რე­ლი გა­მოთ­ქ­მე­ბია:
  2. მიყ­ვარს ცხრი­ლე­ბი­სა და გრა­ფი­კე­ბის აგე­ბა;
  3. ად­ვი­ლად ვი­მახ­სოვ­რებ იმ ლო­კა­ცი­ებს, სა­დაც ვყო­ფილ­ვარ;
  4. შე­მიძ­ლია წარ­მო­სახ­ვით შევ­ქ­მ­ნა სხვა­დას­ხ­ვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი;
  5. ხე­ლოვ­ნე­ბა ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სა­გა­ნია.

ვი­ზუ­ა­ლურ-სივ­რ­ცი­თი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან ეად­ვი­ლე­ბათ, თა­ნა­ტო­ლე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მ­ნა­ზე და­აკ­ვირ­ვონ და თან ახ­ს­ნან, თუ რა­ტომ აირ­ჩი­ეს ასე­თი გზე­ბი და­ვა­ლე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად.

  1. სხე­უ­ლებ­რივ-კი­ნეს­თე­ტი­კუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს სხე­უ­ლის მარ­თ­ვის, მი­სი მოძ­რა­ო­ბე­ბის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბი­სა და შეც­ვ­ლის კარ­გი უნა­რი აქვთ. ამ ტი­პის ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს კარ­გად ეხერ­ხე­ბათ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ისი­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად „კე­თე­ბის“ პრო­ცეს­ში, ანუ აქ­ტი­უ­რი სწავ­ლე­ბით, მოძ­რა­ო­ბე­ბით და სა­მუ­შა­ოს ხე­ლით შეს­რუ­ლე­ბის დროს აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბებს.

კი­ნეს­თე­ტი ბავ­შ­ვე­ბის „სა­ფირ­მო“ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბია:

  1. ვარ პლას­ტი­კუ­რი, ვცეკ­ვავ კარ­გად;
  2. მიყ­ვარს სპორ­ტის ის სა­ხე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი (კა­ლათ­ბურ­თი, ფრენ­ბურ­თი, ფეხ­ბურ­თი, სირ­ბი­ლი…);
  3. მიყ­ვარს აწყო­ბა, ქსო­ვა, გა­მოთ­ლა, ჩხირ­კე­დე­ლა­ო­ბა, გა­მო­ძერ­წ­ვა…

ასე­თი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის დროს, გა­მორ­ჩე­უ­ლად ეფექ­ტი­ა­ნია სპორ­ტი­სა და იმ საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბი­სას, რომ­ლე­ბიც ე.წ. „მსხვილ მო­ტო­რი­კას“ მო­ითხოვს. ამის გარ­და, არ­სე­ბობს ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქ­მა — „მითხა­რი და და­მა­ვიწყ­დე­ბა, მას­წავ­ლე და და­ვი­მახ­სოვ­რებ, ჩამ­რ­თე და ვის­წავ­ლი“ (ბენ­ჯა­მინ ფრან­კ­ლი­ნი). კი­ნეს­თე­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ „ჩარ­თუ­ლო­ბის­თ­ვის“ პე­და­გო­გე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ხდე­ბი­ან.

  1. მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ბგე­რის სი­მაღ­ლის, ტო­ნის და რიტ­მის შეგ­რ­ძ­ნე­ბის კარ­გი უნა­რი აქვთ. მათ უად­ვილ­დე­ბათ მუ­სი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით სწავ­ლა, აზ­რი­სა და გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა.

„მუ­სი­კო­სი“ ბავ­შ­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ:

  1. უყ­ვართ მე­ლო­დი­ის მოს­მე­ნა, სიმ­ღე­რა;
  2. შე­უძ­ლი­ათ რთუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის წამ­ღე­რე­ბით სწავ­ლა;
  3. აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის სხვა­დას­ხ­ვა ტი­პი ახ­სე­ნებთ ამა თუ იმ მუ­სი­კას.

მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თ­ვა და­ნარ­ჩე­ნე­ბის ეს­თე­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ხელ­საყ­რე­ლია თუნ­დაც იმის გა­მო, რომ თა­ნა­ტო­ლე­ბი ოპე­რი­რე­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის იოლად გა­სა­გე­ბი ენით, „მო­დუ­რია“ რა­ღაც მე­ლო­დი­ის სწავ­ლა, გა­შიფ­ვ­რა, შე­ფა­სე­ბა, რაც მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

  1. ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ტი­პის ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი სა­მუ­შა­ოს კარ­გად და­უფ­ლე­ბი­სა და სხვე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბის უნა­რი აქვთ. მათ შე­უძ­ლი­ათ სხვა­თა გრძნო­ბე­ბის, ხა­სი­ა­თი­სა და სურ­ვი­ლე­ბის თა­ნა­გან­ც­და. თა­ნა­უგ­რ­ძ­ნო­ბენ სხვებს, ეს­მით მა­თი „გა­სა­ჭი­რი“, ხში­რად ას­რუ­ლე­ბენ მე­დი­ა­ტო­რის ან ლი­დე­რის როლს ამა თუ იმ კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ისი­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას სწავ­ლო­ბენ.

ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის საყ­ვა­რე­ლი გა­მოთ­ქ­მე­ბია:

  1. მე შე­მიძ­ლია, და­გეხ­მა­რო;
  2. მო­დი, ერ­თად მო­ვი­ფიქ­როთ, რო­გორ მო­ვაგ­ვა­როთ პრობ­ლე­მა;
  3. მე ამის გა­კე­თე­ბა მარ­ტოც შე­მიძ­ლია, მაგ­რამ თქვენ­თან ერ­თად მირ­ჩევ­ნია;
  4. ერ­თად რომ გა­ვა­კე­თებთ, ერ­თად გა­ვი­ხა­რებთ;
  5. მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა;
  6. მიყ­ვარს გუნ­დუ­რი თა­მა­შე­ბი;
  7. მე­გობ­რე­ბი მე­კითხე­ბი­ან აზ­რებს.

ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა საფ­რ­თხე­ებს თით­ქ­მის გა­მო­რიცხავს. ამ ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის „კო­ლე­გი­ა­ლო­ბა“ ბუ­ნებ­რი­ვი და უშუ­ა­ლოა. არ თრგუ­ნა­ვენ „სას­წავ­ლე­ბელ“ აუდი­ტო­რი­ას, რად­გან ძა­ლი­ან მე­გობ­რულ და ასერ­ტულ პი­რე­ბად აღი­ა­რე­ბენ.

  1. ინ­ტ­რა­პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ინ­დი­ვი­დებს სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­სა და სწავ­ლის პრო­ცე­სის მარ­თ­ვის უნა­რი აქვთ. ისი­ნი კარ­გად იც­ნო­ბენ სა­კუ­თარ თავს, კარ­გად ხვდე­ბი­ან, რა სურთ და ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. თვლი­ან, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად უფ­რო გა­მოს­დით ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მე. ასე­ვე, წარ­მა­ტე­ბი­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­კუ­თარ თავს „აბ­რა­ლე­ბენ“. ეს ეხ­მა­რე­ბა მათ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. ასე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნებს უყ­ვართ მარ­ტო და და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა. ისი­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად „მარ­ტო“ სწავ­ლო­ბენ და ას­რუ­ლე­ბენ და­ვა­ლე­ბებს.

ინ­ტ­რა­პერ­სო­ნა­ლური მოს­წავ­ლე­ები:

  1. გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბით და უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ ესა­ჭი­რო­ე­ბათ შეხ­სე­ნე­ბა, რა რო­გორ აკე­თონ;
  2. ად­გე­ნენ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს;
  3. მოს­წონთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბი;
  4. უყ­ვართ მარ­ტო ყოფ­ნა, მარ­ტო მუ­შა­ო­ბა.

ინ­ტ­რა­პერ­სო­ნა­ლუ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას ახ­ლავს სირ­თუ­ლე­ე­ბი. ამ ინ­ტე­ლექ­ტის მოს­წავ­ლე­ე­ბი „ბი­ჰე­ვი­ო­რის­ტუ­ლად“ არ­ჩე­ვენ ურ­თი­ერ­თო­ბას აუდი­ტო­რი­ას­თან, შე­და­რე­ბით უფ­რო უად­ვილ­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა, ვიდ­რე მი­ღე­ბა. ამის გა­მო, უმ­ჯო­ბე­სია, თუ ინ­ტ­რა­პერ­სო­ნა­ლებს ვთხოვთ, რომ თა­ვის კარგ პრაქ­ტი­კა­ზე ისა­უბ­რონ.

  1. ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ბუ­ნე­ბი­სა და გა­რე სამ­ყა­როს წვდო­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი აქვთ. მათ უყ­ვართ გა­რე სამ­ყა­რო და საკ­მა­ოდ მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი­სად­მი. ისი­ნი სწავ­ლო­ბენ გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და ცვლი­ლე­ბებს დრო­ში, კარ­გად იც­ნო­ბენ გა­რე­მოს და ან­თ­რო­პო­გე­ნურ ზე­მოქ­მე­დე­ბას ბუ­ნე­ბა­ზე.

ნა­ტუ­რა­ლის­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბი:

  1. იოლად ას­ხ­ვა­ვე­ბენ ჯი­შებს, სა­ხე­ო­ბებს…
  2. ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ქვე­ბით, მი­ნე­რა­ლე­ბით, სახ­ლ­გა­რე­თა ცხოვ­რე­ბით;
  3. იოლად ახა­რის­ხე­ბენ სხვა­დას­ხ­ვაგ­ვარ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ნა­ტუ­რა­ლის­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტი­ა­ნია გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო თე­მე­ბის ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი კლას­ში გარ­დ­ნე­რის თე­ო­რი­ის პრაქ­ტი­კა­ში გად­მო­ტა­ნას გეგ­მავს, უმ­ჯო­ბე­სია, რამ­დე­ნი­მე პე­და­გო­გის მო­საზ­რე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. აქ­ტი­ვო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის იდე­ა­ტო­რი, უმ­ჯო­ბე­სია, იყოს კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი. გთა­ვა­ზობთ მარ­ტივ ცხრილს იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­ლექ­ტის სა­ხე­ე­ბი და­დას­ტურ­დეს. რან­ჟი­რე­ბის­თ­ვის კარ­გი იქ­ნე­ბა სიტყ­ვი­ე­რე­ბის (ქარ­თუ­ლი­სა და უცხო­უ­რი ენე­ბის), მა­თე­მა­ტი­კის, მუ­სი­კის, ხე­ლოვ­ნე­ბის, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­საზ­რე­ბა­თა შე­ჯე­რე­ბა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები