6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

გარდამავალი დოკუმენტი ძალაშია – რა ცვლილებები განხორციელდა სქემაში

spot_img

 

დამტკიცდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ცვლილებები. გარდამავალი დოკუმენტი უკვე ძალაშია და, შესაბამისად, ცვლილებები აისახება, ვიდრე 2020 წლისთვის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ამოქმედდება.

რა ცვლილებები შევიდა არსებულ სქემაში, რომელიც მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას ხელს შეუწყობს და რა გახდა ამ ცვლილებების საბაბი – ამის შეახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი:

— რა ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და სქე­მა­ში და რამ გა­ნა­პი­რო­ბა ამის აუცი­ლებ­ლო­ბა?

— პირ­ველ რიგ­ში, გეტყ­ვით იმას, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ხის პრობ­ლე­მას­თან შე­იძ­ლე­ბა გვქო­ნო­და საქ­მე, თუ­კი ეს ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

პირ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბა სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას შე­ე­ხო. სის­ტე­მა­ში გვყავს უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც უკ­ვე დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვპირ­დე­ბო­დით, რომ სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი აისა­ხე­ბო­და არ­სე­ბულ სქე­მა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მათ სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა აღარ მო­უ­წევ­დათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი, რა თქმა უნ­და, ენ­დ­ნენ ამ გა­ნაცხადს და აღარ აგ­რო­ვებ­დ­ნენ სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად გან­საზღ­ვ­რულ კრე­დიტ­ქუ­ლებს. ცვლი­ლე­ბით, რო­მე­ლიც გარ­და­მა­ვალ დო­კუ­მენ­ტ­ში აისა­ხა, მას­წავ­ლებ­ლებს მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სტა­ტუ­სი ჩა­ეთ­ვა­ლოთ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლად, ვიდ­რე მას­წავ­ლე­ბელ­თა რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი არ ამოქ­მედ­დე­ბა და ის არ გან­საზღ­ვ­რავს რო­მე­ლი სტა­ტუ­სის მას­წავ­ლე­ბელს რა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა ექ­ნე­ბა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი იმი­სათ­ვის, რომ პრო­ფე­სი­ა­ში დარ­ჩეს და მოს­წავ­ლე­ებს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მის­ცეს.

მე­ო­რე ცვლი­ლე­ბით თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ათის გახ­და. ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ძა­ლი­ან მუ­შაა და მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წი­ლის­თ­ვის მი­სა­ღე­ბიც იყო. ახ­ლა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღარ იქ­ნე­ბა. სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დაწყ­ვე­ტენ ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და­ად­გი­ნონ, მას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, თუმ­ცა, ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბათ. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ მი­ვი­ღეთ, რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ფორ­მა­ლურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა ხოლ­მე და მას­წავ­ლებ­ლე­ბი უკ­ვე ში­ნა­არსს აღარ უყუ­რე­ბენ, არა­მედ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან რა­ღა­ცის შევ­სე­ბა­სა და დას­რუ­ლე­ბა­ზე. ამ ცვლი­ლე­ბით ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის წნე­ხი მოვ­ხ­სე­ნით.

ასე­ვე, შეზღუდ­ვე­ბი გვქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სთ­ვის — მათ და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში 5 კრე­დიტ­ზე მე­ტის დაგ­რო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, რაც, კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ში, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, და­მა­ტე­ბით ბა­რი­ე­რებს უქ­მ­ნი­დათ. თუ­კი მას­წავ­ლე­ბელს შექ­მ­ნი­ლი ჰქონ­და სხვა­დას­ხ­ვა რე­სურ­სი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი — არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა, დას­წ­რე­ბუ­ლი იყო ტრე­ნინ­გებ­ზე და ა.შ., ამის აღი­ა­რე­ბა ვერ მოხ­დე­ბო­და 5-ზე მე­ტი კრე­დიტ­ქუ­ლით. ცვლი­ლე­ბით ეს შეზღუდ­ვაც მო­ვუხ­სე­ნით მას­წავ­ლებ­ლებს. შეზღუდ­ვა ვრცელ­დე­ბო­და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც — წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 3-ზე მეტ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე არ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. თუ­კი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კო­ლე­გებს ხვდე­ბი­ან და მათ­თან გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ახ­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი უღი­არ­დე­ბათ და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შეზღუდ­ვაც მო­ეხ­ს­ნათ.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო სპეც­ს­კო­ლებს — სპეც­ს­კო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­თი შე­ფა­სე­ბა ხდე­ბო­და იმ სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით, რო­მე­ლიც სქე­მის მი­ხედ­ვით იყო დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტით სპეც­ს­კო­ლებს მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად (უბ­რა­ლოდ, ცენ­ტ­რ­თან უნ­და შე­ა­თან­ხ­მონ). ახ­ლა ისი­ნი შეძ­ლე­ბენ მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­მელ­საც თვი­თონ­ვე გა­უ­კე­თე­ბენ მო­დი­ფი­კა­ცი­ას და ეს არ მოხ­დე­ბა ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად, არა­მედ, სკო­ლე­ბის დო­ნე­ზე.

რაც მთა­ვა­რია, არ­სე­ბული კრი­ტე­რი­უ­მების მო­დი­ფი­ცი­რე­ბას იმ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოახდენენ, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ საკ­ლა­სო ოთახ­ში იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს თა­ვად სკო­ლა და­ამ­ტ­კი­ცებს და შემ­დეგ მი­სი მეშ­ვე­ო­ბით შე­ა­ფა­სებს მას­წავ­ლე­ბელს. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გი და სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბაა. რე­სურ­ს­ს­კო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რი არ არის — სულ 8 რე­სურ­ს­ს­კო­ლაა, მაგ­რამ იქ მას­წავ­ლებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ და მა­თი გა­რე­მო არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სას­წავ­ლო გა­რე­მო. ასეთ არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აღ­მო­ჩე­ნილ პე­და­გო­გებს, სამ­წუ­ხა­როდ, წინს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დათ.

დო­კუ­მენ­ტ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ჩა­ი­წე­რა კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. როგ­ორც ცნო­ბი­ლია, რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­პენ­სიო ასა­კის პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფომ, პენ­სი­ა­ში გას­ვ­ლის სა­ნაც­ვ­ლოდ, ჯილ­დო შეს­თა­ვა­ზა. ისი­ნი, ამ შე­თა­ვა­ზე­ბის არ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­ფე­სი­ი­დან გა­დი­ან ან უარს ამ­ბო­ბენ ჯილ­დო­ზე, პრო­ფე­სი­ა­ში რჩე­ბი­ან და გა­მოც­დას აბა­რე­ბენ. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი, წელს, პირ­ვე­ლად გა­დის გა­მოც­და­ზე, შე­საძ­ლოა, მან სრუ­ლად ვერ და­აგ­რო­ვოს საკ­მა­რი­სი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად. ამი­ტომ, ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის ვა­და 2020 წლის იან­ვ­რამ­დე გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლივ­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­შე­მოდ­გო­მო სემე­ს­ტ­რ­ში ისი­ნი შეძ­ლე­ბენ გა­აგ­რ­ძე­ლონ კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა და შე­ავ­სონ სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა. ამის გარ­და, მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მოცხა­დე­ბულ გა­მოც­და­ზე ისევ სცა­დონ ბე­დი გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ან ხელ­მე­ო­რედ ჩა­სა­ბა­რებ­ლად, თუ­კი მა­ში­ნაც ვერ და­აგ­რო­ვე­ბენ სტა­ტუ­სის შე­საც­ვ­ლე­ლად სა­ჭი­რო კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, ისევ გა­აგ­რ­ძე­ლონ აქ­ტი­ვო­ბე­ბით შევ­სე­ბა.

პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სთ­ვის კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა და სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა 2020 წლის იან­ვ­რამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა და, რო­გორც გითხა­რით, კრე­დიტ­ქუ­ლე­ბიც აღარ შე­იზღუ­დე­ბა.

გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო უფ­რო­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლებ­საც — იმ მას­წავ­ლებ­ლებ­ის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც აპი­რე­ბენ წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას და დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ექ­ნე­ბათ 15 კრე­დიტ­ქუ­ლა რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ისე და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, სექ­ტემ­ბერ­ში, და­მა­ტე­ბით გა­მოცხად­დე­ბა გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბა, რი­თაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, სტა­ტუ­სი 2020 წლის­თ­ვის შე­იც­ვა­ლონ.

სი­ახ­ლეა „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თუ­ლი დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. იმის გა­მო, რომ მათ ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ვეს, უღი­არ­დე­ბათ სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი. ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ხვდე­ბოდ­ნენ მხარ­დამ­ჭერ ჯგუ­ფებს, მუ­შა­ობ­დ­ნენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­კო­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის, მათ, და­მა­ტე­ბით, 6 კრე­დიტ­ქუ­ლა მი­ე­ნი­ჭე­ბათ.

ეს არის ის ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სქე­მა­ში შე­ვი­და. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც სქე­მა­ში იყო ჩარ­თუ­ლი და აქ­ტი­უ­რად აგ­რო­ვებ­დ­ნენ კრე­დი­ტებს, წინ­ს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ, რომ მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი შუ­ა­ში არ შეწყ­დეს. 2020 წლი­სათ­ვის კი, რო­ცა შე­მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი დო­კუ­მენ­ტი, ის და­ა­რე­გუ­ლი­რებს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში სა­ჭი­რო მოთხოვ­ნებს.

— იქ­ნე­ბა თუ არა რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა გა­მოც­დებ­ზე? რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბა­რი­ე­რი წელ­საც იგი­ვეა

— წელ­საც დარ­ჩა ნა­წი­ლობ­რი­ვი დაგ­რო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რად­გან არი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც   კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი უკ­ვე დაგ­რო­ვე­ბუ­ლი აქვთ და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე აკ­ლი­ათ სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად. მათ მი­ვე­ცით შან­სი, ეს მცი­რე და­ნაკ­ლი­სი გა­მოც­დით შე­ივ­სონ. ამი­ტო­მაც არ შევ­ც­ვა­ლეთ ამ გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში ეს პი­რო­ბა, რად­გან გვინ­დო­და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პიც დაგ­ვეც­ვა — თუ­კი ერთ მას­წავ­ლე­ბელს ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მოც­დით ნა­წი­ლობ­რივ და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვინ­დო­და და­ნარ­ჩე­ნე­ბის­თ­ვი­საც მიგ­ვე­ცა. ამ­დე­ნად, ვე­ცა­დეთ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას 60 პრო­ცენ­ტ­ზე ზე­ვით, ანუ თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ორი­ვე გა­მოც­და­ში 10-10 კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად მო­ი­პო­ვებს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს და სხვა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ დასჭირ­დე­ბა. ასე­ვე, უც­ვ­ლე­ლია პი­რო­ბა მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც საგ­ნობ­რივ გა­მოც­დას წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რე­ბენ და 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას გა­ივ­ლი­ან, ისი­ნიც, ავ­ტო­მა­ტუ­რად, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხდე­ბი­ან.

მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი უც­ვ­ლე­ლი რჩე­ბა — თუ მას­წავ­ლე­ბელს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, ანუ გა­მოც­დე­ბი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, მას ხელ­მე­ო­რედ აღარ მო­უ­წევს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა.

— რამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტ­რირ­და გა­მოც­დებ­ზე?

— წელს, ზაფხუ­ლის გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტ­რირ­და 32 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ­გან 10 ათა­სამ­დე მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლია. ეს ნიშ­ნავს, რომ პრო­ფე­სია მიმ­ზიდ­ვე­ლი ხდე­ბა გა­რე­შე ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რაც ჩვენ­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად გა­სა­ხა­რია. ხში­რად ჩი­ოდ­ნენ — რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი იმ­დე­ნად მკაც­რია, რომ გა­რე­შე ადა­მი­ა­ნებს აღარც კი უჩ­ნ­დე­ბათ პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლის სურ­ვი­ლი ან სკო­ლა­ში ვა­კან­სი­ე­ბი მა­ინც არ არის. მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რ­დას ხე­ლი შე­უწყო და­ა­ნონ­სე­ბულ­მა რე­ფორ­მამ — სა­პენ­სიო ასა­კის პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ფუ­ლა­დი ჯილ­დოს შე­თა­ვა­ზე­ბამ. სწო­რედ ამან გა­ა­ჩი­ნა ამ­დე­ნი მსურ­ვე­ლი. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც კი გა­მი­გია რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სი­ა­ში ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბა პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სთ­ვის. რე­ა­ლუ­რად, ეს მარ­თ­ლა ჯილ­დოა იმ ღვაწ­ლის­თ­ვის, რაც პრო­ფე­სი­ა­ში გას­წი­ეს. ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის კი ამ საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ველ­მა წი­ნა­და­დე­ბამ, მო­ტი­ვა­ცია გა­ზარ­და, გახ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

— თუ არის ცნო­ბი­ლი, რამ­დე­ნი სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტ­რირ­და გა­მოც­და­ზე და რამ­დენ­მა გა­ნაცხა­და ჯილ­დოს აღე­ბის სურ­ვი­ლი?

— გა­ნაცხა­დე­ბის მი­ღე­ბა გრძელ­დე­ბა და ამი­ტომ სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ზე ვე­რა­ფერს გეტყ­ვით. და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თა ასა­კობ­რივ ჯგუფს თუ გა­დავ­ხე­დავთ, 6 ათა­სამ­დე სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტ­რირ­და გა­მოც­და­ზე. არც ეს მოგ­ვ­ცემს ჯერ­ჯე­რო­ბით ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რად­გან მათ­გან ნა­წილ­მა, შე­საძ­ლოა, უარი თქვას გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლა­ზე და ჯილ­დო ამ­ჯო­ბი­ნოს, ნა­წილ­მა კი გა­დაწყ­ვი­ტოს პრო­ფე­სი­ა­ში დარ­ჩე­ნა და სცა­დოს ბე­დი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­დე­ბი და ისევ ემ­სა­ხუ­რონ პრო­ფე­სი­ას.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯილ­დოს მსურ­ველ­თა გაცხა­დე­ბულ რა­ო­დე­ნო­ბას, 5 ათას­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უკ­ვე შე­ი­ტა­ნა სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ნაცხა­დი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დაწყ­ვეტს ჯილ­დოს მი­ღე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კ­ვე­ვა, გა­ნაცხა­დე­ბის მი­ღე­ბა მა­ი­სის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სთ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბა მა­ი­სის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა — თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მოც­დას ვერ ჩა­ა­ბა­რებს, მას კი­დევ ეძ­ლე­ვა შან­სი, ჯილ­დოს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვას.

— გარ­და­მა­ვა­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა 2021 წლი­დან მოხ­დე­ბა. ნიშ­ნავს თუ არა ეს იმას, რომ ისი­ნი მა­ნამ­დე ვერ შეძ­ლე­ბენ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლას?

— უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში და სექ­ტო­რებ­ში ას­წავ­ლი­ან, თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ვერ არი­ან სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­თან. სწო­რედ ამი­ტომ, ახ­ლა ვმუ­შა­ობთ დო­კუ­მენ­ტ­ზე, რო­მე­ლიც არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლებ­ლებს, 2021 წლამ­დე, მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, სხვა გზე­ბით გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ სტა­ტუ­სი. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, სექ­ტემ­ბ­რი­დან მათ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია სა­მი­ნის­ტ­რო და მათ­თ­ვის, გა­მოც­დე­ბის სა­პირ­წო­ნედ, შე­იქ­მ­ნე­ბა სხვა ტი­პის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ისი­ნი უსა­მარ­თ­ლოდ და­ჩაგ­რუ­ლე­ბი არ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ.

2010 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლებ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო სთა­ვა­ზობს გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლას პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­შიც და საგ­ნობ­რივ გა­მოც­და­ზეც. მათ­თ­ვის საგ­ნის გა­მოც­დის ტეს­ტე­ბი ნა­თარ­გ­მ­ნია, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და კი ქარ­თულ ენა­ზე უნ­და გა­ი­გონ და შემ­დეგ და­წე­რონ მშობ­ლი­ურ ენა­ზე. ეს გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს, რად­გან ამ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის ყვე­ლას­თ­ვის გა­გე­ბა მარ­ტი­ვი არ არის. ამი­ტომ, მათ­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის ადეკ­ვა­ტუ­რი უნ­და იყოს. ამას გუ­ლის­ხ­მობს ჩვე­ნი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა. თუმ­ცა, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში უარს არ ვიტყ­ვით კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე და თა­მა­სას დაბ­ლა არ დავ­წევთ, თუმ­ცა, ყო­ველ­მ­ხ­რივ შე­ვუწყობთ ხელს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დ­ნენ და სტა­ტუ­სიც აიმაღ­ლონ. ეს არ იქ­ნე­ბა გა­მო­ცდა, არა­მედ იქ­ნე­ბა გა­მოც­დის ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი, თუმ­ცა, გა­მოც­დაც ერთ-ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ გზად დარ­ჩე­ბა.

— მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ად­გილ­ზე მოხ­დე­ბა?

— ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია, მაგ­რამ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბებს შევ­თა­ვა­ზებთ. რო­გორც კი სა­მუ­შაო დო­კუ­მენტს შევ­ქ­მ­ნით, ად­გილ­ზე ჩა­ვალთ, გან­ხილ­ვებს მო­ვაწყობთ მას­წავ­ლებ­ლებ­თან და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან. დო­კუ­მენ­ტ­ზე ვმუ­შა­ობთ და რა­კი სა­კითხი სას­წ­რა­ფო­დაა გა­და­საწყ­ვე­ტი, დი­დია სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ტერ­სიც, ეს შე­თა­ვა­ზე­ბა ახ­ლო მო­მა­ვალ­ში მზად გვექ­ნე­ბა.

— ჯილ­დოს გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ, გაჩ­ნ­და აზ­რი, რომ სკო­ლებ­ში შე­საძ­ლოა მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მ­ნას და ეს ერთ­მნიშვნელოვნად აისა­ხე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან და მა­ღალ­მ­თი­ან სკო­ლებ­ზე. რე­ა­ლუ­რად, ეს საფ­რ­თხე მარ­თ­ლაც არ­სე­ბობს, თუნ­დაც იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლებ­ელ­თა 50-მა პრო­ცენ­ტ­მაც რომ გა­მო­აცხა­დოს ჯილ­დოს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია და, ზო­გა­დად, ჩვე­ნი სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი დი­დია. რა გეგ­მა გაქვთ, რო­გორ შე­ავ­სებთ ამ დე­ფი­ციტს?  

— მას­წავ­ლებ­ლე­ბის პენ­სი­ა­ზე წას­ვ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბას სის­ტე­მა რამ­დე­ნი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბით გეგ­მავს. პირ­ვე­ლი — მას­წავ­ლე­ბელ­თა სრუ­ლი სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვით, რაც ამ მას­წავ­ლებ­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეც აისა­ხე­ბა, რად­გან ისი­ნი გაზ­რ­დილ ანაზღა­უ­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ. მე­ო­რე — პროგ­რა­მე­ბით, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი — „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“. ასე­ვე, მა­ძი­ებ­ლო­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც კა­ნო­ნით უკ­ვე დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია. მა­ძი­ებ­ლო­ბის პროგ­რა­მა გუ­ლის­ხ­მობს სკო­ლა­ში ახა­ლი კად­რის შეს­ვ­ლას და, სწავ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრო­ფე­სი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბას — ის­წავ­ლის ონ­ლა­ინ კურ­სე­ბით, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, ად­გილ­ზე მას­წავ­ლებ­ლის მხარ­და­ჭე­რით, კონ­სულ­ტი­რე­ბით და, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ა­დას­ტუ­რებს სტა­ტუსს.

ამის გარ­და, გვექ­ნე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის სწრა­ფი გზა — მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად გავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

— რა კვა­ლი­ფი­კა­ცია მო­ეთხო­ვე­ბა მა­ძი­ე­ბელს?

— პირ­ველ რიგ­ში, ბა­კა­ლავ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცია. თუ­კი მა­ძი­ე­ბელს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია აქვს, რო­გორც გითხა­რით, ის შე­მო­დის და, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ან უფ­რო სწრა­ფად, ადას­ტუ­რებს სტა­ტუსს — გა­დის მა­ძი­ებ­ლო­ბის პროგ­რა­მას. ხო­ლო იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი მა­ძი­ე­ბელს შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია არ აქვს, მი­სი მა­ძი­ებ­ლად და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბაა.

ჩვენ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და ვი­ყოთ, რომ ვინც მოს­წავ­ლეს­თან შე­დის, მან, სულ მცი­რე, ის სა­გა­ნი უნ­და იცო­დეს, რო­მელ­საც ას­წავ­ლის. პრო­ფე­სი­უ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში კი ად­გილ­ზე და­ვეხ­მა­რე­ბით. მთა­ვა­რია, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი ამაღ­ლ­დეს, სკო­ლამ და მას­წავ­ლე­ბელ­მა უზ­რუნ­ველ­ყონ, რომ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იყოს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, თუ­კი გაჩ­ნ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა დე­ფი­ცი­ტი, სის­ტე­მა მზა­დაა, ის შე­ავ­სოს არა ნე­ბის­მი­ე­რით, არა­მედ კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც სკო­ლებ­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რისხს აამაღლებენ — მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი პრინ­ცი­პიც ხომ ეს არის.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები