გან­ხეთ­ქი­ლე­ბის დაძ­ლე­ვა: ახალ­გაზ­რ­დე­ბის რო­ლი მშვი­დო­ბის მშე­ნე­ბ­ლო­ბა­ში

264

უკ­ვე სა­მი თვეა, რაც კულ­ტუ­რულ-ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფონ­დი „სო­ხუ­მი“, ასო­ცი­ა­ცია „მშვი­დო­ბი­ან და საქ­მი­ან კავ­კა­სი­ას­თან“ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით და USAID-ის მხარ­და­ჭე­რით, ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს „გან­ხეთ­ქი­ლე­ბის დაძ­ლე­ვა – ხალ­ხ­თა­შო­რი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის­თ­ვის“. პრო­ექ­ტი 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­იწყო და გა­მიზ­ნუ­ლია კონ­ფ­ლიქ­ტით გა­ყო­ფილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის ნდო­ბის აღ­დ­გე­ნის­კენ (აფხაზ და ოს პარ­ტ­ნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად), კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­კენ.

პრო­ექ­ტი გა­მო­ირ­ჩე­ვა მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნო­ბით და მო­ი­ცავს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო და ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­შან­დობ­ლი­ვი კი ამ პრო­ექ­ტ­ში ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბის კომ­პო­ნენ­ტია. ამ ეტაპ­ზე, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ებს უტარ­დე­ბათ ტრე­ნინ­გე­ბი თე­მა­ზე: აფხა­ზურ-ქარ­თუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტის ანა­ლი­ზი, რო­მელ­საც უძღ­ვე­ბა მოწ­ვე­უ­ლი ტრე­ნე­რი, კონ­ფ­ლიქ­ტო­ლო­გი ქე­თი ვა­სა­ძე. ტრე­ნინ­გე­ბი უკ­ვე ჩა­ტარ­და წყალ­ტუ­ბოს, წა­ლენ­ჯი­ხის, კო­კი­სა და სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ახალ­გ­აზ­რ­დუ­ლი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რებ­თან. მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ტრე­ნინ­გებ­ში, სვა­მენ კრი­ტი­კულ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შე­კითხ­ვებს, ავ­ლე­ნენ აფხა­ზუ­რი პერ­ს­პექ­ტი­ვით სა­კითხე­ბის და­ნახ­ვი­სა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის უნარს, გა­მოთ­ქ­ვა­მენ აფხაზ თა­ნა­ტო­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სურ­ვილს.

რამ­დე­ნად ღი­რე­ბუ­ლია ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა და რა­ში და­ეხ­მა­რე­ბა მო­მა­ვალ­ში, რას ფიქ­რო­ბენ ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბი აფხაზ და ოს თა­ნა­ტო­ლებ­ზე, რას ეტყოდ­ნენ მათ და, ზო­გა­დად, რა შეს­ძი­ნათ პრო­ექ­ტ­მა. გი­ზი­ა­რებთ მათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს:

 ⇒ „ამ ტრე­ნინ­გ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­წო­და ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტი­სა და მი­სი გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ. დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, მქონ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია თა­ნა­ტოლ აფხა­ზებ­თან და შევ­ძ­ლოთ ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა.“

„დღე­ვან­დე­ლი ტრე­ნინ­გი ჩემ­თ­ვის საკ­მა­ოდ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი იყო, სა­ინ­ტე­რე­სო იყო ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტის­წი­ნა ის­ტო­რი­ის უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გაც­ნო­ბა. ჩე­მი გზავ­ნი­ლი აფხაზ თა­ნა­ტო­ლებ­თან შემ­დე­გია: ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ჩვენს ხელ­შია და ყვე­ლა­ნა­ი­რად უნ­და ვე­ცა­დოთ, ვი­ყოთ ერ­თად, ძლი­ე­რე­ბი, რო­გორც ად­რე. ჩვენ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით შევ­ძ­ლებთ აღ­მოვ­ფხ­ვ­რათ დღეს არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი.“

 „ამ პრო­ექ­ტ­მა ცოდ­ნაც მომ­ცა და გა­მოც­დი­ლე­ბაც. სწო­რედ ასეთ პრო­ექ­ტებ­ში ჩვენ­მა ჩარ­თუ­ლო­ბამ, უნ­და შეძ­ლოს ის, რაც უფ­რო­სებ­მა ვერ შეძ­ლეს. ჩვენ უნ­და და­ვათ­ბოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან და იმე­დი მაქვს, რომ ისევ ერ­თად ვიქ­ნე­ბით.

წე­რი­ლი აფხაზ თა­ნა­ტო­ლებს: გა­მარ­ჯო­ბა, თა­ნა­ტო­ლო! მაქვს დი­დი სურ­ვი­ლი შეგ­ხ­ვ­დე, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი სა­ერ­თო გვექ­ნე­ბა. მე არ მიყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მი მა­თე­მა­ტი­კო­სია და ტვინს მი­ბურ­ღავს. შენ რა გა­ინ­ტე­რე­სებს, რა არის შე­ნი ჰო­ბი?“

„ვარ დევ­ნი­ლი აფხა­ზე­თი­დან, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცო­ტა რამ ვი­ცი კონ­ფ­ლიქ­ტის წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზებ­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე. ამ ტრე­ნინ­გ­მა მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მე­გო მე­ტი.“

„ამ ტრე­ნინ­გ­მა დი­დი ცოდ­ნა მომ­ცა და უფ­რო კარ­გად გა­მაც­ნო ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვი­თა­რე­ბა. ჩემს აფხაზ თა­ნა­ტოლს ვეტყო­დი, რომ მინ­და მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა.“

„ჩემს აფხაზ და ოს თა­ნა­ტო­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, ვუ­სურ­ვებ­დი წარ­მა­ტე­ბას ყვე­ლა წა­მოწყე­ბა­ში და დი­დი სი­ხა­რუ­ლით გა­ვუ­ზი­ა­რებ­დი ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას თუ აზ­რებს, რა პრობ­ლე­მებს ვაწყ­დე­ბით და მო­ვის­მენ­დი მათ პო­ზი­ცი­ა­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს. თუ ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი წუხს, ჩვენც ვწუხ­ვართ, ხო­ლო მა­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა ჩვენც გვა­ბედ­ნი­ე­რებს.“

 „ჩე­მი გზავ­ნი­ლი აფხაზ თა­ნა­ტო­ლებ­თან იქ­ნე­ბა ის, რომ ჩვენ სა­ერ­თო ძა­ლე­ბით უნ­და გა­დავ­ლა­ხოთ ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ბა­რი­ე­რე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს ვაწყ­დე­ბით. იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი უკე­თე­სი იყოს, ერ­თობ­ლი­ვად უნ­და შე­ვი­მუ­შა­ოთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ახა­ლი იდე­ე­ბი და მიდ­გო­მე­ბი.“

„პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ფონდ „სო­ხუმს“ ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. რო­გორც კონ­ფ­ლიქ­ტის ანა­ლი­ზი­სა და მარ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვთვლი, რომ ყვე­ლა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ულ ტრანს­­ფორ­მა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. კი­დევ უფ­რო მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თ­ვა სამ­შ­ვი­დო­ბო პრო­ექ­ტებ­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტის მი­ზე­ზე­ბის, მა­შინ­დე­ლი კონ­ტექ­ს­ტის შე­სა­ხებ. მათ ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ზე დას­ვან კითხ­ვე­ბი და გა­მოთ­ქ­ვან მო­საზ­რე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას ტრე­ნინ­გ­ში, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც უფ­რო მე­ტა­დაა ხელ­შე­სა­ხე­ბი ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტის შე­დე­გე­ბი. ეს ეხე­ბა ე.წ. გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბის გას­წ­ვ­რივ სოფ­ლებს, ასე­ვე, იმ ად­გი­ლებს, სა­დაც იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. თუმ­ცა, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და იმე­დის მომ­ცე­მია, ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­და გა­მოთ­ქ­ვამს აფხაზ თა­ნა­ტო­ლებ­თან შეხ­ვედ­რის და სა­უბ­რის სურ­ვილს, მი­უ­ხე­და­ვა იმი­სა, აქვს თუ არა ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტის შე­დე­გებ­თან. რაც ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ახალ­გაზ­რ­დებს არ აქვთ მტრუ­ლი გან­წყო­ბა აფხა­ზი თა­ნა­ტო­ლე­ბი­სად­მი, უფ­რო მე­ტიც, ისი­ნი ემ­პა­თი­ას იჩე­ნენ და ფიქ­რო­ბენ, რომ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის კონ­ტექ­ს­ტი, რო­მელ­შიც უწევთ ცხოვ­რე­ბა მათ თა­ნა­ტო­ლებს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მა­თი მო­ლო­დი­ნი ოპ­ტი­მის­ტუ­რია და, რაც მთა­ვა­რია, აქვთ გახ­ს­ნი­ლო­ბა და მზა­ო­ბა, მო­უს­მი­ნონ აფხაზ თა­ნა­ტო­ლებს და მათ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლონ ის აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი, რო­მე­ლიც აწუ­ხებს რო­გორც ქარ­თ­ველ, ასე­ვე აფხაზ ახალ­გაზ­რ­დებს,“ – ქე­თი ვა­სა­ძე, ტრე­ნე­რი, კონ­ფ­ლიქ­ტო­ლო­გი.

პრო­ექ­ტი „გან­ხეთ­ქი­ლე­ბის დაძ­ლე­ვა – ხალ­ხ­თა­შო­რი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის­თ­ვის“ ქმე­დი­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად. ახალ­გაზ­რ­დებს კი, მის­ცემს გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გაზ­რ­დის სა­ერ­თო, სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბის­თ­ვის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და შე­ი­მუ­შა­ვებს ერ­თობ­ლივ გრძელ­ვა­დი­ან ინი­ცი­ა­ტი­ვებს ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის­თ­ვის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და უნ­დობ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბის­თ­ვის.

ლინ­და ჩიხ­ლა­ძე

დატოვეთ კომენტარი