13 ოქტომბერი, კვირა, 2024

გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა

spot_img

იზა ფარცვანია
სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ჯი­ხაშ­კა­რის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბას­თან უშუ­ა­ლოდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა. სწავ­ლა და შე­ფა­სე­ბა სრუ­ლე­ბი­თაც არ წარ­მო­ად­გენს ორ, ერ­თ­მა­ნე­თის­გან იზო­ლი­რე­ბულ, კომ­პო­ნენტს, პი­რი­ქით, ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთ­თან მკა­ფიო კავ­შირ­შია. მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­კითხ­ვე­ბი­სა და სა­კონ­ტ­რო­ლო წე­რის გა­რე­შე. ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში (ესგ) მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ორი ტი­პი: გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი და გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი.

მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის­თ­ვის სა­ჭი­როა ესგ-ით დად­გე­ნილ ოთხ ძი­რი­თად სა­კითხ­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა, ესე­ნია:

♦ რა მიზ­ნით ვას­წავ­ლით სა­განს (სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი)?

♦ რა რე­სურ­სებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვას­წავ­ლით (სა­კითხე­ბი, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი)?

♦ სწავ­ლე­ბის რა მე­თო­დებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს ვი­ყე­ნებთ (რო­გორ ვას­წავ­ლით)?

♦ რო­გორ ვა­ფა­სებთ მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვას (შე­ფა­სე­ბა)?

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ავ­ტო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვ­ნენ: მას­წავ­ლე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე (თვით­შე­ფა­სე­ბა) ან ურ­თი­ერ­თ­შემ­ფა­სე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი.

შემ­ფა­სე­ბელ­თა სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლია გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის სტი­ლი. მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­საზღ­ვ­როს: ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რი ან წე­რი­ლო­ბი­თი უკუ­კავ­ში­რით, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი მი­თი­თე­ბე­ბით, ცოდ­ნის/გა­გე­ბის გა­და­მა­მოწ­მე­ბე­ლი შე­კითხ­ვე­ბით, რუბ­რი­კე­ბით, ქვი­ზე­ბით და სხვ.

თუ შემ­ფა­სე­ბე­ლი თა­ვად მოს­წავ­ლეა, მა­შინ ის იწყებს თვით­შე­ფა­სე­ბას, სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბი­სა და და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბის ხაზ­გას­მას, თვით­რე­გუ­ლი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას (მე­ტა­კოგ­ნი­ცია და თვით­რე­გუ­ლა­ცია).

ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ორი­ენ­ტირ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის შეც­დო­მებ­სა და და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზე. ერ­თ­მა­ნე­თის­გან იღე­ბენ მე­გობ­რულ რჩე­ვებ­სა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­ნიშ­ვ­ნებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, ხელს უწყობს მათ ობი­ექ­ტურ შემ­ფა­სებ­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას აქვს ამო­ცა­ნე­ბი და მიზ­ნე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც იგი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მი­სი თი­თო­ე­უ­ლი ამო­ცა­ნა მი­ზან­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ბო­ლომ­დე მას ემ­სა­ხუ­რე­ბა. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მი­ზა­ნია, სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შეწყო­ბა.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ამო­ცა­ნებს წარ­მო­ად­გენს:

⇒ ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის პრო­ცე­სი­სა და ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბის პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბა;

⇒ წი­ნა­რე ცოდ­ნის ან წარ­მოდ­გე­ნე­ბის დად­გე­ნა;

⇒ მოს­წავ­ლის მი­ერ სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის დად­გე­ნის უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა;

⇒ ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ის ათ­ვი­სე­ბის პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბა;

⇒ ცოდ­ნის ერთობ­ლი­ო­ბა­თა ფუნ­ქ­ცი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რის შე­ფა­სე­ბა.

ში­და­სას­კო­ლო, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ავ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია. მას შე­უძ­ლია შე­ფა­სე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ქუ­ლით ან/და კო­მენ­ტა­რით. ასე­ვე, ქუ­ლას შე­იძ­ლე­ბა ახ­ლ­დეს კო­მენ­ტა­რი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის აღ­წე­რი­თა და ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის მი­თი­თე­ბით.

გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის ამო­ცა­ნე­ბი და მიზ­ნე­ბია: ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბის უნა­რის შე­ფა­სე­ბა; ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რის შე­ფა­სე­ბა; ცოდ­ნის ერ­თობ­ლი­ო­ბა­თა ფუნ­ქ­ცი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რის შე­ფა­სე­ბა; კუ­რი­კუ­ლუ­მის, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­ფა­სე­ბა; მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვის დო­ნის დად­გე­ნა საგ­ნობ­რი­ვი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­დე­გებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

რო­გორ უნ­და მოხ­დეს მოს­წავ­ლის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა? სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­ნუ­ყო­ფე­ლია. თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში და ადეკ­ვა­ტურ უკუ­კავ­შირს აძ­ლევს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­საც აწარ­მო­ებს. ადეკ­ვა­ტურ უკუ­კავ­შირ­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა: მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი აღ­წე­რა, გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით პროგ­რეს­ზე და სა­მუ­შაო პრო­ცეს­ზე მკა­ფი­ოდ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი, იმის ანა­ლი­ზი, თუ რა უწყობს/უშ­ლის ხელს მოს­წავ­ლის წინ­ს­ვ­ლას. ეს ანა­ლი­ზი უნ­და გუ­ლის­ხ­მობ­დეს მას­წავ­ლებ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა­საც.

გარ­და ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­სა, მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­უ­ზი­ა­როს მშობ­ლებს, კა­თედ­რის წევ­რებს, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას. ამი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მა, მათ შო­რის — შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რი.

შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბის აღ­წე­რა. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლე გზა­დაგ­ზა სწავ­ლობს ქვე­სა­კითხებს. ამ პრო­ცეს­ში მას ხვდე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი, უშ­ვებს შეც­დო­მებს, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის ცოდ­ნის ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, ქვეც­ნე­ბებ­თან და სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით. მას­წავ­ლებ­ლის ამო­ცა­ნაა, აღ­წე­როს ეს პრობ­ლე­მე­ბი და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს კო­მენ­ტა­რი მათ გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის და­წე­რის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ მიმ­დი­ნა­რე შე­ფა­სე­ბე­ბი (საკ­ლა­სო, სა­ში­ნაო და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი) და მხო­ლოდ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გა­სიტყ­ვე­ბის შემ­დეგ გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წე­როს კრი­ტე­რი­უ­მე­ბის წი­ლობ­რი­ვი გა­ნა­წი­ლე­ბით.

შე­ფა­სე­ბის ნე­ბის­მი­ერ ტიპს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და გარ­კ­ვე­უ­ლი ფუნ­ქ­ცია აქვს. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ფუნ­ქ­ცია შეც­დო­მის სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლაა.

არ­სე­ბობს მიმ­დი­ნა­რე და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, მოს­წავ­ლე ქვე­სა­კითხებ­სა და ქვეც­ნე­ბებს გა­დის ეტა­პობ­რი­ვად, ყო­ვე­ლი შე­ფერ­ხე­ბის დროს ვა­წო­დებთ პო­ზი­ტი­ურ უკუ­კავ­შირს (მიმ­დი­ნა­რე, მყი­სი­ე­რი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა). სე­მეს­ტ­რი­სა და სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, შე­მა­ჯა­მე­ბელ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ კო­მენ­ტარს ვწერთ. მას­ში უნ­და იკითხე­ბო­დეს მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბე­ბი, გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტი­უ­რი და უახ­ლო­ე­სი ზო­ნე­ბი.

გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას თა­ვი­სი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი აქვს, ესე­ნია:

⇒ რეფ­ლექ­სია (უკუ­კავ­ში­რი);

⇒ თვით­რეფ­ლექ­სია (თვით­შე­ფა­სე­ბა უკუ­კავ­ში­რით);

⇒ ექ­ს­კურ­სია;

⇒ გა­სას­ვ­ლე­ლი „ბარა­თე­ბი“ და ა.შ.

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბას, შე­ფა­სე­ბის გზით, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­კენ მივ­ყა­ვართ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის სწო­რი (ობი­ექ­ტუ­რი) შე­ფა­სე­ბა, მიზ­ნის მიღ­წე­ვის წი­ნა­პი­რო­ბაა. დავ­ძენ, რომ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბია: და­ზუს­ტე­ბა, წა­ხა­ლი­სე­ბა, რჩე­ვა.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები