17 აგვისტო, ოთხშაბათი, 2022

გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას ას­წავ­ლი­და

spot_img

ქალ­ბა­ტონ­ზე, რო­მელ­ზეც ახ­ლა უნ­და გი­ამ­ბოთ, გა­მო­გიტყ­დე­ბით და, თა­ვა­დაც ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ისე მოხ­და, რომ ბედ­მა უც­ნა­უ­რად დაგ­ვა­კავ­ში­რა, თუ ამას „და­კავ­ში­რე­ბა“ შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ფოთ­ში, ქალ­თა დღი­სათ­ვის მიძღ­ვ­ნილ მო­რიგ შეკ­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც ფო­თე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ, ახალ და სა­ინ­ტე­რე­სო წა­მოწყე­ბა­ზე ისა­უბ­რეს — ნო­ტიო ლო­ლუ­ას სა­ხე­ლო­ბის მე­და­ლი­ო­ნის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ გვა­უწყეს. მე­რე ისე მოხ­და, რომ ამ მე­და­ლი­ო­ნის პირ­ვე­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი ბედ­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლიც მე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი.

პირ­ვე­ლად იმ სა­ღა­მოს ვნა­ხე ამ პა­ტივ­ცე­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ფო­ტოც, რო­მე­ლიც სადღე­სას­წა­უ­ლო აქ­სე­სუ­არს ამ­შ­ვე­ნებ­და, 21 ფო­თე­ლი კონ­კურ­სან­ტის ფო­ტოს­თან ერ­თად და სა­ხე­ლო­ბით მე­და­ლი­ონ­ზეც იყო გა­მო­სა­ხუ­ლი

სი­ხა­რუ­ლის, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბი­სა და ბევ­რი სხვა ემო­ცი­ის შემ­დეგ ჩემ­მა მეხ­სი­ე­რე­ბამ შო­რე­ულ წარ­სულ­ში ჩემს უბის წიგ­ნაკ­ში ჩა­წე­რი­ლი ერ­თი ამ­ბა­ვიც გა­იხ­სე­ნა, ნო­ტიო ლო­ლუ­ა­სა და ყვე­ლა ფო­თე­ლი­სათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი მი­სი ძმის — ლოტ­ბარ ძუ­კუ ლო­ლუ­ას შე­სა­ხებ: მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ძუ­კუ ლო­ლუა ჯგუ­ფურ ჩხუბ­ში გა­რე­უ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩხუ­ბი მკვლე­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლა. ძუ­კუ და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ და რვა წე­ლიც მი­უს­ჯი­ათ. მის დას, ნო­ტიო ლო­ლუ­ას, ძმის სა­პა­ტიმ­რო ვა­დის ნა­ხე­ვა­რი თა­ვის თავ­ზე აუღია და და-ძმას 4 წე­ლი ერ­თად გა­უ­ტა­რე­ბი­ათ გვერ­დიგ­ვერდ სა­კან­ში ისე, რომ ძმას ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სცოდ­ნია.

თა­ვის დრო­ზე ამ ამ­ბავ­ში დის ერ­თ­გუ­ლე­ბამ და უპი­რო­ბო თავ­გან­წირ­ვამ მომ­ხიბ­ლა, ისიც წა­კითხუ­ლი მქონ­და, „რომ არა ნო­ტიო, ძუ­კუ არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, ნო­ტი­ომ მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ძმას შეს­წი­რა ფაქ­ტობ­რი­ვა­დო“. წლე­ბის შემ­დეგ კი, ბევ­რი ისე­თი რამ გა­ვი­გე ნო­ტი­ოს შე­სა­ხებ, რომ გულ­წ­რ­ფე­ლად მგო­ნია, ბევ­რ­მა, ძა­ლი­ან ბევ­რ­მა უნ­და გა­ი­გოს, ვინ იყო იგი. ფაქ­ტებს, მშრა­ლად და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ზუს­ტით მოთხ­რო­ბილთ, ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი მო­ი­ძი­ებს, ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცის ვრცელ და უკი­დე­გა­ნო სამ­ყა­რო­ში, თუმ­ცა ვერც ამ ფაქ­ტე­ბის გა­რე­შე შევ­ძ­ლებთ ნო­ტი­ოს დამ­სა­ხუ­რე­ბის გაც­ნო­ბას ხალ­ხის­თ­ვის. მა­ინც რით იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ტო, იგი­ვე ნო­ტიო ლო­ლუ­ას ღვაწ­ლი ფო­თელ­თათ­ვის და არა მხო­ლოდ ფო­თელ­თათ­ვის? უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა იმ საქ­მი­ა­ნო­ბით, რომ­ლის­თ­ვი­საც მას „გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი“ უწო­დეს. რო­გო­რი ტი­ტუ­ლია? — „გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას ას­წავ­ლი­და“ და რო­დის? მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. მა­შინ, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ბევ­რი ქა­ლის­თ­ვის დღე­საც სა­სურ­ველ-სა­ოც­ნე­ბოდ რჩე­ბა.

ამო­ნა­წე­რი ნო­ტი­ოს ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი­დან: „1989 წელს და­ამ­თავ­რა ბა­თუ­მის კერ­ძო სას­წავ­ლე­ბე­ლი, დაბ­რუნ­და ფოთ­ში და კერ­ძო სამ­კერ­ვა­ლო და­ა­არ­სა, თა­ვის გარ­შე­მო ათამ­დე ქა­ლი შე­მო­იკ­რი­ბა და შექ­მ­ნა ერ­თ­გ­ვა­რი ამ­ხა­ნა­გუ­რი კო­ლექ­ტი­ვი. 1895 წლი­დან თა­ვი­სი სა­ხე­ლოს­ნო გარ­დაქ­მ­ნა კერ­ძო პრო­ფე­სი­ულ ექ­ვ­ს­თ­ვი­ან კურ­სე­ბად, რის­თ­ვი­საც მას შე­სა­ფე­რი­სი დიპ­ლო­მი მოს­თხო­ვეს, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბი­თა და თა­ვის სა­ხე­ლოს­ნო­ში შეგ­რო­ვი­ლი მცი­რე თან­ხით იგი გა­ემ­გ­ზავ­რა თბი­ლის­ში, სა­დაც ექ­ვ­სი თვის მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო დიპ­ლო­მი და ფოთ­ში დაბ­რუნ­და. სკო­ლას მი­ე­ნი­ჭა „ნო­ტიო ლო­ლუ­ას პრო­ფე­სი­უ­ლი კერ­ძო სას­წავ­ლებ­ლის“ სა­ხელ­წო­დე­ბა. 1907 წლი­დან აქ ის­წავ­ლე­ბო­და ჭრა-კერ­ვა, ხატ­ვა-ხაზ­ვა, ქსო­ვა, გა­მო­ჩე­ნილ მხატ­ვარ­თა, ხუ­როთ­მოძღ­ვარ­თა და მო­ქან­და­კე­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ოქ­რომ­კე­დით ამო­ქარ­გ­ვა და ამოქ­სო­ვა, აგ­რეთ­ვე, ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, არით­მე­ტი­კა, სა­მო­ქა­ლა­ქო ის­ტო­რია, რუ­სუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, გა­ლო­ბა, სიმ­ღე­რა და საღ­ვ­თო ის­ტო­რია…“ ეს მშრა­ლი ფაქ­ტე­ბია ოდენ… ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რა შრო­მაა ამ ფაქ­ტე­ბის მიღ­მა — სას­წავ­ლებ­ლის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ხუ­თა­სი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი… არ­სე­ბუ­ლი ფა­სი­ა­ნი სკო­ლე­ბის ფონ­ზე ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბის­თ­ვის უფა­სოდ სწავ­ლე­ბა… ბრძო­ლა ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­თი რო­ლის გაზ­რ­დი­სათ­ვის… პრე­სა­ში ატე­ხი­ლი დის­კუ­სი­ე­ბი­სათ­ვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა… სა­ქარ­გი და საქ­სო­ვი დაზ­გე­ბის შე­ძე­ნა (ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნაზ­ვ­ნი­სა­გან უსეს­ხე­ბია ამის თან­ხა), ჯერ სკო­ლის გახ­ს­ნა, მე­რე ექ­ვ­ს­თ­ვი­ან კურ­სე­ბად გა­და­კე­თე­ბა… სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გ­ვას­თან ერ­თად სკო­ლა-პან­სი­ო­ნის და­კარ­გ­ვა (საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ ის სა­ფაბ­რი­კო სკო­ლად გა­და­ა­კე­თა), ბრძო­ლა უამ­რავ წი­ნა­ღო­ბა­სა­თან, მა­სა და მის სკო­ლა-პან­სი­ონს რომ უქ­მ­ნიდ­ნენ ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა კარგ საქ­მე­სა და წა­მოწყე­ბას ჩვენ­ში… ჩემ­თ­ვის ნო­ტიო ლო­ლუა, უპირ­ვე­ლე­სად, ის მა­მა­ცი ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მელ­მაც მა­შინ, რო­დე­საც სა­მეგ­რე­ლო­ში სწავ­ლა მხო­ლოდ რუ­სულ ან მეგ­რულ(!) ენებ­ზე იყო დაშ­ვე­ბუ­ლი, თა­ვის სკო­ლა­ში ყვე­ლა საგ­ნის სწავ­ლე­ბა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლად და­უშ­ვა. ეს ნამ­დ­ვი­ლად დი­დი საქ­მე იყო!

და კი­დევ ერ­თი რამ, რაც გა­მორ­ჩე­უ­ლად მომ­წონს ამ ქალ­ბა­ტო­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში — ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ნო­ტი­ოს სკო­ლა-პან­სი­ონ­ში სწავ­ლობ­დ­ნენ, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მი­დი­ოდ­ნენ თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ში და იქაც ხსნიდ­ნენ ასე­თი­ვე სკო­ლებს იმ გა­ნათ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­საც ნო­ტი­ოს სკო­ლა­ში იღებ­დ­ნენ. დი­ახ, ნო­ტიო ლო­ლუა სწო­რედ ის გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი იყო, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი წა­მოწყე­ბით თე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­შიც უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა (სხვა­თა შო­რის, ნო­ტიო ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფო­თის გან­ყო­ფი­ლე­ბის წევ­რიც ყო­ფი­ლა). აი, სწო­რედ ამი­ტომ მგო­ნია, რომ ბევ­რ­მა უნ­და იცო­დეს ამ ამაგ­და­რი ქალ­ბა­ტო­ნის შე­სა­ხებ, დროს რომ უს­წ­რებ­და, შრო­მი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფა­სი იცო­და, უმეც­რე­ბის სიბ­ნე­ლის გა­სა­ფან­ტა­ვად ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და. უნ­და ვი­ცო­დეთ, უნ­და გვახ­სოვ­დეს, უნ­და ვბა­ძავ­დეთ, პა­ტივს უნ­და ვცემ­დეთ და გვახ­სოვ­დეს, რომ „რაც ერ­თხელ ცხოვ­ლად სულს და­აჩ­ნ­დე­ბის, საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ გარ­და­ე­ცე­მის!“.

 

ლე­ი­ლა ხო­ნე­ლი­ძე
ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები