18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი და გა­მო­ყე­ნე­ბა

spot_img

ნინო სამხარაული

სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. სარ­თი­ჭა­ლის №3 და №1 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ქი­მი­ის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

„ხომ ვერ მეტყ­ვით, სა­ით უნ­და წა­ვი­დე?

– გა­აჩ­ნია, სად გინ­და მის­ვ­ლა.

– ამას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს.

– მა­შინ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, სა­ით უნ­და წახ­ვი­დე“. /ლუ­ის კე­რო­ლი „ელი­სი სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში“/

თუ­კი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის სას­წავ­ლო პრო­ცესს მოგ­ზა­უ­რო­ბად აღ­ვიქ­ვამთ, მა­შინ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­გორც მოგ­ზა­უ­რო­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გზის ჩვე­ნე­ბა.

სა­სურ­ვე­ლი აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ყო­ველ­დღი­უ­რად ადევ­ნონ თვა­ლი, თუ სა­ით მი­დი­ან მა­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი. გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც შე­ძე­ნილ ცოდ­ნა­სა და უნა­რებს აფა­სებს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხო­ლოდ იმის­თ­ვის გა­მოდ­გე­ბა, რომ გა­ვარ­კ­ვი­ოთ, მი­ვაღ­წი­ეთ თუ არა შე­დეგს. ამ­გ­ვა­რი შე­ფა­სე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­ცა მოგ­ზა­უ­რო­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი დას­რულ­დე­ბა — მოს­წავ­ლემ და მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და ნა­ხონ, მი­აღ­წია თუ არა მოს­წავ­ლემ, მა­გა­ლი­თად, A პუნქტს, ან იქ­ნებ გზა აებ­ნა და მოხ­ვ­და B პუნ­ქ­ტ­ში. მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, მუდ­მი­ვი თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბი­თა და სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მით, და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლეს, არ ას­ც­დეს გზას. ეფექ­ტუ­რი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო სა­შუ­ა­ლე­ბაა იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა გზას არ გა­და­უხ­ვი­ონ.

გა­მოც­დი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას, თუმ­ცა ზოგ­ჯერ არ არ­ქ­მე­ვენ ამ სა­ხელს და არ გა­მო­ყო­ფენ ცალ­კე, რო­გორც სწავ­ლე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კომ­პო­ნენტს. ალ­ბათ ამი­ტო­მაა, რომ პი­რად სა­უბ­რებ­ში, რო­ცა ვე­კითხე­ბით, იყე­ნე­ბენ თუ არა გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას, გვპა­სუ­ხო­ბენ: „იშ­ვი­ა­თად ვი­ყე­ნებთ, ამის­თ­ვის დრო თით­ქ­მის არ გვრჩე­ბაო…“ ისი­ნი გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას, ძი­რი­თა­დად, აღიქ­ვა­მენ, რო­გორც მოს­წავ­ლე­თა და­ვა­ლე­ბებ­ზე გა­კე­თე­ბულ წე­რი­ლო­ბით კო­მენ­ტარ­სა და უკუ­კავ­შირს.

გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის არა­ერ­თი გან­მარ­ტე­ბა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს მას შემ­დეგ, რაც პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტერ­მი­ნი (William, 2011). თუ ამ დე­ფი­ნი­ცი­ებს შე­ვა­ჯა­მებთ, და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ გან­მარ­ტე­ბას ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ: „გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა არის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბით, სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ი­თა თუ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას მოს­წავ­ლე­თა გა­გე­ბის/გა­აზ­რე­ბის დო­ნე­ზე და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას მა­თი პროგ­რე­სის ხელ­შე­საწყო­ბად“. იმ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რი­თაც მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაგ­რო­ვებთ, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს ვუ­წო­დებთ.

ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა/სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გია შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად, თუ ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, გა­ი­აზ­რონ რი­სი გა­გე­ბა უჭირთ და რა­ტომ; გა­აც­ნო­ბი­ე­რონ სა­კუ­თა­რი სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი, ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­იქ­მ­ნან რა გზით უნ­და წა­ვიდ­ნენ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

რო­გორ ეხ­მა­რე­ბა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა მას­წავ­ლე­ბელს?

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა პე­და­გოგს, გარ­და მოს­წავ­ლის გა­გე­ბის/გა­აზ­რე­ბის დო­ნის დად­გე­ნი­სა, ეხ­მა­რე­ბა სწო­რად და­გეგ­მოს სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას და­ფიქ­რ­დეს სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კა­ზე და მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე; გან­საზღ­ვ­როს რა და­ეხ­მა­რე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­სა და სრულ­ყო­ფა­ში.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რია მა­შინ, რო­ცა მოს­წავ­ლე­ებ­მა:

• ზუს­ტად იცი­ან, რა უნ­და ის­წავ­ლონ;

• იღე­ბენ რე­გუ­ლა­რულ უკუ­კავ­შირს სა­კუ­თარ პროგ­რეს­სა და სას­წავ­ლო მიზ­ნებ­ზე;

• ახ­დე­ნენ პროგ­რე­სის თვით­შე­ფა­სე­ბას;

• მას­წავ­ლებ­ლი­სა­გან იღე­ბენ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვად.

1998 წელს, ბლექ­მა და უილი­ამ­მა გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს 21 კვლე­ვი­თი ნაშ­რო­მი და 580 სტა­ტია იმის შე­სა­ხებ, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბა მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბა­ზე. მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ინო­ვა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეხე­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან, ზოგ­ჯერ ფუნ­და­მენ­ტურ, ცვლი­ლე­ბას და სარ­გე­ბელს გვაძ­ლევს. ამ ტი­პის შე­ფა­სე­ბა ყვე­ლა ტი­პის მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო პროგ­რესს უწყობს ხელს, დაწყე­ბუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბით. კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, ასე­ვე დად­გინ­და, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც და­მა­ტე­ბი­თი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, ყვე­ლა­ზე მეტ სარ­გე­ბელს იღე­ბენ     გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბი­დან.

მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ კლას­ში, პე­და­გო­გე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით აფა­სე­ბენ მოს­წავ­ლე­ებს, მოს­წავ­ლე­ე­ბი აფა­სე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს, ბო­ლოს მი­მარ­თა­ვენ თვით­შე­ფა­სე­ბას, რა დრო­საც ისი­ნი არა მხო­ლოდ შეც­დო­მებს ეძე­ბენ, არა­მედ ითა­ვი­სე­ბენ იმ კრი­ტე­რი­უ­მებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მა­თი ნა­მუ­შე­ვა­რი ფას­დე­ბა.

ყო­ველ­დღი­უ­რი პრაქ­ტი­კა მე­ტის­მე­ტად რთუ­ლი არაა და არც იმ­დე­ნი დრო სჭირ­დე­ბა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რამ­დე­ნიც ერ­თი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს. სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა (OCED, 2005; Black and William, 1998), შე­დე­გი იმ­დე­ნად კარ­გია, რომ დრო­ის და­ხარ­ჯ­ვა ღირს. თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბა ყო­ველ­დღი­ურ პრაქ­ტი­კად იქ­ცე­ვა, მო­მა­ვალ­ში ბევრ დროს დაგ­ვი­ზო­გავს და შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი შე­ეწყო­ბა მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

სწავ­ლე­ბი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე, მას­წავ­ლე­ბელ­მა ზუს­ტად გან­საზღ­ვ­როს:

  1. რა უნ­და შე­ფას­დეს;
  2. რა ჩა­ით­ვ­ლე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვის მაჩ­ვე­ნებ­ლად;
  3. რო­გორ უნ­და მოხ­დეს შე­ფა­სე­ბა;
  4. რო­გორ მოხ­დე­ბა შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის თა­ნახ­მად, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის და­ნერ­გ­ვა 2006 წლი­დან და­იწყო, თუმ­ცა უნიშ­ნო შე­ფა­სე­ბის პრაქ­ტი­კას ჩვენ­ში, ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ დო­ნე­ზე, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ის­ტო­რია აქვს.

დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე „აღ­ზ­რ­დის ტრა­გე­დი­ის“ დაძ­ლე­ვის ერ­თა­დერთ გზად მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის ურ­თი­ერ­თ­ნ­დო­ბა­ზე, პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და თა­ნას­წო­რო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას მი­იჩ­ნევ­და. ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ა­ში, 1916 წელს, უზ­ნა­ძემ სწო­რედ ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო შექ­მ­ნა, რა­საც, მი­სი აზ­რით, დი­დად უშ­ლი­და ხელს ქუ­ლე­ბით შე­ფა­სე­ბა. მას მი­აჩ­ნ­და, რომ ნი­შა­ნი ყო­ველ­თ­ვის სუ­ბი­ექ­ტუ­რია, მას­წავ­ლე­ბე­ლი, შე­ფა­სე­ბი­სას, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის მოთხოვ­ნებ­ზე, მოს­წავ­ლის მო­მა­ვალ მი­ზან­ზე, ბავშვს კი ეს არ ეს­მის, ვი­ნა­ი­დან იგი, თა­ვი­სი არ­სით, აწ­მ­ყო­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ პე­და­გო­გი­ურ­მა საბ­ჭომ, რო­მელ­საც უზ­ნა­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და, უარი თქვა ნიშ­ნე­ბით შე­ფა­სე­ბა­ზე. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ცალ­კე რვე­ულ­ში ინიშ­ნავ­დ­ნენ, რა იცოდ­ნენ მოს­წავ­ლე­ებ­მა და რა – არა, მე­რე კი რე­კო­მენ­და­ცი­ებს აწ­ვ­დიდ­ნენ მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ მშობ­ლებს.

უზ­ნა­ძის აზ­რით, უნიშ­ნო შე­ფა­სე­ბამ, მარ­თა­ლია, სა­მუ­შაო მო­უ­მა­ტა მას­წავ­ლებ­ლებს, მაგ­რამ სწავ­ლა უფ­რო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და შე­დე­გი­ა­ნი გა­ხა­და, მათ შო­რის იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე წა­რუ­მა­ტე­ბელ მოს­წავ­ლე­ე­ბად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ. 1960-1961 წლებ­ში, თბი­ლი­სის 53-ე სკო­ლა­ში, პირ­ველ­კ­ლა­სელ­თათ­ვის წე­რის სას­წავ­ლებ­ლად, შე­იქ­მ­ნა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მა. ვი­ნა­ი­დან წე­რა პა­ტა­რა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ახ­ლად და­სა­უფ­ლე­ბე­ლი ჩვე­ვა გახ­ლ­დათ, მი­იჩ­ნე­ო­და, რომ ნიშ­ნით შე­ფა­სე­ბა მათ მო­ტი­ვა­ცი­ას ჩა­უქ­რობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თბი­ლი­სის, ბა­თუ­მის, სო­ხუ­მის, ქო­ბუ­ლე­თის, ზეს­ტა­ფო­ნი­სა და სტე­ფან­წ­მინ­დის სა­ექ­ს­პე­რი­მენ­ტო სკო­ლებ­ში.

„გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა სწავ­ლა/სწავ­ლე­ბი­სად­მი კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მის ნა­წი­ლია. ის თა­ვის თავ­ში მო­ი­აზ­რებს გან­მა­ვი­თა­რე­ბელ თვით­შე­ფა­სე­ბას, მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მათ მი­ერ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბას შეც­დო­მე­ბის მარ­თ­ვის პრო­ცეს­ზე“. ამ გან­მარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ფა­სე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მსგავს პრო­ცე­სებ­ში რე­ა­ლიზ­დე­ბა მოს­წავ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა ისე­თი სა­კითხე­ბის გა­და­საწყ­ვე­ტად, რაც მას ეხე­ბა (ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცია). ამ ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ხელს უწყობს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია დიდ­წი­ლა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას­თან და გა­ნა­პი­რო­ბებს მა­ღალ აკა­დე­მი­ურ შე­დე­გებს. დღეს, მეც­ნი­ე­რე­ბი აღარ და­ვო­ბენ იმა­ზე, თუ რო­მე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი (გა­რე­გა­ნი თუ ში­ნა­გა­ნი) გა­ნა­პი­რო­ბებს სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას. მათ შო­რის მკა­ფიო ზღვრის გავ­ლე­ბა არც თუ იოლია. მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს მა­თი ასა­კი, ოჯა­ხუ­რი თუ სას­კო­ლო გა­რე­მო, ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში – და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის ილუ­ზია, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას. მო­ზარ­დის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე პო­ზი­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის ვა­რი­რე­ბა და სა­კუ­თა­რი პროგ­რე­სის და­ნახ­ვა (და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში – შე­და­რე­ბა სხვა მოს­წავ­ლე­ებ­თან). გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა მოს­წავ­ლის­თ­ვის უნ­და გა­მო­რიცხავ­დეს ყო­ველ­გ­ვარ საფ­რ­თხეს. ამი­ტომ ცხა­დია, რომ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა მი­იღ­წე­ვა კლას­ში, სა­დაც ჯან­სა­ღი, ტო­ლე­რან­ტუ­ლი გა­რე­მოა.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი

იმი­სათ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა შეძ­ლოს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ჭი­როა, ჰქონ­დეს სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა და შე­სა­ბა­მი­სი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც სწრა­ფი შე­ფა­სე­ბის, ისე გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი.

წარ­მო­გიდ­გენთ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­სა და თი­თო­ე­უ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის აღ­წე­რი­ლო­ბას, რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რა მიზ­ნით, რო­დის და რო­გო­რაა შე­საძ­ლე­ბე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. ესე­ნია: „შე­სას­ვ­ლე­ლი და გა­სას­ვ­ლე­ლი ბა­რა­თე­ბი“, „და­ფიქ­რ­დი-დაწყ­ვილ­დი-გა­ა­ზი­ა­რე“, „სწრა­ფი წე­რი­თი სა­მუ­შაო-სწრა­ფი ჩა­ნა­წე­რი, ერ­თ­წუ­თი­ა­ნი ეს­სე, ერ­თ­წი­ნა­და­დე­ბი­ა­ნი შე­ჯა­მე­ბა და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი წი­ნა­და­დე­ბა“, „ორი ჭეშ­მა­რი­ტი და ერ­თი მცდა­რი დე­ბუ­ლე­ბა“, „ვი­ცი-მინ­და ვი­ცო­დე-ვის­წავ­ლე“, გრა­ფი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი – „მთა­ვა­რი კითხ­ვა“, „დის­კუ­სი­ის რუ­კა“, „პრობ­ლე­მე­ბი­სა და მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბის რუ­კა“, „სიტყ­ვის რუ­კა“, „და­დე­ბი­თი, უარ­ყო­ფი­თი, სა­ინ­ტე­რე­სო“ და „ორ­მა­გი ჩა­ნა­წე­რე­ბის დღი­უ­რი“.

შე­სას­ვ­ლე­ლი და გა­სას­ვ­ლე­ლი ბა­რა­თე­ბი

შე­სას­ვ­ლელ და გა­სას­ვ­ლელ ბა­რა­თებ­ში მო­ცე­მუ­ლია მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ სას­წავ­ლო მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ერ­თი ან რამ­დე­ნი­მე მოკ­ლე კითხ­ვა/და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც 5-10 წუთს მო­ითხოვს. შე­სას­ვ­ლე­ლი ბა­რა­თე­ბის მი­ზა­ნია, გაკ­ვე­თი­ლის და­საწყის­ში:

ა. ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა მოს­წავ­ლე­თა წი­ნა­რე ცოდ­ნის, ინ­ტე­რე­სე­ბის, მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის/და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ;

ბ. მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა გაკ­ვე­თილ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ტა­ნად.

გა­სას­ვ­ლე­ლი ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მას­წავ­ლე­ბელს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია:

ა) მოს­წავ­ლე­თა მი­ერ სა­კითხის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის შე­სა­ხებ;

ბ) მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ;

გ) სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­წავ­ლე­თა მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ;

დ) მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­ყე­ნოს მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თი­ლის და­სა­გეგ­მად, მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა თუ  ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

შე­სას­ვ­ლე­ლი და გა­სას­ვ­ლე­ლი ბა­რა­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი, ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან. გარ­და ამი­სა, ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ერ­თ­გ­ვარ რუ­ტი­ნას უდებს სა­ფუძ­ველს — მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­იწყოს და დას­რულ­დეს გაკ­ვე­თი­ლი. შე­სას­ვ­ლე­ლი ბა­რა­თი ეხ­მა­რე­ბა პე­და­გოგს, გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან მი­მარ­თოს მოს­წავ­ლე­თა ყუ­რადღე­ბა შე­სას­წავლ სა­კითხ­ზე და შექ­მ­ნას ეფექ­ტუ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო. გა­სას­ვ­ლე­ლი ბა­რა­თე­ბის შევ­სე­ბის მო­ლო­დი­ნი ხელს უწყობს კლა­სის ყუ­რადღე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლომ­დე. ამ­გ­ვა­რი საკ­ლა­სო რუ­ტი­ნის არ­სე­ბო­ბა კი კლა­სი­სა და დრო­ის მარ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბაა. (მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შაბ­ლო­ნის გა­საც­ნო­ბად ისარ­გებ­ლეთ ბმუ­ლით: https://shorturl.at/HHZ2d)

სწრა­ფი წე­რი­თი სა­მუ­შაო

არ­სე­ბობს სწრა­ფი წე­რი­თი სა­მუ­შა­ოს რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ა­ცია. მა­გა­ლი­თად:

⇒ სწრა­ფი ჩა­ნა­წე­რი;

⇒ ერ­თ­წუ­თი­ა­ნი ეს­სე;

ერ­თ­წი­ნა­და­დე­ბი­ა­ნი შე­ჯა­მე­ბა;

და­უს­რუ­ლე­ბე­ლი წი­ნა­და­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცია სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რია, მაგ­რამ აერ­თი­ა­ნებთ ერ­თი რამ – მა­თი დახ­მა­რე­ბით, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში, შე­იქ­მ­ნას წარ­მოდ­გე­ნა სას­წავ­ლო სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­წავ­ლე­თა მზა­ო­ბის, გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. არ არის სა­ჭი­რო პე­და­გოგ­მა, ყო­ველ ჯერ­ზე, შე­აგ­რო­ვოს მოს­წავ­ლე­თა წე­რი­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი და სა­თი­თა­ოდ გა­აც­ნოს მათ.

სწრა­ფი წე­რი­თი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში ხელს უწყობს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი წე­რის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რად­გან სათ­ქ­მე­ლის მოკ­ლედ გად­მო­სა­ცე­მად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გან­სა­ხილ­ველ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ხა­რის­ხე­ბა, მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დის­თ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლოა იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც, რომ­ლებ­საც სათ­ქ­მე­ლის ზე­პი­რად გა­მო­ხატ­ვას მი­სი წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მა ურ­ჩევ­ნი­ათ, ასე­ვე, მათ­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც წე­რა არ არის საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა.

სწრა­ფი წე­რი­თი სა­მუ­შა­ოს­თ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­ლი თე­მის შეს­წავ­ლის დაწყე­ბამ­დე, წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მიზ­ნით; უშუ­ა­ლოდ სა­კითხის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში და თე­მის გან­ხილ­ვის შემ­დე­გაც, სა­ბო­ლოო შე­ჯა­მე­ბის ეტაპ­ზე. ამ დროს მოს­წავ­ლე­თა ყუ­რადღე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია კონ­კ­რე­ტულ თე­მა­ზე და რეფ­ლექ­სი­ის გა­კე­თე­ბა სა­კითხის კი­დევ უფ­რო სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ისე ჯგუ­ფუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს. ზოგ­ჯერ მოს­წავ­ლე­ებს შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეთ წე­რი­ლო­ბი­თი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და გა­ნი­ცა­დონ, რომ ვე­რა­ფერს წე­რენ, ან სუ­ლაც შეწყ­ვი­ტონ წე­რა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისე­ვე რო­გორც ზო­გა­დად, ყვე­ლა სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის დროს, მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და მი­ვი­დეს მოს­წავ­ლეს­თან, და­ეხ­მა­როს მას თუნ­დაც ერ­თი წი­ნა­და­დე­ბის და­წე­რა­ში. მან უნ­და და­არ­წ­მუ­ნოს მოს­წავ­ლე, რომ თუ მო­ინ­დო­მებს, მო­მა­ვალ­ში უკე­თე­სად შეძ­ლებს წე­რას.

სწრა­ფი ჩა­ნა­წე­რი

სწრა­ფი ჩა­ნა­წე­რე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­მა სხვა­დას­ხ­ვა მიზ­ნით შე­იძ­ლე­ბა აწარ­მო­ონ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: ნას­წავ­ლის ძი­რი­თა­დი აზ­რის გად­მო­ცე­მა, მთა­ვა­რი ტერ­მი­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის შექ­მ­ნა, კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მე­ბის შედ­გე­ნა, ნას­წავ­ლის პრაქ­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბა, სა­კუ­თარ სწავ­ლა­ზე რეფ­ლექ­სი­ის გა­კე­თე­ბა და სხვ.

ნას­წავ­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­სა და მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, პე­და­გოგს შე­უძ­ლია მოს­წავ­ლე­ებს მის­ცეს 3-5 წუ­თი და სთხო­ვოს, რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბით გა­ა­კე­თონ რეფ­ლექ­სია იმის შე­სა­ხებ, თუ რა იცოდ­ნენ კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით გაკ­ვე­თი­ლის და­საწყის­ში და რა ის­წავ­ლეს გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს.

ერ­თ­წუ­თი­ა­ნი ეს­სე

გაკ­ვე­თი­ლის და­საწყის­ში, მი­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ან დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ად­რე მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია კითხ­ვა და­უს­ვას კლასს კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სთხო­ვოს, წე­რი­ლო­ბით უპა­სუ­ხონ მას. ამის­თ­ვის კი ეძ­ლე­ვათ 1 წუ­თი ან ოდ­ნავ მე­ტი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მარ­თ­ლაც იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ დას­მულ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის ასეთ მოკ­ლე დრო­ში გა­ცე­მა.

კითხ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად ფორ­მუ­ლირ­დეს:

  • თქვე­ნი აზ­რით, რა იყო დღე­ვან­დე­ლი გაკ­ვე­თი­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი?
  • ეთან­ხ­მე­ბით თუ არა წარ­მოდ­გე­ნილ მო­საზ­რე­ბას? მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი არ­გუ­მენ­ტი.
  • რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებ­დით პრაქ­ტი­კა­ში დღე­ვან­დელ გაკ­ვე­თილ­ზე მი­ღე­ბულ ცოდ­ნას?
  • რა კავ­შირს ხე­დავთ დღეს გან­ხი­ლულ სა­კითხ­სა და თქვენ მი­ერ წი­ნა გაკ­ვე­თილ­ზე ნა­ნახ ფილმს შო­რის?

ერ­თ­წი­ნა­და­დე­ბი­ა­ნი შე­ჯა­მე­ბა

მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა სთხო­ვოს მოს­წავ­ლე­ებს, ერ­თი წი­ნა­და­დე­ბით შე­ა­ჯა­მონ გაკ­ვე­თილ­ზე გან­ხი­ლუ­ლი მა­სა­ლა – იქ­ნე­ბა ეს ტექ­ს­ტი, ახა­ლი ფი­ზი­კუ­რი კა­ნო­ნი, ხსნა­რე­ბის თვი­სე­ბე­ბი, გულ­სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა სის­ტე­მა და სხვ.

სა­კითხის ერ­თი წი­ნა­და­დე­ბით შე­ჯა­მე­ბა მოს­წავ­ლის­გან მო­ითხოვს მის სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­აზ­რე­ბას და მა­ღა­ლი დო­ნის სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში პე­და­გო­გი უნ­და და­ეხ­მა­როს და ურ­ჩი­ოს მოს­წავ­ლეს, გა­მო­ი­ყე­ნოს რაც შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვი ენა. გარ­და ამი­სა, სა­სურ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა თვი­თონ უჩ­ვე­ნოს მოს­წავ­ლე­ებს, რო­მე­ლი­მე სას­წავ­ლო მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერ­თ­წი­ნა­და­დე­ბი­ა­ნი შე­ჯა­მე­ბის მა­გა­ლი­თი, მათ­თან ერ­თად გა­ა­კე­თოს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ სთხო­ვოს კლასს, იმუ­შა­ონ და­მო­უ­კი­დებ­ლად.

და­უს­რუ­ლე­ბე­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, მას­წავ­ლე­ბე­ლი სთა­ვა­ზობს მოს­წავ­ლე­ებს, და­ას­რუ­ლონ წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მიზ­ნად ისა­ხავ­დეს მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის დო­ნის, ინ­ტე­რე­სე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ან სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბას. ინ­ს­ტრუ­მენ­ტის „და­უს­რუ­ლე­ბე­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი“ გა­მო­ყე­ნე­ბა სა­კითხის შეს­წავ­ლის ყვე­ლა ეტაპ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

და­ფიქ­რ­დი-დაწყ­ვილ­დი-გა­ა­ზი­ა­რე

ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ სას­წავ­ლო მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­წავ­ლე­ებს მზა დას­კ­ვ­ნე­ბი მი­ვა­წო­დოთ, შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ყოთ რამ­დე­ნი­მე წუ­თი იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ფიქ­რ­დ­ნენ სა­კითხის შე­სა­ხებ. ამის შემ­დეგ ისი­ნი იმ­ს­ჯე­ლე­ბენ მეწყ­ვი­ლეს­თან ერ­თად, ბო­ლოს კი გა­უ­ზი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს მთელ კლასს. სას­წავ­ლო მა­სა­ლის შეს­წავ­ლის ამ­გ­ვა­რი სტრა­ტე­გია მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩა­უღ­რ­მავ­დ­ნენ სა­კითხს, მო­ის­მი­ნონ და კრი­ტი­კუ­ლად გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, შე­ა­ჯა­მონ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და გა­მო­ი­ტა­ნონ დას­კ­ვ­ნე­ბი. ამას გარ­და, ერ­თ­მა­ნეთ­თან ინ­ტე­რაქ­ცია მოს­წავ­ლე­ებს უვი­თა­რებს მოს­მე­ნის, სხვი­სი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რებს. მას­წავ­ლე­ბელს კი, ამ პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით, შე­უძ­ლია შე­ა­ფა­სოს, რამ­დე­ნად სწო­რად მსჯე­ლო­ბენ, რამ­დე­ნად კარ­გად გა­ი­გეს სას­წავ­ლო მა­სა­ლა და რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­კითხი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის (მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტრუ­მენ­ტის შაბ­ლო­ნი იხი­ლეთ ბმულ­ზე: https://shorturl.at/v8fMV).

ორი ჭეშ­მა­რი­ტი და ერ­თი მცდა­რი დე­ბუ­ლე­ბა

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი სთხოვს მოს­წავ­ლე­ებს, მო­ი­ფიქ­რონ ორი ჭეშ­მა­რი­ტი და ერ­თი მცდა­რი დე­ბუ­ლე­ბა სას­წავ­ლო თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს დე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს რა­ი­მე ფაქტს, მოვ­ლე­ნას, თე­ო­რი­ას, მა­თე­მა­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნის ამო­ნახსნს, პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხის გა­დაჭ­რის გზას. ამის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ე­ბი უზი­ა­რე­ბენ დე­ბუ­ლე­ბებს თა­ნაკ­ლა­სე­ლებს, რომ­ლებ­საც ევა­ლე­ბათ, ამო­იც­ნონ მცდა­რი დე­ბუ­ლე­ბა. დე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ფიქ­რე­ბის დროს, მოს­წავ­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნონ ცოდ­ნა, მო­ი­ძი­ონ ინ­ფორ­მა­ცია, ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მით წარ­მო­ად­გი­ნონ ფაქ­ტე­ბი ან სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი. ამა­ვე დროს, ამ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბას შე­მო­აქვს ხა­ლი­სი გაკ­ვე­თილ­ზე და უზ­რუნ­ველ­ყოფს მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას. თა­ვის მხრივ, მას­წავ­ლე­ბელს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ა­ფა­სოს მოს­წავ­ლე­ებ­ში სას­წავ­ლო სა­კითხის ცოდ­ნი­სა და გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის დო­ნე.

„ორი ჭეშ­მა­რი­ტი და ერ­თი მცდა­რი დე­ბუ­ლე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე. ის შე­იძ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს რო­გორც მოს­წავ­ლე­თა წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, ისე ნას­წავ­ლი მა­სა­ლის გახ­სე­ნე­ბას და მის სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია და­ყოს მოს­წავ­ლე­ე­ბი მცი­რე ჯგუ­ფე­ბად და სთხო­ვოს მათ, დე­ბუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­ან­თი ჯგუ­ფის წევ­რებს გა­უ­ზი­ა­რონ. შე­საძ­ლოა მო­დი­ფი­ცი­რე­ბაც, კერ­ძოდ, სთხო­ვოს ყვე­ლა მოს­წავ­ლეს დე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ფიქ­რე­ბა, ხო­ლო შემ­დეგ, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით, რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლეს და­ა­ვა­ლოს დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მთე­ლი კლა­სის­თ­ვის. გარ­და ზე­პი­რი მსჯე­ლო­ბი­სა, მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ, წე­რი­ლო­ბით წარ­მო­ად­გი­ნონ მათ მი­ერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი ორი ჭეშ­მა­რი­ტი და ერ­თი მცდა­რი დე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე, ამ დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი.

„ორი ჭეშ­მა­რი­ტი და ერ­თი მცდა­რი დე­ბუ­ლე­­ბის“ შე­სა­ხებ ზე­პი­რი მსჯე­ლო­ბის დროს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ა­კე­თოს მოკ­ლე ჩა­ნა­წე­რე­ბი. მა­გა­ლი­თად: რა სირ­თუ­ლის დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ი­ფიქ­რეს მოს­წავ­ლე­ებ­მა; რამ­დე­ნად შეძ­ლეს მათ ცოდ­ნი­სა და მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბა; რამ­დენ­მა მოს­წავ­ლემ ამო­იც­ნო სწო­რად მცდა­რი დე­ბუ­ლე­ბა; ყვე­ლა მოს­წავ­ლე აქ­ტი­უ­რობ­და და ა.შ. ამ­დაგ­ვა­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი შეძ­ლებს რო­გორც მოს­წავ­ლე­თა, ასე­ვე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბას, რაც და­ეხ­მა­რე­ბა მას მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თი­ლის ეფექ­ტი­ა­ნად და­გეგ­მ­ვა­ში.

ვი­ცი, მინ­და ვი­ცო­დე, ვის­წავ­ლე

ვი­ცი, მინ­და ვი­ცო­დე, ვის­წავ­ლე – მოს­წავ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც აღ­ძ­რავს მოს­წავ­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას და უბიძ­გებს მას ახ­ლის შე­მეც­ნე­ბის­კენ.მოს­წავ­ლემ ქვე­მოთ მო­ცე­მულ ცხრილ­ში უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს, რა ცოდ­ნას ფლობს, რი­სი შეს­წავ­ლა სურს და რის სწავ­ლას შეძ­ლებს კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბით.

მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ა­აქ­ტი­უ­როს და შე­ა­ფა­სოს მოს­წავ­ლე­თა წი­ნა­რე ცოდ­ნა, გა­აძ­ლი­ე­როს მოს­წავ­ლის სურ­ვი­ლი, შე­ის­წავ­ლოს ახა­ლი მა­სა­ლა და, ამა­ვე დროს, ხელთ ჰქონ­დეს მოს­წავ­ლე­თა პროგ­რე­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი. თა­ვის მხრივ, მოს­წავ­ლე­ე­ბი უკეთ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, თუ რა იცოდ­ნენ და რა ის­წავ­ლეს ახალ სას­წავ­ლო სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მათ მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას მოს­წავ­ლე იწყებს ახა­ლი თე­მის შეს­წავ­ლამ­დე, ხო­ლო თე­მის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში და მი­სი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თან­და­თან ავ­სებს მას ინ­ფორ­მა­ცი­ით. ცხრი­ლის შევ­სე­ბა შე­საძ­ლოა გაგ­რ­ძელ­დეს ერ­თი ან მე­ტი გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მოს­წავ­ლე­ებს ცხრი­ლის შევ­სე­ბა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ისე წყვი­ლებ­ში ან მცი­რე ჯგუ­ფებ­ში. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს კლა­სის კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან. (მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შაბ­ლო­ნი იხი­ლეთ ბმულ­ზე: https://shorturl.at/kE7K0).

გრა­ფი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი

გრა­ფი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გუ­ლის­ხ­მობს სქე­მებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რა­ი­მე ფაქ­ტებს, ცნე­ბებს, მოვ­ლე­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად. მა­თი დახ­მა­რე­ბით ხდე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი სა­კითხე­ბის „ცოდ­ნის ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­ხით წარ­მოდ­გე­ნა“.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, კარ­გად გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს სას­წავ­ლო მა­სა­ლა – ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­მო­ყოს მთა­ვა­რი და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კ­ვ­ნა, მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, გა­დაჭ­რას პრობ­ლე­მა. გრა­ფი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი უად­ვი­ლებს მოს­წავ­ლეს სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, ხელს უწყობს ნას­წავ­ლის მარ­ტი­ვად გახ­სე­ნე­ბა­სა და კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას, ასე­ვე, ხელს უწყობს მოს­წავ­ლის მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას.

მთა­ვა­რი კითხ­ვა

კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია საკ­ვ­ლე­ვი კითხ­ვის დას­მა და მას­ზე პა­სუ­ხის მო­ძი­ე­ბა. ამი­სათ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა ერ­თად უნ­და მო­ი­ფიქ­რონ „მთა­ვა­რი კითხ­ვა“ და მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა უპა­სუ­ხონ გრა­ფი­კულ ორ­გა­ნი­ზა­ტორ­ში მო­ცე­მულ ქვე­კითხ­ვებს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ქვე­კითხ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა იც­ვ­ლე­ბო­დეს „მთა­ვა­რი კითხ­ვის“ ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­თა ნაშ­რო­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სას პე­და­გო­გი, მარ­ტი­ვად შეძ­ლებს შე­ა­ფა­სოს, რა ფაქ­ტობ­რივ ცოდ­ნას ფლო­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რამ­დე­ნად კარ­გად ეს­მით, აანა­ლი­ზე­ბენ და აფა­სე­ბენ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს. (მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შაბ­ლო­ნის გა­საც­ნო­ბად გა­მო­ი­ყე­ნეთ ბმუ­ლი: https://shorturl.at/1WREE)

დის­კუ­სი­ის რუ­კა

კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხის ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მო­საზ­რე­ბე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სა და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნის მიზ­ნით, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბულ იქ­ნეს გრა­ფი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი: „დის­კუ­სი­ის რუ­კა“. (მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შაბ­ლო­ნის გა­საც­ნო­ბად ისარ­გებ­ლეთ  ბმუ­ლით: https://shorturl.at/OdsZQ).

პრობ­ლე­მე­ბი­სა და მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბის რუ­კა

პრობ­ლე­მე­ბი­სა და მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბის რუ­კა ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს შე­ა­ფა­სოს, რამ­დე­ნად კარ­გად შე­უძ­ლი­ათ მოს­წავ­ლე­ებს:

  • აღ­მო­ა­ჩი­ნონ რა­ი­მე პრობ­ლე­მის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი;
  • იპო­ვონ ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა;
  • მო­იყ­ვა­ნონ არ­გუ­მენ­ტე­ბი, თუ რა კონ­კ­რე­ტულ შე­დე­გებს მო­ი­ტანს პრობ­ლე­მის ამ­გ­ვა­რი გზით გა­დაჭ­რა.

(მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შაბ­ლო­ნის გა­საც­ნო­ბად გა­მო­ი­ყე­ნეთ ბმუ­ლი: https://rb.gy/tnfws9)

სიტყ­ვის რუ­კა

ამ გრა­ფი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, მას­წავ­ლე­ბელს (გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო ენის) ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­უძ­ლია შე­ა­ფა­სოს, თუ რამ­დე­ნად კარ­გად ფლობს მოს­წავ­ლე ახალ სიტყ­ვას­თან/ტერ­მინ­თან/ცნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. (მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შაბ­ლო­ნის სა­ნა­ხა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ ბმუ­ლი: https://rb.gy/z183ri)

და­დე­ბი­თი, უარ­ყო­ფი­თი, სა­ინ­ტე­რე­სო

მოს­წავ­ლე­თა იდე­ე­ბის, მო­საზ­რე­ბე­ბის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს გრა­ფი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი: „და­დე­ბი­თი, უარ­ყო­ფი­თი, სა­ინ­ტე­რე­სო“. მოს­წავ­ლემ უნ­და გა­მო­ყოს გან­სა­ხილ­ველ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტო­რე­ბი/გა­რე­მო­ე­ბე­ბი/მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და მი­უ­თი­თოს, რა მი­აჩ­ნია სა­ინ­ტე­რე­სოდ ან რა კითხ­ვე­ბი გა­უჩ­ნ­და (მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შაბ­ლო­ნის სა­ნა­ხა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ ბმუ­ლი: https://rb.gy/jvakd3).

ორ­მა­გი ჩა­ნა­წე­რე­ბის დღი­უ­რი

ორ­მა­გი ჩა­ნა­წე­რე­ბის დღი­უ­რი წარ­მო­ად­გენს სა­მუ­შა­ოს, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი ას­რუ­ლე­ბენ წე­რი­ლო­ბით და გუ­ლის­ხ­მობს ერ­თ­გ­ვარ რეფ­ლექ­სი­ას სას­წავ­ლო მა­სა­ლა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი სთხოვს მოს­წავ­ლე­ებს, გა­კე­ცონ ფურ­ცე­ლი ორად ან და­ხა­ზონ ორ­ს­ვე­ტი­ა­ნი ცხრი­ლი, შემ­დეგ ფურ­ც­ლის ერთ მხა­რეს/ცხრი­ლის პირ­ველ სვეტ­ში ჩა­წე­რონ ფაქ­ტე­ბი, ტერ­მი­ნე­ბი, გან­მარ­ტე­ბე­ბი ან ნაწყ­ვე­ტე­ბი შე­სას­წავ­ლი მა­სა­ლი­დან. მე­ო­რე მხა­რეს/მე­ო­რე სვეტ­ში კი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ამ ფაქ­ტის/ტერ­მი­ნის/გან­მარ­ტე­ბის/ ნაწყ­ვე­ტის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, შე­ხე­დუ­ლე­ბა, მო­საზ­რე­ბე­ბი ან კითხ­ვე­ბი.

მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ყუ­რადღე­ბით გა­ეც­ნონ შე­სას­წავლ მა­სა­ლას და გა­ა­კე­თონ რეფ­ლექ­სია – გა­მოკ­ვე­თონ მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხე­ბი, და­ა­ფიქ­სი­რონ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი და ამ გზით უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მით პე­და­გოგს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ა­ფა­სოს რამ­დე­ნად კარ­გად გა­ი­აზ­რეს მოს­წავ­ლე­ებ­მა კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მა, მოხ­ვ­და თუ არა მა­თი ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი, შეძ­ლეს თუ არა გან­ხი­ლუ­ლი მა­სა­ლის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა (მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შაბ­ლო­ნის გა­საც­ნო­ბად გა­მო­ი­ყე­ნეთ ბმუ­ლი: https://rb.gy/nit6j2).

„ორ­მა­გი ჩა­ნა­წე­რე­ბის დღი­უ­რის“ შევ­სე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ახა­ლი მა­სა­ლის გაც­ნო­ბის პრო­ცეს­ში, ნე­ბის­მი­ერ სა­გან­ში, რის­თ­ვი­საც პე­და­გოგ­მა წი­ნას­წარ უნ­და გან­საზღ­ვ­როს დღი­უ­რის შე­სავ­სე­ბად სა­ჭი­რო დრო (10-15 წუ­თამ­დე) და შე­სა­ბა­მი­სად და­გეგ­მოს გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

მო­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლეს, ჩა­უღ­რ­მავ­დეს შე­სას­წავლ მა­სა­ლას და კარ­გად გა­აც­ნო­ბი­ე­როს სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამა თუ იმ სა­კითხის მი­მართ. ამ­გ­ვა­რი რეფ­ლექ­სია აღ­ვი­ძებს მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას, გა­აგ­რ­ძე­ლოს თე­მის შეს­წავ­ლა და მე­ტად ჩა­ერ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა. https://mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo
  2. სო­ფო გორ­გო­ძე, „ეფექ­ტუ­რი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა“. 2016 წ., .26 ოქ­ტომ­ბე­რი. http://mastsavlebeli.ge/?p=11953
  1. მა­რი­ა­ნა ხუნ­ძა­ყიშ­ვი­ლი, სა­რა ბი­ვე­რი. „გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა“, 2018 წ., მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი.

http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/310397.pdf

  1. ნი­ნო ლა­ბარ­ტყა­ვა, „რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა“, 2014წ., 19 მარ­ტი. p://mastsavlebeli.ge/?p=2076
  2. ლ, კო­ჰე­ნი და სხვე­ბი, „კვლე­ვის მე­თო­დე­ბი გა­ნათ­ლე­ბა­ში“, მე­ექ­ვ­სე გა­მო­ცე­მა,ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.
  3. ინ­ტე­ლის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა , „გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა“ https://rb.gy/yfm1s8
  4. ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი სკო­ლა „სხი­ვი“, „მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა“ https://skhivi.edu.ge/მოს­წავ­ლე­თა-შე­ფა­სე­ბა/.
  5. ირი­ნა კიკ­ვი­ძე. „მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი და გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა“, 2013 წ. https://bsu.edu.ge/text_files/ge_file_5265_1.pdf

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები