3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის

spot_img
ლე­ი­ლა ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლი
სსიპ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ჭა­ბუ­კი­ა­ნის და მი­ხე­ილ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის აფე­ნის №1 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ბი­ო­ლო­გი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის მი­ზა­ნია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის მარ­თ­ვა, რაც გუ­ლის­ხ­მობს სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუნ­ვას და კონ­ტ­როლს (მუხ­ლი 15. ესგ.).

სკო­ლა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ორი ტი­პის შე­ფა­სე­ბა, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი. გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა აკონ­ტ­რო­ლებს სწავ­ლის ხა­რისხს, ად­გენს მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვის დო­ნეს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რულ მიზ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით, იწე­რე­ბა ქუ­ლა. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა აფა­სებს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­კას და ხელს უწყობს სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა არის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის სწავ­ლის პრო­ცესს გან­საზღ­ვ­რავს, ავ­ლენს მის ძლი­ერ და სუსტ მხა­რე­ებს, მაგ­რამ ის მხო­ლოდ ბავ­შ­ვის­თ­ვის არაა სა­სარ­გებ­ლო, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა  პე­და­გოგ­საც ეხ­მა­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად ადევ­ნოს თვა­ლი მოს­წავ­ლეს.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბია: შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შე­კითხ­ვე­ბი; ცე­რე­ბი მაღ­ლა – სიგ­ნა­ლი ხე­ლე­ბით; ერ­თ­წუ­თი­ა­ნი თხზუ­ლე­ბა; მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცია; ხუ­თი­დან პირ­ვე­ლი; საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან გას­ვ­ლის ბა­რა­თე­ბი; ჩა­ნა­წე­რი ჟურ­ნალ­ში; ერ­თხ­მად პა­სუ­ხი; იდე­ა­თა წრე; ში­და წრე და გა­რე წრე; მკითხ­ვე­ლის თე­ატ­რი; მოკ­ლე შე­ჯა­მე­ბა; დი­ახ-არა ბა­რა­თე­ბი; შე­ჯა­მე­ბის ჩარ­ჩო; იფიქ­რე, დაწყ­ვილ­დი გა­ა­ზი­ა­რე; და­ფიქ­რ­დი და შე­ავ­სე; ოთხი კუთხე; 3-2-1; სწრა­ფი წე­რა;  გა­იხ­სე­ნე-შე­ა­ჯა­მე-დას­ვი კითხ­ვა-და­ა­კავ­ში­რე და სხვ.

მოს­წავ­ლის სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შემ­დე­გი:

  1. ყვე­ლა მოს­წავ­ლე გრძნობ­დეს, რომ მას კარ­გად იც­ნო­ბენ და თბი­ლად ეპყ­რო­ბი­ან.
  2. მას­წავ­ლე­ბელს აქვს მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ქცე­ვი­სა და სწავ­ლის მი­მართ.
  3. სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი მკა­ფი­ო­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. სას­წავ­ლო გა­რე­მო პო­ზი­ტი­უ­რია და დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა.

ჩემ­მა პე­და­გო­გი­ურ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მი­მახ­ვედ­რა, რომ მხო­ლოდ ქუ­ლა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას ვერ შე­უწყობს ხელს, პი­რი­ქით, და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა უკარ­გავს მას თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის სურ­ვილს და მო­ტი­ვა­ცი­ას, მით უფ­რო თუ არ იცის, კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა სა­კითხ­ში და­იმ­სა­ხუ­რა შე­ფა­სე­ბა. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა და დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დი მოს­წავ­ლე­ებს, რო­გორ იმოქ­მე­დებ­და მათ­ზე გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა.

კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა.

კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში და­საძ­ლე­ვი შე­კითხ­ვე­ბი იყო:

♦ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას მოს­წავ­ლის სწავ­ლის დო­ნის დად­გე­ნა­ში?

♦ რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა გან­მა­ვი­თა­რე­ბელ და გან­მ­საზღ­ვ­რელ შე­ფა­სე­ბას შო­რის?

♦ რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი მოს­წავ­ლის სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის გა­საზ­რ­დე­ლად?

♦ რა რო­ლი აქვს ეფექ­ტურ უკუ­კავ­შირს და თვით­შე­ფა­სე­ბას მოს­წავ­ლის სწავ­ლის პრო­ცეს­ში?

სა­მიზ­ნე ჯგუ­ფად შე­ვარ­ჩიე მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, მა­თი მშობ­ლე­ბი და კლა­სის პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მოვ­კითხე კითხ­ვა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თა­გან სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ჩა­ვა­ტა­რე ინ­ტერ­ვიუ.

გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გებ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ნამ­დ­ვი­ლად იდ­გა ეფექ­ტუ­რი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის და­ნერ­გ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა. ამი­სათ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნე სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ესე­ნია:

Δ რუბ­რი­კე­ბის შექ­მ­ნა – მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად შევ­ქ­მე­ნი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბი, სა­დაც გან­თავ­ს­და სხვა­დას­ხ­ვა შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, თუ რის მი­ხედ­ვით ვა­ფა­სებ­დი მოს­წავ­ლეს.

შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კის შექ­მ­ნი­სას ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლეთ დის­ციპ­ლი­ნა­ზე, ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე, ცოდ­ნის გა­მოვ­ლე­ნა­ზე, გაკ­ვე­თი­ლის და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე;

Δ შე­სას­ვ­ლე­ლი და გა­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თე­ბი – ამ ინ­ტერ­ვენ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა და­მეხ­მა­რა გა­მე­გო და შე­მე­ფა­სე­ბი­ნა მოს­წავ­ლის წი­ნა­რე ცოდ­ნა შე­სას­წავლ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს, გა­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ვი­გებ­დი რა გა­ი­გეს და რა გა­უ­ჭირ­დათ მოს­წავ­ლე­ებს, რაც მეხ­მა­რე­ბო­და მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა­ში. ეს მე­თო­დი მოს­წავ­ლე­ებს უვი­თა­რებთ თვით­შე­ფა­სე­ბის უნარს, აჩ­ვე­ნებს თა­ვი­ანთ ძლი­ერ და სუსტ მხა­რე­ებს, რაც ეხ­მა­რე­ბათ სწავ­ლის­თ­ვის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ში;

Δ შუქ­ნი­შა­ნი – მოს­წავ­ლე­ებს და­ვუ­რი­გე სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის ბა­რა­თე­ბი – წი­თე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­კითხი გა­უ­გე­ბა­რია, ყვი­თე­ლი – ნა­წი­ლობ­რივ გა­სა­გე­ბია, მწვა­ნე – კარ­გად გა­ი­გო სა­კითხი. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში იყე­ნებ­დ­ნენ სა­კითხის ცოდ­ნის შე­სა­ბა­მის ფერს. ეს მე­თო­დი მოს­წავ­ლეს უვი­თა­რებს თვით­შე­ფა­სე­ბის უნარ-ჩვე­ვებს;

Δ ჩხი­რე­ბი – იმი­სათ­ვის, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის ცოდ­ნის გა­მოვ­ლე­ნის თა­ნა­ბა­რი გა­რე­მო შე­მექ­მ­ნა, გა­დავ­წყ­ვი­ტე გა­მო­სა­ძა­ხე­ბე­ლი ჩხი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. თი­თო­ე­ულ ჩხირ­ზე ბავ­შ­ვე­ბის სა­ხე­ლე­ბი ეწე­რა და, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს შე­ეძ­ლო სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა;

Δ და­ფიქ­რ­დი, დაწყ­ვილ­დი, გა­ა­ზი­ა­რე – ამ მე­თო­დის მი­ზა­ნი იყო, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლე აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი­ყო და სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ შე­სას­წავ­ლი მა­სა­ლა. ამ დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ ჩა­უღ­რ­მავ­დ­ნენ სა­კითხს, გა­მოთ­ქ­ვან ვა­რა­უ­დი, იმ­ს­ჯე­ლონ და გა­ა­კე­თონ დას­კ­ვ­ნე­ბი;

Δ ორი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ერ­თი სურ­ვი­ლი – ეს მე­თო­დი მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რა ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში, რად­გან მათ უწევ­დათ თა­ნაკ­ლა­სე­ლის ორი და­დე­ბი­თი და ერ­თი გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი მხა­რის შე­ფა­სე­ბა.

იმის და­სად­გე­ნად, თუ რამ­დე­ნად პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი – შე­უწყო თუ არა ხე­ლი მოს­წავ­ლე­თა პროგ­რესს, ამაღ­ლ­და თუ არა მა­თი მო­ტი­ვა­ცია, შე­დე­გე­ბის საკ­ვ­ლე­ვად გა­მო­ვი­ყე­ნე შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­და­რე­ბა, ინ­ტერ­ვენ­ცი­ამ­დე და ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შემ­დეგ.

აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს მე­თო­დე­ბი და­ეხ­მა­რა მოს­წავ­ლე­ებს გამ­ხ­და­რიყ­ვ­ნენ უფ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, ყუ­რადღე­ბი­ა­ნე­ბი, შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნის დო­ნე, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, გამ­ხ­და­რიყ­ვ­ნენ სწავ­ლი­სად­მი უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი. მე კი, რო­გორც პე­და­გოგს, მო­მე­ცა მა­თი ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­თა და­მე­ნა­ხა ბავ­შ­ვე­ბის ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად და­მე­გეგ­მა გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

ეფექ­ტუ­რი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბა მოს­წავ­ლეს ეხ­მა­რე­ბა:

♦ სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ერ­თოს საკ­ლა­სო პრო­ცეს­ში;

♦ და­ად­გი­ნოს თა­ვი­სი ცოდ­ნის დო­ნე;

♦ სწო­რად და­გეგ­მოს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და გა­მოს­წო­რე­ბის გზე­ბი;

♦ ის­წავ­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვის სწო­რი შე­ფა­სე­ბა;

♦ ის­წავ­ლოს თა­ნაკ­ლა­სე­ლის შე­ფა­სე­ბა;

♦ გა­მო­უ­მუ­შავ­დეს ესგ-ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი;

♦ აუმაღ­ლ­დეს სწავ­ლი­სად­მი მო­ტი­ვა­ცია.

კვლე­ვის მი­ზა­ნი, ეფექ­ტუ­რი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია ამაღ­ლე­ბუ­ლი­ყო, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად მიღ­წე­ულ იქ­ნა. მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ ეს პრო­ცე­სი მდგრა­დი გახ­დეს, სა­ჭი­როა ჰქონ­დეს მუდ­მი­ვი სა­ხე და პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყოს ყვე­ლა პე­და­გო­გი.

 

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის

ლე­ი­ლა ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლი

ანო­ტა­ცია

წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რომ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მე­თო­დე­ბი და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სას მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის.

პე­და­გო­გე­ბი, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვებს მხო­ლოდ გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბით აფა­სე­ბენ, რაც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ბუნ­დო­ვა­ნია. ხო­ლო, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბი­სას პე­და­გო­გი შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა მსგავ­სი სიტყ­ვე­ბით – „კარ­გია“, „ყო­ჩაღ“, „მე­ტი შე­გიძ­ლია“ და სხვ. ასე­თი შე­ფა­სე­ბი­სას მოს­წავ­ლე ვერ ხვდე­ბა რა დაძ­ლია კარ­გად და რა სა­კითხი გა­უ­ჭირ­და. ბავ­შ­ვებს რჩე­ბათ გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, უქ­ვე­ით­დე­ბათ თვით­შე­ფა­სე­ბის და თვი­თე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი, კარ­გა­ვენ სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას.

ჩემ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა.

კვლე­ვის პირ­ველ ეტაპ­ზე გა­მოვ­კითხე მოს­წავ­ლე­ე­ბი, მშობ­ლე­ბი და პე­და­გო­გე­ბი. შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დავ­გეგ­მე და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი. კვლე­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მუდ­მი­ვად ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და თუ არა მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა სწავ­ლის მი­მართ, ხდე­ბო­და თუ არა უფ­რო მე­ტად გა­სა­გე­ბი შე­სას­წავ­ლი სა­კითხი და მი­წო­დე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რი.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ანა­ლიზ­მა და­ა­დას­ტუ­რა ჩე­მი ვა­რა­უ­დი, სწორ და ეფექ­ტურ უკუ­კავ­შირს არ­სე­ბი­თი რო­ლი აკის­რია მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის­თ­ვის.

საკ­ვან­ძო სიტყ­ვე­ბი: ჩარ­თუ­ლო­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, ეფექ­ტუ­რი უკუ­კავ­ში­რი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები