27 ივლისი, შაბათი, 2024

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და ფა­რუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი

spot_img

მარინე დეკანოიძე

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელი

მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტია მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, ინ­ტე­რე­სებ­ზე, მის­წ­რა­ფე­ბებ­სა და სა­ბა­ზი­სო უნა­რებ­ზე ორი­ენ­ტა­ცია, რა­საც ეფუძ­ნე­ბა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მის/სა­კითხის შეს­წავ­ლის დროს და მი­სი მი­ზა­ნია, და­ად­გი­ნოს რამ­დე­ნად კარ­გად გა­ი­გო/გა­ი­აზ­რა მოს­წავ­ლემ ესა თუ ის სა­კითხი. ეს მას­წავ­ლე­ბელს ეხ­მა­რე­ბა, სწო­რად და­გეგ­მოს სწავ­ლე­ბა და თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან მი­აღ­წი­ოს სას­წავ­ლო მიზ­ნებს. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის­თ­ვის ჩვენ გვჭირ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სწავ­ლის სტილს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ტემპს, ინ­ტე­რესს, სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და მის­წ­რა­ფე­ბებს, რო­მელ­თა ამოც­ნო­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნაა მთე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში. რად­გან მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­ტი­ვა­ცი­ის აღ­ძ­ვ­რა, ანუ მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მ­ნა და გან­წყო­ბა, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში სრუ­ლად ჩარ­თ­ვი­სათ­ვის, ყო­ვე­ლი­ვე ეს მო­ითხოვს ბავ­შ­ვის ში­ნა­გა­ნი ბუ­ნე­ბის, სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს სა­ფუძ­ვ­ლი­ან გაც­ნო­ბას და გა­აზ­რე­ბას.

სწო­რედ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის დროს, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ მიდ­გო­მებ­ში, მეხ­მა­რე­ბა ფა­რუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი, რო­მე­ლიც არის „გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის თან­მ­ხ­ლე­ბი მოვ­ლე­ნა, ცოდ­ნა, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და უნა­რე­ბი, რო­მელ­საც ბავ­შ­ვებს გა­დავ­ცემთ არა­პირ­და­პი­რი გზით“. ფა­რუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, სა­გაკ­ვე­თი­ლო თე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვიმ­ს­ჯე­ლოთ სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ, არაპ­როგ­რა­მულ, ყო­ფით, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­კითხებ­ზე. ამ დროს იც­ვ­ლე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო რუ­ტი­ნა და მოს­წავ­ლე­ებს თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რ­ცე ექ­მ­ნე­ბათ, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად წარ­მო­ა­ჩე­ნენ თა­ვი­ანთ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ინ­ტე­რე­სებს, ღი­ად მსჯე­ლო­ბენ სა­კუ­თარ სუსტ და ძლი­ერ მხა­რე­ებ­ზე, რაც მათ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას უწყობს ხელს. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი კი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლებ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­წავ­ლო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რად­გან ამ ურ­თი­ერ­თო­ბით დგე­ბა ეფექ­ტუ­რი შე­დე­გი, იქ­მ­ნე­ბა ის ერ­თობ­ლი­ვი პრო­დუქ­ტი, რა­საც ცოდ­ნა და მას­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა უნარ-ჩვე­ვა ჰქვია.

ეფექ­ტუ­რი სას­წავ­ლო მი­ზა­ნი რომ მიღ­წე­ვა­დი იყოს, ყო­ველ ახალ სას­წავ­ლო წელს, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ კლას­თან შეხ­ვედ­რას და ურ­თი­ერ­თო­ბას, ვიწყებ დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რა­თა და­ვად­გი­ნო რა ცოდ­ნას ფლო­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი. ვიკ­ვ­ლევ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სის სფე­როს და ვახ­დენ მათ რან­ჟი­რე­ბას, რომ შემ­დეგ­ში, სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის შედ­გე­ნის დროს, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. ყვე­ლა­ზე ხში­რად, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნის (კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი ეძ­ლე­ვათ) დროს ვლინ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა გა­მოც­დი­ლე­ბა. ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რო­ბენ თა­ვი­ანთ გან­წყო­ბებ­ზე, იხ­სე­ნე­ბენ შემ­თხ­ვე­ვას არა­სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბი­დან, ასე­ვე იმა­ზე, თუ რო­გორ ეხ­მა­რე­ბა მათ გან­წყო­ბე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს. ზო­გი ამ­ბობს, რომ ახალ ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა უად­ვილ­დე­ბა მუ­სი­კის თან­ხ­ლე­ბით, ზო­გი სწავ­ლის დროს ხა­ტავს და ასე აანა­ლი­ზებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ქმნი­ან დი­ო­რა­მას, წე­რენ ესეს.

ხში­რად მოს­წავ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას ახა­ლი მა­სა­ლის ახ­ს­ნის დროს ვი­ყე­ნებ, ასე მა­გა­ლი­თად:

გი­ორ­გის ძა­ლი­ან უყ­ვარს მან­ქა­ნე­ბი და შე­უძ­ლია მათ­ზე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ მო­უყ­ვეს მე­გობ­რებს, რად­გან, მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აქვს ავ­ტო­მო­ბილ­ზე წვდო­მა და, შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი ტა­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. რო­დე­საც აკუ­მუ­ლა­ცი­ურ რე­ლი­ეფ­ზე ვამ­ზა­დებ­დი სა­კითხს, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ახა­ლი მა­სა­ლის ახ­ს­ნის დროს, გი­ორ­გის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, კერ­ძოდ, რო­დე­საც გაკ­ვე­თილ­ზე კითხ­ვა დავ­ს­ვი, თუ რას წარ­მო­ად­გენს აკუ­მუ­ლა­ცია, იქ­ვე დავ­ძი­ნე, რომ ამის ახ­ს­ნა­ში, შე­საძ­ლოა, გი­ორ­გი დაგ­ვ­ხ­მა­რე­ბო­და. ამი­სათ­ვის მას შე­ვახ­სე­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლი – აკუ­მუ­ლ­ა­ტო­რი და ვთხო­ვე, აეხ­ს­ნა ჩვენ­თ­ვის, თუ რა ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს ის. მარ­თ­ლაც, გი­ორ­გიმ აგ­ვიხ­ს­ნა აკუ­მუ­ლა­ტო­რის, რო­გორც დე­ნის დაგ­რო­ვე­ბის ფუნ­ქ­ცი­ის მა­ტა­რებ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, აკუ­მუ­ლა­ცია დაგ­რო­ვე­ბას ნიშ­ნავ­სო. უკ­ვე ძა­ლი­ან ად­ვი­ლად, ერ­თად ავ­ხ­სე­ნით, რო­გორ იქ­მ­ნე­ბა, აკუ­მუ­ლა­ცი­ის შე­დე­გად, აკუ­მუ­ლა­ცი­უ­რი რე­ლი­ე­ფი, ხო­ლო სხვა­დას­ხ­ვა წარ­მო­შო­ბის ფხვი­ე­რი და­ნა­ლე­ქი ქა­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბის შე­დე­გად – აკუ­მუ­ლა­ცი­უ­რი ვა­კე.

გი­ორ­გიმ და მის­მა მე­გობ­რებ­მა ხა­ლი­სით აღ­ნიშ­ნეს, რომ არა­სო­დეს და­ა­ვიწყ­დე­ბო­დათ ეს გაკ­ვე­თი­ლი.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

ჟურ­ნა­ლი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები