3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ეფექ­ტუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი

spot_img

ნა­თია ჭუმ­ბუ­რი­ძე

თბი­ლი­სის №186 და №221 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

დღემ­დე მახ­სოვს, სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი თუ პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი… არც იმას დავ­მა­ლავ, მას­წავ­ლებ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ, ხში­რად, საგ­ნის სწავ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას რომ გან­საზღ­ვ­რავ­და… მარ­თ­ლაც, სწავ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ სა­ფე­ხურ­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გან­წყო­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი ძლი­ე­რი ბერ­კე­ტია. მა­შინ, რო­ცა თით­ქ­მის არ არ­სე­ბობს კო­რე­ლა­ცია სკო­ლა­ში მი­ღე­ბულ ნიშ­ნებ­სა და ცხოვ­რე­ბა­ში მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბას შო­რის, ისე­თი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით, რო­გო­რი­ცაა: ხელ­ფა­სი, თა­ნამ­დე­ბო­ბა, სტა­ტუ­სი, გავ­ლე­ნა, ბედ­ნი­ე­რე­ბა და სხვ. (შამ­სონ და სხვე­ბი, 1984). ამ მარ­თ­ლაც გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი აღ­მო­ჩე­ნის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, რა აზ­რი აქვს შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას? ის, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი ხდე­ბა, არც ტეს­ტით იზო­მე­ბა და არც შე­ფა­სე­ბის ჩვე­ნე­უ­ლი სის­ტე­მით. სა­უ­ბა­რია სწავ­ლის შე­ფა­სე­ბა­სა და შე­ფა­სე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გებ­ზე, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, 1990-იან წლებ­ში, შე­ფა­სე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა და­იწყო (სა­ფი­ე­რი, ჯ გო­უ­ე­რი, რ. 2010).

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლე­ებს კარ­გად ეს­მო­დეთ შე­ფა­სე­ბის აზ­რი. გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ შე­ფა­სე­ბის მი­ზა­ნი. იცოდ­ნენ, რას ითხოვს მათ­გან მას­წავ­ლე­ბე­ლი. კონ­კ­რე­ტუ­ლად, რო­მელ აქ­ტი­ვო­ბა­ში აფა­სებს და რა­ტომ. რა შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ მი­ღე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა. სწავ­ლე­ბის მიზ­ნე­ბის ახ­ს­ნა მხო­ლოდ და­საწყი­სია იმ ციკ­ლი­სა, რო­მე­ლიც მიზ­ნებს სწავ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და შე­ფა­სე­ბას­თან აკავ­ში­რებს. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მუ­შაო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი­სა და თან­მ­ხ­ლე­ბი შე­ფა­სე­ბის გან­საზღ­ვ­რა ნა­თელს ხდის მიზ­ნე­ბის არსს.

მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის (მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თ­ვის) ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნის შექ­მ­ნა იმის შე­სა­ხებ, თუ რა უნ­და შეძ­ლონ მოს­წავ­ლე­ებ­მა, კარ­გი შე­ფა­სე­ბის ძი­რი­თა­დი პი­რო­ბაა. არა­ფე­რია იმა­ზე სა­სარ­გებ­ლო მოს­წავ­ლე­თა ძა­ლის­ხ­მე­ვის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბის­თ­ვის, ვიდ­რე გან­მარ­ტე­ბის თან­ხ­ლე­ბით რე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თის ჩვე­ნე­ბა, თუ რო­გორ წარ­მო­ა­ჩენს კონ­კ­რე­ტუ­ლი ნი­მუ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მი­საღ­წე­ვად და­სა­ხულ შე­დე­გებს (სა­ფი­ე­რი, ჯ გო­უ­ე­რი, რ. 2010).

მინ­და, ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­თა გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვის შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე ვა­მუ­შა­ვებ­დი ამ რუბ­რი­კას, სხვა­დას­ხ­ვა კლას­ში სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მას იღებ­და, იხ­ვე­წე­ბო­და და მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს ერ­გე­ბო­და. ამ­ჯე­რად, მე­სა­მეკ­ლა­სელ­თათ­ვის, წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით.

თავ­და­პირ­ვე­ლად, მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. ვაჩ­ვე­ნე გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბის პლა­კა­ტი.

 

რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი და­ვუთ­მეთ ამ პლა­კატ­ზე მუ­შა­ო­ბას. ისი­ნი ჩემ­თან ერ­თად აფა­სებ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნე­თის მი­ერ წა­კითხულ ტექსტს. ამ პლა­კატ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, ერ­თობ­ლი­ვი მსჯე­ლო­ბის შე­დე­გად, გა­მოვ­კ­ვე­თეთ 4 კრი­ტე­რი­უ­მი, რომ­ლის დაც­ვაც გა­მარ­თუ­ლად წა­კითხ­ვის სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბა. ესე­ნია:

♦ სიტყ­ვე­ბის სწო­რად წა­კითხ­ვა;

♦ სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა;

♦ ზო­მი­ე­რი სის­წ­რა­ფით კითხ­ვა;

♦ ინ­ტო­ნა­ცი­ით ტექ­ს­ტ­ში ასა­ხუ­ლი ემო­ცი­ე­ბის სწო­რად გად­მო­ცე­მა.

შემ­დეგ სა­ნი­მუ­შოდ წა­ვი­კითხე ტექ­ს­ტის კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი და ვთხო­ვე, გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ამო­ეც­ნოთ, ჩემ მი­ერ წა­კითხუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი­დან.

მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თილ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ვაფ­რ­თხი­ლე, რომ იმა­ვე მო­ნაკ­ვეთს წა­ვი­კითხავ­დი, მათ კი უნ­და აღ­მო­ე­ჩი­ნათ რო­მე­ლი კრი­ტე­რი­უ­მი არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე. ეს და­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ. სხარ­ტად და ხა­ლი­სით აღ­მო­უ­ჩი­ნეს მას­წავ­ლე­ბელს „დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი“. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შემ­დეგ, ერ­თობ­ლი­ვად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თვით­შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა შევ­ქ­მე­ნი, მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი და შევ­სე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­აც მი­ვა­წო­დე.

ორი­ო­დე სიტყ­ვით მინ­და გან­ვ­მარ­ტო, რა­ტომ თვით­შე­ფა­სე­ბა და არა მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა, რო­გორც ეს ტრა­დი­ცი­უ­ლად მი­ღე­ბუ­ლი და და­ნერ­გი­ლია ჩვენს სას­კო­ლო სის­ტე­მა­ში. თვით­შე­ფა­სე­ბა ადა­მი­ა­ნის მი­ერ სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის უნა­რია. ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა სწო­რედ თვით­შე­ფა­სე­ბი­დან არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი.

არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მა­ღა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი გაზ­ვი­ა­დე­ბით აფა­სებს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რის გა­მოც სის­ტე­მა­ტუ­რად გა­ნიც­დის მარცხს, ხში­რად მოს­დის კონ­ფ­ლიქ­ტი ირ­გ­ვ­ლივ მყო­ფებ­თან, რი­თაც ირ­ღ­ვე­ვა ბავ­შ­ვის პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბა. არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვი სა­თა­ნა­დოდ არ აფა­სებს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ასე­თი თვით­შე­ფა­სე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია გა­უ­ბე­და­ო­ბა, სა­კუ­თარ თავ­ში და­ურ­წ­მუ­ნებ­ლო­ბა, შე­მარ­თე­ბის უქონ­ლო­ბა, რის გა­მოც გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლოა სრუ­ლად ვერ გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ვერ მო­ახ­დი­ნოს მა­თი სრუ­ლი რე­ა­ლი­ზე­ბა. ასე­თი ბავ­შ­ვი ძა­ლი­ან ხში­რად უარს ამ­ბობს მას­წავ­ლებ­ლის წი­ნა­და­დე­ბა­ზე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ოლიმ­პი­ა­და­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში ან ნე­ბის­მი­ერ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში იმ მო­ტი­ვით, რომ თავს ვერ გა­არ­თ­მევს და­ვა­ლე­ბას. თუმ­ცა, უმე­ტე­სად, ყო­ველ­გ­ვა­რი მო­ნა­ცე­მი აქვს აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბის მი­ღე­ბი­სას ასეთ ბავშვს ხში­რად ჰგო­ნია, რომ ნი­შა­ნი მო­უ­მა­ტეს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, არ­ც­თუ იშ­ვი­ა­თად, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­ფა­სე­ბა სავ­სე­ბით ობი­ექ­ტუ­რია (ოსი­აშ­ვი­ლი, ქ. 2014 http://mastsavlebeli.ge/?p=2097).

ვი­ნა­ი­დან, თვით­შე­ფა­სე­ბის დო­ნე გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო შე­დე­გებ­ზეც, ვფიქ­რობ, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იზ­რუ­ნოს მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­ფა­სე­ბის დო­ნის გან­საზღ­ვ­რა­ზეც და შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა­ზე.

მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლე ტექსტს წა­ი­კითხავს გაკ­ვე­თილ­ზე, იცის, რომ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი უნ­და შე­ავ­სოს. იმის­თ­ვის, რომ ეს შე­ფა­სე­ბა ობი­ექ­ტუ­რი იყოს, მოს­წავ­ლე­ებს თვით­შე­ფა­სე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რე. ავუხ­სე­ნი, რომ არც მა­ღა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბაა მი­სა­ღე­ბი და არც და­ბა­ლი, სა­სურ­ვე­ლია ვის­წავ­ლოთ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბა. მოს­წავ­ლე­თა გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბულ ვერ­სი­ას ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს ვა­მოწ­მებ და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­ვი­ხი­ლავ მას მოს­წავ­ლეს­თან, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.

ერთ-ერთ კლას­ში გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლე, რო­მელ­თაც უჭირთ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის და­ნახ­ვა. სა­ერ­თოდ ვერ ამ­ჩ­ნევ­დ­ნენ, რო­მე­ლი სიტყ­ვე­ბი წა­ი­კითხეს შეც­დო­მით. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რას გრძნობ­დ­ნენ მა­შინ, რო­ცა მას­წავ­ლებ­ლის­გან გან­მა­ვი­თა­რე­ბელ კო­მენ­ტარს იღებ­დ­ნენ… რო­გო­რი გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა იყო მათ გო­ნე­ბა­ში… ისი­ნი სრუ­ლი­ად ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რებ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლის სიტყ­ვებს, რად­გან ვერ ამ­ჩ­ნევ­დ­ნენ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს… თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნე და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კითხ­ვის გა­წა­ფუ­ლი უნა­რის მი­უ­ხე­და­ვად, ფიქ­რო­ბენ, რომ არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ უმაღ­ლეს შე­ფა­სე­ბას… შე­საძ­ლოა, სხვა კლას­შიც იყოს მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­თაც დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნა სჭირ­დე­ბა, რა­თა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ე­ცეს მა­თი თვით­შე­ფა­სე­ბის ფორ­მი­რე­ბას გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე.

პრაქ­ტი­კამ მიჩ­ვე­ნა, რომ გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის დახ­მა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია: მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­ფა­სე­ბის დო­ნის გან­საზღ­ვ­რა, რაც მათ ეხ­მა­რე­ბა მე­ტა­კოგ­ნი­ცი­ა­ში, სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ფუნ­ქ­ცი­ა­საც ას­რუ­ლებს. ამ შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა­ზე მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბი­დან გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გას­ვ­ლის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ე­ბი აჯა­მე­ბენ მი­ღე­ბულ შე­დე­გებს და გა­მოკ­ვე­თენ სა­ჭი­რო­ე­ბებს. ად­გე­ნენ, რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვთ სა­მუ­შაო, რა გა­მოს­დით კარ­გად, სად სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა. მშო­ბე­ლიც თვალს ადევ­ნებს შვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბას და აფა­სებს სწავ­ლის პრო­ცესს.

  1. მო­ცე­მუ­ლი გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა ეფუძ­ნე­ბა სწავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მიზ­ნებს;
  2. გვთა­ვა­ზობს წარ­მა­ტე­ბის ნა­თელ კრი­ტე­რი­უ­მებს;
  3. მოს­წავ­ლე­ებს რთავს თვით­შე­ფა­სე­ბა­ში, ერ­თობ­ლივ კრი­ტი­კა­სა და მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა­ში;
  4. უვი­თა­რებს მე­ტა­კოგ­ნი­ცი­ის უნარს.

ამას­თან, გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა­ზე მუ­შა­ო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლი ხდე­ბა. ის მოს­წავ­ლე­თათ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი შე­დე­გის გა­ზომ­ვის წი­ნა­პი­რო­ბაა, რად­გან მუდ­მი­ვად ადევ­ნებს თვალს სა­კუ­თარ პროგ­რესს თუ რეგ­რესს და იაზ­რებს, რომ წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თარ ძა­ლის­ხ­მე­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ გზით მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამ­კ­ლა­ვე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო უნა­რებ­საც ივი­თა­რებს და არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის ობი­ექ­ტუ­რად გა­აზ­რე­ბა­საც სწავ­ლობს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები